მოგზაურობა რაჭაში

 

 

რაჭაში მოგზაურობა ნაქერალას უღელტეხილიდან იწყება. უღელტეხილზე ასულს თვალწინ დასავლეთ საქართველოს ლანდშაფტი გადაგეშლება. უღელტეხილს რომ გადაივლი, შაორის წყალსაცავს მიადგები. რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე წყალსაცავი 7 კილომეტრზე გასდევს მთავარ საავტომობილო გზას. მოგზაურებს განსაკუთრებით უყვართ შაორის ნაპირები, რადგან აქ შესაძლებელია კარვების გაშლა, პიკნიკის მოწყობა და თევზაობა.

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

 

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, დღეს, 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე  ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილია დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა. მიმდინარეობს მისი დაკავებისა და ნივთმტკიცების ამოღების ოპერაცია. ახალგაზრდა მამაკაცს სავარაუდოდ სანადირო თოფიდან ესროლეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეღავათები მთის კანონით

 

კანონი, რომლითაც მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათები უნდა დაუწესდეს, 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

 

სამზარეულოს კულტურა ქობულეთში

 

ძველად ქობულეთში იშვიათად შეხვდებოდით სახლს, რომელსაც ბუხარი არ ჰქონდა. ხშირად საცხოვრებელს ოსტატები ისე აგებდნენ, ერთ სახლში რამდენიმე ბუხარიც კი იყო აშენებული. ბუხარს ქობულეთელისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

დელფინების გათავისუფლების მოთხოვნით დელფინარიუმში მოქალაქეები შეიჭრნენ

 

 ბათუმის დელფინარიუმში დღეს რამდენიმე მამაკაცი შეიჭრა, რომლებმაც  თვითნებურად გაარღვია კორდონი, (უცხო პირთათვის აკრძალული ტერიტორია) ისინი შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში შენობის უკანა მხრიდან და ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის დელფინარიუმი ავრცელებს. 


მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე შეჭრილმა მოქალაქეებმა ტოკსიკური აირი გამოიყენეს. ინციდენტის დროს
დაშავებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, მათ შორის რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვია. 

 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას ნიშნავს, ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.

გთავაზობთ ვიდეოს რომელიც ბათუმის დელფინარიუმმა გაავრცელა. 

 

7 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 109 ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო

 

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით, I ინსტანციის სასამართლოებში შემოსული სამოქალაქო საქმეების რაოდენობა გაიზარდა 21,2%-ით, ხოლო განხილული საქმეები – 13,5%-ით, ანუ 16090 საქმიდან 18259 საქმემდე. 14,8%-ით გაიზარდა  გადაწყვეტილების გამოტანით განხილულ საქმეთა რაოდენობაც და 2015 წლის 7 თვეში შეადგინა 13253 საქმე.

7 ბათუმელი ამერიკულ უნივერსიტეტში

 

შვიდი ბათუმელი ახალგაზრდა სან დიეგოს უნივერსიტეტში სასწავლებლად ემზადება. დათო ბაკურიძე, გივი კალანდია, ვახო დონაძე, სანდრო ჯიჯავაძე, ზურა ბაკურიძე, დიმიტრი ბედინაძე, მარიამ ბასილაია – ეს ის მომავალი სტუდენტები არიან, რომლებმაც სან დიეგოს უნივერსიტეტის 75-100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვეს. ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში წელს გაიხსნა.

ნატო დავითაშვილი – ქართული ფენტეზის მწერალი

 

 

ქართული ფენტეზის სამყაროში სქელტანიანი წიგნით – „ამბავი ლილე იროელისა” გამოჩნდა. ამას მოჰყვა წიგნები: „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”, „ნისლებში და ნისლებს მიღმა”, „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“, „პატარა დინოზავრი დინდინელა“, „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“ და სულ ბოლოს – „აიას გზა“. „ბათუმელები” ქართველ მწერალს, ნატო დავითაშვილს ესაუბრა. ის იმ მცირერიცხოვან ქართველ ავტორებს შორისაა, რომელიც ფენტეზის ჟანრში წერენ.

