ქედაში ბინას 12 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს

 

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დღეს პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი 13 ეკომიგრანტი ოჯახის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ სოფელ ჯალაბაშვილებში. სამინისტროს ცნობით ხვალიდან სამუშაო ჯგუფის წევრები აღნიშნული ოჯახების მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.

მძღოლი სასამართლოში: ვინანიებ ჩემს საქციელს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 აპრილს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი განიხილა. სამართალდამრღვევი მძღოლი სასამართლოში საპატრულო პოლიციის  თანამშრომელმა რამაზ ბერიძემ მიიყვანა. 

ბათუმის დელფინარიუმი მაისში გაიხსნება

 

ბათუმის დელფინარიუმი მაისამდე დახურულია, შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო. 

დიოდური გარეგანათება ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე

 

ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე, სულ 38 ქუჩაზე გარეგანათების დიოდური ნათურების მონტაჟი მიმდინრეობს. სამუშაოები ივნისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.  

ბარცხანის დასახლებაში მინიმოედანი აშენდება

 

ბათუმის მერიამ 27 აპრილს ბარცხანის დასახლებაში (ბენზინგასამართ სადგურ „სოკარის“ მიმდებარე ტერიტორია) დიდი ზომის სპორტული მინიმოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 215 980 ლარია.

ბათუმის ბულვარში მეზღვაურთა ხეივანი გაიხსნა

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 29 აპრილს, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ “ანრის“ რექტორის,  კაპიტან ანზორ დიასამიძის ინიციატივით ბათუმის ბულვარში  მეზღვაურთა ხეივანი გაიხსნა.

100-ლარიანი ჯარიმა დეპუტატისთვის კვერცხის სროლის გამო

 

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის უფროსი გიორგი თუშმალიშვილი 100 ლარით დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატ პეტრე ზამბახიძისათვის კვერცხის სროლის გამო.  

ყოფილი პატიმრების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

 

ხვალ, 30 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის (ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახების ადვოკატირების კამპანია) შედეგების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

“დაგვიბრუნეთ მიწა” – გონიოელების მორიგი აქცია მთავრობის სახლთან

 

გონიოში მცხოვრები 270 ოჯახი აჭარის მთავრობის სახლის წინ მორიგ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ხელისუფლებისგან იმ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას მოითხოვენ, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ჩამოართვა. მოსახლეობა ამბობს, რომ ჩამორთმეული მიწები რეგისტრირებული იყო. 

 

პრემიების პოლიტიკა აჭარაში

 

ბათუმის საკრებულოში გაცემული პრემიების ოდენობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 70 ათას 80 ლარი შეადგინა. საკრებულოში ყველაზე მაღალი პრემია – 4 125 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს აქვს აღებული სამ თვეში. სააღდგომოდ პრემიები მიიღეს მუნიციპალიტეტებშიც. შუახევის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ ქარცივაძემ სააღდგომოდ პრემიის სახით 2600 ლარი აიღო, მისმა კოლეგამ ხელვაჩაურიდან – ჯუმბერ ბერიძემ ხელზე 1 800 ლარი მიიღო, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ – 1000 ლარი ხელზე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხორევანიძემ კი „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ არ ახსოვს რა ოდენობის პრემია აიღო. სადღესასწაულო პრემიის ოდენობა არ დაუკონკრეტებია ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს სულხან ოქროპირიძესაც. რამდენად სამართლიანად გაიცემა პრემიები აჭარაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორს, მალხაზ კჭადუას ესაუბრა. 

აწჰესში გარეგანათებას დაამონტაჟებენ

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აწჰესის დასახლებაში გარეგანათების მოსაწყობად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ჩააბარე მაკულატურა – მიიღე წიგნი – პროექტის ბოლო დღე ბათუმში

 

დღეს, 29 აპრილს, ბათუმში პროექტ  „მაკულიტერატურის“  ბოლო დღეა.  მაკულატურის წიგნში გადაცვლის მსურველები ბათუმში, დავით აღმაშენებლის #52-ში უნდა მივიდნენ, მიიტანონ მაკულატურა და თან იქონიონ პირადობის მოწმობა. 

