ქედის ”ბეთლემმა” ”რუსთავს” მოუგო

 

 

  დღეს  2 სექტემბერს, ფეხბურთში პირველი ლიგის საქართველოს ჩემპიონატი ქედაში, არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიხსნა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის მთავრობას ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება 1 სექტემბერს ქედაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აჭარის პროკურორის სახელზე ჟურნალისტ ლაშა ველიაძის მიერ გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გადამღებ ჯგუფს ხელს უშლიდა ინტერვიუს ჩაწერაში, სამინისტროს კიდევ ერთმა ჩინოვნიკმა მირზა სუქნიშვილმა კი ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

პროცესი ჭიანურდება -ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?!

 

გონიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარე სადავო მიწების საკითხი, რომლის დაბრუნებასაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ითხოვს, ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” პროექტის – “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” – ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვა ფაქტებთან ერთად,  გონიოს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემაც შეისწავლეს.

ხელვაჩაურში ქალი მოკლეს

 

2 სექტემბერს ხელვაჩაურში, პოლიციის გადასახვევთან, მკვლელობა მოხდა.  მოკლულია 45 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ხელვაჩაურში მდებარე მაღაზიაში მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით მკვლელობას თვითმხილველიც ჰყავს, მამაკაცი, რომელმაც ქალის მიშველება სცადა, ასევე დაჭრილია. 

რძის წარმოებაში ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს

 

 

ხულოს სოფელ დიდაჭარიდან ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ჩამოტანილი რძისგან დამზადებული სულგუნი შესაძლოა ექსპორტზე ამერიკაში გავიდეს. მანამდე კი, პირველი აგვისტოდან რძესა და რძის ნაწარმზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. საძოვრებიდან პროდუქტის ქსელში განთავსებამდე უვნებლობაზე, დადგენილი წესებისა და ეტიკეტირების დაცვაზე პასუხისმგებლობა უმთავრესად მწარმოებლებს ეკისრებათ.

„რაკუშკებში, ფრიდასთან“ – კვარიათში

 

კვარიათში, ზედ ზღვის პირას, ისლით გადახურული, ფერადი კაფეა. კაფე ჭრელაჭრულა, ხელნაკეთი ჭაღებითაა მორთული, კედლებზე ფოტოები და ლექსებია გაკრული, ბარის თავზე კი მექსიკელი ფერმწერის, ფრიდა კალოს პორტრეტია. კაფე „რაკუშკები“, იგივე „ფრიდასთან“, ბათუმელი მხატვრისა და მასწავლებლის, ნათია ბოლქვაძის საოჯახო ბიზნესია.

”ნაციონალური მოძრაობა”: შპს სტადიონის შექმნა ზრდის კორუფციის რისკს [ვიდეო]

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს, 4  საათზე,  ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ, მათ შორის ბათუმში სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხის ახალშექმნილ  შპს „სტადიონის“ კაპიტალში გადატანაზე.  

ბათუმში სტადიონის მშენებლობა წელს არ დაიწყება – ინტერვიუ აჭარის ფინანსთა მინისტრთან

 

ბათუმში ოლიმპიური სტადიონისა და „რესპუბლიკურის“ ადგილზე ახალი, მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამებთან დაკავშირებით კომენტარი „ბათუმელებთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გააკეთა. მინისტრის თქმით, აჭარის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სადღაც, მიმდინარე წლის ბოლომდე, მომდევნო წლის პირველ თვეში, უკვე გვქონდეს მზა პროექტი, რომლითაც შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას,“ – განაცხდა დავით ბალაძემ. სტადიონის პროექტი სამინისტრომ კონკურსით შეარჩია, თუმცა შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა.

ფლამენკო ბათუმში, ანბანის კოშკთან – ანონსი

 

4 სექტემბერს ბათუმში, ანბანის კოშკის ტერიტორიაზე, ტერასა Gravity Chill Out-ი და კაფე-ბარი Gravity გაიხსნება.

შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად

 

სტადიონის პროექტის კონკურსში გამარჯვებული ესპანური კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების მოშლის გამო სასამართლოში უჩივის, სამინისტრო კი, პარალელურად, ახალ სახელმწიფო შპს-ს ქმნის, რომელმაც ბათუმში სტადიონისა და საავადმყოფოს აშენება უნდა უზრუნველყოს. ამ ფონზე, აჭარის ბიუჯეტის გეგმის შესრულებაც, ხარჯვით ნაწილში, კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. ამ ორი – სტადიონისა და საავადმყოფოს პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის თითქმის 14 პროცენტია.

