უკრაინის თავდაცვა მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გადაიღონ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი მოუწოდებს უკრაინელებს, არავითარ შემთხვევაში არ გადაიღონ და არ გამოაქვეყნონ ჩამოვარდნილი დრონების ნარჩენები. მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა, ვინც ასეთ ფოტოებს აქვეყნებს, უნებლიეთ რუსეთს ეხმარება. „თითქოს არაფერი საშიში არაა – ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტიანობით, მაგრამ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ სამხედროებივით აზროვნება და ცოტა წინაც გავიხედოთ,“ – წერს მალიარი და დასძენს, …

ირანი რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია. სამინისტროს წარმომადგენლის, ნასერ კანაანის კომენტარს სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით Европейская правда ავრცელებს.   „გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, პოლიტიკურადაა მოტივირებული და მას დასავლეთის წყაროები ავრცელებენ. ჩვენ არ მიგვიწოდებია შეიარაღება ომში ჩართული არც ერთი მხარისთვის“, …

კიევის დაბომბვისას 3 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებიდან 19 ამოიყვანეს – უკრაინული მედია

პირველადი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა დღეს დილით კიევის დაბომბვის შედეგად. ერთ-ერთი რაკეტა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, შევჩენკოეს რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა – ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულებს შორის ერთი 59 წლის ქალი და ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ცოლქ-მარი [ქალი ორსული იყო]. კიდევ სამი ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებით, კლინიკაში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, …

ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება NATO-ს ინტერესებში უნდა იყოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, პუტინის მიზნები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი არ შეიცვლება – კრემლი ეცდება, ეს დრო ახალი აგრესიისთვის მოსამზადებლად გამოიყენოს. ISW-ი მიიჩნევს, რომ მომავალში საფრთხის თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს. როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინისთვის მშვიდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნიშნავდეს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას …

ყირიმის ხიდის დაზიანების გამო რუსეთს სერიოზული პრობლემა აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ლოგისტიკური პრობლემები, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინის სამხრეთში აწყდებოდა, 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. უწყება აღნიშნავს, რომ შეკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, ყირიმის ხიდი მხოლოდ ნაწილობრივაა ღია და იქ სატვირთო მანქანების უზარმაზარი რიგები დგება. „უკრაინის სამხრეთში მყოფი რუსეთის ძალები მატერიალურ ტექნიკური მარაგების შევსებას მარიუპოლის გავლით ცდილობენ და ცდილობენ, …

რუსეთმა კიევი და უკრაინის რამდენიმე ქალაქი „შაჰედებით“ დაბომბა – მედია

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა კიევი და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქი კამიკაძე-დრონებით დაბომბა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ ოთხი აფეთქება მოხდა შევჩენკოვეს რაიონში. უკრაინის ხელისუფლების თქმით, შეტევა ირანული დრონებით, „შაჰედებით“ განხორციელდა. სულ მცირე ერთი რაკეტა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეცა. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ არასაცხოვრებელ შენობაში, დაზიანებულია …

რა შეუძლია გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-ს, რომელიც უკრაინამ მიიღო 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პირველი გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემა – IRIS-T უკრაინაში უკვე ჩავიდა და ქვეყნის სამხრეთ მიმართულებაზე მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა. „ამ კომპლექსს აქვს ის მოდიფიკაცია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არსებობს. გერმანიამ ისინი პირველად უკრაინას მიაწოდა. ეს სისტემა უკვე მუშაობს შეიარაღებულ ძალებში, სადღაც …

პილოტი, რომელმაც 5 დრონი ჩამოაგდო და ცეცხლმოდებულ თვითმფრინავს თავი დააღწია

უკრაინელმა პილოტმა 12 ოქტომბერს 5 კამიკაძე დრონი გაანადგურა ვინიცას რეგიონში. პილოტს, მეტსახელით KARAYA, თავადაც მოუწია კატაპულტირება – მისიის შესრულების დროს მისი თვითმფრინავი დაზიანდა. 12 ოქტომბერს დრონების განადგურება ნამდვილ შოუ იყო. ირანული დრონების – „შაჰიდ 136“-ის განადგურებას ვინიცას ოლქის მოსახლეობა ფაქტობრივად „ლაივ რეჟიმში“ ადევნებდა თვალს. მათ შორის იმ მომენტსაც, როცა პილოტმა განადგურებულ თვითმფრინავს თავი დააღწია. მფრინავის …

