სიახლეები

წამებაში ბრალდებულების საქმე 27 აპრილისთვის

27.04.2015
წამებაში ბრალდებულების საქმე 27 აპრილისთვის

 

ბრალდებული გიორგი ვეკუა
ბრალდებული გიორგი ვეკუა

დღევანდელ სასამართლო სხდომას, ამ საქმის განხილვის პროცესში პირველად, დაზარალებულებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც ესწრებიან. ყოფილი პატიმარი და ამჟამად დაზარალებული, მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოუყვა, რომ 41-ე საკანში იხდიდა სასჯელს და ხშირად გამხდარა მსხვერპლი:

 

„ვიცი ვეკუა იყო დირექტორი, მაგრამ მე ვეკუა ნანახი არ მყავს. საკანში შემოვარდებოდა ჯიქია. გადმოყრიდა ყველაფერს და ტანსაცმელზე ფეხებით დადიოდა… წამალს ვერ ვითხოვდით, გვეშინოდა. თუ ვინმე წამალს მოითხოვდა, საკნიდან გავყავდით და გვცემდნენ. ჩემი მოთხოვნაა დაისაჯოს აი ის (ჯიქიასკენ იშვერს ხელს) და ციხის დირექტორი…“

 

მოსამართლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ სცემეს, დაზარალებული პასუხობს – „მაგას ვინ დაითვლის“. 

პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის კითხვაზე, უყვებოდა თუ არა პატიმარი ამის შესახებ სხვა ვინმეს (რაც ხდებოდა ციხეში) მოწმემ უპასუხა: „ვინც ამაზე ილაპარაკა, იმას უარესი დამართეს“.

 

საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

 

ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმეზე სასამართლომ 116 ადამიანი უნდა დაკითხოს. საქმის მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე 50 დაზარალებულია, მათ შორის ციხის თანამშრომლები და პატიმრები. მე-3 საპყრობილეს ყოფილი ხელმძღვანელები – ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა პატიმრობაში არ იმყოფებიან. ისინი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა მოსამართლემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: