2 ოქტომბერს, 16 საათზე, ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში „ICOMOS საქართველო“ აწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პირველ წარდგენასა და განხილვას.
ბათუმელები
2 ოქტომბერს, 16 საათზე, ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში „ICOMOS საქართველო“ აწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პირველ წარდგენასა და განხილვას.
აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, გუშინ, 29 სექტემბერს გვიან ღამით ბათუმში ხუთბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ამ დილით ათი საათისთვის შტორმი უკვე ოთხ ბალს აღწევს.
აჭარის მთავრობაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისია დღეს მეორედ შეიკრიბა. სხდომაზე აჭარის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი განიხილეს.
ქალაქ ბათუმში, გორგასალისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, საერთოეზოში იყიდება 80 კვ/მ ფართობის ბინა პრივატიზებული სხვენით. ფასი სხვენით: 45 ათასი აშშ დოლარი,სხვენის გარეშე-38 ათასი აშშ დოლარი.
მობ.: 577 252585
597019963
რამდენიმე წუთის წინ მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ დოლოგანთან.
ბათუმის №3 საპყრობილეში კანონიერ ქურდობაში ბრალდებულმა პატიმარმა რ. დ. სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა.
კომბინირებულ პირამიდაში საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში დღეს დასრულდა. პირველი ადგილი მრავლაგზის საქართველოს ჩემპიონმა პაატა ხმალაძემ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები ბათუმელებმა დავით ჯორბენაძემ და ნუგზარ თებიძემ დაიკავეს.
წუხელ განვითარებული ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ბზანამ კვლავ იცვალა კალაპოტი და სოფელ დოლოგანში, საფარიძეების უბანში 4 ოჯახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულები წაიღო.
ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტში, სოფელ სარფში სახალხო დღესასწაული „კოლხობა“ გაიმართა. დღესასწაულზე ლაზური ფოლკლორი, ადგილობრივი ანსამბლების და რეწვის ოსტატების შემოქმედება, ასევე ტრადიციული კერძები იყო წარმოდგენილი.
ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე იყიდება 67 კვ/მ ფართობის სამ ოთახიანი გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ID 1134
ფასი: 50 ათასი დოლარი
მობ.: 593 442408
577 071185
ბათუმში საცხენოსნო კლუბი 2013 წელს ჩამოყალიბდა. კლუბს შვიდი ცხენი ჰყავს, მათ შორის ერთი სპორტული, რომელსაც „ზაგრები“ ჰქვია. საცხენოსნო ბაზა აეროპორტის გზატკეცილზე, #253- ში, 7 044 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ერთი წლის ვადით აქვთ გადაცემული ბათუმის საცხენოსნო კლუბისთვის.
დღეს 11:00 საათზე აჭარის მთავრობის აპარატში ამინდის კვლავ გაუარესების შედეგად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე ხელმძღვანელობდა. სხდომას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე, მერიის სამსახურების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
აჭარის მაღალმთიანეთში მგლის მომრავლებას უჩივიან. გლეხები ამბობენ, რომ მგლები სოფლების საძოვრებზე ჩასვლას აღარ უფრთხიან და რქოსან პირუტყვს თავს ესხმიან. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მგლის რიცხოვნობა ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი არ არის. საქართველოში 1400-დან 1500-მდე მგელი ბინადრობს.
ადამიანისა და მგლის კონფლიქტის თემაზე წლებია მუშაობენ მკვლევარები. „ბათუმელების“ კითხვებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროგრამა – „მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიის და კონსერვაციის“ დირექტორმა, პროფესორმა ნათია კოპალიანმა უპასუხა.
