სკოლის მოსწავლეებმა ერთი კვირის განმავლობაში მოაგროვეს მაკულატურა, ჩააბარეს და აღებული ფულით ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის იყიდეს საჩუქრები. მოსწავლეები ბავშვთა სახლში გაკვეთილების შემდეგ ავიდნენ და რამდენიმე საათს გაჩერდნენ.
საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სამოქალაქოს მასწავლებელი ირმა ცინცაცძე იყო.


