თურქეთში 90 წლის ქალი და 77 წლის კაცი დაქორწინდნენ – ისინი 7 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს

თურქეთში 90 წლის ქალმა და 77 წლის კაცმა იქორწინეს, რომლებმაც ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს საავადმყოფოში. ხანდაზმული წყვილის ქორწინება მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. თურქული მედიის ცნობით, ქორწინების ინიციატორი 90 წლის ქალი იყო, სწორედ მან შესთავაზა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება 77 წლის შეყვარებულს, რომელიც 4 შვილის მამაა და წლებია ქვრივია. მათ ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს, როცა ჯანმრთელობის …

არასწორია, რომ „რუსები ხერსონიდან გარბიან“. ისინი თავდაცვისთვის ემზადებიან – ბუდანოვი

რუსები მხოლოდ ქმნიან ილუზიას, რომ ხერსონს ტოვებენ, სინამდვილეში ქალაქში ახალი სამხედრო დანაყოფები შეჰყავთ და თავდაცვისთვის ემზადებიან – ამბობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი, რომელმაც ვრცელი ინტერვიუ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მისცა. მისი თქმით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობს“, შესაძლოა, მართლაც ამზადებდეს რუსეთის საზოგადოებას ხერსონის „დაკარგვის“ ან ჩაბარების შემთხვევისთვის. თუმცა ახლა …

ბათუმში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს – ამინდის პროგნოზი აჭარაში

დღეს, 24 ოქტომბერს, აჭარის მთელ ტერიტორიაზე გაავდრდება. დღეს, ღამით და ხვალ, 25 ოქტომბერს, დილით, წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი – თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დაიწევს ჰაერის ტემპერატურაც.  სანაპირო და მთიან რაიონებში დღისით 13-18 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ღამით კი – 5-10 გრადუსი. მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი იქნება, ღამით – …

შოიგუ NATO-ს ქვეყნების დაშინებას ცდილობს, რადგან რუსეთი ხერსონისთვის ბრძოლასაც აგებს – ISW

რუსეთის თავდაცვის მინისტრი NATO-ს ქვეყნების დაშინებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეფერხებას ცდილობდა, რადგან რუსეთი მუდმივად განიცდის მარცხს ბრძოლის ველზე და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასავლეთ ხერსონსაც „დაკარგავს“ – ასე აფასებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) სერგეი შოიგუს განცხადებებს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეზე. ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 23 ოქტომბერს შოიგუმ NATO-ს ქვეყნების სულ მცირე …

რუსეთი შორს მოქმედი შეიარაღების მწვავე დეფიციტი აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ცნობით, რუსეთი უკრაინაში დიდი რაოდენობით ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს ხარჯავს და ამ დრონებით ანაცვლებს მაღალი სიზუსტის შორსმოქმედ შეიარაღებას, რომლის მწვავე დეფიციტიც აქვს. უწყების შეფასებით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები სულ უფრო ეფექტიანი ხდება ირანული „შაჰედების წინააღმდეგ“. „ოფიციალური წყაროების, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, უკრაინის ძალებმა თავდასხმების 85 % გააუვნებლეს. ეს დრონები ნელი და …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის 21 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, 24 ოქტომბერს, დღისით კი – წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: …

აშშ-მაც კი არ იცოდა: ზალუჟნიმ მოახერხა და ომამდე უკრაინის გეგმა არავის გაუმხილა – მედია

სტატიას ამ სათაურით უკრაინული „24 კანალი“, ნიუ-იორკ თაიმსზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც იმის შესახებაც წერია, რომ ომის საწყის ეტაპზე უკრაინა არავის ენდობოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი რუსეთის შეჭრამდე მკაცრად ასაიდუმლოებდა უკრაინის თავდაცვის გეგმას და ამ გეგმის შესახებ მართლაც ვერავინ გაიგო. აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინაპერიოდში …

მილიარდები ალინასთვის – რას ჩუქნიდნენ ყოფილ სპორტსმენს პუტინის მეგობარი ბიზნესმენები

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყოფილი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინთან მისი ურთიერთობების გამო დასავლეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. არაერთი წყაროს ცნობით, კაბაევა პუტინის ორი შვილის დედაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში მისი პირადი ქონების დამალვაში. გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და ყოფილ სპორტსმენს საკუთარი ურთიერთობები ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებიათ, გაზეთმა „მოსკოვსკი კორესპონდენტმა“ კი, …

რუსები ხერსონში დნეპრზე გადასასვლელებს ამაგრებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალები განაგრძობენ დნეპრზე მოწყობილი გადასასვლელების გამაგრებას და უკვე დაასრულეს ხერსონში, დაზიანებული ანტონოვსკის ხიდის სიახლოვეს, ბარჟის ხიდის მშენებელობა. უწყების შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ ბარჟის მძიმე ხიდები ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში გამოიყენებოდა, რუსეთის ძალებს, სავარაუდოდ, ათწლეულების განმავლობაში, პირველად დასჭირდათ ამ ტიპის ხიდებით სარგებლობა. „სამოქალაქო ბარჟების გამოყენება, რუსებს დამატებით მატერიალურ და მატერიალურ-ტექნიკურ შესაძებლობას …

რუსეთმა ხერსონიდან გასვლა დაიწყო, კახოვკის დამბის აფეთქების საფრთხე კვლავ რჩება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ადასტურებს, რომ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთმა საკუთარი ჯარების გაყვანა დაიწყო. ISW-ის ვარაუდით, რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, აპირებენ გამოსვლის პროცესი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გააგრძელონ, თუმცა თუ უკრაინის ძალები შეტევას დაიწყებენ, რუსები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებიან. „რუსეთის ოფიციალური პირები ძალიან თავშეკავებულნი არიან იმ საკითხთან დაკავშირებით, გასცა თუ არა ხერსონიდან ჯარების გამოყვანის ბრძანება …

ლოიდ ოსტინი შოიგუს ელაპარაკა და მერე ეგრევე რეზნიკოვს დაურეკა – უკრაინული მედია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ტელეფონით ელაპარაკა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. თავდაცვის დეპარტამენტის საიტზე საუბრის შესახებ გამოქვეყნებულია მოკლე ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა შოიგუსთან საუბარში ხაზი გაუსვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირობებში კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობას. ბოლო საუბარი ლოიდსა და შოიგუს შორის 13 მაისს შედგა. დღევანდელი სატელეფონო საუბრის დეტალებზე არც კრემლის მედია წერს. …

რუსეთის დუმის დეპუტატი არმიაში ქალების გაწვევას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსეი ჩეპა აცხადებს, რომ რუსეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურს ქალებიც უნდა გადიოდნენ. პარტიის „სამართლიანი რუსეთი – პატრიოტების“ წევრის კომენტარს კრემლისტური მედია ავრცელებს. „მე გთავაზობთ დავიწყოთ როგორც ისრაელშია. ყველა ქალს შეეხოს,“ – ამბობს ჩეპა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორის, ვლადიმირ ჯაბაროვის ინიციატივას, ერთწლიანი სამხედრო სამსახური ორწლიანი გახდეს და დასძინა, რომ ეს …

ბაიდენის ადმინისტრაცია მასკის ბიზნესგარიგებების შემოწმებაზე ფიქრობს – Bloomberg

ბაიდენის ადმინისტრაციაში მსჯელობენ, უნდა დაიწყოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა ილონ მასკის ბიზნესის შემოწმება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისობაში, მათ შორის საუბარია „ტვიტერთან“ და SpaceX-ის სტარლინკის სატელიტურ ქსელთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე – წერს Bloomberg-ი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენელთა შეშფოთებას მასკის ბოლოდროინდელი საქციელი იწვევს – მუქარა, რომ ის უკრაინას სატელიტურ სერვისს შეუწყვეტდა და რუსეთისადმი მეგობრული …

ღარიბი ჯარისკაცების მდიდარი გენერალი – სუროვიკინს $2 მილიონის ქონება აღმოუჩინეს

უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნული მთავარსარდალი $2-მილიონიანი ელიტური ქონების მფლობელი აღმოჩნდა, დოკუმენტების თანახმად კი, 2017-2019 წლებში სერგეი სუროვიკინმა 30,9 მილიონის რუბლის (დაახლოებით $ 500 000) შემოსავალი მიიღო, ხოლო მისმა ცოლმა – 19,7 მილიონის ($ 320 000). როგორც გამოცემა Верстка წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების შემოსავლები და ქონება გასაიდუმლოებული აქვს, თუმცა გამოცემის ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს გაერკვიათ, …

მაღალ მთაში მოთოვს – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის 21 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში …

ლუკაშენკო ცდილობს, აიძულოს უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარი დაიცვას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსულ-ბელარუსული არმიაა. 14 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ახალ რუსულ-ბელარუსულ დანაყოფში 70 ათასი ბელარუსი და 15 ათასი რუსი სამხედრო შევა. 15 ოქტომბერს ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, აჩვენებს, როგორ შედიან რუსული ძალები ბელარუსში, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამ ვიდეოზე ასახული ფაქტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. „ნაკლებსავარაუდოა, რომ …

რა მოხდება, თუ რუსეთი კახოვკის ჰესზე აფეთქებას მოაწყობს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის საფრთხეზე იმსჯელა. საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე სცენარი განიხილეს. თუ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბას ააფეთქებს, ეს უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა იქნება, რომელიც უდიდეს მსხვერპლს და დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, როგორც დანილოვმა უკრაინის 24-ე არხს უთხრა, შესაძლებელია რუსეთმა ჰესზე სხვა ტიპის ქმედებებიც ჩაიდინოს, მაგალითად, გაანადგუროს …

10 წელი მიუსაჯეს უკრაინელი ჯარისკაცის დედას, რომელიც რუსებს ფოტოებს აწვდიდა

ჩერკასის მცხოვრებს, 62 წლის ტატიანა დრობოტს, რომელიც რუსებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებისა და პოზიციების ფოტოებს უგზავნიდა, სამშობლოს ღალატისთვის სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა. ჩერკასის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გამომძიებლებმა მსჯავრდებულის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც უკრაინის არმიის დანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის რუსეთის მოქალაქეებისთვის გადაცემას ადასტურებდა. გამოძიების მტკიცებით, მსჯავრდებული ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ასევე ღიად უჭერდა მხარს რუსეთის სამხედრო …

რუსეთი საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მარცხისთვის ამზადებს – ISW

რუსები ქმნიან საინფორმაციო საბაბს პროვოკაციისთვის, ე.წ. False Flag ოპერაციისთვის, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რათა ამით საკუთარი უკან დახევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიის „დაკარგვა“ გაამართლონ და უკრაინელთა წინსვლა შეაფერხონ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთი საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მოსალოდნელი მარცხისთვის ამზადებს. „როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ გააკეთა დასკვნები ხარკოვის ოლქში წარუმატებლობის შემდეგ და ახლა …

ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის დიდი პრობლემა დნეპრის გადალახვა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ მართლაც განიხილავს ხერსონიდან უკან დახევას და თავისი ძალების მდინარე დნეპრის მეორე ნაპირზე გადაყვანას. უწყება უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნული მეთაურის, გენერალ სუროვიკინის განცხადებებს ეყრდნობა. „18 ოქტომბერს რუსეთის ძალების ახლახან დანიშნულმა მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, რუსულ მედიას უთხრა, რომ ხერსონის ოლქში „რთული ვითარება შეიქმნა“. მან მოიწონა საუკუპაციო ხელისუფლების მიერ მოსახლეობის …

G20-ის სამიტზე ბაიდენს პუტინთან დერეფანში შეხვედრაც კი არ სურს – Politico

ჯო ბაიდენს „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან არათუ პირისპირ, არამედ დერეფანში შეხვედრა და საერთო ფოტოზე გამოჩენაც კი არ სურს. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ახლა სწორედ იმით არიან დაკავებული, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აიცილონ. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ ტეილორმა უთხრა. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რას ფიქრობს ბაიდენი პუტინზე. „როგორც წესი, მკვლელებსა და …

