პროკურატურა ვერ იძიებს, სცემეს თუ არა პოლიციელებმა ბრალდებულს

 

მინდია ქარცივაძე შს სამინისტროს ბათუმის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 2013 წლის 19 ივნისს დააკავეს. ქარცივაძე იმავე დღეს სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლა. ქარცივაძემ მაშინ თქვა, რომ ის პოლიციის შენობაში სცემეს და პოლიციელებს უჩივლა. პროკურატურა სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამატების ფაქტს უკვე მესამე წელია იძიებს.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოთოვა

 

 ამ წუთებში [17:18 საათი] თოვა შეჩერებულია, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, თოვდა მაგალითად, გოდერძის უღელტეხილზე და მის მიმდებარე, ძირითადად მაღალმთიან სოფლებში.

ირანის კონსული ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს   ბათუმში აჰმად რეზა არზჯანის შეხვდა. შეხვედრა კონსულის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით  გაიმართა. არჩილ ხაბაძემ და აჰმად რეზა არზჯანიმ ირანისა და აჭარის ერთობლივად განხორციელებული პროგრამები და პროექტები განიხილეს.

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი: მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება

 

14 აპრილს ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“  ქვეკონტრაქტორ კომპანია „ჯორჯიან გაზ პროჯექტის“  თანამშრომლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას კომპანიის რეგიონალური ოფისის დირექტორი გამოეხმაურა. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს დავით ლეკიშვილთან: 

„მოდი გავიქცეთ…” – ბათუმელი ქალისა და ბერძენი მწერლის საბედისწერო შეხვედრა

 

სტატია წიგნიდან “მოგზაურობა ძველ ბათუმში” 

 

“საღამოს ბათუმისკენ გამოვემგზავრეთ. შუადღის პირს დავინახეთ გადანათებული, გადაბრწყინებული, მობობოქრე შავი ზღვა. გადავიარეთ ბაღი მოფენილი დიდი ნიჟარებით და ბანანის სქელქერქიანი ხეებით, გავწექით სანაპიროზე. ძლიერი ქარი ქროდა, ზღვის მარილიანი სურნელი იდგა, მოგორავდნენ ტალღები და რკალებად იხრებოდნენ აქაფებულნი, ვითარცა ჰომეროსის თეთრი რაშები…” – ეს ნაწყვეტი ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის წერილიდანაა. მწერალი ბათუმში პირველად 1919 წელს ჩამოვიდა საგანგებო მისიით.

დაუბეგრავი მინიმუმი – დაბრუნებულია 34 მილიონზე მეტი ლარი

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 1 აპრილიდან დღემდე პერიოდში დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვა და თანხის დაბრუნება სულ 395 ათასზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, თანხა კი დაუბრუნდა 113 ათასზე მეტს. სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 23 აპრილის, 13 საათისთვის, სულ დაბრუნებულია 34 186 852 ლარი.

აჭარის მოჭიდავეების მორიგი ხუთი მედალი საქართველოს პირველობაზე

 

 

  თბილისში, გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტულ დარბაზში დიდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.

ერევანში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

 

ერევანში, ხვალ, 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავენ. სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ სწორედ 24 აპრილია დაწესებული. 

ანგარიში მართვადი ინფექციების შესახებ

 

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  ბათუმის პოლიკლინიკებისა და საავადმყოფოების ხელმძღვანელებს, ასევე აცრებზე პასუხისმგებელ პირებს წარუდგენს ანგარიშს – „აჭარაში მართვადი ინფექციების მიმართ აცრებით მოცვის მაჩვენებლების შესახებ“.

დისკრიმინაცია სქესის მიხედვით

 

 

დეკრეტულ შვებულებაში გასული ქალები, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი იცავს, სამსახურს სხვადასხვა მიზეზით კარგავენ. ზოგიერთ შემთხვევაში, უბრალოდ, უქმდება ის სამუშაო ადგილი, რომელიც ქალს დეკრეტულში გასვლამდე ეკავა. სქესის მიხედვით დისკრიმინაციაზე საუბრობენ სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ამ თემაზე კვლევაც ჩაატარეს. გაერთიანებული პროფკავშირები საზოგადოების სოლიდარობის დეფიციტსა და ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე საუბრობს.

