ანგისის დასახლება წვიმის შემდეგ

 

26 აგვისტოს, დილიდან, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ანგისის დასახლებაში მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და პოლიცია. მაშველები სახლების ეზოებსა და პირველ სართულებს გუშინდელი წვიმის შემდეგ დაგუბებული წყლისაგან ათავისუფლებენ. 

ბათუმი ძლიერი წვიმის შემდეგ [ფოტო]

 

26 აგვისტოს ბათუმში ტემპერატურა 25-26 გრადუსია. 25 აგვისტოს ღამით მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ ქალაქის ზოგიერთ უბანში მაშველები ისევ მუშაობენ და მოსახლეობას დატბორილი ეზოების გაწმენდაში ეხმარებიან. დილიდან ქალაქის ქუჩებსა და სანაპიროზე მუშაობენ შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებიც. სამაშველო სამსახურში გუშინ ღამიდან მოყოლებული 300-ზე მეტი გამოძახება შევიდა.  ქალაქის  რამდენიმე უბანში დროებით გათიშული იყო ელექტროენერგია.  

“ლარი როგორც მსხვერპლი “ , ანუ რატომ გაუფასურდა ტურისტულ სეზონზე ეროვნული ვალუტა

 

მთავრობის მოლოდინი, რომ ლარი ტურისტული სეზონის შემდეგ გამყარდებოდა, არ გამართლდა. სეზონის მიწურულს ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, ხოლო ბანკებმა მოსახლეობას ლარში აღებული სესხები გაუძვირეს. ამ ფონზე ექსპერტები უფრო თამამად გამოთქვამენ ეჭვს, რომ ლარი გარდა გარე ფაქტორებისა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის არსებულმა დაპირისპირებამ დააზარალა.  არის თუ არა ლარი მსხვერპლი? – ამ და სხვა კითხვებზე “ბათუმელებს“ ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, ქეთი კრიალაშვილი პასუხობს. 

ბიზნესიდეები – რას სთავაზობს გლეხებს სახელმწიფო და კერძო სექტორი

 

წელს პირველად, აჭარის მთის მოსახლეობას გაუჩნდა შესაძლებლობა თავიანთი ბიზნესიდეები რეალობად აქციონ. ამ ეტაპზე ორი პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” და „შუახევისა და ხულოს ათი სოფლის მოსახლეობის გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში ბიზნესიდეები მუშავდება. ერთ პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო მეორეს – შაუხევი ჰესის მშენებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“. სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია და ის მთელ ქვეყანაზე უნდა გადანაწილდეს, ხოლო მეორე პროგრამის ბიუჯეტი 500 ათასი ლარია.

ჟუჟუნა ბრუნჯაძე-კონცელიძეს

 

ერთადერთო და განუმეორებელო, ჩვენო დიდო იმედო, ჩვენო სითბოვ და დარდის გამქარწყლებელო! ამ პატარა სიურპრიზით გვინდა მოგეფეროთ და შენი კეთილი, პატიოსანი გული გავაბედნიეროთ, ისე, როგორც შენ გვაბედნიერებ, გვიხალისებ მაქ გატარებულ საშინელ დღეებს. ჟუჟუნა დეიდა, შენ ჩვენი ერთადერთ საყრდენი ხარ, როგორც საკუთარი დედა ისე გვიყვარხარ, რადგან შენგან უდიდიდესი სითბო და სიყვარული იფრქვევა ჩვენს მიმართ.

<!** Image 1 align="left" width="400" height="717" > შენ, ჩვენო განსაკუთრებულო და მისაბაძო ქალბატონო, გვიყვარხარ მთელი სულით და გულით, რადგან თითოეულ ჩვენთაგანზე ისე ზრუნავ და გვმფარველობ, როგორც სიყვარულით გაგიჟებული დედა თავის პატარა შვილებს ევლება თავზე. გვინდა უფალს ვთხოვოთ დიდხანს გაცოცხლოთ, რომ ეს ამაგი და პატივისცემა როგორმე გადაგიხადოთ. ოჯახისგან მოშორებით სტამბულში ცხოვრება რთულია, მაგრამ ჩვენ შენი დიდი იმედით ვსულდგუმულობთ იქ. შენ ჩვენი იმედი და მზის სხივი ხარ ჟუჟუნა დედიკო, გვეამაყები და გვიყვარხარ. ჩვენი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე ხარ!

დიდი პატივისცემით: ანა ჯინჭარაძე, ნანა ვეკუა, მანოლი საჯაია, მზისა ჯაკობია, ინეზა გოგიტიძე-ხაჯიშვილი, ქეთი ართმელაძე, ნუნუ მართალიშვილი, ლუდა დავითაძე, ნანა შერვაშიძე, გულნარა ბურჭულაძე, მზია გათენაძე.

