2026 წლის 11 სექტემბერს დილით, ზუსტად 8:46 საათზე – იმ წუთს, როდესაც 2001 წელს პირველი გატაცებული თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს შეეჯახა – ნიუ-იორკში, ეროვნულ მემორიალთან დუმილით მიაგეს პატივი 3 000-მდე ადამიანის ხსოვნას, რომლებიც 25 წლის წინ ამ საშინელ ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
ტრადიციული ცერემონია დაღუპულთა სახელების რიგრიგობით ამოკითხვით წარიმართა. ამჯერად სიტყვით ისეთი ახალგაზრდებიც გამოვიდნენ, რომლებსაც დაღუპული მშობლები საერთოდ არ ახსოვთ, ან ტრაგედიის შემდეგ დაიბადნენ.
წელს ორგანიზატორებმა ცერემონიას ახალი, მეშვიდე დუმილის წუთიც დაამატეს – იმ ათასობით მაშველისა და მოქალაქის პატივსაცემად, რომლებიც წლების განმავლობაში ნანგრევების ტოქსიკური მტვრით გამოწვეული კიბოთი და სხვა მძიმე დაავადებებით გარდაიცვალნენ.
ხსოვნის დღეს პოლიტიკური დაძაბულობაც ახლდა. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტრაგედიის ადგილას არ იმყოფებოდა – მან სიტყვა პენტაგონში გამართულ მემორიალზე წარმოთქვა და ამერიკული სულის სიმტკიცეზე ისაუბრა. ნიუ-იორკში შეკრებილ საზოგადოებას კი ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი შეუერთდა.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ნიუ-იორკის მოქმედი მერი ზოჰრან მამდანი, ქალაქის პირველი მუსლიმი ხელმძღვანელი, რომლის დასწრებასაც ნაწილობრივი პროტესტი და პეტიციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიისდროინდელი მერი რუდი ჯულიანი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მამდანის მონაწილეობას, ცერემონიის დაწყებამდე ორმა პოლიტიკოსმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა.
მამდანიმ აღნიშნა, რომ ამ დღეს მთავარი ყურადღება მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებსა და მაშველებზე უნდა იყოს მიპყრობილი.
ამავდროულად, მერიის მიერ მიმდინარე კვირას გამოქვეყნებულმა საარქივო ჩანაწერებმა კვლავ გააღვივა დებატები იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად მიაწოდა მაშინდელმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ. საქმე ეხება 170 000-ზე მეტი გვერდისგან შემდგარ ანგარიშებსა და მიმოწერას, რომლებიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ – ქვემო მანჰეტენისა და უოლ-სტრიტის საქმიანობის აღდგენის სასოწარკვეთილი სურვილით განპირობებულმა – ნიუ-იორკელები არსებული საფრთხეების შესახებ შეცდომაში შეიყვანა.
წელს მემორიალური ცერემონიები პარალელურად გაიმართა პენსილვანიაში. ქალაქ შექსვილში Flight 93-ის გმირი მგზავრები გაიხსენეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ეროვნული საქველმოქმედო და სამოქალაქო აქტივობები ჩატარდა – ათასობით მოხალისე გაერთიანდა ჰუმანიტარული დახმარების პაკეტების შესაგროვებლად, რაც 11 სექტემბრის ერთიანობის სულისკვეთების გაცოცხლებას ისახავდა მიზნად.
სამი ღამის განმავლობაში მანჰეტენზე ცნობილი „Tribute in Light“-ის ორმა მძლავრმა სინათლის სვეტმა ნიუ-იორკის ცა განათა, რითაც ტყუპი კოშკების ვიზუალური სიმბოლო კიდევ ერთხელ გააცოცხლა.
დახურული ღონისძიების შემდეგ, მემორიალის ტერიტორია ფართო საზოგადოებისთვის დღის სამი საათიდან გაიხსნა, სადაც უსაფრთხოების გამკაცრებული წესების, ბარიერებისა და სკანირები ს ხანგრძლივი პროცესის ფონზე, ადამიანების უწყვეტმა ნაკადმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დაღუპულთა ხსოვნა და პრინციპი „Never Forget“ (არასოდეს დაივიწყო) ამერიკელებისთვის კვლავ ცოცხალია.
ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენაზე 5,5 მილიონი ლარით გამოცხადებულ კონკურსში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯერ გამარჯვებული გამოავლინა, შემდეგ კი ტენდერი შეწყვიტა.
