Batumelebi | ”გამოფენების ფესტივალი” ბათუმში ”გამოფენების ფესტივალი” ბათუმში – Batumelebi

”გამოფენების ფესტივალი” ბათუმში

 

4 ნოემბერს, ბათუმში ”გამოფენების” ფესტივალი გაიხსნება. პროექტის ფრგლებში სხვადასხვა თემატიკის სამი გამოფენა მოეწყობა და მათში 60-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

 

  

 პირველი გამოფენა სახელწოდებით “სხვა”, 4 ნოემბერს მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იმ ადამიანების ნამუშევრები რომლებიც, პარალელურად თავიანთი ძირითადი საქმიანობისა (რომელიც ხელოვნებას არ უკავშირდება), ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს.

 

შემდეგ გამოფენაზე სახელწოდებით – “ახალი”, რომელიც 9 ნოემბერს მოეწყობა, წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრები (ინსტალაციები, ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები) თანამედროვე არატრადიციულ მიმდინარეობებში.

 

მესამე გამოფენა სახელწოდებით ამაღელვე, 14 ნოემბერს მოეწყობა და მასზე ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავდმყოფოს პაცენტების ნამუშევრები გამოიფინება.

 

ჯერ-ჯერობით არ სახელდება გამოფენების ზუსტი ადგილმდებარეობა. გამოფენების დაწყებამდე პროექტის ფეისბუქ გვერდსა და ბლოგზე გამოქვეყნდება ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც უნდა შეიკრიბოს გამოფენის მაყურებელი, რომელთაც უფასო ავტობუსები მოემსახურებათ.

 

პროექტის ორგანიზატორის, თამარ მასალკინის თქმით პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. “პროექტის იდეის ავტორია ნინო მასალკინა. ჩვენი მიზანია ამ გზით მოვახდინოთ თანამედროვე და არატრადიციული ხელოვნების პოპულარიზაცია და არასაგამოგფენო ალტერნატიული სივრცეების საგამოფენო სივრცეებად გამოყენების გზით, შევცვალოთ უკვე არსებული, მოსაწყენი და ერთფეროვანი გამოფენების სტილი” – ამბობს ის.


“გამოფენების ფესტივალი” აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინსიტროს დაფინანსებით ხორციელდება.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"