 

ენერგოპრო: გორგილაძის და ჭავჭავაძის ქუჩებზე შუქი მალე მოვა

 

ამ დროისთის ბათუმში გათიშულია ჭავჭავაძის და გორგილაძის ქუჩები. მაღაზიების ნაწილი ამ დროისთვის გენერატორებით მუშაობს. 

დატბორილი ქალაქი [ფოტო]

 

25 აგვისტოს ღამე მოსულმა ძლიერმა წვიმამ ბათუმის რამდენიმე უბანი დატბორა, საავტომობილო გზებზე საცობები შეიქმნა, ზოგიერთ უბანში დროებით შეწყდა ელექტროენერგია. ბათუმის მერიის განცხადებით, მერია და სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თუმცა ამ დრომზე პრობლემური რჩება ჭაობის დასახლება, სადაც სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. სამაშველო სამსახურში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. 

ბათუმში სამაშველო სამსახურში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის ბიუროში ძლიერი წვიმის გამო, 110 გამოძახება დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” უწყების პრესსამსახურის თანამშრომელმა ზვიად ჯაფარიძემ მიაწოდა.  

4-ბალიანი შტორმი, დატბორილი ქუჩები და საგანგებო შტაბი მერიაში

 

ბათუმში ამ დროისთვის მცირე ნალექი მოდის. [00:49] ბათუმის მერიის პრესსამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, “ბათუმელები” ტექსტს გთავაზობთ უცვლელად: 

დატბორილი ქუჩები ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

 

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები დაიტბორა. დატბორილია რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, დემეტრე თავდადებულისა და ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი,   26 მაისის ქუჩის ნაწილი დავით კლდიაშვილის და პუშკინის ქუჩის კვეთებში. ასევე  შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა,  ლუკა ასათიანის ქუჩა მთისძირის ქუჩიდან ბაგრატიონამდე. 

ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

ამ წუთებში, ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ენერგო პრო ჯორჯიას პრესსამსახურის გენო სურმავას ინფორმაციით ბათუმს ელექტრო ენერგია დაახლოწბით 40 წუთში აღუდგება – “დაზიანსებულია 110 კილოვატიანი ხაზი და ამ წუთებში მუშაობენ რომ გათიშული აბონენტები გადართონ ახალ სისტემაზე”.

შსს: მედიით გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

 

25 აგვისტოს ფეისბუქში გავრცელდა ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილი არიან უნიფორმაში ჩაცმული პოლიციელები ალკოჰოლის მიღების დროს. ასრულებდნენ თუ არა ამ ფოტოსურათებზე გამოსახული პოლიციელები სამსახურებრივ მოვალეობას? – „ბათუმელები“ განმარტებისთვის შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა.

ბათუმი დაიტბორა

 

სამაშველო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, „ბათუმში წვიმის გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა“. დატბორილია ქუჩები და ავტომანქანები. პრესცენტრის ცნობით, სამაშველოს  20 ეკიპაჟი უკვე გამოვიდა თბილისიდან, ასევე ეკიპაჟები ბათუმისკენ მოდის სამეგრელოდან და ქუთაისიდან. 

ედრიენ ბელიუს კონცერტი 26 აგვისტოსთვის გადაიდო

 

დღეს, 25 აგვისტოს, 21:00 საათისთვის ბათუმის პიაცაზე დაგეგმილი იყო ედრიენ ბელიუს კონცერტი, რომელიც იმის გამო გადაიდო, რომ სწორედ 9 საათზე კოკისპირილი წვიმა წამოვიდა ბათუმში.

არის თუ არა კანონდარღვევა, როცა პოლიციელები უნიფორმაში ალკოჰოლს იღებენ


„ბათუმელებმა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეს, გიორგი ხიმშიაშვილს სთხოვა, გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით შეაფასოს, არის თუ არა კანონდარღვევა, როდესაც შეიარაღებული, უნიფორმაში გამოწყობილი პოლიციელები  ალკოჰოლს იღებენ (შს სამინისტროს განმარტებას ამ საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ). 

მთავრობის ადმინისტრაცია მოხელეებს ადამიანის უფლებებზე ესაუბრა

 

დღეს, 25 აგვისტოს, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანთა უფლებათა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს შეხვდნენ და მათ ადამიანთა უფლებებზე ესაუბრეს.

