ნეტგაზეთი • RU

ქობულეთში სტიქიის გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა

 

 ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრემიერ მინისტრის დავალებით   გამგეობაში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის 23 -კაციანი საგანგებო შტაბი, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ხელმძღვანელობს. 

 

პარალელურად მობილიზებულია ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური მობილური, სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები-ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

 

 წინასწარი პროგნოზით ამინდის გაუარესება 24:00 საათიდან არის ნავარაუდები.

 

მუნიციპალიტეტის შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:  0426 26 72 09;    595 70 44 00;   599 85 63 73;   599 85 63 74.


ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მეწყერული კერები გააქტიურდა, ადგილზე ამ წუთებში (17:20 საათი) ქობულეთის გამგებელი სულხნ ევგენიძე  იმყოფება და “ბათუმელები” დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"