ქარტიის საბჭოს განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ტოკ-შოუების დახურვაზე

  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუების დახურვას. ქარტიის საბჭოს განცხადებას  “ბათუმელები”უცვლელად გტავაზობთ:” ტელეკომპანიის ოფიციალური განცხადებით, არხი ახალი სატელევიზიო სეზონიდან დროებით აჩერებს გადაცემებს “რეაქცია” და “იმედის კვირა”, რათა მაყურებელს უკვე 2016 წლიდან შესთავაზოს თვისებრივად ახალი პროდუქტი. გადაცემების ავტორი და წამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მან ტოკ-შოების დახურვის შესახებ მედიიდან შეიტყო და არხის ხელმძღვანელობის …

ბათუმში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია

 

დღეს, 29 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმის მერიის  ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები [სულ 13-ია] ინფორმაციას აგროვებენ  ბათუმში, წვიმის დროს დაზარალებული მოსახლეობის შესახებ. 

განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა უფასო პროგრამა

 

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახურის  2015 წლის  პროგრამით, გათვალისწინებულია განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის მომსახურების კურსის ჩატარება, ყოველთვიურად მთელი წლის მანძილზე.

რამდენ ხანს და რისთვის უნდა ვატაროთ ბრეკეტები

თინეიჯერების კოშმარი – რკინის ბრეკეტები დღეს თითქმის მოდურ ტრენდად იქცა. ამერიკის ორთოდონტიის ასოციაციის მონაცემებით, 1982 წელთან შედარებით 2008 წელს თინეიჯერების ორთოდონტიული მკურნალობის შემთხვევები 99%-ით, ზრდასრული მოსახლეობის კი – 24%-ით გაიზარდა. ორთოდონტიული მკურნალობა კბილთა დგომისა და თანკბილვის პათოლოგიების სამკურნალოდ გამოიყენება, რაც მსოფლიო მოსახლეობის 80%-ზე მეტს აღენიშნება. გარდა ასიმეტრიული სახისა, მეტყველებისა თუ საღეჭი ფუნქციის დარღვევისა, ასეთი პათოლოგიები შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ისეთი სერიოზული გართულებების მიზეზიც გახდეს, როგორიც საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგია და კუჭნაწლავის დაავადებებებია.

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი

 

შავი ზღვის სანაპირო, უფრო ზუსტად კი ბათუმის შემოგარენი და ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლები მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია. აქ ყოველწლიურად 1000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ეს ადგილები ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მსოფლიოში მესამეა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მას `აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის~ სახელით იცნობენ. შემოდგომაზე, ამ მონაკვეთის გავლით, გამოსაზამთრებლად 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სკანდინავიის ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და რუსეთიდან.

მოსამართლე ბრალდებულს: “იმედი მაქვს, ეს იქნება კარგი გაკვეთილი თქვენთვის”

 

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და საზღვარზე გადმოტანაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. მსჯავრდებული ქალია და ის პატიმრობაში იმყოფება.

Black Sea Sound Fest ბათუმში

 

30 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში მუსიკალური ფესტივალი Black Sea Sound-ი ჩატარდება. ფესტივალში ადგილობრივი ჯგუფები მონაწილეობენ. საკონკურსო პროგრამის თანახმად, ფესტივალის მონაწილე საუკეთესო ჯგუფს, სტუდია „მი-ფა-სი“ – ში გაუკეთდება კომპოზიციების სტუდიურ ჩანაწერი.

ქვიშის ფეხბურთის პერსპექტივა საქართველოში [ვიდეო]

 

 

 ტალღების და სანაპიროზე გაფენილი ხალხის ხმა ერთდროულად აღწევს მოედნამდე. მოედნის ირგვლივ შეყოლებულ პლასტმასის სკამების მწკრივში მზის სხივები იჭრება და ქვიშის მინდორზე ეცემა. სკამები ცარიელია, მხოლოდ შორტებში გამოწყობილი რამდენიმე ახალგაზრდა და მწვრთნელები სხედან. ისინი ქვიშის მოედანზე მორბენალ ფეხბურთელებს ათვალყურებენ. ფეხბურთელები ვარჯიშობენ მზის ჩასვლამდე. მათ ეს ვარჯიშები სამომავლო ტურნირის მოგებისთვის უნდა გამოიყენონ.

