რა დაგვანახა უკრაინაზე სარაკეტო შეტევამ – 3 მთავარი დასკვნა 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ბლოგი წყარო: Новое Время რუსეთის მასირებულ შეტევას უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სამოქალაქო ობიექტებზე ისტორიაში უკვე კარგად გამოცდილი განმარტება აქვს: ეს დანაშაულზე უარესია – ეს შეცდომაა. ეს შეცდომაა, რომელსაც კრემლმა ჩვენი მებრძოლების წარმატების გამო მიმართა. ყველა, ვინც რაკეტებითა და დრონებით დარტყმებზე დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდა, აუცილებლად დაისჯება. მინდა, თქვენი ყურადღება შემდეგ ასპექტს …

თურქეთში ლეოპარდის ბუნებაში დაბრუნება კიდევ ერთხელ დადასტურდა

მედიის ცნობით, თურქეთში, ეროვნულ პარკში დაფიქსირებულმა ვიდეოხაფანგმა ანატოლიური ლეოპარდი გადაიღო, რაც იმას მოწმობს, რომ გადაშენების პირას მყოფი ეს ცხოველი ბუნებაში ბრუნდება. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ანატოლიური ლეოპარდი თურქეთში, სხვადასხვა რეგიონში შენიშნეს. ლეოპარდი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის [IUCN] წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც ცხოველი, რომლის პოპულაციის დაკარგვის საფრთხე არსებობს. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ თურქეთში 1974 წელს …

უკრაინაზე სარაკეტო შეტევით პუტინმა ნაციონალისტებს ასიამოვნა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ვარაუდით, პუტინმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმით ომის მომხრე ნაციონალისტებს ასიამოვნა. ბელარუსში თავმოყრილ ძალებს კი კრემლი გამოიყენებს, რათა უკრაინის არმია კიევში შეაკავოს და მას ქვეყნის სხვა რაიონებში კონტრშეტევის ოპერაციებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების კონცენტრირება და 10 ოქტომბრის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე ISW-ის უახლესი ანგარიშის მთავარი თემებია. რუსეთის ჯარებმა 10 …

რა ელის სუროვიკინს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურად დანიშნეს – ბრიტანეთის დაზვერვა 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თავისი უახლესი რელიზით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხელმძღვანელად გენერალ სერგეი სუროვიკინის დანიშვნას ეხმაურება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც ყირიმში ქერჩის ხიდზე აფეთქება მოხდა, გამოაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ძალების მთავარსარდლად და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ მეთაურად სერგეი სუროვიკინი დაინიშნა. სუროვიკინი ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო ძალებს სირიაში, შემდეგ რუსეთის საჰაერო ძალებს, ბოლო რამდენიმე თვის …

ჩვენი სამიზნე უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის დემონტაჟი უნდა იყოს – მედვედევი

„პირველი ეპიზოდი ნათამაშებია. იქნება სხვებიც“, – უკრაინული ქალაქების დაბომბვას ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. – „უკრაინული სახელმწიფო ახლანდელი კონფიგურაციით ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით ყოველთვის პირდაპირი და აშკარა საფრთხე იქნება რუსეთისთვის. ამიტომაც, ჩვენი ხალხისა და საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომავალი მოქმედებების სამიზნე, ჩემი აზრით, უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟიც უნდა იყოს“. მედვედევის განცხადებამდე, რუსეთის …

როდის გამოიდარებს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის 21 საათიდან 11 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია, დღის პირველ ნახევარში, დროგამოშვებით წვიმა, ღამით – ზოგან ძლიერი. ხვალ, 11 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 …

გაიქეცი, დოყლაპიავ! – კადიროვი ზელენკის მიმართავს

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებზე ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მიმართავს. კადიროვი აცხადებს, რომ ის დღეს სავსებით კმაყოფილია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობით. „ზელენსკი წუწუნებს, რომ კიევისა და სხვა ქალაქების თავზე რაკეტები დაფრინავს. აბა, რა გეგონა ზელენსკი-დოყლაპიავ: შენთვის შეიძლებოდა და სხვებისთვის არა?“ – წერს კადიროვი ტელეგრამზე და უკრაინის პრეზიდენტს „8 წელი …