სოფელ პაპოშვილებში საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილებში არასრული საჯარო სკოლის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 28 აპრილს გამოაცხადა.

იაპონური ბაღი ბულვარშიც გაშენდება

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია უნივერსიტეტის მიმდებარედ იაპონურ ბაღს აშენებს. წელს ბაღს ორი იაპონური ჯიშის ალუბალი (საკურა), რვა – წითელი, ყვითელი და მწვანე ნეკერჩხალი და კიდევ რამდენიმე სახეობის ყვავილი და მცენარე, მათ შორის ფიჭვი და ტირიფიც შეემატება. ბულვარის ადმინისტრაცია 2015 წელს ყვავილებისა და მცენარეების განახლება-მოვლა-პატრონობაში 152 ათას ლარს დახარჯავს.  

ქობულეთის მუნიციპალიტეტი საავტომობილო სასწორს შეისყიდის

 

 

  ქობულეთის მუნიციპალიტეტი გამარტივებული ელექტრონული ტენდერით RW ტიპის CAS -ის, RW-15P მოდელის საავტომობილო ელექტრონულ სასწორს შეისყიდის.

მოგონებები სახელწიფოზე, რომელიც აღარ არსებობს

 


ქაოსი ასევე  შესაძლებლობაა

სუნ ძი


ყოველდღიური ცნობები ,,ისლამური სახელმწიფოს“,  ტერორისტების არაადამიანური ქმედებების შესახებ დამთრგუნველია. ეს განსხვავებულ ფიქრებსა და  ემოციებს  იწვევს. მათი სისასტიკე არ უნდა ტოვებდეს გულგრილს არც ერთ საღად  მოაზროვნე ადამიანს, მით უმეტეს ქრისტიანს. 


დეპუტატ მედეა ვასაძის განცხადება აჭარის მთავრობის კუთვნილ ავტომანქანაზე

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს  არჩილ ხაბაძეს მიმართავს და ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყებისკენ მოუწოდებს. მედეა ვასაძის განცხადებით, მთავრობის ბალანსზე რიცხულმა ავტომანქანა  Hyundai – CJC-967-მა  2013 წელს თურქეთ-საქართველოს საზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა.  მისი თქმით, ეს ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 

ბათუმში ეკომიგრანტებისთვის 58-ბინიანი კორპუსი აშენდება

 

ბათუმში, თამარის დასახლების №29-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 286 ათას 400 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ივლისამდე უნდა დასრულდეს.

პიკასოს „ფიროსმანს” ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

 

 2015 წლის 23 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პაბლო პოკასოს ნამუშევარს „ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი“, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 

 

 

კონკურსში ორჯერ ჩაჭრილი პირი ახალ თანამდებობაზე

 

ბათუმის საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი კირთაძის განცხადებით, ავთანდილ ბურკაძე, რომელიც ბათუმის მერიაში  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ორჯერ ჩაიჭრა,  აიპი „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორად დანიშნეს. გიორგი კირთაძის განცხადებით,  ავთანდილ ბურკაძე საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის მეგობარია.

შს მინისტრის მოადგილე „უსაფრთხო ქალაქის“ შესახებ

 

ხვალ, 29 აპრილს,  11:00 საათზე  ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე პროექტის „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში  მოქალაქეებს, მედიას, არასამთავრო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს შეხვდება.  

ყოფილი ფეხბურთელი კახა ახალაძე გარდაიცვალა

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის ცნობით 26 აპრილს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა ახალაძე.

რატომ გახდა სადაო სპეციალური მასწავლებლის შერჩევა

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“-მ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ბათუმის რესურსცენტრს,  მიმდინარე წლის 25 აპრილს, მე-14 საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით მიმართა. ორგანიზაციის შეფასებით, კონკურსის ჩატარების დროს  კონკურსის ჩატარების წესები და პირობები დაიღვა.  

მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულები ბათუმში

 

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“  პროგრამის  ფარგლებში გამოცხადებული მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.   

