Batumelebi | სამაშველო ეძებს მამაკაცს, რომელიც ძაღლს მდინარეში გადაყვა სამაშველო ეძებს მამაკაცს, რომელიც ძაღლს მდინარეში გადაყვა – Batumelebi
RU | GE  

სამაშველო ეძებს მამაკაცს, რომელიც ძაღლს მდინარეში გადაყვა

 

რამდენიმე საათის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეში მამაკაცი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს ქობულეთის გამგებელი. გამგებლის ინფორმაციით, თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი მდინარეში გადამხტარ ძაღლს გადაყვა.

  

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც სამაშველო სამსახური უკვე ორი საათია ეძებს, საქონლის მოსაძებნად იყო წასული. მამაკაცს ახლდა ძაღლი, რომელიც ადიდებულ მდინარეში გადახტა.

 

ადიდებულ მდინარეში ინსტიქტურად გადაეშვა მამაკაციც. გამგებელი ამბობს, რომ მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ მდინარის მიერ გატაცებულ მამაკაცს.
სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი ქარმა ქალაქ ქობულეთში მოგლიჯა ხე.

 

გამგებელი ამბობს, რომ ამ დროისთვის ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე უკვე მორჩნენ ხისგან გადაკეტილი ქუჩის გაწმენდას და მოძრაობა აღდგენილია.
ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიამ ჩაქვის დასახლებაში სახურავი ახადა ერთ სახლსაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"