„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ხვალ, 27 აპრილს, დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ბათუმში: ხახულის, აღმაშენებლის, ნინოშვილის, ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩებს; ასევე ადლიის, კახაბრის, ანგისისა და ინჯალოს დასახლებებს. ხვალ ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეზღუდვები იქნება ასევე შარაბიძეებში, სატეხიაში, ლეღვაში, ქაქუთსა და ოჩხამურში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 27 აპრილის დილის 11 საათიდან 15 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ლეღვას, ქაქუთსა და ოჩხამურს, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებს: შარაბიძეებსა და სატეხიას – 13-დან 15 საათამდე.
როგორც „ბათუმელებს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში უთხრეს, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურ, პროფილაქტიკურ, სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება და ის, სავარაუდოდ, ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს და სხვადასვა უბნებშიც გაგრძელდება, რის შესახებაც აბონენტებს წინასწარ ეცნობებათ.