რას გვიამბობენ თითები

 

თითები ხან სახეს ეხებიან, ხან – გულს, ხან – ერთმანეთს და ასე მეტყველებენ. ეს ჟესტების ენაა. 28 წლის მერის ცხოვრებაზეც მისი თითები გვიამბობენ. მერი სულ პატარა იყო, როცა აღმოაჩინეს, რომ სმენის პრობლემა ჰქონდა. ბათუმში, მერის მსგავსად, ჟესტების ენაზე სამოცდაათამდე ადამიანი მეტყველებს. 

სამი მაჟორიტარი ბათუმის საკრებულოდან

 

შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხული ყოველი ათი პირიდან არც ერთმა არ იცის ვინ წარმოადგენს მის ინტერესებს საკრებულოში. გასულ კვირას „ბათუმელებმა“ ბათუმის სამ მაჟორიტარულ ოლქში, თითოეულში 30-მდე ამომრჩეველი გამოკითხა. 

ტურიზმის მე-8 საერთაშორისო გამოფენა – EXPO BATUMI 2015

 

 

20-22 მაისს, ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა EXPO Batumi 2015 გაიმართება. გამოფენაში სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

შსს-მ ქედის მუნიციპალიტეტში მოხალისე მაშველთა ჯგუფები მოამზადა

 

 

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქედის მუნიციპალიტეტში მოხალისე მაშველეთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება განახორციელეს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქობულეთში ორი პირი დააკავეს

 

დღეს, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ქობულეთში ორი ადამიანი დააკავეს.

აქცია სტატუსის და დახმარების მოთხოვნით

 

ამ წუთებში მთავრობის სახლთან იპოთეკარები, 53-ე და 25-ე ბატალიონების მაცხოვრებლები, ასევე ოპიზრების, ტბეთისა და ქობულეთში თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრები 500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილების მოთხოვნაა, გაიზარდოს იმ კატეგორიების რაოდენობა, რომლითაც მთავრობა მათ სტატუსს ანიჭებს. ამ ეტაპზე მთავრობა მხოლოდ ორი კატეგორიის: მარჩენალ დაკარგულ ოჯახებსა და სტიქიით დაზარალებულებს ჰპირდება დახმარებას. თუმცა, შეკრებილების თქმით, მათთან გაცილებით შშმ პირები, უსახლკაროები, შრომის ვეტერანები და სხვა სოციალური პრობლემების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ასევე საჭიროებენ მთავრობის მხიდან დახმარებას.

 

ჩიხურა VS ბათუმის დინამო – მატჩი 17 საათზე დაიწყება

 

 

  დღეს, საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ბათუმის „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრება. მატჩი საჩხერის სოფელ ივანწმინდაში, ცენტრალურ სტადიონზე, „ჩიხურას“ საშიანო მოედანზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

ბათუმში ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა

 

1 მაისს ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრში ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა.

ბათუმის სამშობიარო სახლში ოზონოთერაპიის კაბინეტი გაიხსნა

 

ბათუმის სამშობიარო სახლში არამედიკამენტოზური მკურნალობის – ოზონოთერაპიის – მეთოდოლოგია დაინერგა და დღეს, სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროფილის კაბინეტი ოფიციალურად გაიხსნა. 

ქობულეთის სასამართლოში პანსიონის დაჯარიმების საკითხის განხილვა გადაიდო

 

დღეს, პირველ მაისს, ქობულეთის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილი ბავშვთა პანსიონის დაჯარიმების სამართლებლივი საკითხის განხილვა რამდენიმე კვირით გადაიდო. სასამართლოს უნდა განეხილა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  ფონდ “სოციალური პარტნიორობის” ბავშვთა უფასო პანსიონის 3000 ლარით დაჯარიმების საკითხი. 

’’მუშა და არა მონა’’ – სტუდენტები შრომითი უფლებების დასაცავად

 

ამ წუთებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტუდენტები მუშათა უფლებების მხარდასაჭერ აქციას მართავენ. 

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი აივნიდან გადმოვარდა

 

ბათუმში, სინაგოგასთან ახლოს, ფარნავაზ მეფის ქუჩის #73-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და მეორე სართულზე დაეცა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში წაიყვანა. 

ჰაერის გამწოვის გადაწვის გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე შუქი გამოირთო

 

დაახლოებით ერთი საათის წინ ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩების რამდენიმე კვარტალში,  ხუთი წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშა. ამის მიზეზი დემეტრე თავდადებულისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებული ფეხსაცმლის მაღაზიაში  ჰაერის გამწოვის ე.წ. ვინტილიატორის გადაწვა გახდა.