კონკურსში გამარჯვებულად შპს „ნს სტუდიო“ გამოავლინეს, თუმცა ფონდს კონკურსში მონაწილე სხვა პრეტენდენტმა – შპს „დვ დეველოპმენტმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში უჩივლა.
დავების საბჭომ „დვ დეველოპმენტის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ფონდს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება „სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“ დაავალა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა კი, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კონკურსი საერთოდ შეწყვიტა.
„დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ფონდს დაევალა 2026 წლის 18 აგვისტოს სხდომის #4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ამასთან, არქიტექტურის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში გამოვლინდა საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დანართი N1-ის [ტექნიკური დავალება] დამატებითი გადასინჯვისა და კორექტირების აუცილებლობა.
შესაბამისად, მიზანშეწონილია 2026 წლის 3 ივლისს გამოცხადებული კონკურსის შეწყვეტა და განახლებული საკონკურსო პირობებით [ტექნიკური დავალება] კონკურსის გამოცხადება“, – წერია კონკურსის შეწყვეტის ოქმში, რომელიც 2026 წლის 10 სექტემბრითაა დათარიღებული.
შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობდა.
ამ კომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურების ფასები და წინადადებების [ბულვარის განვითარების კონცეფციების] შეფასებები ნახეთ ამ ცხრილში:
წყარო: შესყიდვების პორტალი
კონკურსის ტექნიკურ დავალებაში არაერთი მოთხოვნა იყო ბულვართან დაკავშირებით. ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთს გამოვყოფთ: ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდის მოწყობა მდინარე ჭოროხის შესართავთან.
„პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში არსებული ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის განახლება/მოწყობა და მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა, რომელიც უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს სივრცეების ფუნქციონირებასა და გამოყენებას წლის ყველა სეზონზე, რაც უზრუნველყოფს დასვენებისა და ტურისტული მომსახურების ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ინფრასტრუქტურის შექმნას“, – ეწერა საკონკურსო დავალებაში.
როგორ აქვთ წარმოდგენილი უკვე შეწყვეტილ კონკურსში მონაწილე კომპანიებს ჭოროხის შესართავთან სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, ამას მათ მიერ კონკურსში წარდგენილი კონცეფციების მიხედვით გაჩვენებთ:
„ნს სტუდიო“
საფეხმავლო ხიდი მდინარე ჭოროხზე / „ნს სტუდიოს“ კონცეფციიდან
„ჭოროხის დელტის სასეირნო დეკი ვიზიტორს საშუალებას აძლევს უშუალო კონტაქტი დაამყაროს უნიკალურ სანაპირო ეკოსისტემასთან. არსებული რელიეფისა და წყლის ლანდშაფტის გათვალისწინებით, დეკი ორგანულად მიჰყვება დელტის ბუნებრივ ფორმებს და ქმნის უწყვეტ საფეხმავლო მარშრუტს. ინტერვენცია აერთიანებს ეკოლოგიურ, რეკრეაციულ და საგანმანათლებლო ფუნქციებს და მოიცავს ხედვით პლატფორმებს, დასასვენებელ სივრცეებსა და ბუნებაზე დაკვირვების წერტილებს.
საფეხმავლო ხიდის შესასვლელთან მოწყობილია მსუბუქი ავტომობილებისა და სახლ-მანქანების პარკინგი, რომელიც ვიზიტორებს უზრუნველყოფს საჭირო ინფრასტრუქტურით, რათა ეკოლოგიურად მგრძნობიარე ტერიტორიაზე გადაადგილება საფეხმავლო მარშრუტით გააგრძელონ.
პარკინგის ტერიტორია ფუნქციონირებს, როგორც ვიზიტორთა მისაღები კვანძი და მოიცავს სეზონურ კაფე-კიოსკს, მცირე სავაჭრო სივრცეს, მზის პანელებით გადახურულ პარკინგს, ელექტრომობილების დამტენ სადგურებს, საშხაპეებსა და სანიტარულ კვანძებს.
საფეხმავლო ხიდი მდინარე ჭოროხზე / „ნს სტუდიოს“ კონცეფციიდან
პანორამული პლატფორმა წარმოადგენს ჭოროხის დელტაზე გადებული საფეხმავლო ხიდის სივრცით დომინანტს და ორნიტოლოგიური ტურიზმის ძირითად სადამკვირვებლო პუნქტს.
