ნეტგაზეთი • RU

მედიატური უცხოელი ჟურნალისტებისთვის ბათუმში

 

ხვალ, 26 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ლიტვის მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. წამყვანი მედია საშუალებების ჟურნალისტები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიებსა და სიუჟეტებს ლიტვის ბეჭდურ, ონლაინ და სატელევიზიო სივრცეში განათავსებენ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოწვეულია შემდეგი მედია საშუალებები: წამყვანი ონლაინ პორტალი 15min.lt საინფორმაციო პორტალი Delfi.lt , საინფორმაციო ბიზნეს-პორტალი „ Versio Zinios “– Vz.lt, პოპულარული ჟურნალი “Savaite”, ლიტვის „National TV ”. ლიტველი ჟურნალისტების მედიატური 29 აპრილამდე გაგრძელდება.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ლიტვის ტურისტულ ბაზარზე მუშაობა ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნული რეგულარული ფრენების შემდეგ დაიწყო. უკვე მეორე წელია ლიტვაში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პიარ-ატივობა ხორციელდება. 2015 წელს სარეკლამო კამპანია კიდევ უფრო გაფართოვდა. 6 აპრილიდან 14 ივნისამდე ლიტვის  სამ ქალაქში (ვილნიუსი, კლაიპედა და კაუნასი), აჭარა-ბათუმის სხვადასხვა ფორმატის ფოტოები ცენტრალურ ადგილებშია იქნება განთავსებული.

 

3-6 მაისს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიტვის ტურისტული სააგენტოებისა და ტურ-ოპერატორების კიდევ ერთ საინფორმაციო ტურს უმასპინძლებს.

 

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ასევე საინფორმაციო ტური ლიტვის უმსხვილესი ტუროპერატორის „Novaturas” ხელმძღვანელი პირებისათვის, რომლის ფარგლებშიც ლიტვის მიმართულებით ახალი საინტერესო პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.  

 

მედიატურის ფარგლებში აპრილის თვეში, ბათუმში ლიტველი ჟურნალიტების გარდა, პოლონელი და სომეხი ჟურნალისტების ვიზიტიცაა დაგეგმილი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"