რუსეთში მღვდელმა დაასმინა კაცი, რომელმაც უკრაინის გამარჯვებისთვის სანთლები დაანთო

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში საქალაქო დუმის ყოფილი წევრისა და მეწარმის, სერგეი უგლიანიცას წინააღმდეგ მისი ანტისაომარი პოზიციის გამო საქმე აღძრეს. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზი სოფელ ტელმის ეკლესიის მღვდელთან საუბარი გახდა. სასულიერო პირი ამბობს, რომ ჯერ კიდევ აპრილში, მეწარმემ მასთან რუსული სამხედრო აგრესიის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და უკრაინას გამარჯვება უსურვა. „ველოდები დღეს, როდესაც ტელევიზორში აჩვენებენ, როგორ ჩაივლის უკრაინის …

რატომ შეაჩერა პუტინმა მობილიზაცია – ISW-ის განმარტება

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ვარაუდით, რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შეჩერების მიზანი საშემოდგომო გაწვევისთვის მომზადების უკეთესი პირობების შექმნაა. გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ნაწილობრივი მობილიზაცია დაახლოებით ორ კვირაში შეწყდება“, ზუსტად იმ დროს, როდესაც საშემოდგომო გაწვევა უნდა დაიწყოს. როგორც პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, „არაფერი დამატებითი არ იგეგმება“ და „ნაწილობრივი მობილიზაცია თითქმის დასრულებულია“. მან დასძინა, რომ იმ …

მობილიზებულები უარესად არიან აღჭურვილი, ვიდრე დანარჩენი არმია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსი რეზერვისტების ეკიპირებაა. უწყების ცნობით, ბოლო ორ კვირაში, რუსეთმა უკრაინაში მობილიზებული რუსი სამხედროების გარკვეული კონტინგენტი გადაისროლა, თუმცა მათი პირადი აღჭურვილობის საშუალო დონე ბევრად ჩამოუვარდება მანამდე უკრაინაში გაგზავნილი და ისედაც ცუდად აღჭურვილი რუსული ჯარების უზრუნველყოფის ხარისხს. „ბევრი რეზერვისტი იძულებულია ჯავშანჟილეტი თავად შეიძინოს, განსაკუთრებით თანამედროვე ჯავშანჟილეტი 6B45, რომელიც წესით, ინდივიდუალური ეკიპირების პროგრამის …

ტყვედ ჩაბარებული რუსი სამხედროები გერმანიასა და ნიდერლანდებში თავშესაფარს მიიღებენ

სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინაში დაიწყო სახელმწიფო პროექტი სახელწოდებით – „სიცოცხლე მინდა“. ეს არის პროგრამა, რომლის დახმარებითაც, ცხელ ხაზზე ან ტელეგრამის ჩატ-ბოტში რუსი სამხედროები იღებენ რჩევებს, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ. კოორდინატორები ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველი რუსი სამხედრო ტყვედ ოქტომბრის დასაწყისში ჩაბარდა. ის ორსკის 26 წლის მცხოვრები იყო. პროექტის დაწყებიდან ერთ თვეში ცხელ ხაზსა და ჩატ-ბოტს დაახლოებით …

მარიუპოლის დამცველი მისი მკურნალობისთვის მოგროვილ 23,4 მილიონს თანამებრძოლებს ჩუქნის

მარიუპოლის დამცველი, ტყვეობიდან დაბრუნებული მიხაილო დიანოვი მისი მკურნალობისთვის საზოგადოებისგან შეგროვილ ქველმოქმედებას, 23 მილიონ 430 ათას გრივნას ($ 634 000) თანამებრძოლებს ჩუქნის. ამის შესახებ დიანოვმა ფეისბუქგვერდზე დაწერა. „თქვენი შემოწირულება მხოლოდ ზრუნვა არ ყოფილა – ეს იყო ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ამ თანხას სწორი და პატიოსანი გამოყენება უნდა მოეძებნოს,“ – წერს მიხაილო დიანოვი. მიხაილო ტყვეობიდან ურთულესი მდგომარეობით დაბრუნდა. …

დასავლეთში ფიქრობენ, რომ უკრაინა ხერსონს მომავალ კვირებში გაათავისუფლებს – FT

დასავლეთის სამხედრო ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ უკრაინის არმიამ შესაძლოა ხერსონი უკვე ოქტომბრის მეორე ნახევარში გაათავისუფლოს – წერს „უკრაინსკა პრავდა“ Financial Times-ზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქში რუსეთის თავდაცვის ხაზი ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გაარღვიეს, რაც რუსეთის თავდაცვის უწყებამაც აღიარა. ეს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სამხრეთში უკრაინის წინსვლის უდიდეს მაგალითად იქცა. მას შემდეგ კიევმა …

გამარჯვების გენერლები – უკრაინული მედია ყველაზე გავლენიან სამხედროებს ასახელებს

უკრაინის დამცველთა დღისთვის გამოცემა Новое Время-მ გამოჰკითხა სამხედრო საქმის 15 ექსპერტი, რომლებმაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელი სამხედრო მეთაურები დაასახელეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სამხედრო მოქმედებებთან და ავტორიტეტით სარგებლობენ, როგორც არმიაში, ისე საზოგადოებასა და ხელისუფლებაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის პირობებში, სიის გავლენიანობის მიხედვით დალაგება უადგილოდ მიაჩნია, ამიტომ ჩამონათვალს მკითხველს ანბანური თანმიმდევრობით სთავაზობს. Новое …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ოქტომბრის 21 საათიდან 15 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18– 23 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი  …

არმიის დაბალი მორალური განწყობის გამო შესაძლოა რუსეთმა დონეცკში შეტევა შეაჩეროს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის დაბომბვით რუსეთი თავის მომხრეებსა და რუს ნაციონალისტებს „ამშვიდებს“, რუსული არმიის დაბალი მორალური განწყობა და ბრძოლისუნარიანობა კი სარდლობას არჩევანის წინაშე აყენებს – გააგრძელოს თუ არა შეტევები დონეცკის ოლქში. როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, ინფორმაციამ ახალმობილიზებულ და ცუდად მომზადებულ სამხედროებში პირველი მსხვერპლის შესახებ რუსულ საზოგადოებაში სამხედრო სარდლობისადმი კრიტიკის ახალი ტალღა …

დონბასში სამხედრო ოპერაციებს „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ბოლო კვირაში დონბასში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ეფექტიანობას აფასებს. უწყების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსული და პრორუსული ძალები ტაქტიკურ შეტევებს განაგრძობდნენ ქალაქ ბახმუტის ცენტრისკენ. დაზვერვა აღნიშნავს, რომ მეორე საარმიო კორპუსის დანაყოფებმა და ლუგანსკის პრორუსულმა მილიციამ, სავარაუდოდ, გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთით, სოფლებში ოპიტნესა და ივანგრადში. „ივლისის შემდეგ რუსეთისა და სეპარატისტული ძალების მიერ …

ველით, რომ უკრაინა ეფექტურად გააგრძელებს კონტრშეტევას ზამთარში – პენტაგონი

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას გააგრძელებენ მთელი ზამთრის განმავლობაში. ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა 12 ოქტომბერს. მან აღნიშნა, რომ სიტუაცია ბრძოლის ველზე დინამიკური რჩება და მსოფლიო ხედავს, რამდენად ეფექტურად მუშაობენ უკრაინელი ჯარისკაცები აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ამიტომ, პენტაგონი იმედოვნებს, რომ წარმატებული კონტრშეტევა გაგრძელდება ზამთარშიც. ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზამთარი …

გომისმთასა და ბახმაროში 38 პირს მიწის მიტაცებას ედავებიან – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა იუწყება,  რომ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების სამი ფაქტი გამოავლინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს ბრალდებულები, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 133 692 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენეს. სამივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული …

რუსები სავარაუდოდ ქალაქ ხერსონში ბრძოლისთვის ემზადებიან – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბრძანება გასცეს ხერსონიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მზადების შესახებ. სავარაუდოდ, ისინი ელიან, რომ ბრძოლა უშუალოდ ქალაქ ხერსონში გადაინაცვლებს. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში, ხერსონის სექტორიდან რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 20 კილომეტრით დაიხიეს უკან, ახლა ისინი სოფელ მილოვესთან ახალი ფრონტის ხაზის გამაგრებას ცდილობენ. „მძიმე ბრძოლები გრძელდება ამ ხაზის გასწვრივ, …

რუსებმა უკრაინაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინსტრუქტორები ჩაიყვანეს – ISW

რუსებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ირანელი სამხედროები ჩაიყვანეს, რათა რუს ჯარისკაცებს „შაჰედ 136-ების“ გამოყენება ასწავლონ – ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ISW-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ირანელი ინსტრუქტორების დაუდგენელი რაოდენობა ყირიმსა და ხერსონის ოლქში ჩაიყვანეს – მათ რუსებს ირანული დრონების, „შაჰედების“ გაშვება და კონტროლი …

„დინამო ბათუმის“ შემდეგ 4 შეხვედრებზე ბილეთის ფასი 50 თეთრი იქნება – კლუბის პრეზიდენტი

„დინამო ბათუმის“ ფეისბუქგვერდი კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შემდეგ ოთხ საშინაო მატჩზე ბილეთის ფასი 50 თეთრი იქნება. „პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც იგივენაირად და რიგ შემთხვევებში უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას. …

სტამბოლის პორტში პოლიციამ 1,5 ტონა მარიხუანა ამოიღო

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში პოლიციამ 1,5 ტონაზე მეტი მარიხუანა ამოიღო, რომელიც 156 რულონ ქსოვილში იყო დამალული. მედიის ცნობით, პოლიცია აღნიშნულ საქმეზე თითქმის 2 თვე მუშაობდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებისთვის ცნობილი გახდა, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი მექსიკიდან უნდა შესულიყო სტამბოლის პორტში, გემზე მოთავსებული კონტეინერით. სპეცოპერაცია გემზე ჩატარდა, რომელიც სტამბოლის პორტში ჩადგა. პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა.

ლიტერატურული კონკურსი მოსწავლეებისთვის დავით კლდიაშვილის შემოქმედებაზე

მწერალთა სახლი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს უფროსკლასელთათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით ორი შეთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი. ეს თემებია: რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები? ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო …

EU-ში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტების არაღიარების გადაწყვეტილება მზადდება

ევროკავშირის საბჭოში შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები და მათ მფლობელებზე ვიზები არ უნდა გასცეს. „რუსეთმა უკრაინის ოლქების უკანონო ანექსიით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლების დარღვევას,“ – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, …

18 წუთში რუსების 4 ვერტმფრენი გავანადგურეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს დილით რუსების სულ მცირე 4 სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. „12 ოქტომბერს, 8:40 საათიდან 8:58 საათამდე პერიოდში, უკრაინის სამხრეთში საჰაერო ძალების დანაყოფებმა საზენიტო რაკეტებით გაანადგურეს მოწინააღმდეგის სულ მცირე 4 სამხედრო ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52), რომლებიც სამხრეთის მიმართულებაზე მყოფ საოკუპაციო ძალებს ჰაერიდან ეხმარებოდნენ“, – ნათქვამია საჰაერო ძალების პრესსამსახურის რელიზში. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერტმფრენი გათავისუფლებულ …

„პოზიორობა“ – ასე აფასებს აშშ ლავროვის სიტყვას დასავლეთთან მოლაპარაკებაზე

სახელმწიფო დეპარტამენტმა „პოზიორობა“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებებისა და „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე პუტინისა და ბაიდენის შეხვედრისთვის. „დრო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსულმა რაკეტებმა დაარტყეს უკრაინის დედაქალაქს, დაარტყეს სხვა უკრაინულ ქალაქებს, საბავშვო მოედნებსა და სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, გზებს, ხიდებს, ენერგოინფრასტრუქტურას. …

ერთ თვეში 1847 უბილეთო მგზავრი დავაჯარიმეთ – ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთო მგზავრობისთვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1847 პირი დააჯარიმეს. მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობა მუნიციპალიტეტის საზღვრებში 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. „მგზავრი მგზავრობის დაწყებისთანავე ვალდებულია ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა“ – აცხადებს მუნიციპალური ინსპექცია.  