ინტერვენცია ლანდშაფტში მინიმალური ჩარევის პრინციპით არის დაგეგმილი და ვიზიტორს სთავაზობს მრავალდონიან ხედვით გამოცდილებას“, – წერია „ნს სტუდიოს“ კონცეფციაში.
„დვ დეველოპმენტი“
საფეხმავლო ხიდი მდინარე ჭოროხზე / „დვ დეველოპმენტის“ კონცეფციიდან
„პროექტის ფარგლებში დაპროექტდება მდინარე ჭოროხზე საქვეითო სახიდე გადასასვლელი, რომლის სიგრძე შეადგენს 1 კილომეტრს მისასვლელი გზების გარეშე, სიგანე 9 მეტრი.
ხიდის სავალი ნაწილის კონსტრუქცია ისე იქნება შერჩეული, რომ მასზე თავისუფლად გადაადგილდეს სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ავტომობილები საჭიროების შემთხვევაში.
საპროექტო ხიდი ვანტური სისტემისაა ლითონის ორი პილონით.
ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან უნდა მოეწყოს ასევე დამბის ან საყრდენი კედლის კონსტრუქცია. მდინარის მიერ წყალდიდობისას ხდება ნარჩენების კონცენტრირება, ასევე ხდება წარეცხვები.
მდინარის მარჯვენა სანაპიროზე შესართავის დელტასთან გათვალისწინებულია ტყე-პარკის მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით“, – წერს თავის კონცეფციაში „დვ დეველოპმენტი“.
„ნიუ კონსთრაქშენ კაპიტალი“
კვანძი მდინარე ჭოროხთან / „ნიუ კონსთრაქშენ კაპიტალის“ კონცეფციიდან
„ნიუ კონსთრაქშენ კაპიტალის“ მიერ კონკურსში წარდგენილი კონცეფციით, მდინარე ჭოროხზე საფეხმავლო ხიდი საერთოდ არ არის.
კომპანიის კონცეფციის მიხედვით, ჭოროხის შესართავთან ეწყობა ერთგვარი კვანძი, რომელიც ძველი და ახალი ბულვარის გაგრძელების ერთგვარ დაბოლოებას წარმოადგენს.
ვინაიდან კონკურსი შეწყვეტილია, საკონკურსო კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეულ პირებსა და მათ შეფასებებზე, აღნიშნულ კონცეფციებთან დაკავშირებით, აქ აღარ შევჩერდებით.
მდინარე ჭოროხის შესართავი / 11.09.2026
მდინარე ჭოროხზე ბათუმისა და გონიოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა. ხიდის მშენებლობაზე საუბარი გაგრძელდა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, თუმცა სხვადასხვა კონცეფციის შემუშავებისა თუ ესკიზების არსებობისა, ხიდი არ აშენებულა.
„საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება ტერიტორიისთვის, რომელიც აერთიანებს ქალაქ ბათუმის ძველ ბულვარს – კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ახალ ბულვარს და მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეებს.“ – ეს იყო იმ საკონკურსო დავალების მიზანი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა.
ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში როგორ შეიცვლება საკონკურსო დავალება, ჯერ-ჯერობით, ბუნებრივია უცნობია.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი 528 ათას 639 ლარით აქვს გამოცხადებული.
„მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, კერძოდ სოფელ ჩაქვისთავში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხორციელდება საერთაშორისო პროექტის – „ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტი თანადაფინანსებით.“ – წერს სააგენტო.
„აღნიშნული შესყიდვის განხორციელება გათვალისწინებულია პროექტის ფარგლებში და ფინანსდება 71 პროცენტით გრანტის, ხოლო 29 პროცენტით სააგენტოს საკუთარი შემოსავლების თანადაფინანსებით, რომელიც დაზუსტდება ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას“ – წერია სატენდერო კომისიის ოქმში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 10 სექტემბერს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება.
ტენდერს თან ახლავს რენდერი, გეგმა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები.
