ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალმა ჩვილის ცხედარი გამორიყა. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ჩვილი ბავშვის ცხედარი, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა იპოვეს.
ბათუმელები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალმა ჩვილის ცხედარი გამორიყა. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ჩვილი ბავშვის ცხედარი, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა იპოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოშო გრძელდება ბათუმის მე-3 საპყრობილეს ყოფილი დირექტორისა და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. ამ წუთებში სასამართლო მოწმეებს ჰკითხავს. დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმე თქვა, რომ მას მოადგილე – ზაზა ჯიქია სცემდა.
ანსამბლ „ხორუმი“-ს მიერ აჭარის განათლების სამინისტროსთვის წარდგენილი 2014 წლის ანგარიშის მიხდევით, „ხორუმს“ გასულ წელს ბიუჯეტიდან მიუღია 520 681 ლარი. ანგარიშის მიხედვით, ამ თანხით „ხორუმს“ გაუცია ხელფასები, განუახლებია 4 ცეკვა და ხუთი გასტროლი ჰქონია უცხოეთში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აჭარის ფილიალის გამოწვევა ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ და აქციაში მოსამართლეები, აპარატის თანამშრომლები და სტაჟიორები ჩაერთვნენ.
საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებს შანსი აქვთ საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამის მონაწილეები გახდნენ. პროგრამები, ჯერჯერობით, მხოლოდ ფრანგული, გერმანული, ინგლისური ენებისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ახლახან დასრულდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგებისთვის, რომელიც საფრანგეთში აკრედიტებულ სასწავლო ცენტრში მოკლევადიან პედაგოგიურ სტაჟირებას ითვალისწინებდა. მომავალში მსგავსი კონკურსები სხვა საგნების პედაგოგებისთვისაც არის დაგეგმილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლები იმისათვის, რომ ამა თუ იმ სტაჟირების პროგრამაში მოხვდნენ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მეჯად გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, შესაბამისი ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების ჩამონათვალი დაამტკიცა. ბრძანება ძალაში 24 აპრილიდან შევიდა.
თუ ოდესმე ზემო აჭარაში, ტიპიურ ოჯახში მოხვდებით, სარკესავით კრიალა ჯამ-ჭურჭელთან, მოხეხილ ქათქათა იატაკთან და იდეალურ წესრიგთან ერთად თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ფერადი მაქმანები. ისინი სახლის სხვადასხვა კუნჭულშია გაფანტული და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ზოგი ტელევიზორის საფარია, ზოგიც – მაგიდის, ზოგი კი, ლარნაკის ქვეშ არის გაფენილი.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 330 ათასი ლარი და 649 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი გამოიყოფა ქართული დიასპორის დღის ფარგლებში, პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის ჩასატარებლად, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასა და სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ხვალ, 27 აპრილს, დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ბათუმში: ხახულის, აღმაშენებლის, ნინოშვილის, ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩებს; ასევე ადლიის, კახაბრის, ანგისისა და ინჯალოს დასახლებებს. ხვალ ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეზღუდვები იქნება ასევე შარაბიძეებში, სატეხიაში, ლეღვაში, ქაქუთსა და ოჩხამურში.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები
სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს პროგრამისთვის – „დანერგე მომავალი”. პროგრამას სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. დაინტერესებულ ფერმერებს, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, სანერგე მეურნეობისა თუ მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის გრანტს სააგენტო თანადაფინანსებით გამოუყოფს. მთიანი აჭარიდან ჯერჯერობით პროგრამაში მონაწილოების მისაღებად არც ერთი განაცხადი არ შესულა.
ქედის მუნიციპალიტეტში ბაგირზე დაკიდული ხუთი საცალფეხო ხიდია. აქაურებს კარგად ახსოვთ რამდენიმე წლის წინ სოფელ აბუქეთას ბაგირის ხიდზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, როცა სავალი ნაწილის ლითონის ძელის ჩავარდის გამო ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. მას შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა ამ ტიპის ხიდები.
საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებს შანსი აქვთ საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამის მონაწილეები გახდნენ. პროგრამები, ჯერჯერობით, მხოლოდ ფრანგული, გერმანული, ინგლისური ენებისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ახლახან დასრულდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგებისთვის, რომელიც საფრანგეთში აკრედიტებულ სასწავლო ცენტრში მოკლევადიან პედაგოგიურ სტაჟირებას ითვალისწინებდა. მომავალში მსგავსი კონკურსები სხვა საგნების პედაგოგებისთვისაც არის დაგეგმილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლები იმისათვის, რომ ამა თუ იმ სტაჟირების პროგრამაში მოხვდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის 5173 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი.
დღეს, 25 აპრილს, ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, ახალი ბენდის – „მეოთხე სეზონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება: გიორგი ჟვანია (კლავიში), ერეკლე ბაგალიშვილი (ბას-გიტარა), გიორგი გაგუა (დასარტყამი ინსტრუმენტი) და ბენდის სოლისტი გრიგოლ ტვილდიანი.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს კვლევის ფარგლებში, საქართველოში 6 158 მოსწავლის ცოდნის დონეს შეაფასებენ. კვლევაში მონაწილე მოსწავლეების ასაკი 15 წელია. კვლევის მიზანია დადგინდეს, რამდენად კარგად ამზადებს სახელმწიფო ამ ასაკის მოსწავლეებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
დღეს, 25 აპრილს, 12 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში მცხოვრებმა აჭარიდან ჩასახლებულმა ეკომიგრანტებმა, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას სთხოვენ.
ოთხი მაისიდან შვიდი მაისის ჩათვლით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს შუა აზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – ATM-2015, რომელიც ქალაქ დუბაიში გაიმართება.
