Batumelebi | მერიის დასაწყობებული ქონება ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს მერიის დასაწყობებული ქონება ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს – Batumelebi
RU | GE  

მერიის დასაწყობებული ქონება ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს

 

ბათუმის მერიამ მეორადი სამშენებლო მასალების გადაზიდვა-დასაწყობებისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამ სამუშაოს შესრულებისთვის ტენდერში გამარჯვებულს ქალაქის ბიუჯეტიდან 3960 ლარამდე გადაუხდიან. ჯერჯერობით უცნობია ვის შეხვდება ეს დასაწყობებული ქონება. 2013 წელს კი ამ ტიპის ქონება საკრებულომ, ძირითადად, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს გადასცა.

 

გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული მეორადი სამშენებლო მასალების გადაზიდვა-დასაწყობება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ღია სასაწყობო მეურნეობებიდან  ბათუმის მერიის საწყობში.

 

“ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ დასაწყოებულ ქონებას ქალაქის თვითმართველობა უსასყიდლოდ  გასცემენ.

 

 

მაგალითად,  ბათუმის საკრებულოს განკარგულებებით საქართველოს საპატრიარქოს გასულ წელს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 175 ათასი ლარის მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალები:

 

 

კრამიტი (მეორადი) 15 356 ცალი (ღირებულებით 7 678 ლარი); კრამიტი (ახალი) 35 004 ცალი, ღირებულებით 67 898 ლარი; ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილები (სხვადასხვა სახეობის) 20 911 ცალი (10 414 ლარის); ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ექვსკუთხედი) 390 კვ/მ (5 460 ლარის);

 

 

ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ფოთლის ფორმის) 800 კვ/მ (11 200 ლარის); დეკორატიული სანათი 140 ცალი (53 200 ლარის); გარე განათების სანათი 16 ცალი (2 720 ლარის); გარე განათების ბოძი (ორ რქიანი) 8 ცალი (2 160 ლარის); ბუნებრივი გრანიტის ფილა 18 კვ/მ (1 366 ლარი); საბაღე სკამი 56 ცალი (7 844 ლარის); საყვავილე 10 ცალი (1 450 ლარის); ტროტუარის ბორდიური 335 ცალი (3 350 ლარის); სანაგვე ურნა 5 ცალი (300 ლარის).

 

 

როგორც ბათუმის საკრებულოს განკარგულებებიდან ირკვევა, აღნიშნულ მასალებს ბათუმში მშენებარე ეკლესიებისთვის წერილებითა და განცხადებებით ითხოვდნენ შემდეგი სასულიერო პირები და დაწესებულებები: საქართველოს საპატრიარქო; წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა მარკოზი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი, მღვდელი იოანე ბარამიძე; წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა სერგი; ამავე ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე აბჟანდაძე; თამარ მეფის სახელობის ტაძარი; ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა; აჭარაში წამებულთა სახელობის ტაძრის მღვდელი იოანე; მირქმის სახელობის ტაძრის მღვდელი დავითი;

 

 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით შარშან მეორადი მასალები უსასყიდლოდ გადაეცა ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიას (ღირებულებით 9 262 ლარი) და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტმენტის აჭრის რეგიონალურ სამმართველოს (1 200 ლარის ფილა).

 

 

 

  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"