ქობულეთის სოფელ ჩაქვისთავში მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის რენდერი / ფოტო ტენდერიდან
„მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 დღის ვადაში. აღნიშნული ვადა მოიცავს სამუშაოების დასრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების დადგენის შესახებ შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიღებასა და შემსყიდველისთვის წარდგენას, ასევე სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის წარმოდგენას“ – წერია ტენდერის პირობაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 505 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 500. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 342 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 322 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 49 601 ერთეული [+85]
MLRS – 2 115 ერთეული [+6]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 633 ერთეული [+11]
თვითმფრინავი – 442 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 512 175 ერთეული [+2 045]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 586 ერთეული [+13]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 147 849 ერთეული [+638]
სპეცტექნიკა – 4 676 ერთეული [+10]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 103 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„რუსეთს ყოველთვის სჭირდება მეხუთე ტუზი სახელოში დამალული. გიორგაძე დაბერდა და, როგორც ჩანს, ახალი მოძებნეს… ეს იქნება სააგიტაციო დანაყოფი, ძირითადად პიარ-კამპანიისთვის განკუთვნილი,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიდის ომში.
საუბარი გადამდგარ გენერალთან დღესაც იმით დავიწყეთ, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე:
„უკრაინელები მოქმედებენ სწორი პრინციპით – ერთი ინგლისური გამოთქმაა ასეთი, რომ „ისრის დაჭერას სჯობია, მოკლა მშვილდოსანი“.
შესაბამისად, უკრაინელები ავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ამცირებენ რუსეთის შესაძლებლობებს. თუ უკრაინამ შეძლო თავისი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება, რა თქმა უნდა, დარტყმები გაძლიერდება რუსეთზე და რუსული საავიაციო თუ სახმელეთო შესაძლებლობები შემცირდება – რაკეტას გამშვები სჭირდება: გინდა ბალისტიკური იყოს, გინდა – ფრთოსანი.
წარმოიდგინეთ, 9 სექტემბერს უკრაინელებმა შეძლეს ერთდროულად სამი ხომალდის დაზიანება ნოვოროსიისკში. სამივე ხომალდი რაკეტმზიდი იყო,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და შემდეგ იმასაც აღწერს, როგორ სთხოვეს რუსმა სამხედროებმა პუტინს, დონბასის აღების დათქმული ვადა ისევ გადაწიოს.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.
ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, გვითხარით, რა იცვლება ფრონტის ხაზზე?
დიდი ცვლილებები არ არის. ისევ მეტრებზეა საუბარი. უკრაინელებს აქვთ გარკვეული წინსვლა კონსტანტინოვკა – ლიმანის მიმართულებაზე. „აზოვის“ დანაყოფი აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს და შეძლეს ე.წ. ლიმანის შვერილის გასწორება. უკრაინელებმა აიძულეს რუსებს უკან დაეხიათ. გარკვეული წინსვლა აქვთ უკრაინელებს, ტყის მასივიც გაასუფთავეს კონსტანტინოვკის ჩრდილოეთით და ასე შემდეგ.
მცირეოდენი წინსვლა აქვთ რუსებსაც, იგივე კრამატორსკის მიმართულებაზე, თუმცა კონსტანტინოვკა და დრუჟკოვკაც გასავლელი აქვთ. ძალიან ნელი ტემპებით მიდიან. სამხედროები ითხოვენ პუტინისგან, რომ დონბასის გათავისუფლების ვადა გადაიტანოს – მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ბოლომდე იყო მისი ვადა და სამხედროები ითხოვენ, რომ 2027 წლის მარტამდე გადაიწიოს ვადა.
რუსეთში არის მცდელობები, მოხალისეები მოიძიონ. უკვე ბელარუსშიც არის განცხადებები, რომ სთავაზობენ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას – $20,000 პირველივე კონტრაქტის ხელის მოწერისთანავე და თუ ნასამართლობაა, ნასამართლობის განულება, ასევე მოქალაქეობის მიცემა და ასე შემდეგ.
სხვადასხვა თაფლაკვერით ცდილობენ, მიიზიდონ მოხალისეები. რუსეთში კონტრაქტორების რაოდენობა აშკარად შემცირებულია.
ამის მიუხედავად, რუსეთი აქტიურად განაგრძობს სარაკეტო თავდასხმას უკრაინაზე – წუხელაც იყო მსხვერპლი.
გაზრდილია თავდასხმების რაოდენობა. არ ვიცი, საიდან გაუჩნდათ ასე უცებ რუსებს დიდი მარაგი. ძირითადად მაინც დიდ ქალაქებზეა იერიში. თუ უკრაინამ ვერ შეძლო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება, ძალიან გაუჭირდება ზამთრის გადატანა. აშკარაა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს, ზამთრის გადატანა გაუჭირდეს უკრაინას.