რუსეთმა ამ დილით უკრაინაში 75 რაკეტა ისროლა – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, რამდენიმე საათში, რუსეთმა უკრაინაში 75 რაკეტა ისროლა. „ტერორისტი ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია მასირებულ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს განაგრძობს უკრაინის ტერიტორიაზე. იყენებს დამრტყმელ დრონებს. დილით აგრესორმა უკვე 75 რაკეტა გაუშვა. მათგან 41 ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გააუვნებლა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, – წერს ვალერი ზალუჟნი …

რუსი ნაციონალისტები პირდაპირ პუტინის კრიტიკაზე გადავიდნენ – ISW

ყირიმის ხიდის აფეთქება, რუსეთის მარცხი ფრონტზე და „ნაწილობრივი მობილიზაცია“ – სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას აჩენს კრემლისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ; რუსეთში იზრდება ეჭვი, შეუძლია თუ არა პუტინს მიაღწიოს უკრაინის დაპირებულ „დენაციფიკაციას“; ისმის ბრალდებები სპეცსამსახურებისა და თავდაცვის უწყებისადმი – ამან კი შესაძლოა პუტინის რეჟიმი სერიოზულად შეარყიოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში …

კიევში აფეთქებებია, იუწყებიან დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ

უკრაინული მედია იუწყება, რომ დედაქალაქში დღეს დილით ოთხი აფეთქების ხმა გაისმა, მათ შორის ქალაქის ცენტრში, ვაგზლის მიმდებარედ. ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვეს რაიონში. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან. უკრაინული მედიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, დაარტყეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივანმა სვეტლანა ვოდოლაგმა ჟურნალისტებს უთხრა, რამდენიმე ადგილას არიან დაშავებულები და …

რუსეთი ცდილობს, ბახმუტთან ოპერაციულ წარმატებას მიაღწიოს – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინელთა შეტევები კვლავაც სერიოზულ ზეწოლას ახდენს რუსეთის ძალებზე როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთში, ისე ხერსონის ოლქში, სამხრეთში. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავაც პრიორიტეტს ანიჭებს თავის შეტევით ოპერაციას დონბასის ცენტრალურ სექტორში, განსაკუთრებით კი ქალაქ ბახმუტთან – ასეთია ვითარება ფრონტზე დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით. „გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დაახლოებით 2 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქისკენ ორი მიმართულებით და მიუახლოვდნენ ბახმუტს, რომელიც …

დინოზავრი კუდს იქნევს, რადგან სულს ღაფავს – გოზმანი პუტინზე და იმაზე, რა ელის რუსეთს

72 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ გოზმანი, ორი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ერთი კვირის წინ გამოვიდა ციხიდან და მაშინვე დატოვა რუსეთი. Настоящее Время-სთან ინტერვიუში ის პუტინის რეჟიმს სწრაფ კრახს უწინასწარმეტყველებს და ჰყვება იმის შესახებ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთში. ადრე ამბობდით, რომ არ გინდოდათ რუსეთის სამუდამოდ ან დიდი ხნით დატოვება, თუმცა სპეციალური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ თქვით, რომ …

ხელში ჩავიგდეთ რუსეთის საჰაერო-თავდაცვის სისტემა, რომელიც 24 მლნ დოლარი ღირს – უკრაინა

უკრაინული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს რუსული საჰაერო-თავდაცვის სისტემა – Тор М2, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 24 მილიონი დოლარია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ჩაიგდეს ხელში უკრაინელმა სამხედროებმა V-სიმბოლოიანი რუსული საჰაერო-თავდაცვის სისტემა – Тор М2. „იშვიათი ნადავლი. რუსული Тор М2 წარმატებით …

ყირგიზეთმა უარი უთხრა ОДКБ-ს წვრთნების ჩატარებაზე

ყირგიზეთის ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე ОДКБ-ს წვრთნების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ყირგიზეთის „რადიო თავისუფლების“ ბიურო – Радио Азаттык ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. როგორც ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყებოდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ყირგიზეთის ტერიტორიაზე, ОДКБ-ს სამშვიდობო ძალებთან ერთად, სამეთაურო-საშტაბო წვრთნები – „ურღვევი ძმობა-2022“ უნდა ჩატარებულიყო. წვრთნებზე უარის გადაწყვეტილების მიზეზებს უწყება არ ასახელებს. თუმცა, Радио …

