შუახევის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, წაბლანასა და ნაღვარევში მინი სტადიონის მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 20 აპრილის გამოაცხადა.
ბათუმელები
შუახევის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, წაბლანასა და ნაღვარევში მინი სტადიონის მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 20 აპრილის გამოაცხადა.
სამუშაო ადგილი: ქობულეთი
კანდიდატი მზად უნდა იყოს ადგილმონაცვლეობისა და მივლინებისთვის.
დაგვიკავშირდით მხოლოდ ქობულეთის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის მცხოვრებლები.
სამუშაო გრაფიკი: ცხოვრება სრული კვირის განმავლობაში ოჯახთან ერთად, გამოსასვლელი
დღე შეთანხმებით, კვება ოჯახის ხარჯზე. სამედიცინო დაზღვევა.
ხელფასი: 500-დან 700 დოლარი – დამოკიდებულია გასაუბრების შედეგზე.
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე. უმაღლესი განათლებით.
ბათუმის მერიაში ბინით დაკმაყოფილების თაობაზე და თავშესაფრის უზრუნველყოფის შესახებ, მოქალაქეების მიერ 4 ათასზე მეტი განცხადებაა შეტანილი. მარტო შარშან და წელს, მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში სულ შესული და განხილულია 2027 განცხადება.
2015 წლის 18 აპრილს, საქართველოს გაეროს ასოციაციამ ესეების – „iStory – ამბავი ჩემს ცვლილებაზე“ – კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. 16 გამარჯვებულს შორის დაასახელეს ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ორი წარმომადგენელიც: მე-11 კლასელები – ბესო ხოზრევანიძე და სალომე დეკანაძე. ისინი ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ.
სამუშაო ადგილი: ქობულეთი;
სამუშაო გრაფიკი: დილის 9 საათიდან 18 საათამდე. კვირაში ერთი დასვენების დღე.
ხელფასი: ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოზე – 250-350 დოლარის ფარგლებში;
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე;
ასაკი: 30-დან 42 წლამდე ქალი;
საცხოვრებელი ადგილი: ქობულეთი (აუცილებელია);
სამუშაო გამოცდილება და უმაღლესი განათლება მისასალმებელია.
დღეს, 20 აპრილს ქედის კულტურის ცენტრში, საჯარო სკოლების ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს შორის შემოქმედებითი ოლიმპიადა გაიმართა.
ნეპოტიზმი, პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტების გამოუძიებლობა, უფლებადარღვეული ადამიანების საქმეების გამოძიების გაჭიანურება, საკუთრების უფლება, ჰიდროელექრო სადგურების მშენებლობის დროს კომპენსაციის საკითხი, გაურკვევლობაში მყოფი ღურტის, ღორჯომისა და კირნათის მოსახლეობა, გარემოსდაცვითი პრობლემები, შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები, ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გასაჭირი – ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რაზეც სახალხო დამცველმა დღეს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. უჩა ნანუაშვილი თითოეული პრობლემის შესწავლას ინდივიდუალურად აპირებს და რეკომენდაციებით შესაბამის უწყებებს მიმართავს.
ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისის ინფორმაციით, ქობულეთის გამგებელმა აპრილის თვეში პრემიისა და ხელფასის სახით 8 ათასი ლარი აიღო. იგივე წყაროს თქმით, პრემიისა და ხელფასი სახით 8 ათასი ლარი მიუღია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაც. ქობულეთის გამგებელი ამბობს, რომ აპრილში აიღო არა 8, არამედ 6 ათასი ლარის ოდენობის ხელფასი და პრემია. სულხან ოქროპირიძის თქმით კი, აიღო ხელფასი, პრემია და პრემია.
ბათუმში, რამდენიმე სკვერში წითელი ნეკერჩხლის ნერგები დარგეს, მათ შორის ისეთ სკვერებშიც, სადაც აქამდე პალმები და სხვა დეკორატიული ნარგავებია იყო განთავსებული, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდით, ევროპის მოედანზე, ასევე ბაგრატიონის ქუჩის გამყოფ ზოლში. წელს 15 ახალი სკვერი გაკეთდა ბათუმის სხვადასხვა უბანში, სადაც ამ დროისთვის 1500 ნერგია შეტანილი.
გამოცადეთ ზღვის ენერგია თქვენს ცხოვრებაში!
პირველად ბათუმში, თქვენ შეგიძლიათ სახის მოვლის კოსმეტიკური პროცედურები ჩაიტაროთ საფრანგეთში წარმოებული, ატლანტის ოკეანეში მოპოვებული ზღვის წყალმცენარეებისა და მინერალებისგან დამზადებული პროდუქციით!
დღეს აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ამერიკული კომპანია „პრესიჟენ ავტო სერვისის“ ბათუმის ფილიალის გახსნას დაესწრნენ, ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესცენტრი ავრცელებს.