ახალი მემორიალი სკვერის ხარჯზე

 

დარჩება თუ არა ბათუმს ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე გამწვანებული ადგილი, როგორც სკვერი, გაურკვეველია. საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ოფიციალურად სკვერის სტატუსი ისედაც არ აქვს. შესაბამისად, მისი დანიშნულების შეცვლას, გასხვისებას თუ განადგურებასაც კი [ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით], კანონი არ კრძალავს.

”ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი” წელს აღარ ჩატარდება

 

 

 ავტორბოლა „Bridgestone Black Sea Cup“, რომელიც კომპანიების „თეგეტა მოტორსისა“ და „ბრიჯსთოუნის“ ორგანიზებით იმართებოდა, წელს აღარ ჩატარდება.

აჭარის ტელევიზია: ”სამინისტროს თანამშრომელმა რეპორტიორს შეურაცხყოფა მიაყენა”


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

”მთავარია, ბავშვები ნუ იქნებიან მშივრები” – სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ცოლ-ქმრის ცხოვრება განქორწინების შემდეგ

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ნოდარ აბაშიძისა და ნაზი შაინიძის ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად მათ საარსებო შემწეობა ერთი წლის წინ მოუხსნეს.

ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი 4 სექტემბრამდე მიიღებს ნამუშევრებს

 

2015 წლის 24-27 სექტემბერს ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება,  ფესტივალის მონაწილეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად რეკლამის სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩამოვლენ. 

 

ბავშვთა აკადემია ”მირაკულა” აცხადებს მიღებას

 

ბავშვთა აკადემია ”მირაკულა” იწვევს 2015-2016 წლისათვის 1-6 წლამდე ბაგა-ბაღის და 6-9 წლამდე

სასკოლო, მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელებს.


საკონტაქტო ტელეფონებია:

593 239 660; 568 190 808


მისამართი:

დ.თავდადებულის (ყოფილი შაუმიანის) #62

ქირავდება ბინა მერიასთან

 

ბათუმში, ქალაქის ცენტრში (ძველ მერიასთან) ქირავდება (ერთი ან ორი წლით) სამოთახიანი არასტანდარტული (90 კვ/მ) იზოლირებული ბინა მე-3 სართულზე. აივნებით, ბუნებრივი აირით, ავეჯით, ცივი და ცხელი წყლით, ბოჭკოვანი ინტერნეტით და კაბელური ტელევიზიით. ფასი: 350 აშშ დოლარი.

მობ.: 577 203 103
ტელ.: 27 95 98

ერმაკოვი თანამშრომლებისთვის პრემიების გაუცემლობაზე

 

დღეს ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას მისცა უფლება ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის ფარგლებში დახარჯოს. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, კობა ჩხეიძის ინფორმაციით, ეს არის მერიის თანამშრომლების ხელფასიდან გაკეთებული ეკონომია. კობა ჩხაიძის თქმით, მერიაში წელს ხელფასის ოდენობის პრემია მხოლოდ ერთხელ მიიღეს როგითმა თანამშრომლებმა, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები – სულ 24 მოხელე ყოველთვიურად იღებს დანამატს.

გარღვეული ბიუჯეტი, გაყინული პროექტები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა

 

გარღვეული ბიუჯეტი ბათუმის მერიისთვის „ჩვეულ ამბად“ იქცა. გასულ წელს მერიას ნაშთის სახით 30 მილიონზე მეტი ლარი მორჩა. წელს, პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით კი, დაგეგმილი 11 მილიონი ლარი ვერ დახარჯეს. საკრებულო ხელს მერიისკენ იშვერს. მერია დუმს ან ყველაფერს ჩაშლილ ტენდერებს, იმ კონტრაქტორებს აბრალებს, რომლებმაც ვალდებულება ვერ შეასრულეს. ეს ყოველ კვარტალში მეორდება. ვინ არის შეუსრულებელ ბიუჯეტზე პასუხისმგებელი? – არჩეული მერი, არჩეული საკრებულო თუ ორივე ერთად? რა შეიძლება მოხდეს, თუ წლის ბოლოს ბიუჯეტში აუთვისებელი მილიონები გაიზრდება? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ სამოქალაქო საბჭოს წევრს ნათია აფხაზავას ესაუბრა.

ბათუმის მერია სარეკლამო ფესტივალისთვის 400 ათასი ლარის დახარჯვას ითხოვს

 

დღეს, 1-ელ სექტემბერს, დილიდნვე დაიწყო ბათუმის საკრებულოს სხდომა და მერიის წარმომადგენლები ამ წუთებშიც ცდილობენ რეკლამის ფესტივალისთვის 400 ათასი ლარის ხარჯვის უფლება მიიღონ. საკრებულოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ სხდომაზე უმრავლესობის წევრები კითხვებს თითქმის არ სვამენ, საკრებულო ალბათ დათანხმდება სარეკლამო ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარის დახარჯვას.

ცხოველთა დამცველები დელფინარიუმის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებენ

 

ბათუმის დელფინარიუმთან ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია აქციის ამსახველ ვიდეომასალებსა და  განცხადებას ავრცელებს: “ნაცემია ცხოველთა შვიდი დამცველი. ერთ-ერთი ჩვენგანი თავდაცვის მიზნით ჯიბით ატარებს წიწაკის არომატის აირის გამშვებ საშუალებას და სწორედ ეს გამოიყენა იმ დროს,  როცა მას თავს დაესხა დელფინარიუმის დაცვა, რაც კარგად ჩანს ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოებში, რომლებსაც ახლა ვავრცელებთ. ყველა ფაქტი დაფიქსირებულია უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ის ტყუილები და ბრალდებები, რაც ჟურნალისტებთან ილაპარაკა ჩვენზე დელფინარიუმის მენეჯერმა, კიდევ უფრო დაუმძიმებს მას მდგომარეობას.” – ნათქვამია განცხადებაში.

აირჩიე განათლება – შაჰინის ”მეგობრობის” სკოლა-ლიცეუმი

 

რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა და ოც წელზე მეტია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სკოლად ითვლება. საუკეთესო მასწავლებლები, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოსწავლეების მაღალი აკადემური მოსწრება, დაცული სასწავლო გარემო, საუკეთესო მაჩვენებლები საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში – სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის წარმატებას.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მაღალმთიან აჭარას ეწვევა

 

ხვალ, 2 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვისდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე ხულოს მუნიციპალიტეტს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი და მოადგილე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად, დიოკნისისა და რიყეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მოინახულებენ, შეხვდებიან სამედიცინო პერსონალს და გაეცნობიან მათი საქმიანობის მიმდინარეობას.ანამატ

ვაკანსია – პროექტის კოორდინატორი

 

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს. კონკურსის მონაწილე შესაძლებელია იყოს სტუდენტი.

საკრებულოს წევრი: მერიის თანამშრომლების საპრემიო თანხას რეკლამის ფესტივალში ხარჯავენ

 

ბათუმის მერიის ბიუჯეტში დღეს ცვილიებები შედის – დაახლოებით 400 ათასი ლარი უახლეს კვირაში დაგეგმილი რეკლამის ფესტივალისთვის უნდა გამოიყოს. საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე ამბობს, რომ ეს ბათუმის მერიის თანამშრომლების საპრემიო თანხაა. 

ქედის საკრებულოს დეპუტატის ანაზღაურება 60 ლარით შემცირდება

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი დეპუტატის ანაზღაურება 60 ლარით შემცირდება, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა დღეს,31 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი. 

2 სექტემბერს პირველი ლიგის ჩემპიონატი იწყება

 

 

  2 სექტემბერს, ფეხბურთის პირველ ლიგაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება. 

შპს “განათლება” სკოლა იმედის ორმა მოსწავლემ ამერიკული უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა

 

შპს „განათლება” სკოლა „იმედმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს განათლების ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა, რომლისთვისაც მთავარი მრავალმხრივი, საფუძვლიანი განათლების მიცემაა საკუთარი მოსწავლეებისათვის. „იმედის” ორი მოსწავლე: დათო ბაკურიძე და სანდრო ჯიჯავაძე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, სან დიეგოს ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ ასპროცენტიანი გრანტით. მათ უნივერსიტეტი ოთხი წლის მანძილზე, ყოველწლიურად 7 500 დოლარს, სწავლის საფასურს გადაუხდის. ამ უნივერისტეტის საბაკალავრო პროგრამებზე დაფინანსება აჭარიდან სულ შვიდმა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათგან ორი კი სწორედ „იმედის” 2014-2015 წლის კურსდამთავრებულია.

მაღალჩინოსნების სასამართლოზე პროკურორი არ გამოცხადდა

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე  და ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე.


სასამართლოში პოლიციელის მკვლელობის ღამის კადრები აჩვენეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ის ვიდეო კადრები აჩვენეს, რომელიც 27 დეკემბერს ღამის კლუბ „ლეგასის“ სათავალთვალო კამერებიდან იქნა ამოღებული. 27 დეკემბერს „ლეგასიში“ პოლიციის თანამშრომელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. განზრახ მკვლელობაში ბრალი  სპორტსმენ რამაზე დევაძეს აქვს წაყენებული.

”ტბაში წელამდე რომ შეხვიდეთ, შეიძლება ჭურვს დაადგათ ფეხი” – სამხედრო ტექნიკა მწვანე ტბაში

 

აჭარაში, ხულოს მუნიციპალტეტში მდებარე მწვანე ტბაში იარაღია ჩაძირული. ეს ინფორმაცია „ბათუმელებთან“ „წყალქვეშა ცურვის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით ნიკოლეიშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, მწვანე ტბაში ჩაძირული იარაღი აქ პირველად 2006 წელს ნახეს, თუმცა მას შემდეგ ტბის განნაღმვა არ მომხდარა.  

