სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცს მაშველები ამ წუთებშიც ეძებს.
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც სამაშველო სამსახური უკვე მეორე დღეა ეძებს, საქონლის მოსაძებნად იყო წასული. მამაკაცს ახლდა ძაღლი, რომელიც ადიდებულ მდინარეში გადახტა.