ის რაციონალური მოთამაშეა, რომელიც ძალიან შეცდა – ბაიდენი პუტინზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპაციის პერსპექტივა სრულიად არასწორად გათვალა. რუსეთ-უკრაინის ომზე ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ილაპარაკა. „მე ვფიქრობ… იმედი ჰქონდა, რომ ხელგაშლილები შეხვდებოდნენ უკრაინაში, რომ კიევი ეს დედა-რუსეთის სახლია და მას იქ მიიღებდნენ. ვფიქრობ, სრულიად არასწორად გათვალა… ვფიქრობ, ის რაციონალური მოთამაშეა, რომელიც ძალიან შეცდა,“ – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. კითხვაზე, …

რამდენი დღე იქნება ბათუმში თბილი, უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის 21 საათიდან 13 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 12 – 17 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი  …

ФСБ: ყირიმის „ტერაქტზე“ 8 პირი დავაკავეთ, ტვირთის გადატანაში 2 ქართველიც მონაწილეობდა

კრემლისტური მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა – 5 რუსეთის მოქალაქე, 3 – უკრაინისა და სომხეთის, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა. „ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვა, მისი ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტურა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენიღბული იყო რულონებში სამშენებლო პოლიეთილენის ფენით 22 …

სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის ოპერაციების „სირიიზაციას“ ვერ გამოიწვევს – ISW

ახალდანიშნული მეთაურის, სერგეი სუროვიკინის ომის წარმოების სტილი ვერ ახსნის 10-11 ოქტომბრის მასირებული სარაკეტო დარტყმების ტალღას და სავარაუდოდ, რუსეთის ოპერაციებში სერიოზულ ცვლილებებსაც ვერ გამოიწვევს – მიიჩნევენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის დაზვერვის ცნობებს ეყრდნობა, სარაკეტო დარტყმებს რუსეთი ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან ამზადებდა, ხოლო სუროვიკინი უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად 8 ოქტომბერს დაინიშნა. …

ირანული დრონები უკრაინის არმიისთვის იოლი სამიზნეებია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის საჰაერო პოტენციალს აფასებს. უწყების ცნობით, ირანული წარმოების ლეტალურ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთის ბრძოლის ველზე აგვისტოს შემდეგ იყენებს, მათ შორისაა ერთი მიმართულებით დამრტყმელი „შაჰედ 136“. „რუსეთმა დარტყმების საერთო ტალღაში „შაჰედები“ 10 ოქტომბერსაც ჩართო. მანამდე უკრაინის გენშტაბი იუწყებოდა, რომ საერთო ჯამში, რუსეთმა უკრაინაში გაუშვა 86 „შაჰედ 136“, რომელთა 60 % უკრაინის არმიამ …

უკრაინის დამარცხება NATO-ს დამარცხებაც იქნება – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რომ უკრაინის დამარცხება რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში NATO-ს დამარცხებასაც ნიშნავს. როგორც Европейская правда წერს, სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომზე ალიანსის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ბრძოლაში, ომში რუსეთის ჯარებთან, რომლებიც მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რადგან თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს, უბრალოდ, უკრაინის დიდი დამარცხება კი არ იქნება, …

რუსებს არ შეუძლიათ დაბომბვა გააგრძელონ 1-2 კვირა, ამის რესურსი არ აქვთ – მიმომხილველი

10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინაში 84 ფრთოსანი რაკეტა და 24 დრონი გაუშვა – Forbes-ის დათვლით, მათი საშუალო საერთო ღირებულება 400-700 მილიონი დოლარია. Forbes-ი აღნიშნავს, რომ უკრაინაში გაშვებული რაკეტების ღირებულებას ის ფართო დიაპაზონით აფასებს, რადგან ჯერჯერობით უცნობია თითოეული ტიპის რაკეტების ზუსტი რაოდენობა. გამოცემა მიუთითებს, რომ დამატებითი ინფორმაციის გაჩენის შემთხვევაში, დათვლები შესაძლოა დარედაქტირდეს. „არსებობს ცნობები, რომ რუსეთმა ისროლა …

Exit mobile version