აჭარის მთავრობის „პრიორიტეტების კომისია“ რეგიონში სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის ანგარიშებს აანალიზებს, წერს დასკვნასა და რეკომენდაციებს, თუ სად არის პრობლემა. რა დასკვნები დადო და როგორ იმუშავა კომისიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში? – „ბათუმელების“ კითხვებს კომისიის თავჯდომარემ რამაზ ბოლქვაძემ უპასუხა. ის ამავდროულად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა.
ხულოში, სოფელ თხილვანას საჯარო სკოლაში სწავლისთვის შეუფერებელი გარემოა. ბავშვებს სწავლა ფანჯრებჩამსხვრეულ, კედლებდაბზარულ და იატაკმორყეულ შენობაში უწევთ. სკოლა, სადაც 75 მოსწავლე სწავლობს, წლებია არ გარემონტებულა. მისი რეაბილიტაცია არც 2015 წელს იგეგმება. შესაბამისად, მოსწავლეებს სწავლა ისევ არაკომფორტულ გარემოში მოუწევთ. რომელი სკოლები გარემონტდება წელს და რა კრიტერიუმებით არჩევს სამინისტრო სარეაბილიტაციო სკოლებს, „ბათუმელები“ ამ საკითხით დაინტერესდა.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიაში სხდომა პირველად გასულ კვირას დახურეს. 3 აპრილს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა კენჭისყრით ისე დახურა, რომ ამასთან დაკავშირებით არც საკრებულოს წევრებს უმსჯელიათ და არც დახურვის შესახებ განკარგულება გამოუქვეყნებიათ.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მთავრობამ ბიზნესის ხელშეწყობისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. პარალელურად, იგი „საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებასაც“ ცდილობს, რაც ზოგ ბიზნესს ძვირი დაუჯდება. აჭარაში მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში (და არა მარტო აქ) მაკონტროლებელმა ორგანომ შემოწმების ახალი ტალღა დაიწყო. სადავო გადასახადების დაკისრების პარალელურად, ზოგიერთი ინვესტორის მიერ ბიზნესის საქართველოდან გატანაზეც საუბრობენ.
ჩემს ბავშვობაში ქედაში ყველა ფეხბურთით ვცხოვრობდით. ვთამაშობდით ყველგან – უბანში, ნაასფალტარზე, სკოლის ეზოსა თუ სოფლად, მდინარის სანაპიროზე. მაგრამ ჩვენი თვალით დანახული დიდი თამაშები ყოველთვის ქედის მთავარ სტადიონზე იმართებოდა. ვის არ ნახავდით მთავარ სტადიონზე: დიდები და პატარები; ფეხბურთით დაინტერესებულები და სეირის მომლოდინეები; შემთხვევით მოხვედრილები და ნაყინის გამყიდველები. ერთი სიტყვით, როცა ქედის მთავარ სტადიონზე ფეხბურთში რაიონული ჩემპიონატის დრო დგებოდა, ირგვლივ ყველაფერი აზრს კარგავდა.
„ვიდრე არ დადგება დრო, რომ მუსლიმებს ისევე, როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს საქართველოში არ ექნებათ თავიანთი რელიგიური მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილების საშუალება, მე როგოც ქრისტიანი ყოველთვის ბოდიშს მოვიხდი მათ წინაშე, რომ მათ ამის საშუალება არა აქვთ. მე ველოდები დროს, რომ ჩვენი ქვეყნის, ქრისტიანთა და მუსლიმნთა მეგობრობის ნიშანი იქნება, როდესაც ბათუმში გაიხსნება ახალი მეჩეთი, როგორც ქართველთა ერთობის, ქართველთ მეგობრობის, ქართველთა სიყვარულის ნიშანი“ – ეს განცხადება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკიპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა დღეს, 19 აპრილს ბათუმში მიმდნიარე საერთაშორისო რელიგიურ კონფერენციაზე „რელიგია და მშვიდობაზე“ გააკეთა.
წუხელ, გვიან ღამით, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მე-8 სართულიდან 29 წლის მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცი საავადმყოფოში, ოპერაციის ჩატარების დროს გარდაიცვალა.
ბათუმის საცხენოსნო კლუბმა, რომელიც 17-18 აპრილს თბილისში შეჯიბრებაში მონაწილეობდა საქართველოს თასის გათამაშებიდან მეოთხე ადგილით დაბრუნდა. ეს შედეგი 22 წლის გიორგი ჩხარტიშვილმა ერთი მეტრის სიმაღლის დაბრკოლებათა გადალახვაში მოიპოვა.
ქედის მუნიციპალიტეტმა სპორტული ღონისძიების ორგანიზებაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რითაც წლის განმავლობაში ექვს ტურნირზე 48 სპორტსმენის თბილისში, ქუთაისში, თელავში, მცხეთასა და ქობულეთში გამგზავრებისა და ღამისთების ხარჯებს დაფარავს.
