“ორპირი/Протяг” ამ სახელწოდების გამოფენა დღეს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა თანამედროვე უკრაინელი მხატვრების ნამუშევრებს გასცნობოდა.
თანამედროვე ხელოვნების სივრცის ერთ ნაწილში ვიტალი კოხანის ინსტალაცია “ორპირი” იყო განთავსებული. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჰამლეტ ზინკოვსკის “დღიური 2013”, რომან მინინის “ჯილდო სიჩუმისათვის” და ჯგუფ შილოს ფოტოგამოფენა “ევრომაიდანი.
“ეს გამოფენა პირდაპირ ეხმაურება იმ მოვლენებს რაც ხდება უკრაინაში. მათ შორის უკრაინის ურთიერთობას დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. შესაბამისად ხარკოვი რომელიც არის წარმოდგენილი ამ გამოფენაზე იმყოფება ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილას, რომელიც რეალურად შეიძლება ითქვას რომ ორპირ ქარზე იმყოფება,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის კურატორმა ანა რიაბოშენკომ.
გამოფენა “ორპირი/Протяг” ბათუმში 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.