ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, აჭარის მაღალმიანეთში ამ დროისთვის ხუთი ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უწყების ცნობით, ზემო აჭარაში თითქმის ნახევარი მეტრო თოვლი მოვიდა და ყველა დაზიანებულ ტერიტორიასთან მისვლა ამ დროის მონაცემებით ჭირს.
გარდა ამისა, რამდენიმე ადგილას აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა დაზუსტებით არ იციან როდის აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება.