სიახლეები

”ვის ეშინია ფემინიზმის” – კიდევ ერთი ლექცია

31.10.2014 • 1526
”ვის ეშინია ფემინიზმის” – კიდევ ერთი ლექცია

თეოლოგის მაგისტრი და ფემინისტური მისიოლოგიის სპეციალისტი თინა მეგრელიძე, პოსტ-საბჭოთა  სივრცესა და მართლმადიდებულურ თეოლოგიაში ქალთა საკითხებზე მუშაობს.

დღევანდელი ლექცია ქრისტიანობაში ქალისა და კაცის თანასწორობას ეხებოდა. ლექციაზე თანასწორობის იდეა წარმოჩენილი იყო მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით და განხილული იყო მაგალითები, რომლებიდანაც გამომდინარეობს პრაქტიკაში არსებული არათანასწორი დამოკიდებულება ქალებისადმი.

  “ლექცია ამტკიცებს, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო პირველი, ვინც პატრიარქალური დამოკიდებულებები შეცვალა ქალების მიმართ, რაც არაერთხელ არის ხაზგასმული სახარებაში, შემდგომში კი ასახულია მართლმადიდებლურ დოგმატიკასა და სწავლებაში” – ამბობს თინა მეგრელიძე.

 

გადაბეჭდვის წესი