Batumelebi | აჭარის ფინანსთა მინისტრი ალი და ნინოს დაზიანებაზე: კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შეცდომაზე აჭარის ფინანსთა მინისტრი ალი და ნინოს დაზიანებაზე: კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შეცდომაზე – Batumelebi
RU | GE  

აჭარის ფინანსთა მინისტრი ალი და ნინოს დაზიანებაზე: კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შეცდომაზე

 

„ალი და ნინოს“ დემონტაჟისას ქანდაკების დაზიანების ფაქტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე გამოეხმაურა. სწორედ ამ სამინსიტროს დაქვემდებარებაშია ბულვარის ადმინისტრაცია, რომელმაც ტენდერი გამოაცხადა ქანდაკების გადატანაზე. 

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

“სანაპიროზე თავის დროზე  ძალიან ბევრი ობიექტი არის აშენებული ნაპირდაცვითი კანონმმდებლობის გარეშე, შესაბამისად, ბულვარის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ალი და ნინოს გადატანასთან დაკავშირებით. გამოცხადებული იყო ტენდერი. დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შეცდომაზე და აუცილებლად მოხდება მისი გამოსწორება. კომპანიას დაევალა, რომ მოხდეს აღნიშნული ძეგლის იმ მდგომარეობაში დაბრუნება, რა მდგომარეობაშიც იყო მანამდე. ალი და ნინოს მონუმენტის ადგილმონაცვლეობა მოხდება რამდენიმე მეტრის დაშორებით, რათა მას აღარ შეუქმნას საფრთხე ზღვამ” – განაცხადა დავით ბალაძემ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"