ნეტგაზეთი • RU

ლელა გაფრინდაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში

 

დღეს, 17:00 საათზე, საჯარო ლექციების ციკლის – “ვის ეშინია ფემინიზმის” პირველ ლექციას პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი წაიკითხავს. ლექციის თემაა – “ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ”.

 

ლექციების ციკლი 17 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
 
 
პროექტის ფარგლებში მომსხენებლები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თანამედროვე  ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში, გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში, ანტი-ფემინიზმი, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში და სხვა. 
 
 
ლექცია ჩატარდება 55-ე აუდიტორიაში. ლექციების განრიგი იხილეთ აქ.
 
 
ლექციების ციკლის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის აგადადით ბმულზე.
მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"