რჩევები მშობლებისთვის ბავშვის კბილების ჯანმრთელობის დასაცავად

იმისათვის, რომ ზრდასრულ ასაკში ჯანმრთელი კბილები გქონდეთ, მასზე ზრუნვა ადრეულ ასკში, პირველი კბილის ამოსვლისთანავე უნდა დაიწყოთ. სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო” მშობლებს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ დაიცვათ თქვენი შვილის პირის ღრუს ჯანმრთელობა, როგორ ააცილოთ ბავშვს კბილებთან დაკავშირებული გართულებები და როგორ მოაგვაროთ პრობლემები დროულად.

შსს განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტი გამოძიებულია

 

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლაშა შ, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კახა კ. და 1993 წელს დაბადებული უჩა ს. ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

შს სამინისტროს ორი თანამშრომელი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.

რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 24-30 აპრილს მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულს აცხადებს, რომლის მიზანიც მოსახლეობისათვის იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობის შეხსენება და ინფორმირებაა. მსოფლიოში 20 წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ”ამას გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან” – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარო ჩხაიძე.

ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი

 

გუშინ „ოჯახში დამზადებული ღვინის ბათუმის მე-8 ფესტივალი“ დასრულდა, რომელზეც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 160-მდე მევენახემ საკუთარი ხელით დამზადებული ღვინო წარმოადგინა. 

28 აპრილი – სამუშაო ადგილზე დაღუპულ მუშათა ხსოვნის დღე

 

28 აპრილი მუშაობისას დაღუპულ მუშათა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1989 წლიდან აღინიშნება, როცა აშშ-სა და კანადაში პროფკავშირებმა პატივი მიაგეს სამუშაო ადგილზე დაღუპული მუშების ხსოვნას. ვიკიპედიას ცნობით დაახლოებით ასამდე ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს. 

სახელმწიფო გრანტის ოდენობა 2015-2016 სასწავლო წლისთვის

 

საქართველოს მთავრობამ 2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობები და ოდენობები განსაზღვრა. მათ შორის  პროგრამული დაფინანსების მოცულობაც. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობა მომავალ სასწავლო წელს 12 მილიონ 600 ათასი ლარი იქნება.

კონსულტაცია ცნობილ ექიმებთან კლინიკა ინ ვიტროში

 

1,2,3  მაისს თბილისიდან  ჩამოსული ექიმთა  ჯგუფი ბათუმში, კლინიკა “ინ ვიტროში” გაგიწევთ შემდეგი სახის კონსულტაციას: 

შს სამინისტრო იანვარ-მარტის დანაშაულებრივი სტატისტიკას აქვეყნებს

 

შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით იკლო დანაშაულის მაჩვენებელმა, ხოლო „დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი არის 52%“. 

ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას სასწავლო პროგრამებზე

 

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტ “გორგასალთან” არსებული ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას სასწავლო პროგრამებზე, დასაქმების პერპექტივით:

ენმ-ის წევრი: „რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ ტერიტორიას ბიზნესმენ ბუკიაზე ასხვისებენ

 

2014 წლის ბოლოს ჩაქვში უნდა დასრულებულიყო წყლისა და კანალიზაციის მშენებლობის პროექტი. ამისთვის თანხა გერმანულმა ბანკმა KFW-მ გამოყო“, – ამბობს ენმ-ის წევრი რეზო ხარაზი, რომელმაც ამ საკითხზე ჩაქვში დღეს ბრიფინგი გამართა. რეზო ხარაზის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არც ჩაქვში და არც სათაო ნაგებობაზე არავითარი სამუშაოები არ სრულდება და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჩაქვში სათაო ნაგებობას აკეთებენ, არის ტყუილი“. ინფორმაციას ნაწილობრივ გამგეობაშიც ადასტურებენ.

ჭადრაკი: საქართველო-ინდოეთი 2,5:1,5

 

„მე-7 ტურში ჩვენმა გოგონებმა ინდოეთის ძლიერი გუნდი 2,5:1,5 დაამარცხეს! ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქართველო მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს 2 ქულით უსწრებს!“ – ამ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს. საქართველოს ქალთა ნაკრები ჩინეთში, ჩენდუში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატში მონაწილეობს. 

Exit mobile version