ხვალ, 6 ოქტომბერს ხულოში, შუახევში, ქედასა და ბათუმში ანიმაციური ფილმების ფესტივალი დაიწყება. ფესტივალს ა(ა)იპ „პერსონაჟი“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაატარებან.
ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალის განმავლობაში საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 38 ქვეყნის 105 ფილმი. ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“, ბათუმის დრამატულ თეატრში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, შუახევისა და ქედის კულტურის ცენტრში.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, ხოლო საუკეთესო საბავშვო ფილმს გამოავლენს ხულოს, შუახევის, ქედისა და ბათუმის ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჟიური. შედეგები გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე.
ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილია ვორქშოპებისა და მასტერკლასების სერია.
„თოფუზის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.