ბიუჯეტის დაგეგმვიდან ექვსი თვის შემდეგ საკრებულოსთვის წარდგენილმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ისევ გარღვეულია. ბათუმის მერიამ ამჯერად ბიუჯეტიდან დაგეგმილი 11 მილიონი ლარი ვერ აითვისა. 2010 წლიდან დღემდე, წინა და ახალი ხელისუფლების პირობებში, მერიას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პრობლემები და ამ პრობლემების გამო თავის მართლების მიზეზებიც იდენტური აქვს: “ყველაფერი ჩაშლილი ტენდერებისა და პირობადამრღვევი კონტრაქტორების ბრალია”. რატომ ვერ შესრულდა ბიუჯეტი? – “ბათუმელებმა” დოკუმენტი დეტალურად შეისწავლა.