ტანმოვარჯიშეები 8 ქვეყნიდან – ბათუმში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს [ფოტო | ვიდეო]

 

  ბათუმის სასპორტო სკოლის ტანვარჯიშის დარბაზში, სპორტულ ტანვარჯიშში რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. 

24-27 სექტემბერს ბათუმი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA-ს უმასპინძლებს

 

2015 წლის 24-27 სექტემბერს ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება, სადაც ფესტივალის მონაწილეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად რეკლამის სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩამოვლენ. 

ხელვაჩაურში საყრდენი კედლების ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

 

ხელვაჩაურში, საყრდენი კედლების ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამეწყრის საფრთხე 127 საცხოვრებელ სახლს შეექმნა. საყრდენი კედლების გამაგრებითი და ფერდსამაგრი სამუშაოების მოწყობა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია თამარის დასახლებაში, გონიოსა და ჩაისუბანში

 

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის, მესამე ფაზით გათვალისწინებული ტერიტორიების დარჩენილ ნაწილზე, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები თამარის დასახლების, ბარცხანის, ბონი-გოროდოკის, ანგისისა და ჩაისუბნის ტერიტორიებზე ჩატარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

 

სიბნელისა თუ მარტო დარჩენის შიში ხშირად დისკომფორტს უქმნის როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. რა იწვევს შიშებს? როდის და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მათ დაძლევაში და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის შიშებთან მიმართებაში? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ფსიქოკონსულტანტს, კლინიკურ ფსიქოლოგს, მარიტა მერკვილაძეს ესაუბრა.

ხულოში კარტოფილის მცირე მოსავალს ელიან

 

კარტოფილის მთავარი მწარმოებელი აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტია. ბოსტნეულის ეს სახეობა მოსახლეობას აქ არამარტო სოფლებში, არამედ იალაღებზეც მოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მესაქონლეობასთან ერთად მეკარტოფილეობა აჭარის ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ოჯახების მთავარი შემოსავალი წყაროა. მოსახლეობა წელს კარტოფილის მოსავლის სიმცირეს უჩივის და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 

გაყიდული მიწა და გლეხები საძოვრების გარეშე

 

პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე კურორტ ბახმაროსთან ახლოს, ბაისურას მთაზე მცხოვრებ ოჯახებს დაევალათ დაანგრიონ საცხოვრებელი სახლები, პირუტყვის სადგომები და მოშალონ სასოფლო-სამეურნეო მიწის ირგვლივ ღობეები. ამ მთაზე 29 ოჯახი, ოზურგეთის, ხულოს, შუახევისა და ქობულეთის მუნციპალიტეტებიდან უკვე საუკუნეზე მეტია ცხოვრობს.

აჭარის მთავრობის უჩინარი მრჩევლები

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ოთხი მრჩეველი ჰყავს, ორი მრჩევლის თანამდებობა კი ვაკანტურია. მრჩევლები ჰყავთ მინისტრებს და ქალაქის მერსაც. მრჩეველი არის თანამდებობის პირი, რომელიც სამთავრობო უწყების პირველ პირს კონკრეტულ საკითხებზე აძლევს რჩევებს. ეს რჩევები, ძირითადად, სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. მრჩევლის ხელფასი დანამატის ჩათვლით 2187 ლარია. ხშირად ისინი სამთავრობო მანქანით და სხვა პრივილეგიებითაც სარგებლობენ. მხოლოდ არჩილ ხაბაძის მრჩევლების საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში 100 000 ლარზე მეტი იხარჯება. 

პრემიერის წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოს წევრებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, შეხვედრების მიზანია რეგიონებში ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება: „უნდა მოვისმინოთ პრობლემები და მთავრობის  სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს გადაჭრის გზები. ჩვენი ძირითადი მიზანი არის ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმის განახლებაზე მუშაობა. დაახლოებით სექტემბრის პირველ ნახევარში  შევძლებთ პირველადი ვერსიის დრაფტის შემუშავებას და გაგზავნას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.“ 

 

ექსპერიმენტული პროექტი ”და სხვა…”

 

კვირას, 30 აგვისტოს ფესტივალი “ოდესა//ბათუმი ფოტოდღეების” ფარგლებში ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი
“და სხვა…” მოეწყობა. 

„კაცი აკორდეონით“ – რეზო კეზელის ფოტოგამოფენა ბათუმში

 

ბათუმში, თიბისი გალერაში, 30 აგვისტოს ცნობილი ფოტოგრაფისა და ოპერატორის,  რეზო კეზელის გამოფენა გაიმართება სახელწოდებით – „კაცი აკორდეონით“.

 

 

 

გინება, ფურთხება და ჩაშლილი თათბირი პოლიციის განყოფილებაში

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ სამართალდამრღვევად ცნო 18 წლის სტუდენტი და 400 ლარით დააჯარიმა. პოლიციელების თქმით, დაკავებული სტუდენტი ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის №2 განყოფილებაში შეიჭრა და პოლიციელები სიტყვიერად შეურაცხყო. სტუდენტი სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა, რომ შენობაში ის პოლიციელებმა შეიყვანეს, ხელებზე ბორკილები დაადეს და “თავში ურტყეს ხელები”.

რუსუდან სიხარულიძის სახელობის ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში

 

 

  28 აგვისტოს სპორტულ ტანვარჯიშში რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყება. ტურნირი ბათუმის სასპორტო სკოლის ტანვარჯიშის დარბაზში ჩატარდება და მასში რვა ქვეყნიდან 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საერთო ჯამში კი 39 ბიჭი და 34 გოგო.

აჭარის ფინანსთა მინისტრი ალი და ნინოს დაზიანებაზე: კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შეცდომაზე

 

„ალი და ნინოს“ დემონტაჟისას ქანდაკების დაზიანების ფაქტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე გამოეხმაურა. სწორედ ამ სამინსიტროს დაქვემდებარებაშია ბულვარის ადმინისტრაცია, რომელმაც ტენდერი გამოაცხადა ქანდაკების გადატანაზე. 

ბულვარის მიმართვა და თამარ კვესიტაძის თანხმობის წერილი ალი და ნინოს გადატანაზე

 

 „ალი და ნინოს“ დემონტაჟისას 26 აგვისტოს ნინოს ქანდაკება დაზიანდა.  „ალი და ნინოს“ ავტორმა, თამარ კვესიტაძემ დღეს „რუსთავი 2“ -თან განაცხადა, რომ დღეს ბათუმში მონუმენტის გადატანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. „რუსთავი 2“-თან თამარ კვესიტაძემ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მასთან ამ თემაზე ერთხელ სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა კონკრეტულად არ ახსოვს თუ ვის ესაუბრა. კვესიტაძე ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს შეთავაზებული ადგილი მისთვის მიუღებელი იყო.  

„ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა სამინსიტროსგან გამოითხოვა წერილი, რომლითაც სამინსიტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ „ალი და ნინოს“ ავტორს, თამარ კვესიტაძეს წერილობით მიმართა. წერილი 2015 წლის 27 მარტით თარიღდება.  მიმართვას თან ახლავს თამარ კვესიტაძის წერილიც, სადაც ქანდაკების ავტორი თანხმობას ამბობს ქანდაკების შერჩეულ ადგილას გადატანაზე. 

ალი და ნინოს ქანდაკება დემონტაჟის დროს დაზიანდა

 

26 აგვისტოს ბათუმში, “ალი და ნინოს” ძეგლი დემონტაჟის დროს დაზიანდა. 

რას ხედავენ ფოტოგრაფები ისტორიაში – ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები

 

 

ბათუმში 25-30 აგვისტოს საერთაშორისო ფესტივალი „ოდესა//ბათუმი ფოტო დღეები“ იმართება. 

Exit mobile version