გეოგრაფიული ასპექტები ,, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაში “

 

დავით ბაკურიძე

შპს განათლება – სკოლა ,,იმედის”  XII კლასის მოსწავლე


ნაწილი I


კონსტანტინე გამსახურდიას რომანი ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” მე-12 კლასში ისწავლება და მიუხედავად მოსწავლეების დიდი ინტერესისა, საკმაოდ რთული შესასწავლია. გარდა ნაწარმოების მხატვრულ-ისტორიული მხარისა, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად გამოსაყოფი და გულდასმით შესასწავლია გეოგრაფიული ასპექტებიც.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ შესწავლის პროცესი ბევრად უფრო გაადვილდებოდა, ამ ნაწარმოების გეოგრაფიული რუკა რომ არსებულიყო. ასეთი რუკის არსებობა გაუიოლებდა მოსწავლეებს (მასწავლებლებსაც), წარმოედგინათ ის გეოგრაფიული გარემო, რომელშიც რომანი იშლება. მკითხველს ხვდება თვალში ციხეებისა და ეკლესიების სიჭარბე. იმდენად მრავალრიცხოვანია მათი სახელები, წარმოუდგენელია, გვერდი აუარო თითოეულ მათგანს. ამიტომაც მასწავლებელს, მოსწავლეებთან ერთად, ხშირად უწევს ინტერნეტის, ენციკლოპედიების, ტოპონიმთა ლექსიკონის გამოყენება. ამასთან აუცილებელია გეოგრაფიის მასწავლებლის კონსულტაციებიც.

პრემიები ბათუმის საკრებულოში – საერთაშორისო გამჭვირვალობა საკითხის გადახედვას ითხოვს

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმის საკრებულოს მიმართავს, გადახედოს პრემიების გაცემის პრაქტიკას. საერთო ჯამში, 2015 წლის 1 იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასისა და პრემიების სახით ბათუმის საკრებულოში 243 ათას 106 ლარი და 36 თეთრი გაიცა.


საზოგადოება ბათომის დამფუძნებელი არქიტექტურის სამსახურის უფროსს მიმართავს

 

საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს ირაკლი ახალაძეს მიმართავს და სთხოვს, მერიამ არ დაუშვას ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლის დემონტაჟი.  

დაანონსებული 50-მილიონიანი ინვესტიცია აჭარაში

 

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, დაახლოებით ორ თვეში შპს „რეკან გრუპ ჯორჯიამ“ ბათუმში, კახაბრის უბანში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უნდა დაიწყოს. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება მშენებლობა სამ წელში დაასრულოს და შენობის ექსპლუატაციაში შეყვანიდან ხუთი წლის განმავლობაში დაასაქმოს 499 პირი, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.

უფასო გამოკვლევები მახუნცეთის თემში

 

2015 წლის 24 აპრილს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგისa და ექოსკოპისტის კონსულტაცია. ასევე ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული  საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ჰუსეინ ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. 

კირნათში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული

 

შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კონკრეტულად კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში, ერთი საქართველოს და ერთი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. 

სადღესასწაულო პრემიები მუნიციპალიტეტებში

 

შუახების საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ ქრცივაძემ, სააღდგომოდ  პრემიისა და ხელფასის სახით  5 200 ლარი აიღო.  საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ხელფასი თვეში 2 600 ლარია.  ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ  არა კვარტალური, არამედ სადღესასწაულო პრემია აიღო. სადღესასწაული პრემიები ქედაში და ხელვაჩაურშიც აიღეს. 

საუკუნის სახლი ბათუმში, რომლის დანგრევასაც აპირებენ [ფოტო]

 

ბათუმში მე-19 საუკუნეში აშენებული სახლის დანგრევას აპირებენ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ჯერ მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, თუმცა ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე სახლი მობინადრეებისგან უკვე დაცლილია.  შპს „სლავა 2015“ გადაწყვეტილი აქვს ამ ადგილას რვასართულიანი კორპუსი ააშენოს. კომპანიის ხელმძღვანელი მურმან ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს რომ სახლი ავარიული იყო და რესტავრაციას არ ექვემდებარებოდა. მისივე თქმით ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ხვალ, 22 აპრილს წარმოადგენს.  

დედამიწის დღე და ფასდაკლებათა პაკეტი ბოტანიკურ ბაღში

 

ხვალ, 22 აპრილს, 14 საათზე, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუდენტებისათვის დაგეგმილია სალექციო კურსი  თემაზე  – ბოტანიკური ბაღების როლი და მნიშვნელობა და მცენარეთა კონსერვაცია. ლექსციას ბათუმის ბოტანიკურ ბაღის მეცნიერ-თანამშრომლები ჩაატარებენ.

ვან გოგის „ფეხსაცმელები“ ბათუმში

 

ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში 27 აპრილს,  ფილოსოფოსი და კულტურის მკვლევარი  თენგო ციმნარიძე, ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნახატის „ფეხსაცმელები“ შესახებ ლექციას წაიკითხავს.  

ბათუმში მე-19 საუკუნეში აგებული სახლის დემონტაჟს აპირებენ

 

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #13 მდებარე მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ სახლს ანგრევენ. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩა უკვე შემოსაზღვრულია.  მე-19 საუკუნეში აშენებული სახლის ადგილას  შპს „სლავა 2015-ს“ რვასართულიან საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. კომპანიის დირექტორი, მურმან ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. 

იპოვე შენი ოცნების სახლი მარტივად

 

ყველას ვინც გეგმავს უახლოეს პერიოდში სახლის შეძენას, არჩევს ადგილს, მშენებელ კომპანიას თუ დიზაინს, უძრავი ქონების სააგენტო Batumi-Makler-ი სთავაზობს ვებგვერდს, სადაც თავმოყრილია ყველა ახალი მიმდინარე და დასრულებული მშენებლობა, დაყოფილი სამშენებლო ზონებად , მრავალფეროვანი ფასებით და სართულების დაგეგმარებით.