დისკუსია საჯარო და კერძო სექტორში შრომითი პრობლემების შესახებ

 

დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ორგანიზებით, მშრომელთა საერთაშორისო დრისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა.

პური, ყველი, თევზი და ფუნთუშები ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახებისგან

 

30 აპრილს  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის – „ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, სამთავრობო, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. 

კონსულტაციები მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში

 

ბათუმში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ფსიქოლოგიური ცენტრი მეორე წელია ფუნქციონირებს. ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6-დან 18 წლამდე მოზარდებს ფსიქოლოგიურ ცენტრებში მოემსახურებიან. ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიხსნას. როგორც ცენტრის ფსიქოლოგები ამბობენ, ამ ხნის მანძილზე არაერთ მოზარდს გაუწიეს დახმარება. როგორ ხვდებიან ბავშვები ფსიქოლოგიურ ცენტრში, როგორ მუშაობენ მოზარდებთან და რამდენადაა კონფიდენციალობა დაცული? – „ბათუმელები“ ამ საკითხით დაინტერესდა. 

სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

შს სამინისტროს ცნობით, 30 აპრილს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1983 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯენგიზ მ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სარფში დააკავეს.

წარმატებული სასტუმროები ბათუმში

 

2014 წელს ტურიზმისა და სასტუმრო საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის დღეს, სასტუმრო „შერატონში“ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და ხელისუფლებამ რვა სასტუმრო დააჯილდოვა. 

ბიზნესში წარმატებული ქალები აჭარიდან

 

30 აპრილს სასტუმრო „შერატონში“ აჭარაში დასაქმებული 2014 წლის წარმატებული ბიზნესორგანიზაციები და ბიზნესასოციაციები დააჯილოდოვეს. მსგავსი ღონისძიება ყოველწლიურია და კონკურსში მონაწილე პალატის წევრი ბიზნესმენების დაჯილდოვებას ახორციელებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნეს ასოციაციები რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. 

„ინტელექტმა“ ხულოსა და ხელვაჩაურში საკრებულოს საუკეთესო წევრები გამოავლინა

 

დღეს, 30 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტმა“ ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს საუკეთესო წევრები დაასახელა.  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის კონკურსის -„საკრებულოს საუკეთესო წევრი“  გამარჯვებული `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თეიმურაზ დუმბაძე, ხულოში კი, საკრებულოს საუკეთესო წევრად პარტია „ქართული ოცნების“დეპუტატი ჯუმბერ დიმიტრაძე დასახელდა.

 

აჭარის ფინანსთა მინისტრი: ეს არის იმ დეპუტატების რეალური სახე, რომლებმაც სხდომა ჩააგდეს

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომის ჩაშლის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, რომ დეპუტატებს, რომლებიც დღეს სხდომაზე არ მოვიდნენ, არ უნდოდათ მათთვის „გამაღიზიანებელი“ ინფორმაციის მოსმენა იმის თაობაზე, რომ აჭარის ბიუჯეტი იზრდება. 

ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა უფასოდ მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში

 

2015 წლის 12 მაისს, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე,  „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ში (ტაბიძის ქ. N2ა) 3-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევა – დენსიტომეტრია (ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა). გამოკვლევას ჩაატარებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნერიმან ცინცაძე. 

მედეა ვასაძე: ვიცოდი, რომ კვორუმი არ იყო, იმიტომ არ მივედი სხდომაზე დასასწრებად

 

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე უმაღლესი საბჭოს შენობაში იმყოფებოდა, ის დღეს სხდომათა დარბაზში მინისტრის მოსასმენად  არ მივიდა. 


უმაღლესი საბჭოს სხდომა არ შედგა, რადგან რეგისტრაცია მხოლოდ ცხრა დეპუტატმა გაიარა. მედეა ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მას ბოიკოტი არ გამოუცხადებია დღევანდელი სხდომისთვის: „ვაკონტროლებდი, ვიცოდი, რომ არ იყო კვორუმი, როგორც კი ერთი ადამიანის პრობლემა გახდებოდა, მე ეგრევე შევიდოდი დარბაზში. ვიცი, რომ კვორუმი არ შედგა, ამიტომ ჩემ იქ მისვლას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომაც სამუშაო ოთახში ვიყავი სამუშაო რეჟიმში. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პრეტენზია მე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, სხვათა შორის, ამ  მინისტრს ორი წელი და სამი თვეა ველოდი მისი ხასიათის შესაბამისად. როცა კვორუმი იქნება, ის კიდევ ერთხელ ამობრძანდება და მოახსენებს უმაღლეს საბჭოს იმ საკითხზე, რაზეც დღეს უნდა ესაუბრა”. 

