ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მაგული და მაყვალა იაკობაძეების ოჯახებს შინაგან საქმეთა სმაინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში იცავენ.

მაგულისა და მაყვალას ძმა ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული და პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულის დები და მათი მცირეწლოვანი ბავშვები სოფლიდან დაზარალებულების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა გამოასახლეს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მათ სოფელში დაბრუნება პოლიციის თანხლებით შეძლეს.
რამდენმე დღის წინ დააპატიმრეს მოკლული ბავშვის ბაბუა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო (ადმინისტრაცული სამართალ დარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები). კოდექსში წერია, რომ 166-ე მუხლის დრღვევსთვის პირი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით ან, 90 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობით.
გარდაცვლილის ბაბუა ასი ლარით დაჯარიმეს.
მაგული იაკობაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ გარდაცვლილი ბავშვის ბაბუამ მას სიტყვერი შეურაცხყოფა პოლციელების თანდასწრებით მიაყენა.