კონტაქტურ კარატეში კავკასიის თასი 2014-ის ტურნირში ბათუმელმა სპორტსმენებმა 20 წლის ბერდია გორგაძემ და ევროპის პრიზიორმა ლევან ცინცაძემ პირველი ადგილები აიღეს. ბერდია გორგაძე ჩემპიონი გახდა 70 კოლოგრამ წონით კატეგორიაში, ლევან ცინცაძე კი -აბსოლუტურში (+80). ასევე საპრიზო ადგილი მოიპოვა ბათუმელმა 19 წლის დავით ლორიამ, რომელმაც 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი ირგუნა.
საერთაშორისო ტურნირი კიოკუშინკაი კარატეში „კავკასიის თასი 2014“ თბილისში 27-28 სექტემბერს გაიმართა. ტურნირს საფუძველი1998 წელს ჩაეყარა. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, ისრაელის, საბერძნეთის და უკრაინის ნაკრებები.
ტურნირი მამაკაცთა შორის სამ წონით კატეგორიაში – 70, 80, +80, ხოლო ქალებს შორის აბსოლუტურში (+80) ჩატარდა.
პრიზიორის ლევან ცინცაძის შეფასებით მონაწილე ქვეყნები ძლიერი შემადგენლობით იყვნენ ჩამოსული.
შეჯიბრებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე -თამაზ თევზაძე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი – მამუკა ხაბარელი და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი დოლაბერიძე. ასევე საბერძბნეთის, ისრაელის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის შინკიოკუშინკაი კარატეს ფედერაციებისს პრეზიდენტები.
საფინალო შეხვედრებს მსაჯობდა ევროკომიტეტის მსაჯთა დირექტორი, უკრაინის შინკიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე გონჩარენკო.
ტურნირი აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა.
საერთაშორისო ტურნირი კარატეში “კავკასიის თასი 2014″ შედეგები:
კაცები
70 კგ
1. ბერდია გორგაძე
2. შალვა მაღრაძე
3. სერგო მოვსესიანი
3. დავით ლორია
80 კგ
1. თენგიზ ბასტოიანი
2. იასირ მამადოვი (აზერბაიჯანი)
3. არისტოტელის მელიკიადისი (საბერძნეთი)
3. ლაშა ოზბეთელაშვილი
+ 80
1. ლევან ცინცაძე
2. ლევან ვერულიძე
3. გივი კარკალაია
3. რაფი ტოროსიანი (სომხეთი)
ქალები
აბსოლუტური
1. ანი ბოჭორიშვილი
2. სალომე მოდებაძე
3. თამარ ყურაშვილი
3. თამარ ბიბილეიშვილი