ხვალ, 26 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ლიტვის მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. წამყვანი მედია საშუალებების ჟურნალისტები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიებსა და სიუჟეტებს ლიტვის ბეჭდურ, ონლაინ და სატელევიზიო სივრცეში განათავსებენ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოწვეულია შემდეგი მედია საშუალებები: წამყვანი ონლაინ პორტალი 15min.lt საინფორმაციო პორტალი Delfi.lt , საინფორმაციო ბიზნეს-პორტალი „ Versio Zinios “– Vz.lt, პოპულარული ჟურნალი “Savaite”, ლიტვის „National TV ”. ლიტველი ჟურნალისტების მედიატური 29 აპრილამდე გაგრძელდება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ჯამალ ფუტკარაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მას დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-სპიკერის პოსტი ანდო, მარტის ბოლოს შესაბამისი სახელფასო ანაზღაურება არ აუღია. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის პოსტი ისევ ვაკანტურია. ჯემალ ფუტკარაძე საკითხით დაინტერესებას პრეზიდენტს სთხოვს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად აჭარის მაღალმთიანეთში წელს 2 მილიონ 67 635 ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 216 სოფელში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შესაბამისი ღონისძიება გატარდება. სოფლებში ჩატარებული კრებების მიხედვით მოსახლეობამ, გასული წლის მსგავსად, წელსაც პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დაასახელა.
ბათუმში, წელს ორი – სელიმ ხიმშიაშვილისა და მერაბ კოსტავას სკულპტურა დაიდგმება. ქანდაკებების ესკიზებზე კონკურსი გასულ წელს სამჯერ გამოცხადდა. გარდა აღნიშნული ორი კონკურსისა, მერიას კიდევ ხუთ ნამუშევარზე ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული, თუმცა კომისიამ ვერც ერთ მათგანში გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
დღეს ბათუმის #28 საჯარო სკოლის ოცამდე მოსწავლე, ფერიის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, წიგნიერების დღესთან დაკავშირებით წიგნები, საკანცელარიო ნივთები და ტკბილეული გადასცა.
მიმდინარე წელს საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა დღეს ბათუმში ვიზიტისას ისაუბრა. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში მცხოვრები მოსახლეობა ჰესების მშენებარე კომპანიას „აჭარის წყალი ჯორჯიას“ სასამართლოში უჩივის.
სამშაბათს, 28 აპრილს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით საჯარო დისკუსია – “ქალაქი მომავალი” გაიმართება.
დღეს, „N1 პოლიკლინიკის“ ექიმებმა მახუნცეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქციის შედეგად, უფასო მომსახურება მიიღო 211-მა პაციენტმა, აქედან ექოსკოპიური კვლევა ჩაუტარდა 61-ს, ელექტრო კარდიოგრაფია 24-ს, გლუკომეტრია კი 8 ადამიანს.
დღეს, ბათუმში სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა, სომეხთა გენოციდის ასი წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობა სომხური ეკლესიიდან თურქეთის საკონსულოსკენ დაიძრა. მსვლელობა აზერბაიჯანის საკონსულოსთან დასრულდა.
დღეს სასტუმრო „შერატონში“ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმისა და ბრესტის დაძმობილების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა.
24 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტმა“ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს საუკეთესო წევრები დაასახელა.
დღეს, 24 აპრილს, ბათუმში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკო ჩამოვიდა.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წითელას, წითურასა და ყბაყურაზე სტუდენტების აცრები უტარდებათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] ცნობით, საკეისრო კვეთის სიხშირის მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია და იგი ხშირად სამედიცინო ჩვენებების გარეშე კეთდება, რაც ქალებსა და ბავშვებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის საფრთხის წინაშე აყენებს. სწორედ ამიტომ ჯანმოს რეკომენდაციით საკეისრო კვეთა მხოლოდ მკაცრი ჩვენების საფუძველზე უნდა ჩატარდეს. საკეისრო კვეთის ჩვენებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ”ბათუმელებს” მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ჯუმბერ უნგიაძე ესაუბრა.
ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ერთი კვირის განმავლობაში 14 ზონალურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მათგან უმეტესობა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის, ე.წ. K2-ის გაზრდას ითვალისწინებდა, რაც შენობის სიმაღლეში გაზრდასაც გულისხმობს. შენობები სიმაღლეში გაიზრდება ბათუმის ცენტრალურ ნაწილშიც, სადაც ორი წლის წინ „მშენებლობებისგან განტვირთვის მიზნით“ სპეციალური რეგულაციაც დაწესდა. რეგულაცია „ფასიან ზონაში“ ერთ დამატებულ კვადრატულ მეტრზე 150 ლარის გადახდას ითვალისწინებს, ამავე ზონაში გასაყიდი კვადრატული მეტრი ბინის ფასი 700-1000 დოლარია. რეგულაცია გარკვეულ შეზღუდვებს მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაშიც ითვალისწინებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ქალაქში სიმაღლეს ამ შეზღუდვების გვერდის ავლით ყიდიან.
ბათუმელი საბა თავდგირიძე 2015 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ქიმიაში. მან პირველი საპრიზო ადგილი აიღო. საბა ბათუმის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასში სწავლობს. იგი ამჯერად საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში აზერბაიჯანში, ბაქოში გაიმართება.
საქართველოში მინდობით აღზრდაში 1 208 არასრულწლოვანი იმყოფება. აქედან მხოლოდ 204 ბავშვია ნათესაურ მინდობით აღზრდაში, დანარჩენი კი, არანათესავ ოჯახებში ცხოვრობენ. ბავშვზე ზრუნვასა და მეურვეობაზე პასუხისმგებელი პირები მიიჩნევენ, რომ მინდობით აღზრდა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის ოპტიმალური შეთავაზებაა.