უკრაინელებს ბალისტიკური პრობლემები აქვთ, ვინაიდან დრონებთან ასე თუ ისე ახერხებენ ბრძოლას. დრონების საშუალებით რუსები ახერხებენ, გადატვირთონ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. შემდეგ ამას მოჰყვება კომბინირებული დარტყმა, სადაც უკვე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები მონაწილეობენ. უკრაინელებს რომ „პატრიოტის“ რაკეტების დეფიციტი აქვთ, აშკარად ეტყობათ.
რამდენიმე მიმართულების განვითარებას აპირებენ უკრაინელები, რომ შესაძლებლობები გაზარდონ. ძალიან საინტერესო სამხედრო გამოფენა იყო პოლონეთში, სადაც უკრაინელებმა წარადგინეს თავისი ბალისტიკური რაკეტა, წარადგინეს საბჭოთა „სტრელა 10“-ის ღრმად მოდერნიზებული ვარიანტი. ასევე წარადგინეს გადამჭერი დრონები. უკრაინელებიც ცდილობენ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დეფიციტი როგორმე შეამცირონ.
თითქოს ჩანს, რომ უკრაინა ვეღარ ახერხებს გაუმკლავდეს რუსულ დრონებს და რაკეტებს. ეს დროებითია?
დიახ, ეს რაღაც პერიოდულობით ხდება, როცა თავდება მარაგი და მის შევსებას დრო სჭირდება. ამჟამად დიდმა ბრიტანეთმა გამოუყო უკრაინას თანხა ბალისტიკური რაკეტების შესაძენად, ევროკავშირმა იმ 8 მილიარდს დაუმატა კიდევ 2 მილიარდი „პატრიოტის“ რაკეტების საყიდლად. ასე რომ, გარკვეული, სპეციალური მიმართულება აქვთ დასავლეთში აღებული უკრაინის მოსამზადებლად ზამთრისთვის.
ასევე, 150 ათას დრონს მისცემს ბრიტანეთი უკრაინას წლის ბოლომდე. აქედან ძირითადი არის გადამჭერი დრონები. რეაქტიული გადამჭერი დრონები, რომლებიც ზუსტად რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ გამოიყენება.
წარმოების რაოდენობაა მნიშვნელოვანი და ეს რაოდენობაც თანდათანობით იზრდება. უკრაინა თვითონ გახდა იარაღის მწარმოებელი ქვეყანა, რაც ალბათ თვისობრივად ცოტა ხანში აისახება. რუსები „შაჰედების“ მაგივრად უკვე „გერანებს“ უშვებენ: „გერან-4“, „გერან-5“ უკვე არის რეაქტიული. მისი გადაჭერა რთულია, ვინაიდან საკმაოდ მაღლა მიფრინავს და მაღალი სიჩქარით.
რა არის ცნობილი რუსების მარაგების შესახებ? რა რესურსი გაუჩნდათ?
„გერანებს“ თვითონ აწარმოებენ და, როგორც ჩანს, იღებენ მაკომპლექტებელ დეტალები შეიძლება ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან. ნუ გამოვრიცხავთ ირანსაც.
უკრაინელები მოქმედებენ სწორი პრინციპით – ერთი ინგლისური გამოთქმაა ასეთი, რომ „ისრის დაჭერას სჯობია, მოკლა მშვილდოსანი“. შესაბამისად, უკრაინელები ავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ამცირებენ რუსეთის შესაძლებლობებს.
თუ უკრაინამ შეძლო თავისი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება, რა თქმა უნდა, დარტყმები გაძლიერდება რუსეთზე და რუსული საავიაციო თუ სახმელეთო შესაძლებლობები შემცირდება, ვინაიდან რაკეტას გამშვები სჭირდება – გინდა ბალისტიკური იყოს, გინდა ფრთოსანი.
წარმოიდგინეთ, 9 სექტემბერს უკრაინელებმა შეძლეს ერთდროულად სამი ხომალდის დაზიანება ნოვოროსიისკში. ეს სამივე ხომალდი რაკეტმზიდია, რომელსაც „ცირკონის“ რაკეტების გაშვება შეეძლო და უშვებდნენ კიდეც უკრაინის მიმართულებით. მსგავსი დარტყმებით აზიანებენ სტრატეგიულ ბომბდამშენებს, საიდანაც უშვებენ ფრთოსან რაკეტებს. ეს შეამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს.