სტუდენტურმა მოძრაობა „ალტერნატივამ“ სწავლის დაწყების პირველივე დღეს გააპროტესტა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში უხარისხო განათლების სისტემა, ვინაიდან, პირველ დღეს, ყოველწლიურად, ჩვენ ვისმენთ „ზღაპრებს“ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან, რომ თითქოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიღებთ ევროპულ განათლებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე იყიდება 95 კვ/მ ფართობის ბინის შავი კარკასი, სამი ოთახით. ID 6426
ფასი 55 ათასი აშშ დოლარი
მობ.: 593 4424 28
577 071185
თბილისში სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა სკოლა-ბაღის კარი, რომელიც მეზობელ საერთო ეზოში გადის, ეზოს მცხოვრებლებმა შეადუღეს იმ მიზეზით, რომ მათ არ სურდათ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს მათ ეზოში გაევლოთ. ეზოს მცხოვრებლების თქმით ძირითადი მიზეზი, რის გამოც კარი შეადუღეს, „სიბრალულია“. „აღშფოთებული ვარ“ – ასე შეაფასა ფაქტი ბათუმის მერის მრჩეველმა შორენა მამულაძემ, რომელიც თავადაც სსმ (სპეციალური საჭიროებების მქონე) პირია. შორენა მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა მენტალობაშია. რაში ხედავს ის გამოსავალს? – მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის კატოვიცას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბათუმს სამუშაო ვიზიტით სილესიას სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, ექსპერტ–ეპიდემიოლოგი, ევროპაში რესპირატორული დაავადებათა გავრცელების მთავარი მკვლევარი პროფესორი იან ზეიდა სტუმრობდა.
პირველი ოქტომბრიდან ქალაქ ბათუმში იხსნება გიორგი ასკურავას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი. სწავლა წარმოებს სინქრონულ თარგმანზე დამყარებული მეთოდით.
სამაშველო სამსახურის ხელმძვანელის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ლ.ასათიანის (ყოფილი ჯაფარიძის) ქუჩაზე 17 ნომერში მშენებარე სახლის კედელი ჩამოიგრა. ნანგრევებმა გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლის კიბე დააზიანა. კედლის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს. “ბათუმელები” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
აჭარის მთავრობამ 2014 წლის პირველ რვა თვეში 200 ათასზე მეტი ლარი დახარჯა მივლინებისთვის. თანხის ხარჯვაში ლიდერი უმაღლესი საბჭოა. საზღვარგარეთ მივლინებებში ამ ორგანოს 50 ათასამდე ლარი აქვს დახარჯული,
თითქმის 16 ათასიც- ქვეყნის შიგნით. რა სიკეთე მიიღო რეგიონის მოსახლეობამ მთავრობის წევრების ამ ვიზიტებისგან და რას უნდა ელოდეს მომავალში. „ბათუმელებმა“ გასულ კვირას აჭარის ხელისუფლების მივლინებების ხარჯები შეისწავლა.
ბათუმის სპორტულ-ხალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 27 სექტემბერს ოთხთა ფინალი გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ მინი ფეხბურთის კლუბები (მფკ) თბილისის „პსპ“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ (TTC), „ბორჯომი“ და „სამტრედია“.
„მამაჩემი, სულეიმან დიდმანიძე, ხელოსანი კაცი იყო. ნავებს აკეთებდა და ყიდდა. ეს იყო ოჯახის ძირითადი შემოსავალი. წყნარი, გლეხური ცხოვრება გვქონდა. არც მდიდრები ვიყავით და არც ღარიბები. სოფელ მარადიდში ვცხოვრობდით, საქონელი და ფრინველი გვყავდა, ეზოში კი ორსართულიანი სახლი გვედგა. იმ წელს, როცა ჩემი ოჯახი გადაასახლეს, 13 წლის გავხდი. უფროსი ძმა გვყავდა გარდაცვლილი და ყველანი მგლოვიარედ ვიყავით. მამაჩემი ახალმა ტრაგედიამ სულ მოტეხა~. დავით დიდმანიძე ბავშვობის ტკივილიან დღეებს 77 წლის ასაკშიც ცრემლებით იხსენებს. „ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოსცე ეს განცდა. სიკვდილამდე არ წაიშლება ჩემი გონებიდან წარსული“, – ამბობს ის და ცდილობს, თხრობის დროს სიმშვიდე შეინარჩუნოს.
“თუ ამინდის პროგნოზი გამართლდა, დღეს 16:00 საათისთვის ბათუმში მოსალოდნელია ქარი 15-18 მეტრი წამში, ველოდებით ძლიერ წვიმას და გვიან ღამით 5-ბალიან შტორმს“-ამბობს “ბათუმელებთან” სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე.
აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ამ წუთებში სამაშველო სამსახურის მყვინთავები ზღვაში მამაკაცს ეძებენ.
ბათუმის მერიამ 102 449 ლარზე გამოაცხადა ტენდერი, რომლის თანახმადაც გამარჯვებულმა 2014 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი საქმიანობა უნდა შეასრულოს: ცხოველების (2250 ცალი ძაღლისა და კატის) დაჭერა და ტრანსპორტირება, დაჭერილი ცხოველების გაუვნებელყოფა; ევთანაზია (ჰუმანური დაძინება ნარკოზით, 945 ცალი); სტერილიზაცია, ვაქცინაცია და დაბირკვა (657 ცალი); კასტრაცია, ვაქცინაცია და დაბირკვა (648 ცალი).
წერილის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, სადაც ბიუჯეტს უყაირათოდ ხარჯავენ, სადაც ყველა, დიდი თუ პატარა, ჭვიანი თუ რეგვენი წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს, გადამაწყვეტინა, რამდენიმე მაგალითით დამედასტურებინა, რომ საქართველო მიზანმიმართულად იძარცვება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2014-2015 სასწავლო წლისთვის 1052 პირველკურსელი მიიღო. ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტის სტატუსი წელს სოციალურ, მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტმა მოიპოვა. ყველაზე პოპულარული სპეციალობა კი სამართალმცოდნეობაა – აქ ერთ ვაკანტურ ადგილზე 24 აბიტურიენტი მოდიოდა.
ბათუმში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა (პირველი სასაზღვრო სექტორის) სარფში დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ალჟირის რესპუბლიკის ორი მოქალაქე -1987 წელს დაბადებული სოუფიამე ბ. და 1988 წელს დაბადებული ზაქარია მ. დააკავეს.
სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ, აჭარაში მცხოვრებ ათიათასობით პაციენტს, სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაის” ორი კლინიკის ნაცვლად უკვე რამდენიმე პოლიკლინიკა მოემსახურება. ამ ცვლილების მიზეზი იმ ხელშეკრულების ვადის ამოწურვა გახდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის იყო გაფორმებული. რა სიახლეები მოჰყვება ამ ცვლილებას პაციენტებისა და სამედიცნო დაწესებულებებისთვის? თემაზე “ბათუმელებს” აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნუგზარ სურმანიძე ესაუბრა.
ბათუმის მესამე საპყრობილეში მყოფი პატიმარი, 25 წლის გიორგი ოქროპირიძე, რომელიც ლაშა მახარაძის მკვლელობაშია ბრალდებული, ირწმუნება, რომ მას სადი-ის თანამშრომლები არაადამიანურად მოეპყრნენ და გამოძიების დაწყებას ითხოვს. ის ამბობს, რომ 21 დღეა შიმშილობს. მიღებული აქვს თვითდაზიანებაც.
აჭარის ბიუჯეტს მილიონობით ნაშთი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდა. სად, რამდენი და რატომ ვერ დახარჯა აჭარის მთავრობამ? – “ბათუმელებმა” ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დეტალურად შეისწავლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ტენდერების ჩატარების შემდეგ გამოთავისუფლებული თანხა სარეზერვო ფონდში ჩაირიცხება.
საქართველოს მასშტაბით ტენდერების შედეგად მორჩენილმა თანხამ 30 400 000-ზე მეტი ლარი შეადგინა.
მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ბავშვმა მისთვის გამოყოფილი ულუფა ჭამოს. ბევრი მშობელი საამისოდ, ფიზიკური დაძალების გარდა, სხვადასხვა ხრიკსა და მუქარას იყენებს. მშობლები ნაკლებად ითვალისწინებენ, რომ ბავშვის მადა არა მარტო შიმშილის გრძნობაზე, არამედ მის ჯანმრთელობასა და ხასიათზეც არის დამოკიდებული. „ერთი კოვზი დედიკოს ხათრით, ერთიც მამიკოს ხათრით“, „თუ არ შეჭამ, მეზობელი თამრიკო შეგიჭამს“, „პატრული წაგიყვანს“ და ა.შ. – ასეთი მესიჯები როგორ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე და როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვი საკვებით, ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრა.
25 სექტემბერს, ბათუმში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 32 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას.
რიტმში ყოფნა და გადაღლილობა არ აშინებს. მთავარია, ის საქმე აკეთოს, რაც ასე უყვარს, მერე რა თუ ღამის გათენება უწევს, ან სხეულის ყველა კუნთი სტკივა, არ წუწუნებს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ცეკვას ეხება. დავით კუცია პროფესიით საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ინჟინერია. საპასუხისმგებლო სამსახურის შემდგომ მისი ფიქრები ლათინურ რიტმებში იკარგება. დათო დღეს აღარ ცეკვავს, თუმცა იცის, რომ დაბრუნდება, რადგან ცეკვისთვის არასოდეს არის გვიან.