Batumelebi | პრემიერის წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა პრემიერის წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა – Batumelebi
RU | GE  

პრემიერის წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოს წევრებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, შეხვედრების მიზანია რეგიონებში ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება: „უნდა მოვისმინოთ პრობლემები და მთავრობის  სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს გადაჭრის გზები. ჩვენი ძირითადი მიზანი არის ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმის განახლებაზე მუშაობა. დაახლოებით სექტემბრის პირველ ნახევარში  შევძლებთ პირველადი ვერსიის დრაფტის შემუშავებას და გაგზავნას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.“ 

 

 

ნატალია ჯალიაშილის თქმით, მსგავსი ტიპის საინფორმაციო კამპანიის წარმოება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის რეკომენდაციას, რომელიც მისიამ   თებერვლის თვეში გასცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მისამართით.

   

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კოორდინატორმა  ბათუმში მალხაზ ჭკადუამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით  ყველაზე დიდ პრობლემად აჭარაში ტრეფიკინგი, რელიგიური შეუწყნარებლობა, საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობა  დაასახელა.


ევროკომისიის ანგარიშით, რის გამოც საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არ იმსახურებს, რვა მიზეზს შორის ერთ-ერთი ადამიანთა ტრეფიკინგია.

 

მომხმარებლის უფლებების დაცვა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობისთვსი სტატუსის მინიჭება, მონოპოლია ბაზარზე- ეს დეპუტატების  მიერ დასახალებული პრობლემების ჩამონათვალია.


საბჭო, სადაც პრემიერის წარმომადგენელი ნატალია ჯალიაშვილი მუშაობს, სიდიდით ყველაზე დიდია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.  

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
„ბათუმელები"