ბათუმში მიმდინარე საერთაშრისო ფორუმზე „რელიგია და მშიდობა“ ევროპული ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ფორუმის პრეზიდენტმა იოჰან კანდელინმა თავისი მოხსენება დაუთმო უმცირესობის როლს საზოგადოების განვითარებაში. მან თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობად განიხილა ურთიერთობები უმცირესობებს შორის, ხოლო უმცირესობების წარმომადგენლებს ასე მიმართა:
გუშინ, 17 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპანია ,,აგე ბათუმის“ განცხადება ავრცელებს. გუშინ, ხულოში, ჰესის მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, ხულოში, სოფელ ღურტაში მცხოვრები 25 წლის პაატა იაკობაძეა. მეორე გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა. ,,აგე ბათუმი“ ჰესების მშენებარე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კონტრაქტორი კომპანიაა. „აგე ბათუმის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ბათუმში, მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. ფორუმზე მყოფმა რიჩარდ ნორლანდმა მსგავსი შინაარსის ფორუმის მნიშვნელობაზეც გააკეთა მედიასთანაც კომენტარი.
ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ვანო ჩხიკვაძემ _ საქართველოში ევროინტეგრაციის პროექტის ხელმძღვანელმა, ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, დისკუსია გამართა თემაზე -,,ევროკავშირი და ნატო’’.
გუშინ ხულოში, ჰესის მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, ხულოში, სოფელ ღურტაში მცხოვრები 25 წლის პაატა იაკობაძეა. მეორე გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა. დღეს გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მშენებარე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
რელიგია და მშვიდობა – ბათუმში უკვე მეორე დღეა საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც ქართველ მუსლიმთა კავშირია. ფორუმში მონაწილეობას იღებს ევროპიდან და ამერიკიდა ჩამოსული არაერთი სასულიერო პირი, ასევე ცნობილი თეოლოგები. სპეციალურად ფორუმზე დასასწრებად ბათუმში იმყოფება ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
სასტუმრო “შერატონში” საერთაშორისო ფორუმი “რელიგია და მშვიდობა” მიმდინარეობს. ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე სასულიერო პირები, თეოლოგები, ჟურნალისტები, სტუდენტები სხვა მოქალაქეები.
ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო. ასფალტი დაიგება გრიბოედოვიდან ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე გამოიცვალა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. სამუშაოები გორგილაძის ქუჩის გაგრძელების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ოქრუაშვილებში, მეკეიძეებში, ვაშლოვანსა და რიყეთში სახანძრო ავზების მოსაწყობად, ელექტრონული ტენდერი 3 აპრილს გამოაცხადა.
შუახევის მინიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში ადმინიტრაციული სახლის მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 15 აპრილს ელექტრონული ტენდერი 30 000 ლარზე გამოაცხადა.
ხულოში ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული ორი ადამიანი დაიღუპა, მესამე კი, მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც “ბათუმელებს” ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ უთხრა, ის ამ წუთებში [20:55 საათი] შემთხვევის ადგილზე იმყოფება და როგორც თვითმხილველები ამბობენ, დამხმარე შენობა-ნაგებობის მოშლის დროს სიმაღლიდან სამი ადამიანი ჩამოვარდა.
მოიძიეთ სოფლებში შემორჩენილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები (ლეგენდები, თქმულებები, მითები, ზღაპრები, გადმოცემები, ისტორიები); აღწერეთ მცირე ესეების/მოთხრობების სახით (1-2 გვერდი), შესაძლებლობის შემთხვევაში თან დაურთეთ ნახატები, ფოტოები და ვიდეომასალები; გამოაგზავნეთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 10 მაისამდე, ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით – მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 105. ბინა 46 ან ელ-ფოსტაზე: info@borjghali.org.
აჭარის განათლების სამინისტრომ, ბათუმის N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან (2015-2016 წწ) სახელმწიფო შესყიდვაზე, ტენდერი გამოაცხადა.
დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“ ბათუმის უნივერსიტეტში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნების თემას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექტს.
ბათუმის მერია, განათლებისა და კულტურის განყოფილების პროგრამის “თავისუფალი ინიციატივის მხარდაჭერის“ ფარგლებში, განათლების, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ხელშემწყობ საუკეთესო ინიციატივებს, ბათუმის ბიუჯეტიდან 10 000 ლარით დააფინანსებს.
18–19 აპრილს ბათუმში საერთაშორისო ფორუმი – „რელიგია და მშვიდობა გაიმართება“. კონფერენცია წმ. მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულს ეძღვნება და მისი მიზანია რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავება. ასევე ფორუმის მონაწილეები შეეცდბიან წარმოადგინონ რელიგიების დამოკიდებულება და როლი მშვიდობის საკითხში.