6 ფოტო, სადაც ფორმიანი და შეარაღებული პოლიციელები ალკოჰოლს იღებენ

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის თანაშემწის დათო ჭელიძეს თავის ფეისბუქ გვერდზე  გამოქვეყნებული აქვს 6 ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს, რომ სამოქალაქო პირებთან ერთად იმყოფებიან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს. ფოტოზე ასევე ჩანს, რომ პოლიციელს აქვს ცეცხლსასროლი იარაღი.

საკრებულოს წევრი: მე გამოწერილი მაქვს “ბათუმელები” და არ მინდა “თავისუფალი დემოკრატების” ჩანართი

 

დღეს, 25 აგვისტოს, ივერი გუგუნავამ – ქობულეთის საკრებულოს წევრმა (მაჟორიტარი სოფელ ქობულეთიდან),  „ბათუმელების“ დისტრიბუტორს, რომელიც უკვე წლებია აწვდის ხელმომწერებს გაზეთს ქობულეთში, მათ შორის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში, უთხრა, რომ არ სურს მიიღოს „გაზეთი ბათუმელები“. ამის მიზეზად საკრებულოს წევრმა ის დაასახელა, რომ „ბათუმელები“ კომერციული დაკვეთის ფარგლებში „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიულ გაზეთს ავრცელებს. 

ბათუმში ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების მემორიალი იდგმება

 

ბათუმის მთავარ საკათედრო ტაძართან, ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ, ოსმალთა სამსაწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების მემორიალი დაიდგმება. ცერემონიალს მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. “ბათუმელები” მემორიალის გახსნასა და ამ პროცესში მის მონაწილეობაზე გიორგი ერმაკოვის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

დაკანონებული იძულება – რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში

 

საქართველოში კერძო საკუთრება ინსტიტუციურად დაცული არ არის, რაც არასამთავრობო სექტორის შეფასებით, სერიოზული პრობლემაა. 

ბათუმის მერია 40 000 ლარის დახარჯვას ცდილობს

 

 

   ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაში შევიდა ინიციატივით, რომ ბათუმის მერიის ბიუჯეტში ქვიშის რაგბის ფესტივალისთვის გათვალისწინებული 40 000 ლარი „ლეიდის ოუფენის“ საპრიზო ფონდსა და ხელბურთის ნაკრები გუნდის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაზე გადანაწილდეს.

350 ათასი ლარი ბათუმობისთვის – მერიის ფერადი დღესასწაული

 

5-6 სექტემბერს ბათუმის მერიის ორგანიზებით ბათუმობის დღესასწაული გაიმართება. მერია ამ დღის აღსანიშნავად საზოგადოებას კარგ გართობას ჰპირდება და ამისთვის არც თანხებს არ იშურებს – ბათუმობისთვის 350 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

ბათუმში ტურისტული მაჩვენებლები მოეწყობა

 

ბათუმის მერია ქალაქის ტერიტორიაზე 54 ცალი ტურისტული მაჩვენებლის მოწყობას გეგმავს. ქუჩის მიმართულების მიმანიშნებელი [ასევე სხვადასხვა ობიექტების აღმნიშვნელი] ბანერები ლითონის საყრდენებზე იქნება დამაგრებული. ტურისტული მაჩვენებლების მოწყობისთვის კი მერია მაქსიმუმ 60 800 ლარის დახარჯვას გეგმავს. 

შსს: საცობის მიზეზი ბათუმიდან მომავალი ავტომანქანების დიდი ნაკადია

 

ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე, ჩაქვიდან-ბათუმამდე მონაკვეთში, საცობის მიზეზად შსს ბათუმიდან აღმოსავლეთით მიმავალი ავტომანქანების დიდ რაოდენობას ასახელებს, რასაც უამინდობაც დაემთხვა: „მაგისტრალზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მოძრაობას არეგულირებს. გზა გახსნილია, თუმცა ავტომანქანები – რაოდენობისა და უამინდობის გამო – ნელი სვლით გადაადგილდებიან“.

საცობი ბათუმი-ქობულეთის გზაზე [ფოტო]

 

ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე [ჩაქვის გვირაბთან] ავტომობილებით გადაადგილება გართულებულია, რის გამოც, ავტომაგისტრალზე, ბათუმშიც კი  [ბარცხანა, თამარის დასახლება] საცობია. „ბათუმელების“ ინფორმაციით რამდენიმე წუთით ჩაქვის გვირაბთან მოძრაობა შეწყვეტილი იყო ავტოსაგზაო შემთხვევის გამო.  შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ინფორმაციას ამოწმებენ და  დაზუსტებისთანავე მოგვაწვდიან. 

რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას და როგორ ხდება მკურნალობა?

