საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ხარჯის გაზრდასთან დაკავშირებით გათვალისწინებული საკითხი დღეს გამართულ ბათუმი საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგიდან ამოიღეს. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით წელს უფლემოსილების განხორციელებითვის გათვალისწინებული ხარჯი აღარ გაიზრდება.
„კომისიის სხდომაზე როდესაც განვიხილეთ საკითხის ამოღების წინადადება დაისვა. კომისიამ უფლებამოსილება ბიუროს გადასცა რომ მიეღო გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ჩვენ ფრაქციაშიც გვქონდა ამ თემაზე საუბარი. ფრაქციამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ საკითხის ამოღებას,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა თეიმურაზ ყურაშვილმა.
ბათუმის საკრებულოს თითოეულ იმ წევრთა უფლებამოსილების განხორციელების ხარჯის დასაფარად, რომლებიც საკრებულოს რიგით წევრებად რჩებიან და საკრებულოში რაიმე თანამდებობა არ უკავით ყოველთვიულად 1000 ლარს იღებენ. საკრებულოში ამ თანხის 1500 ლარამდე გაზრდას გეგმავდნენ.
საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით, უფლებამოსილების თანხის გაზრდა საკრებულოს წევრების ინიციატივა იყო. მისივე თქმით ხელფასების გაზრდის საკითხი ქალაქის საზღვრების გაზრდის გამო დადგა.