კრიტიკულ ვითარებაში უკრაინა არ არის და ეს ჩანს კიდეც ზელენსკის რიტორიკაში, როდესაც ამერიკულ დელეგაციას კატეგორიულად უთხრა, რომ უკრაინა დონბასს არ დათმობს.
რუსეთი დონბასის გარდა ითხოვს კიდევ სამ რეგიონის დათმობას?
ერთი პერიოდი თითქოს პუტინმა შეწყვიტა ამ სამ რეგიონზე ლაპარაკი და მხოლოდ დონბასზე გააძლიერა აქცენტი, მაგრამ ახლა ისევ იძახიან, რომ ისევ იმ ამოცანებს უბრუნდებიან. გასაგებია, რომ პუტინს უნდა, ეს საკითხი ვაჭრობის საგნად გაიხადოს, მაგალითად, დათმოს ხერსონის და ზაპოროჟიეს აუღებელი ტერიტორიები და სანაცვლოდ მიიღოს დონბასი მთლიანად. ამას გაასაღებს შემდეგ პუტინი დიდ გამარჯვებად, თუ გამოუვიდა.
მოსკოვსა და კიევში ამერიკელი მომლაპარაკებლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ჩასვლის შემდეგ, რა მოლოდინები გაჩნდა ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით?
ვერაფერი ვერ გამოიკვეთა ჯერჯერობით. რაც გამოიკვეთა დადებითი, არის ის, რომ ამერიკამ გააქტიურა თავისი ქმედებები – გარკვეული წინაპირობაა იმის, რომ ამ პროცესში უფრო აქტიურად ერთვება აშშ. რაღაც მიმართულებით ტრამპს ნამდვილად სჭირდება წარმატება.
ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი სამი დრონი აღმოაჩინეს, რაზეც ოფიციალურმა პირებმა პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრეს. ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთი უფრო და უფრო ხშირად იყენებს სამხედრო რიტორიკას გერმანიის წინააღმდეგ. რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს ამ ინციდენტს?
თქვენთან ვამბობდი წინა ინტერვიუში, რომ იქნებოდა სწორედ მსგავსი ინციდენტები, დივერსიული მოქმედებები. სხვა რა შეუძლია აბა? რუსეთი გააძლიერებს თავის დივერსიულ მოქმედებებს, რომ განწყობა ევროპის ქვეყნებში როგორმე შეიცვალოს უკრაინის საზიანოდ.
რუსეთმა დიდ ბრიტანეთს დაუწყო ომი და ახლა გერმანიას დაუწყებს თუ რა? როგორც ჩანს, მსგავსი მოქმედებების რაოდენობა და ინტენსივობა გაიზრდება.
იგივე ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმის მცდელობა ამის ნაწილი იყო. სხვათა შორის, ძალიან ახლოს არ აფეთქებულა – დაახლოებით 150 კილომეტრში აფეთქდა. ამ დრონმა გაიარა მოლდოვა, რუმინეთი, დაბრუნდა მოლდოვაში და იქ იყო ეს თავდასხმა. ამგვარად არანაირ საზღვრებს არ ცნობს რუსეთი.
თქვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე რა ხარისხის ნდობა ჩანს ტრამპის მხრიდან პუტინის მიმართ? 10 სექტემბერს გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიამ და აშშ-მ არქტიკაში რუსეთის საიდუმლო წვრთნა ჩაშალეს, სადაც კვალის დატოვების გარეშე წყალქვეშა კაბელების და დაზიანებისთვის შექმნილი ახალი ტექნოლოგიის გამოცდა მიმდინარეობდა. იმავე პერიოდში ტრამპმა განაცხადა პუტინთან საუბრის შესახებ და ასეთი რამ თქვა: „შესანიშნავი საუბარი გვქონდა პუტინთან. მას სურს შეთანხმების დადება და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება“.
რასაც ვხედავთ, ეს არის ის, რომ ტრამპის მხრიდან ჯერ კიდევ დიდი ნდობაა პუტინის მიმართ. არ ვიცი, ეს რის ბრალია. ძნელია ტრამპის ნათქვამის და ქმედებების რაღაცნაირად დაკავშირება. მე ჯერ არ მინახავს ტრამპს ეთქვას, მოლაპარაკება წარუმატებელი იყო. მისი თქმით, მოლაპარაკება ყოველთვის არის მშვენიერი, ლამაზი, ნაირფეროვანი, წარმატებული და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობაში სულ სხვა სურათს ვიღებთ-ხოლმე.