 

“ოცნების სახლი” საოცნებო რემონტისთვის

 

სახლში რემონტის გაკეთებას გეგმავთ და არ იცით როგორ შეარჩიოთ ფასისა და ხარისხის მიხედვით სარემონტო მასალები? გირჩევთ, კონსულტაციისთვის პირველ რიგში „ოცნების სახლს“ ეწვიოთ, სადაც კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის, დროისა და ენერგიის დაზოგვას. მრავალფეროვანი არჩევანი, საცალო პროდუქცია საბითუმო ფასად და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისი – სწორედ ამ მიზეზების გამო ირჩევენ „ოცნების სახლს“. აქ ფასები დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად სხვა მაღაზიებთან შედარებით სტაბილურია. “ოცნების სახლში” შესაძლებელია განვადებაც.

გირავდება ერთ ოთახიანი ბინა

 

ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გირავდება ერთოთახიანი ბინა. ფასი: 7 ათასი დოლარი.

 

მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85


მერიის ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე

 

ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი მოდებაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს.   

ქედის საკრებულოს წევრი სასამართლოში ჩივილს აპირებს

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ვაჟა ბოლქვაძე,  სასამართლოში ჩივილს აპირებს. იგი აცხადებს, რომ  ქედის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს,  სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ ეძლევათ. 

 

იყიდება ერთოთახიანი ბინა იაფად

 

ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქუჩის ბოლოში, პირველ სართულზე იყიდება ერთოთახიანი ბინა. ფასი: 16 ათასი დოლარი.


მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85


ვაკანსია გამოცდილი და ახალბედა მკერავებისთვის

 

სამკერვალო ფაბრიკა სამუშაოდ იწვევს გამოცდილ მკერავებსა და მკერავ-მოსწავლეებს საქმის  ადგილზე შესწავლით.  

 

.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე: არ მახსოვს რამდენი მაქვს ხელფასი

 

რა თანხები გაიცა სააღდგომოდ პრემიის სახით  მუნიციპალიტეტებში? „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა და მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებს დაუკავშირდა.  ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, ჯამბულ ხოზრევანიძე  სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ  სააღდგომოდ აღებული პრემიის ოდენობა არ ახსოვს.   

როგორ მუშაობს ბათუმის მერის წარმომადგენელი აეროპორტის უბანში

 

კითხვაზე – შეასრულებდით თუ არა ბათუმის მერის ნებისმიერ დავალებას? პასუხობს, რომ არ შეასრულებდა. თუმცა დავალებას, რომ ჟურნალისტის კითხვას პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე პასუხი არ უნდა გასცეს, პირნათლად ასრულებს. ყოფილი ძალოვანი რომან დუმბაძე ბათუმის მერის წარმომადგენელია ერთ-ერთ ყველაზე დიდ – აეროპორტის უბანში. მისივე თქმით, მოსახლეობა მას ყველაზე ხშირად ერთჯერადი მატერიალური დახმარების თხოვნით მიმართავს.    

ევროპის იმუნიზაციის კვირეული – აცერი და დაიცავი

 

საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის მიზანია ვაქცინაციის გაუმჯობესება. იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდით და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით . იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს გარდაიცვალა 5 წლამდე ასაკის 6,3 მლნ ბავშვი, დაახლოებით 17 000 – ყოველ დღე.

თამარ ამაშუკელი: ინვესტიციამ არ უნდა გამოიწვიოს ქალაქის ნგრევა

 

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე დაგეგმილ მშენებლობას, სადაც ინვესტორმა 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა განათავსოს, სპეციალისტებისა და საზოგადოების ნაწილის უარყოფითი შეფასება მოჰყვა. რა საფრთხეებს შეიცავს მსგავსი პროექტის განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ქალაქისთვის – ამ თემაზე „ბათუმელები“ ხელოვნებათმცოდნეს, „თფილისის ჰამქარის“ წევრ თამარ ამაშუკელს ესაუბრა, რომელიც წლებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თემაზე მუშაობს. 

ყოფილ პატიმარ ქალებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდებათ

 

დღეს, 21 აპრილს  ბათუმის სამშობიარო სახლში ათ ყოფილ პატიმარ  ქალს, უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. 

ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიის მუშები დააყაჩაღეს

 

შემთხვევა გუშინ,  20 აპრილს მოხდა.  ფაქტს ადასტურებს  საქართველოს შს სამინისტრო. გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.

 

42 წელი კორტებზე

 

 

მარტინ ხუმარიანი ჩოგბურთის მასწავლებელია. მან ჩოგბურთის თამაშს 33 წლის ასაკში მუხლის ტრავმის გამო დაანება თავი და აქტიური სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 42 წელია ის ბავშვებს ჩოგბურთს ასწავლის

Exit mobile version