 

 

მედეა ვასაძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ არ  ესწრებოდნენ სხდომას სხვა დეპუტატები: „ვიცი, რომ სულხან ღლონტი თბილისშია, სხვების ამბავი არ ვიცი”.

არჩილ ხაბაძე: მაღალმთიან აჭარაში პაციენტები სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდებიან

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის მაღალმთიანეთში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“  კლინიკებში სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული გეგმიურ მკურნალობის შეწყვეტას გამოეხმაურა. არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ პაციენტებს, რომლებიც მიმართავენ მაღალმთიანეთში აღნიშნულ კლინიკებს, მკურნალობის საფასურს ჯერჯერობით მთავრობა გადაუხდის. 

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა

 

რამდენიმე წუთის წინ ქედაში, ცენტრალურ მაგისტრალზე მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა და ბმვ-ს მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. 

უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი სხდომა ჩაიშალა

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს, 30 აპრილს, დაგეგმილი რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა. 

დეპუტატი: ეს რეგულაცია არღვევს ბიზნესმენების უფლებებს

 

  საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, K2 კოეფიციენტის გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ, დღეს მხარი არ დაუჭირეს „თავისუფალი დემოკრატების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა.

ბათუმის არქიტექტორი მაღალი კლასის სასტუმროების უპირატესობაზე

 

 

 „ბათუმელების“ კითხვებს  მერიის არქიტექტურისა და  და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ უპასუხა. 

ხულოში, ქედასა და შუახევში ევექსის კლინიკები სახელმწიფო პროგრამაში აღარ მონაწილეობენ

 

ქედაში, ხულოსა და შუახევში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კლინიკები მოსახლეობას სახელმწიფო დაზღვევით აღარ ემსახურება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ლევან გორგილაძის განმარტებით, „ევექსი“ სამივე რეგიონში სახელმწიფო პროგრამებიდან დროებით გამოვიდა და ამ ეტაპზე კლინიკები ქედაში, შუახევსა და ხულოში მხოლოდ ამბოლატორიული პრინციპით და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს.  გეგმიურ სამედიცინო მომსახურებაში შედის მშობიარობაც და ამ მოცემულობით პაციენტი ან ბათუმში უნდა გადმოიყვანონ, ან ხულოში – სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ამშობიარონ. ადგილობრივი მოსახლეობა „ევექსის“ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 


შეღავათები ინვესტორებს ბათუმის საკრებულოსგან

 

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 30 აპრილს, 8 საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.  

როგორ მოვხვდეთ ამერიკის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში

იმისთვის, რომ სტუდენტმა ამერიკის უმაღლეს სამედიცინო სკოლებში სწავლის გაგრძელება შეძლოს, ის საკმაოდ მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილედეს.

ოლიმპიადის გამარჯვებული სოფლის მილევადი სკოლიდან

 

მეცხრეკლასელი ლუკა გოგმაჩაძე მოსწავლეთა შემეცნებითი კონფერენციის გამარჯვებულია, მან პირველი ადგილი აიღო. ლუკას საკონფერენციო თემა დედაბრულ ხელნაწერებს შეეხებოდა, რომელიც ქობულეთშია აღმოჩენილი. ლუკა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხში ცხოვრობს. 

საუბარი უნივერსიტეტზე ღია ცის ქვეშ

 

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გაიმართა დისკუსია თემაზე: „მე და უნივერსიტეტი”. სტუდენტების შეკითხვებს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა უპასუხა.

30 აპრილს ბათუმში საუკეთესო ბიზნესმენებს დააჯილდოებენ

 

ხვალ, 30 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონის“ საკონფერენციო დარბაზში აჭარის რეგიონში მოქმედი წარმატებული ბიზნესსუბიექტების დაჯილდოვება გაიმართება. მსგავსი ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება. კონკურსში მონაწილე პალატის წევრი ბიზნესმენების დაჯილდოვებას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნესასოციაციები ახორციელებენ ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. 

რიგები მაკულატურის ჩასაბარებლად [ფოტო]

 

დღეს, 29 მაისს, ბათუმში პროექტ „მაკულიტერატურის“ ბოლო დღე იყო. პროექტს „პალიტრა მედია“ ახორციელებს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 

“ორბი ბიჩ თაუერი” – ახალი პროექტი აჭარაში

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბათუმში ახალი სასტუმროს მშენებლობასა და 40 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 

Exit mobile version