 

ოფლი გამოიყოფა ცხელ ამინდში, ფიზიკური სამუშაოს შესრულებისას და სტრესულ სტუაციაში, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამოჰყოფს ოფლს, თანაც ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი ოდენობით. ამერიკული კლინიკა „Mayo“-ს ინფორმაციით, თუ ასეთი ეპიზოდები იღლიების, ხელისა და ფეხის გულების ან სახის არეში კვირაში ერთხელ მაინც აღგენიშნებათ, ეს შესაძლოა ჰიპერჰიდროზის – ჭარბი ოფლიანობის მანიშნებელი იყოს. ჰიპერჰიდროზის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, ეს პათოლოგია მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 3%-ს აწუხებს, ეს კი დაახლოებით 211 410 000 ადამიანია.  

ალი ფაშა თავდგირიძე

 

თავდგირიძეები ერთ დროს  ცნობილი და გავლენიანი გვარი იყო. გურიის თავადებთან კეთილმეზობლური და შემდეგ კი ნათესაური ურთიერთობის წყალობით, ამ გვარის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვან თანამდებობებს მიაღწიეს. ერთ-ერთი ცნობილი თავდგირიძე იყო ალი-ფაშა. კაცი, რომლის სახელსაც უკავშირდება მუჰაჯირობა – ქართველების ნებაყოფლობით წასვლა ოსმალეთის იმპერიაში საცხოვრებლად.

ალექსანდრე მეტრეველი: უიმბლდონამდე ჯერ ძალიან შორია

 

22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ზედიზედ მოიგო 10,000$-იანი სამი ტურნირი და მსოფლიო რეიტინგშიც საგრძნობლად დაწინაურდა. მანამდე კი, ივნისის დასაწყისში, თბილისში გამართული კიდევ ერთ, ასევე 10,000$-იან საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. ნახევარ წელზე მეტია იგი თურქეთში ვარჯიშობს, ამჟამად კი ალექსანდრე მეტრეველი მინსკში იმყოფება. „ბათუმელები“ ჩოგბურთელს სწორედ მინსკში ესაუბრა. 

ნიკო ნიკოლაძე და ევროპული ტექნოლოგიები – გამოფენა ნობელების მუზეუმში

 

ხვალ, 25 აგვისტოს, 17 საათზე, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი გამოფენა გაიხსნება. „ნიკო ნოკოლაძე და ევროპული ტექნოლოგიები“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ორი მუზეუმის, ნობელებისა და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია. ექსპონატები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან 5 დღის მანძილზე დარჩება ნობელების მუზეუმში. 

შსს: შუასოფელში დამარხული მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

 

23 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შუასოფელში მდინარის პირას დამარხული მამაკაცი იპოვეს. იგი 21 აგვისტოს გაუჩინარდა სახლიდან. 

მანანა მენაბდე ბათუმში იმღერებს

 

25 აგვისტოს, 20:00-ზე, მაღაზიაში “წიგნები ბათუმში”, ქართველი მუსიკოსი და მომღერალი მანანა მენაბდე იმღერებს.

ქობულეთში სახალხო ზეიმი ”ქობულეთობა” აღინიშნა

 

22 აგვისტოს, ქობულეთში, სახალხეო ზეიმი “ქობულეთობა” აღნიშნეს. სხვადასხვა შინაარსის გამოფენებისა და ღონისძიებების გარდა, გუშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

გარემოს დაცვის მინისტრი აჭარის მთავრობას შეხვდა

 

დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. მათ რეგიონში მიმდინარე გარემოსდაცვით პროექტებზე ისაუბრეს.

ბათუმი პლაზასთან ავტომანქანა ტროტუარზე, გარემოვაჭრეებს შორის შევარდა

 

დაახლოებით 19:00 საათზე, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ბათუმი-პლაზას ტერიტორიაზე, ჯიპის მარკის ავტომანქანა შევარდა ტერიტორიაზე, რომელზეც გარემოვაჭრეები არიან განთავსებული. ავტომანქანის შევარდნის შედეგად სამი მოქალაქე დაზარალდა.

საქართველოში შავი ზღვის იქთიოფაუნის მონიტორინგი განხორციელდება

 

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგსა და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს. 

შავ ზღვაში ბარცხანის მონაკვეთზე ნავთობი ჩაიღვარა

 

დღეს დილით, ბარცხანის მონაკვეთზე, ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა.  ძლიერი წვიმის შედეგად მიწის გრუნტში დაგროვილი ნავთობი მდინარე ბარცხანაში ჩავიდა, საიდანაც იგი ზღვას მიუერთდა. ამ წუთებში მდინარე იწმინდება.

Exit mobile version