ნეტგაზეთი • RU

ებოლა და ყირიმ-კონგოს ცხელება – ლექციები ექიმებისათვის

 

დღეს, 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა აჭარის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან, სადაც წარმოდგენილი იქნება ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ ერთობლივად მომზადებული ლექციების სპეციალური სერია თემაზე: „ჰემორაგიული ცხელებით მიმდინარე დაავადებები, აქცენტებით: ებოლა და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება”.

 

ლექციების ელექტრონულ ვერსიას იხილავთ დაავადებათ კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვედზე და ცენტრის ფეისბუქგვერდზე.  

 

ლექციებზე ყურადღება გამახვილებული იქნება ინფექციის გადაცემის გზების, მკურნალობის, პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, პერსონალური დამცავი ხელსაწყოების (PPE) გამოყენების ჩათვლით.  

 

შეხვედრა გაიმართება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.

 

ჰემორაგიული ცხელებებით მიმდინარე დაავადებები მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებებია. მათ ახასიათებთ ეპიდემიები, რაც ჯანდაცვის პრობლემას წარმოადგენს, მისი ეპიდემიური პოტენციალის, მაღალი ლეტალობის, ასევე დაავადების მკურნალობასთან და პრევენციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.


მიმდინარე წელს დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა ებოლას აფეთქება, ასევე საქართველოში მოიმატა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევებმა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"