რუსები ჰალუკ ბაირაქტარის ნაცვლად უკრაინის დაზვერვას ესაუბრნენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ტელეგრამზე წერს, რომ უკრაინამ ჩაშალა რუსი სატელეფონო ხულიგნების მცდელობა, გაეთამაშებინათ თურქული კომპანია Baykar-ის დირექტორი, ჰალუკ ბაირაქტარი. რუსმა სატელეფონო ხულიგნებმა [პრანკერები] გამოიყენეს „ფეიქ“ ტექნოლოგია, ისინი დაუკავშირდნენ ჰალუკ ბაირაქტარს ვიდეოს საშუალებით უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სახელით. „ბატონ ჰალუკთან საუბრის ნაცვლად, რუსებს „გაუმართლათ“ და ესაუბრნენ კომპანია „ბაირაქტარის“ ყალბ მდივანს“, – ნათქვამია უწყების …

„აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები“ – ზელენსკი ზაპოროჟიეზე თავდასხმის შესახებ

ზაპოროჟიეზე 9 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარზე პასუხს აგებს ყველა, ვინც ბრძანება გასცა და ვინც ეს ბრძანება შეასრულა. „ისევ ზაპოროჟიე. კვლავ დაუნდობელი დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობაზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, შუაღამისას. ჩვენ უკვე ვიცით 12 დაღუპულის შესახებ. საავადმყოფოში 49 დაშავებულია, მათ შორის 6 ბავშვია. აბსოლუტური სისასტიკე. აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და …

მობილიზებული რუსი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს, აღმოსავლეთ ფრონტზე, ცოტა ხნის წინ მობილიზებული რუსი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 12 დღე „იბრძოდა“ – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს. უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს ვიდეოსაც, რომელშიც ერთ-ერთი ტყვედ ჩავარდნილი პირი აცხადებს, რომ 13 სექტემბერს ჩამოვიდა საომრად და 25 სექტემბერს ტყვედ ჩავარდა. იგი ჰყვება, რომ მისი ოცეული …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა – ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან შესაძლოა გაძლიერდეს 17-22 წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი  ღამით: 13 – 18 გრადუსი  მაღალ …

მოსკოვში სამხედროების დაპატიმრება დაიწყო – უკრაინის დაზვრევა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ეროვნული გვარდიის ელიტური ნაწილები შევიდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი დღეს მშვიდად ვერ არის – ქალაქიდან არაერთი სამხედროს დაკავებაზე ვრცელდება ცნობები. „რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ კომპლექსური „ზომების“ მიღება დაიწყო. ცენტრში გადაადგილება შეზღუდულია. ქალაქში შევიდა ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების დივიზია – რუსული …

„ღმერთო, დაიფარე დიქტატორი“ – რატომ არ ვუსურვებ პუტინს სიკვდილს 70 წლის იუბილეზე

წყარო: Ukrainska Pravda ჟურნალისტ ევგენი რუდენკოს საავტორო სვეტი ალბათ, პუტინის გარდა ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ვინმე, ვის სიკვდილსაც ახლა ამდენი ადამიანი ნატრობს. სასწაული, რომელიც კაცობრიობას აპოკალიფსისგან გადაარჩენს, ბევრის ოცნებაში სხვადასხვაგვარად გამოიყურება: პუტინი უკურნებელი სენისგან კვდება ან ნაინსულტარ ნაინფაქტარი ძალაუფლებას კარგავს. ან იქნებ ავტოავარიაში იღუპება? იქნებ, წარმოუდგენლად უაზრო რამ ემართება ბუნკერში? რატომაც არ შეიძლება, აბაზანაში ფეხი …

Happy Birthday, Mr. President – დანილოვი ყირიმის ხიდის ხანძარზე

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ყირიმის ხიდზე ხანძარს ფეისბუქპოსტით ეხმაურება. „დილა მშვიდობისა უკრაინა“ წერს დანილოვი და ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს – კოლაჟის ერთ ნაწილში ჩანს ხანძარი ყირიმის ხიდზე, მეორეში კი 1962 წლის ცნობილი ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ვარსკვლავი მერილინ მონრო პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეს სიმღერით ულოცავს – Happy Birthday, Mr. President (დაბადები დღეს გილოცავთ, …

სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს – The Times

უკრაინის ძალების ბოლოდროინდელი წარმატებები იმედს აძლევს დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს, რომ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა უკვე წლის ბოლომდე დასრულდეს – ამის შესახებ ბრიტანული The Times-ი კონფიდენციალურ წყაროებზე და სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსების ოპტიმიზმი უკრაინის არმიის ბოლოდროინდელი წარმატებებითაა გამოწვეული და არა კონკრეტული სადაზვერვო ინფორმაციით. ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანი The Times-ს ეუბნება, …

კადიროვი და პრიგოჟინი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას ცდილობენ – ISW

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და კერძო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც „პუტინის მზარეულს“ უწოდებენ, ეცდებიან, გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ დონეცკის ბრძოლებში და ამით რუსულ საინფორმაციო სივრცეში საკუთარი პოპულარობა და რეპუტაცია შეინარჩუნონ. ასეთ დასკვნამდე მიდიან აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ინსტიტუტის უახლოეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 6-7 ოქტომბერს რუსეთის ძალები თანდათანობით მიიწევდნენ წინ ბახმუტისა და ავდეევკის …

შოიგუს კრიტიკას რუსეთში სულ უფრო მეტი კრემლისტი უერთდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთისთვის ომი კვლავაც წარუმატებლად გრძელდება, ქვეყანაში კი უფრო უფრო მეტი საჯარო ფიგურა უერთდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკას. „კრიტიკოსებს შორის იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, სახელმწიფოს პროპაგანდისტი ტელეწამყვანები, პოპ-ვარკსვლავები და და ულტრანაციონალისტურად განწყობილი სამხედრო ბლოგერების აქტიური ნაწილი,“ – წერს უწყება 8 ოქტომბრის რელიზში. დაზვერვის შეფასებით, …

ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია

უკრაინული და რუსული მედიის ცნობით, დღეს, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია. სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო და ფოტო ვრცელდება. რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური ვერსიით, ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებლის საწვავის ავზს, თუმცა სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული არაერთი ვიდეოკადრიდან ჩანს, რომ ხიდზე რკინიგზის ხაზის გარდა დაზიანებული გზის ნაწილიც. ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. უკრაინულ …

პუტინი ომში წარუმატებლობის გამო უახლოეს გარემოცვაში პირადადაც გააკრიტიკეს – WP

რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება პირადად პუტინთან ომში დაშვებული შეცდომების გამო და სამხედრო კამპანიის წარმოების მისეულ მიდგომებს არ დაეთანხმა – ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, ასეთი ინფორმაცია აქვთ შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურებს და ის გამოცემას კონფიდენციალურმა წყარომ დაუდასტურა. WP წერს, რომ წყარო პუტინის გარემოცვის წევრის ვინაობას არ …

ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ პუტინი ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს, თუ კი რუსეთის ფედერაცია მიმდინარე ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ზელენსკიმ ეს ავსტრალიურ Lowy Institute-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ლიდერს ძალიან უყვარს საკუთარი ცხოვრება. და ვფიქრობ, მას ესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ის ვეღარ შეძლებს სიცოცხლის გადარჩენას. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა …

თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს – რეზნიკოვი რუს ოფიცრებს მიმართავს

„არა, არ შემშლია, რუსეთის არმიას მოგმართავთ, პირველ რიგში, ოფიცრებსა და მეთაურებს, რადგან გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ,“ – ასე იწყებს რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და რუს სამხედროებს მოუწოდებს, გამოიყენონ დარჩენილი დრო და საკუთარი ქვეყანა ტრაგედიას, არმია კი დამცირებას გადაარჩინონ. „თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს. გპირდებოდნენ მსუბუქ გასეირნებას, სინამდვილეში კი ხაფანგში გაგიშვეს. თქვენ სისხლით …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის 21 საათიდან 8 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი  ღამით: 13 – 18 გრადუსი  მაღალ მთაში: …

უკრაინის სატანკო პარკის ნახევარი ბრძოლაში მოპოვებული რუსული ტანკებია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის თემა უკრაინასთან ბრძოლაში დაკარგული რუსული სამხედრო ტექნიკაა. უწყების ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა, სავარაუდოდ, სულ მცირე 440 რუსული საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანმანქანა მოიპოვეს და ახლა უკრაინის სატანკო პარკის ნახევარზე მეტს სწორედ ნადავლი ტექნიკა წარმოადგენს. „რუსული ეკიპაჟების უუნარობა, უკან დახევამდე ან ტყვედ ჩაბარებამდე გაენადგურებინათ დაუზიანებელი ტექნიკა მათ …

ირანული დრონები ომზე გავლენას ვერ მოახდენს – ISW

ირანული დრონები „შაჰედ 136-ები“ ომის მიმდინარეობაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს, რუსეთი მათ ძირითადად ტერორისთვის იყენებს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW), რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ ირანული დრონების გამოყენება ვერ აძლევს რუსეთს იმავე ეფექტს, რასაც „ჰაიმარსები“ – უკრაინელებს. „რუსები ნაკლებად მიმართავენ უპილოტო საფრენ აპარატებს ბრძოლის ველზე, ისინი ბევრ „შაჰედს“ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ და ზურგის …

უკრაინამ აზოვსტალის ფოლადისგან სამაჯურები გამოუშვა, შემოსავლით დრონებს იყიდის

ვოლოდიმირ ზელენკის მიერ ინიცირებულმა პლატფორმამ – United 24 ახალი პროექტი დაიწყო: „აზოვსტალი – სიმტკიცის სიმბოლო“. პროექტის მიზანი ომის პერიოდში უკრაინის მხარდაჭერაა. ინიციატივის პირველი ნაწილი სამაჯურებია, რომლებიც „აზოვსტალის“ ქარხსნის მიერ ომამდე გამოშვებული ფოლადის უკანასკნელი პარტიითაა დამზადებული. „აზოვსტალი“, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი, რომლის ისტორიაც დაახლოებით 90 წელს ითვლის, 2022 წლის გაზაფხულზე მარიუპოლის უკანასკნელ ციხესიმაგრედ იქცა. თითოეულ სამაჯურში 5 …

იარაღი მოგვცეს და მიგვატოვეს, საჭმელს ჩვენ ვყიდულობთ – 500-მდე მობილიზებული რუსი

დაახლოებით 500-მა რუსმა სამხედრომ, რომლებიც „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გაიწვიეს, ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ჰყვებიან, რომ მათ არარეგისტრირებული ავტომატები მისცეს და ბელგოროდის ოლქში მიატოვეს. Настоящее Время-ს ცნობით, ვიდეო 5 ოქტომბრის საღამოს სხვადასხვა სოციალურ ქსელში და პრორუსულ ტელეგრამ არხზე, „რიბარზე“, გავრცელდა. კადრში ჩანს შეიარაღებული სამხედროების ჯგუფი. მობილიზებულები ამბობენ, რომ არ იციან, ვინ სად გაანაწილეს, ჭამენ იმას, რასაც თვითონ …

რუსეთის მომხრეებმა კრემენაიასა და სვატოვოდან ევაკუაცია დაიწყეს – კრემლისტური მედია

ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში კრემლის მიერ დანიშნული პირები იუწყებიან, რომ კრემენაიასა და სვატოვოში სოციალური და სამედიცინო დაწესებულებების ევაკუაცია დაიწყეს. ინფორმაციას კრემლის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ელჩი რუსეთში, როდიონ მიროშნიკი ამბობს, რომ „ქალაქში (კრემენაია) უკვე ნაკლები ხალხია, ძირითადი სოციალური დაწესებულებები ევაკუირებულია“. მისი თქმით, კრემენაიას ჯერ კიდევ აკონტროლებენ „მოკავშირეთა ძალები“, თუმცა სოფლების – სივერსკისა და ტორსკოეს …

პუტინის რუსეთს ცინიკური, უგრძნობი ადამიანები სჭირდება – ამერიკელი მწერალი

5 ოქტომბერს, ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც წელს ბათუმში იმართება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ამერიკელმა მწერალმა ენ ეპლბაუმმა გახსნა. ისტორიკოსი, მწერალი, პულიცერის პრემიის მფლობელი ენ ეპლბაუმი ფესტივალს ონლაინ ესწრებოდა. მან ვრცელი სიტყვით მიმართა ბათუმში, ფესტივალზე მისულ სტუმრებს. მოგვიანებით კი დისკუსია გაიმართა, რომლის მოდერატორი მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე იყო. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ენ ეპლბაუმის სიტყვას, რომელიც მან …

თურქეთმა რუსეთს უარი უთხრა ზამთრის ტანსაცმლისა და ჯავშანჟილეტების მიყიდვაზე – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთმა მესამე ქვეყნების დახმარებით ასობით ათასი ჯავშანჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის კომპლექტის ყიდვა სცადა, თუმცა თურქეთისგან უარი მიიღო. მინისტრის თქმით, რუსეთში „მობილიზაცია“ ფაქტობრივად ჩავარდა, ხელისუფლება ახალი კონტინგენტის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. „დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს თურქეთიდან, ჩვენი პარტნიორებისგან, რომ რუსები მესამე ქვეყნების გავლით ცდილობდნენ 200 ათასი ჯავშანჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის – 500 …

Exit mobile version