ნეტგაზეთი • RU

ბათუმის მერს გენდერულ საკითხებში მრჩეველი ეყოლება

 

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მისი მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, შორენა მამულაძე გააცნო მედიას. 

 

 

„შორენა მამულაძის მოვალეობა იქნება, იმსჯელოს ჩემთან ერთად იმ საკითხებზე, სად, რომელ სამსახურში, რა მიმართულებით შეიძლება შშმ პირთა დანიშვნა კონკურს გარეშეც და კონკურსის შესაბამისადაც” –  განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

„რაც შეეხება ჩემ სამუშაო გეგმას, მაქსიმალურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროექტში, რასაც მერია განახორციელებს“ – განაცხადა შორენა მამულაძემ.  

 

გიორგი ერმაკოვმა ასევე განაცხადა, რომ მალე მას მრჩეველი ეყოლება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებითაც.

 

„მერს უნდა ჰყავდეს მრჩეველი, რომელიც გენდერული ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით გარკვეულ წინადადებებს დააყენებს. ეს უახლოეს მომავალში გვექნება აუცილებლად.  

 

ეს საერთაშორისო მოთხოვნებია. ეს არის საშტატო ერთეული, რომელიც არსებობს და ახლო მომავალში ამ შტატზე დავნიშნავ მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც შემდგომ მიიღებს უკვე კონკურსში მონაწილეობას“  – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა. მას არ დაუკონკრეტებია, ვის განიხილავს ამ თანამდებობაზე.   

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მოხალისე , თაკო ათაბაგი