ნეტგაზეთი • RU

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალმა 1915 ლარი დიტო ცინცაძის ფონდში გადარიცხა

 

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშირისო ფესტივალის (BIAFF) საქველმოქმედო აქციის – “კინო ეხმარება ბავშვებს” – ფარგლებში შემოსული თანხა „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში“ გადაირიცხა. 

 

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კინოფესტივალის ბოლო ორ კინოსეანსზე (კინოთეატრ “აპოლოში”) ყიდებოდა ბილეთები (თითოეულ სეანსზე ლიმიტირებული რაოდენობა  – მაქსიმუმ 50 ბილეთი) და თითო სეანსის ბილეთისფასი შეადგენდა 5 ლარს. ყველა დანარჩენი კინოსეანსი, როგორც კინოთეატრ“აპოლოში”, ასევე სასტუმრო “DIVAN SUITES”-ის კონფერენს დარბაზში და ღიაკინოჩვენებებზე (ერას მოედანი)  ტრადიციულად იყო უფასო.  

 

აღნიშნულიაქციის ფარგლებში ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1915 ლარი, რომელიც მთლიანად გადაირიცხა  „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში“.  მსგავსი აქცია ბათუმის კინოფესტივალზე სამომავლოდაც იგეგმება.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"