პარკირების წესების დარღვევა – დღის სტატისტიკა [ფოტო]

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით,  ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო – 200 ადამიანი დაჯარიმდა. მათგან 2 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 29 – ნიშანში დგომის გამო, 3 – ტროტუარზე დგომის გამო, 166 კი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის.

 

შსს: სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

 

შსს სამინისტროს ცნობით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მცხოვრები, 1990 წელს დაბადებული შმაგი შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

მანიმენი – ისარგებლეთ ფასდაკლებით დღესვე


<!** Image 2 align="left" width="400" height="300" >

სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიაMoneyMan.ge გილოცავთ ყველაზე ფერადი და ბარაქიანი წელიწადის დროის, შემოდგომის დადგომას! დროა, იზრუნოთ ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე და დაიწყოთ ახალი სეზონი სურვილების ასრულებით! სულ რაღაც 15 წუთში სასურველი თანხა თქვენს განკარგულებაში იქნება.

 

მანიმენს თქვენთვის განსაკუთრებული სიურპრიზიც აქვს, გამოიყენეთ პრომოკოდი XXX და მიიღეთ ფასდაკლება. ისარგებლეთ სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი პირობებით:

 

• პირველ სესხზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 500 ლარით 31 დღის ვადით, თუმცა ყოველ მომდევნო სესხზე პირობები უმჯობესდება – საპროცენტო განაკვეთი მცირდება, ვადა კი იზრდება.

• თუ თქვენს მიერ მოწვეულ მეგობარს დაუმტკიცდა სესხი, თქვენ დაგერიცხებათ 25 ლარის ქულა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სესხის დაფარვისთვის, ასევე გადავადებისთვის.

• განაცხადის შემოტანა შესაძლებელია SMS–ის მეშვეობითაც, რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ნომერზე 91009. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/SMSloan

• იხდით მხოლოდ იმ დღეების პროცენტს, როცა თანხას იყენებთ. მაგალითად, თუ თქვენ აიღეთ კრედიტი 31 დღით, თუმცა 14 დღეში თანხა შეიტანეთ, თქვენ იხდით მხოლოდ ამ 14 დღისას და არა მთელი პერიოდისას.


ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, მოემზადეთ საშემოდგომოდ და აიღეთ სესხი დღესვე!


MoneyMan.ge

MoneyMan.ge – ისარგებლეთ ფასდაკლებით დღესვე!

 

<!** Image 1 align="left" width="400" height="75" >

სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია, MoneyMan.ge გილოცავთ ყველაზე ფერადი და ბარაქიანი წელიწადის დროის, შემოდგომის დადგომას! დროა, იზრუნოთ ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე და დაიწყოთ ახალი სეზონი სურვილების ასრულებით! სულ რაღაც 15 წუთში სასურველი თანხა თქვენს განკარგულებაში იქნება.


მანიმენს თქვენთვის განსაკუთრებული სიურპრიზიც აქვს, გამოიყენეთ პრომოკოდი XXX და მიიღეთ ფასდაკლება. ისარგებლეთ სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი პირობებით:


• პირველ სესხზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 500 ლარით 31 დღის ვადით, თუმცა ყოველ მომდევნო სესხზე პირობები უმჯობესდება – საპროცენტო განაკვეთი მცირდება, ვადა კი იზრდება.


• თუ თქვენს მიერ მოწვეულ მეგობარს დაუმტკიცდა სესხი, თქვენ დაგერიცხებათ 25 ლარის ქულა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სესხის დაფარვისთვის, ასევე გადავადებისთვის.


• განაცხადის შემოტანა შესაძლებელია SMS–ის მეშვეობითაც, რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ნომერზე 91009. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/SMSloan


• იხდით მხოლოდ იმ დღეების პროცენტს, როცა თანხას იყენებთ. მაგალითად, თუ თქვენ აიღეთ კრედიტი 31 დღით, თუმცა 14 დღეში თანხა შეიტანეთ, თქვენ იხდით მხოლოდ ამ 14 დღისას და არა მთელი პერიოდისას.


ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, მოემზადეთ საშემოდგომოდ და აიღეთ სესხი დღესვე!


MoneyMan.ge

სამორინეები შესაძლოა ფიჭვნარშიც გაიხსნას

 

სამორინეები შესაძლოა ქობულეთში, ფიჭვნარშიც გაიხსნას. ამ გზით მთავრობა თავისუფალ ტურისტულ ზონებში ინვესტორების დაინტერესების გაზრდას და ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანება ძალაში გასულ კვირას შევიდა. 

Exit mobile version