ერთ თვეში უკრაინამ 200-ზე მეტი ირანული „შაჰედი“ ჩამოაგდო – საჰაერო ძალები

ბოლო 36 დღეში უკრაინის თავდაცვამ 223 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო – ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის საჰაერო ძალების შტაბი წერს. „19 ოქტომბრის მონაცემებით, იმ პირველი შემთხვევის შემდეგ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონი „შაჰედ 136“ ჩამოვაგდეთ (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალებისა და სხვა დანაყოფების მიერ განადგურებულია ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი“ – …

რუსები მათ მიერვე ოკუპირებულ ხერსონზე დარტყმას აპირებენ – ვიტალი კიმი

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ვარაუდით, რუსები პროვოკაციას აწყობენ და ხერსონზე დარტყმისთვის ემზადებიან. საკუთარი ვარაუდის საფუძვლად ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს – რუსები მასობრივად მოუწოდებენ მოსახლეობას ევაკუაციისკენ, რადგან თითქოს ხერსონზე თავდასხმას უკრაინის ძალები აპირებენ, პარალელურად კი ამზადებენ სიმააგრებს საქვემეხე არტილერიისთვის ჩაპლინკის რაიონში, საიდანაც ხერსონზე დარტყმა შეუძლიათ. „კარგად ვიცი რუსული ტაქტიკა, ამიტომაც მაქვს შეგრძნება, რომ რუსები ხერსონზე …

მობილიზაცია რუსეთში სოციალურ და ეთნიკურ განხეთქილებას იწვევს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, პუტინის „ნაწილობრივმა მობილიზაციამ“ რუსეთში ეთნიკური უმცირესობების მარგინალიზება და სოციალური განხეთქილება გამოიწვია. როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, „ნაწილობრივმა მობილიზაციამ“ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქვეყანაში არსებული უთანასწორობა, მისით გამოწვეულმა სოციალურმა განხეთქილებებმა კი კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი რუსულ საინფორმაციო სივრცეში ეთნიკური უმცირესობების მარგინალიზებას. ინსტიტუტის ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ 15 ოქტომბრის შემთხვევა ბელგოროდის სამხედრო …

შეჭრის დროს სამხედრო კამპანიის მეთაური 5 გენერლიდან 4 დაითხოვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

უწყების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ძირითადი ელემენტები სულ უფრო ნაკლებად ქმედუნარიანნი ხდებიან, ტაქტიკურ დონეზე კი უმწვავეს პრობლემად რჩება უმცროსი ოფიცრების ნაკლებობა. მობილიზებული რეზერვისტების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში არსებული პრობლემების ერთ-ერთ მაგალითად უწყებას 15 ოქტომბერს ბელგოროდის ბაზაზე მომხდარი შემთხვევა მოჰყავს. დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი, რომლის დროსაც ახალწვეულმა 11 სამხედროს ესროლა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეთნიკური უმცირესობების …

უგანდა აპირებს რუსეთს ელექტრომობილები მიაწოდოს – კრემლისტური მედია

რუსეთმა და უგანდამ გასულ კვირას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 60 წლის იუბილე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით უგანდის ელჩმა რუსეთში, მოზეს კიზიგემ, თავისი პირველი ინტერვიუ მისცა კრემლისტურ სააგენტოებს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ უგანდა რუსეთისთვის თავისი წარმოების ელექტრომობილების მიწოდებას, „კამაზთან“ თანამშრომლობას, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას, უგანდაში მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას და რუსული ავტომობილების გამოშვებას აპირებს. …

რუსებს ბახმუტის აღება ოქტომბრის ბოლომდე სურთ – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ასეთი დავალება მისცეს რუს სამხედროებს კრემლის გენერლებმა. მისი ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსებმა უკვე მეხუთედ წაუყენეს ასეთი მოთხოვნა თავის ჯარებს – გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე. „ახლა მათ აქვთ გეგმა, რომ ამ თვის ბოლომდე მთლიანად უნდა დაიკავონ ბახმუტი,“ – განაცხადა მალიარმა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ …

რუსებმა უკვე უკრაინის ელექტროსადგურების 30% გაანადგურეს – ზელენსკი

რუსეთის თითქმის ერთკვირიანი სარაკეტო და საავიაციო შეტევების შედეგად, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის ელექტროსადგურების მესამედი უკვე განადგურდა. „რუსეთის ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა: მიმართულია ენერგო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 10 ოქტომბრის შემდეგ უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რის გამოც მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვებია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე და დასძენს, რომ პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებისთვის უბრალოდ …

თურქეთის ყველაზე დიდ ტბაში წყლის დონე იკლებს – მიზეზი გლობალური დათბობაა

გლობალური დათბობის გამო თურქეთში, ქვეყნის ყველაზე დიდ, ვანის ტბაში წყლის დონე იკლებს. წყლის დონის შემცირებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცა: გვალვა, ნალექის შემცირება და აორთქლება. სპეციალისტების თქმით, ვანის ტბის ფართობი 140 სანტიმეტრით შემცირდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ტბაში წყლის დონის დაწევის შემდეგ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მიკროორგანიზმების შემცველი ქანები, რომლებიც ტბის ფსკერზე ათასობით წლის განმავლობაში წარმოიქმნა. …

მშიშრები და ხელმოცარულები ძლიერ ერს ვერ გატეხენ – ერმაკი დაბომბვაზე

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა დღეს კიდევ ერთხელ დაბომბეს უკრაინის ქალაქები და შეტევა მიიტანეს კიევის ენერგოინფრასტრუქტურაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა სარაკეტო შეტევას უკრაინელთა დაშინების მცდელობა უწოდა. „ტერორისტები რუსეთიდან განაგრძობენ გულუბრყვილო მცდელობას, შეგვაშინონ და გაგვტეხონ. იმედი აქვთ, რომ გაყინავენ უკრაინელებს, დენისა და სითბოს გარეშე დატოვებენ, მაგრამ ეს გულუბრყვილობაა, რადგან ხელმოცარულებსა და მშიშრებს ძლიერი ერის გატეხა არ შეუძლიათ,“ …

საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდა ბათუმის გარეუბნებს

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის, ანგისისა და თამარის დასახლებებსა და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს. წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.  

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 12 – 17 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 2 – 7 …

პრიგოჟინის მზარდი პოპულარობა შესაძლოა არღვევდეს პუტინის, როგორც „ძლიერი კაცის“ იმიჯს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინის ქალაქების დაბომბვას „ფსიქოლოგიურ ტერორად“ აფასებს. დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიმოიხილავენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, მოსკოვის თეირანთან ურთიერთობას, მობილიზაციის პროცესს და რუსულ სოციალურ ქსელებში „ვაგნერის“ დამფუძნებელთან დაკავშირებით დაწყებულ კამპანიას. ISW-ის აზრით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი „ძლიერი კაცის“ როლის მორგებას ცდილობს. ანალიტიკოსები მიუთითებენ სოციალურ ქსელებში „ვაგნერის“ ფინანსისტისა და …

რუსეთმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა ბრძოლაში მარცხის გამო გადაწყვიტა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს ფრთოსანი რაკეტებით, „მიწა-მიწა“ კლასის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებით და ირანის მიერ მიწოდებული ლეტალური აპარატებით – „შაჰედ 136“. უწყების შეფასებით, სრულიად შესაძლებელია, რომ თავდასხმის კამპანიის სამიზნე უკრაინის ენერგოგამანაწილებელი ქსელისთვის ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენებაა. „სავარაუდოდ, რადგანაც აგვისტოს შემდეგ რუსეთი მუდმივად მარცხდებოდა ბრძოლის ველზე, მან უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად …

ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილმა უფროსმა 520 920 ლარი მიითვისა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და 520 920 ლარის მითვისების ფაქტზე ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილი უფროსი, დავით მიქელაძე დააკავეს. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის …

მედვედევი ისრაელს აფრთხილებს: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება წინდაუხედაობა იქნება

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ისრაელს აფრთხილებს. მისი თქმით, ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება“. „ისრაელი თითქოს აპირებს კიევის რეჟიმს იარაღი მიაწოდოს. ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებს დაანგრევს,“ – წერს მედვედევი ტელეგრამზე და დასძენს, რომ „ბანდერელებისთვის“ სამხედრო დახმარებით, ისრაელი ნაცისტებს დაეხმარება, – „ბარემ ბანდერა …

Exit mobile version