სიახლეები

რას ხედავენ ფოტოგრაფები ისტორიაში – ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები

26.08.2015 • 1996
რას ხედავენ ფოტოგრაფები ისტორიაში – ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები

ფესტივალი სხვადასხვა თემაზე შექმნილ შვიდ ფოტოპროექტს მოიცავს და მასზე წარმოდგენილია უკრაინელი, თურქი, ბელორუსი, ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები. ყველა ფოტოგამოფენას თავისი კურატორი ჰყავს.

ფესტივალი გუშინ, 25 აგვისტოს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, პროექტ „ნდობის ზონით“ გაიხსნა. მისი კურატორი უკრაინელი ფოტოგრაფი ეკატერინა რადჩენკოა. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ოთხი უკრაინელი ფოტოგრაფის ნამუშევრები გამოფინეს, რომლის ნახვა მსურველებს 4 სექტემბრამდე შეუძლიათ. ფესტივალის საერთო თემას წარმოადგენს „ისტორია და მანიპულაცია“.

„აქ ოთხი საკითხია ნაჩვენები: პოლიტიკა, ადგილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ,ისტორია და რელიგია. ჩვენი აღქმები რაღაც სახის ნდობას ქმნის ამ საკითხების მიმართ. შევეცადე მეჩვენებინა ის მთავარი მომენტები, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და წარმომეჩინა ამ ოთხი პუნქტის კრიტიკა და ობიექტური ანალიზი. თემა წარმოიქმნა უკრაინაში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე. ჩვენ ყველას გვწამს რაღაცის. ხშირად ჩვენ საზოგადოებას, ისე როგორც ადგილია ცხოვრება, მსუბუქად, უბრალოდ სწამს ყველაფრის და არ აანალიზებს. ამის გამო ხშირად ჩნდება პრობლემები, გაუგებრობები ადამიანებსა და ხელისუფლებებს შორის. ამ მომენტში ჩვენ გვჭირდება სიტუაციის ანალიზი. ჩვენი ცხოვრება ათასობით ინფორმაციით ივსება. ინფორმაცია კარგავს შეტყობინების ფუნქციას და იძენს მანიპულაციის დამახასიათებელ ნიშნებს. ყოველდღე ჩვენ ვართ ამ ტალღის გავლენის ქვეშ“ – ამბობს კატერინა რადჩენკო.

ფესტივალის ფარგლებში კიდევ ექვსი გამოფენა გაიმართება: „მშვიდობით სამშობლო“, „ჯადოსნური გამოგონებები“, „სამკურნალო ტალახი“, „ტრეტიაკოვკა“, Eastreet – „ქუჩის ფოტები აღმოსავლეთ ევროპიდან“, თბილისის ფოტო ფესტივალი, „კაცი აკორდეონით“.

ასევე, 29 აგვისტომდე, ბათუმში, სხადასხვა ადგილას ყოველ საღამოს თბილისის ფოტოფესტივალის რჩეული ფოტოების გამოფენა მოეწყობა.

ფესტივალის „ოდესა // ბათუმი ფოტო დღეები“ პირველი ეტაპი 2015 წლის 3-10 აპრილს ოდესაში ჩატარდა. ამჯერად კი ბათუმში მეორე ეტაპი იმართება, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო ფესტივალი ”ოდესა // ბათუმი ფოტო დღეები” ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმიდან დაიწყო

 

”ნდობის ზონა”

კატერინა რადჩენკო, ფოტოგრაფი ”ნდობის ზონის კურატორი”

 

 

იხილეთ გამოფენების განრიგი:

26 აგვისტო

19:00 საათზე

„სამკურნალო ტალახი“, „ტრეტიაკოვკა“

უკრაინელი ფოტოგრაფების ჯგუფი „შილო“ (ვლადისლავ კრასნოშჩეკი, სერგი ლებედინსკი, ვადიმ ტრიკოზი)

ადგილმდებარეობა: „ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენა გაგრძელდეა 6 სექტემბრამდე

21:00 საათზე

თბილისი ფოტო ღამეების პერზენტაცია

ორგანიზატორები: თბილისის ფოტო ფესტივალი, ნესტან ნიჟარაძე გურამ წიბახაშვილი

„ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

21:30 საათზე

ღამის ჩვენება

ორგანიზატორი – თბილისის ფოტო ფესტივალი

თბილისი ფოტოღამეების საუკეთესო სლაიდშოუების

ადგილმდებარეობა: საოცრებათა პარკი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია

27 აგვისტო

19:00 საათზე

„ჯადოსნური გამოგონებები“

კურატორი – ბერალ მადრა (თურქეთი, სტამბული)

ადგილმდებარეობა: „ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენა გაგრძელდეა 20 სექტემბრამდე, ნახვის საათებია ორშაბათის გამოკლებით 11:00-18:00

21:30 საათზე

ღამის ჩვენება

ორგანიზატორი – თბილისის ფოტო ფესტივალი

თბილისი ფოტოღამეების საუკეთესო სლაიდშოუების ჩვენება

ადგილმდებარეობა: საოცრებათა პარკი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია

28 აგვისტო

19:00 საათზე

Eastreet – „ქუჩის ფოტები აღმოსავლეთ ევროპიდან“ (ლუბლინი პოლონეთი)

კურატორები: ალექსანდრე ბოჩენეკი და გრეგორ ოსტრეგა

გამოფენა გაგრძელდება 6 სექტემბრამდე

ადგილმდებარეობა: „ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

21:30 საათზე

ღამის ჩვენება

ორგანიზატორი – თბილისის ფოტო ფესტივალი

თბილისი ფოტოღამეების საუკეთესო სლაიდშოუების ჩვენება

ადგილმდებარეობა: კაფე-ბარი „Sector 31“

29 აგვისტო

19:00 საათზე

„მშვიდობით სამშობლო“

ავტორი: ანდრეი ლიანკევიჩი (მინსკი, ბელორუსია)

გამოფენა გაგრძელდება 4 სექტემბრამდე, ნახვის საათებია ორშაბათის გარდა 12:00-18:00

ადგილმდებარეობა: ბათუმის ხელოვნების მუზეუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა #8

21:30 საათზე

ღამის ჩვენება

ორგანიზატორი – თბილისის ფოტო ფესტივალი

თბილისი ფოტოღამეების საუკეთესო სლაიდშოუების ჩვენება

ადგილმდებარეობა: კაფე-ბარი „Sector 31“

30 აგვისტო

18:00 საათზე

თბილისის ფოტო ფესტივალის პრეზენტაცია

საჯარო ლექცია / სლაიდ შოუ თემაზე: თბილისი ფოტო ფესტივალი, როგორც რეგიონული კულტურის ცვლილების პლატფორმა 2010 წლიდან დღემდე“

ორგანიზატორები: ნესტან ნიჟარაძე და გურამ წიბახაშვილი

ადგილმდებარეობა: „ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

19:00 საათზე

ფოტოგამოფენა: „კაცი აკორდეონით“ (საქართველო)

გამოფენა გაგრძელდება 4 სექტემბრამდე, სახვის საათებია შაბათ-კვირის გარდა 12:00-18:00

ადგილმდებარეობა: TBC Gallery, ზუბალაშვილის ქუჩა #37

21:00 საათზე

ფესტივალის „ოდესა // ბათუმი ფოტო დღეების“ დახურვა

ადგილმდებარეობა: კაფე-ბარი „Sector 31“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: