5 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის საჩივარი გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის ეთერ თურაძის მიმართ.
ბათუმელები
5 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის საჩივარი გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის ეთერ თურაძის მიმართ.
5 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის წინასასამართლო სხდომა შედგა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მათ სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
6 სექტემბერს, 21: 00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი იმღერებს.
ძველად აჭარაში ქალები ჩაცმას და თავის მოვლას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. განსაკუთრებულად არჩევდნენ ტანსაცმელს და სამკაულებს. ქალის ტანსაცმლითა და სამკაულებით განისაზღვრებოდა იმ ოჯახის სიმდიდრე, რომლის წევრიც იყო ის. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, აჭარაში მცხოვრები ქალები უფრო ვერცხლის სამკაულს ეტანებოდნენ. ასევე გავრცელებული იყო ოქროსა და სპილენძის სამკაულებიც. სამკაულს ატარებდნენ როგორც დღესასწაულებზე, ასევე ყოველდღიურად. ქორწილებსა და შუამთობის დღესასწაულზე ქალები განსაკუთრებულად იკაზმებოდნენ.
ქობულეთის საკრებულომ ქალაქ ქობულეთის ის ტერიტორიები განსაზღვრა, რომლის „ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობით ფეკალური მასით“ დაბინძურების შემთხვევაში, შინაური ცხოველის მეპატრონე, საქართველოს კანონის შესაბამისად, 50 ლარით დაჯარიმდება.
„ბათუმობა“ 2015-ის ფარგლებში ევროპის მოედანზე ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს, სადაც აჭარის სოფლებიდან ჩამოტანილი ნაწარმი: თაფლი, ყველი, ღვინო, არაყი, ტყემალი, ჯემი, ნერგები, ხელნაქსოვი ნივთები და სხვა პროდუქცია იყიდება. ევროპის მოედანზე პარალელურად კონცერტი მიმდინარეობს, აბაშიძის ქუჩაზე კი ადგილობრივმა კომპანიებმა თავიანთი ნაწარმი გამოფინეს.
სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ დღის 12 საათზე დაიწყო ევროპის მოედანზე, სადაც „ბათუმობის“ ფარგლებში ფესტივალი „განდაგანა“ იმართება. ევროპის მოედანზე კონცერტი მიმდინარეობს, სადღესასწაულოდაა მორთული დუმბაძის ქუჩა, მოედანზე და აბაშიძის ქუჩაზე აჭარაში არსებული კომპანიების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. აქვეა სხვადასხვა გასართობი ბავშვებისათვის. 5-6 სექტემბერს, ბათუმობის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკის მაყურებლისთვის, თხუთმეტამდე ღონისძიება იგეგმება. 5 სექტემბრის განრიგი იხილეთ აქ.
5-6 სექტემბერს, ბათუმობის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკის მაყურებლისთვის, თხუთმეტამდე ღონისძიება იგეგმება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს შორის ინციდენტს გამოეხმაურა. არჩილ ხაბაძის თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესა და აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელს დროებით უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება სიტუაციაში გარკვევამდე და თუ კი მათი მხრიდან დადასტურდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, მათ პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარის, ოთარ გელაძის წინააღმდეგ, შესაძლოა სხვა მოქალაქეებთან ერთად, სახალხო დამცველთან კოლექტიური საჩივარი შეიტანოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევის მუხლით.
8 სექტემბერს მოეწყობა „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 2015“ . აქციის ფარგლებში, ერას მოედანზე გაიმართება ბათუმის სკრინინგცენტრის სამედიცინო პერსონალის მიერ ორგანიზებული, უფასო კონსულტაციები სარძევე ჯირკვლის ნაადრევი გამოვლენის მეთოდების შესახებ. აქციის მიზანია ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობისა და მეთოდების შესახებ.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარე ოთარ გელაძე „ოპოზიციურ მედიას“ საყვედურობს და „შერიგებისა და სიკეთის ქმნისკენ“ მოუწოდებს. ფრაქციის თავმჯდომარის კრიტიკა განსაკუთრებით „ტვ 25“-ს შეეხო. მედიის კრიტიკის გარდა ფრაქციის თავის ანგარიშში ოთარ გელაძე დიდ ადგილს უთმობს ყოფილი ხელისუფლების კრიტიკასაც, ხოლო ექსპრეზიდენტ სააკაშვილს „ღორს“ უწოდებს. ოთარ გელაძის ანგარიში ხულოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აჭარის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა შეუფერებელს უწოდებს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებას.
“ბათუმობასთან” დაკავშირებით, ქალაქში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „ბათუმობის“ დღესასწაულისათვის მემედ აბაშიძისა და დუმბაძის ქუჩებს ფერადი აქსესუარებით მორთავენ. მემედ აბაშიძის ქუჩა ბიბლიოთეკიდან ევროპის მოედნამდე ჭრელი, განათებული ბურთულებით იქნება მორთული, დუმბაძის ქუჩას კი საჰაერო და სტაციონარული დეკორაციებით გაალამაზებენ, დაკიდებენ ჭრელ ქოლგებსა და ფერად ლენტებს.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმში 300-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ბათუმის მრჩეველთა საბჭო ბათუმის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ საჯარო მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბარია 1-ელ სექტემბერს ქალაქის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებაზე. კერძოდ, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს 2015 წლის 1-ელ სექტემბერს განხორციელებულ ბიუჯეტის ცვლილებას, განსაკუთრებით „ბათუმის არტ ფესტივალების ქალაქის“ ქვეპროგრამაში დამატებას და 400 ათასი ლარის გამოყოფას „რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის“ ორგანიზებისთვის.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები მოქალაქეებს ყოველდღიურად ხვდებიან.
ხვალ აჭარაში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების შვილები ჩამოვლენ. 19 ბავშვი ორ მშობელთან ერთად, 2 კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა”-ს ბაზაზე დასვენება-რებილიტაციის კურსს გაივლიან.
დღეს აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მოადგილე, ნათია სირაბიძე წარადგინა. მინისტრის ახალი მოადგილე კულტურის სფეროს მიმართულებას გაუწევს კოორდინირებას.
5 სექტემბერს, 8:30 წუთზე, ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში ნაჩვენები იქნება გიორგი ვარსიმაშვილის ფილმი “პარიზული ოცნება”.
5-6 სექტემბერს, ბათუმობის ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკის მაყურებლისთვის, თხუთმეტამდე ღონისძიება იგეგმება:
ხვალ, 5 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კირნათში „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო. ბრალდებული 20 წლის მამაკაცია. მას სახელმწიფო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობას ედავება. ბრალდებულმა უარი განაცხადა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.
საშვილოსნოს ყელის კიბოთი მსოფლიოში ყოველწლიურად 270 000 ქალი იღუპება. საშვილოსნოს ყელის კიბოს 99 პროცენტი პაპილომავირუსული ინფექციითაა გამოწვეული. ამ ვირუსით სქესობრივად აქტიური ქალების დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება, ხოლო 50 წლის ასაკის ქალთა 80% ინფიცირებულია ამ ვირუსით. პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებითაც მთავრდება, თუმცა ვირუსის ცალკეულ გენოტიპებს კიბოსწინარე დაავადებებისა და წყლულების გამოწვევა შეუძლიათ და მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში წყლულების კიბოდ გარდაქმნის რისკი კი საკმაოდ მაღალია.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ს, რომელიც ბათუმში 24-27 სექტემბერს გაიმართება, განსაკუთრებული სტუმარი, თანამედროვე რეკლამის გამოჩენილი სპეციალისტი – ფარიდ ჩეჰაბი ეყოლება.
ფარიდ ჩეჰაბი, რომელიც LeoBurnett MENA-ს მმართველი საბჭოს საპატიო თავჯდომარე და მრჩეველია, Ad Black Sea–ზე დიზაინის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებული საზოგადოებისგან იზოლირებულ გარემოში უნდა იყოს, რადგან მან თავისუფლებაში ყოფნის დროს მტკიცებულებების განადგურება სცადა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლა ბერლინერი ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკულ კუთხეში ხვდება სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს. ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე დაიწყო შეხვედრისას საუბარი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ახალი ელჩი საქართველოში დაახლოებით სამ კვირაში ჩამოვა, მანამდე კი ელჩის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.
თემის სამედიცინო პუნქტები 2016 წელს მართვაში მუნიციპალიტეტების გამგეობებს გადაეცემათ. აღნიშნულის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა – ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად რიყეთისა და დიოკნისის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ბათუმელები” გთავაზობთ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარს სამინისტროს თანამშრომლებსა და აჭარის ტელევიზიის კორესპონდენტს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ.
ბათუმში დღეს სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია პროტესტის ნიშნად ორმა დეპუტატმა – პეტრე ზამბახიძემ და მიხეილ მჟავანაძემ დატოვა. ორივე დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მათი განცხადებით, პროტესტი უმაღლესი საბჭოს გუშინდელმა სხდომამ გამოიწვია, სადაც უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილებები, რის შედეგადაც სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში გადავიდა. გადაწყვეტილებას „თავისუფალი დემოკრატების“ ორმა წევრმა დაუჭირა მხარი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, გუშინდელ სხდომაზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ნამდვილი სახე“ აჩვენეს.
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი უარყოფს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროსერვის ცენტრის“ ექსტენციის სამსახურის უფროსის, მირზა სუქნიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აჭარის ტელევიზიის რეპორტიორი ლაშა ველიაძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა იმ დროს, როცა ინციდენტი მოხდა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს შორის. შორენა ღლონტი ამბობს, რომ შემთხვევს დღესვე რეპორტიორსა და ოპერატორს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარეს ექსპერტიზა და არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. აჭარის ტელევიზიამ ინციდენტის გამოძიების თხოვნით უკვე მიმართა პროკურატურას. საქმის გამოძიებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
3 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერთან და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად, ბათუმში ნავმისადგომი გახსნა და ზღვაში საპატრულო კატარღა P-103-ით გავიდა. ღონისძიებას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონ ჰორნერი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებოდნენ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 სექტემბერს ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული, ახალგაზრდა მამაკაცია და იგი დაკავებულია. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცება – დანაა ამოღებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] მიმდინარეობს.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლის პრეზიდენტი (Berlin School of Creative Leadership) მაიკლ კონრადი იქნება.
წელს მერია „ბათუმობასთან“ დაკავშირებით მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს ფერად დღესასწაულს ჰპირდება, რომელიც 5-6 სექტემბერს გაიმართება. დღესასწაულის ბიუჯეტი გასული წლისგან განსხვავებით 100 000 ლარით მეტი – 350 000 ლარი იქნება.