დღეს 2 ნოემბერს, მეწყერი ჩამოწვა სოფელ შევაბურში ნაზიმ ბასილაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სოფელ ცხემნაში კი სარწყავი არხიდან გადმოსულმა წყალმა ნატრო შილაძის საკარმიდამო ტერიტორია დატბორა, მეწყერული კერები გააქტიურდა სოფელ ზესოფელსა და ოქტომბერში.
ჩაიხერგა მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა ზესოფელში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე სოფელ ზვარესთან მეწყერი აქტიურდება.
ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით შემთხევევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა-გასუფთავება ჩამოსული მასისგან.
ქედის მაღალი ზონის სოფლებში ამ დროისთვის თოვს.