გამიჭირდება თქვენს კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ აქტიურობა ამერიკის მხრიდან გამოჩნდა. ევროპას რუსეთი არ ენდობოდა და არ თვლიდა, რომ უნდა ჩარეულიყო ამ მოლაპარაკებებში. უკრაინა ევროპის გარეშე არ ჯდება მოლაპარაკებებზე. ასე რომ, ამერიკის, როგორც გარკვეული მედიატორის გამოჩენა, აუცილებელი იყო მოლაპარაკებებისთვის.
კორუფციული სკანდალებზეც მინდა გკითხოთ უკრაინაში, ზელენსკის ოფისის გარშემო. ეს რამდენად ახდენს გავლენას სამხედროებზე?
რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და ეს ნეგატიურად აისახება მებრძოლების განწყობაზე. გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს აისახება საბრძოლო მოქმედებებზე. არც რაღაც მასობრივი დაუმორჩილებლობა, ან მასობრივი ბრძოლის ველის დატოვება და ასე შემდეგ. იმდენად კულუარულად ხდება ეს ამბავი, რომ ჯარისკაცამდე მხოლოდ ინფორმაცია მიდის. რეალობაა ეს კორუფცია, როგორც საბჭოთა გადმონაშთი. ამ რეალობაში უწევს ზელენსკის ქვეყნის მართვა.
დასავლეთმა თვითონ უნდა გაამკაცროს კონტროლი იმ თანხებზე, რომელსაც აძლევენ, ვინაიდან ეს თანხები ძირითადად კონკრეტული მიზნებისთვის არის გამოყოფილი.
ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების მოწყობა 12-16 ოქტომბერს ხომ არ უკავშირდება რუსეთში მოსალოდნელ მობილიზაციას? ამ სწავლებაში, ცნობილია, რომ მონაწილეობას მიიღებენ რუსი სამხედროები.
ეს არის შემოდგომის შემაჯამებელი წვრთნები – როდესაც ხდება დანაყოფის მომზადება, შენაერთის მომზადება, შემდეგ აკეთებენ ამის ჩვენებას საბრძოლო წვრთნებზე. ეს გეგმური სწავლებაა. არა მგონია მობილიზაციის თვალსაზრისით ტარდებოდეს სწავლება. როგორც წესი, ხდება ხოლმე სამობილიზაციო სისტემის მუშაობის რაღაც ელემენტების გამოყენება ამ სწავლებებში.
რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ მიდის ოთარ ფარცხალაძე – საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი. უკრაინაში მებრძოლის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა თქვა, რომ ამით რუსეთს სურს შექმნას განწყობა, რომ ქართველები რუსების მხარესაც იბრძვიან… თქვენ რას ფიქრობთ?
არ მგონია, ეს სამხედრო ძალა იყოს. ეს იქნება სააგიტაციო დანაყოფი. ფარცხალაძის ომი არ გაიშვა არსად და მისი საბრძოლო მოქმედებები.
ჩემი აზრით, ეს დანაყოფი საბრძოლო მოქმედებებში არ მიიღებს მონაწილეობას. ეს იმდენად ძვირი უჯდება რუსეთს, რომ ეს ხალხი დაიხოცოს და ხელახლა შეავსონ, ამდენ ქართველს ვერ მოძებნიან, ვერც სხვებს. ეს კარგად ესმის ფარცხალაძესაც.
უცნობია, საერთოდ რა სახის დანაყოფზეა საუბარი: ასეულია, ბატალიონია, ბრიგადა. ფარცხალაძემ ინტერნაციონალური ლეგიონი ჩამოაყალიბა, სახელწოდებით „გიორგიევსკი“. ისე ჯობდა „შულავერი“ დაერქვა. უფრო მოუხდებოდა მის დანაყოფს ეს სახელი. ეს იქნება სააგიტაციო დანაყოფი, ძირითადად პიარ-კამპანიისთვის განკუთვნილი.
რუსეთს ყოველთვის სჭირდება მეხუთე ტუზი სახელოში დამალული. გიორგაძე დაბერდა და, როგორც ჩანს, ახალი მოძებნეს. სულ ეს არის.
ბოლოს მინდა გკითხოთ ჯარში გაწვევის წესის გამკაცრებაზე: ჩაბარებულად ჩაითვლება უკვე საჯაროდ გამოქვეყნებული უწყისი. პირი თუ არ გამოცხადდება შესაბამის ორგანოში, დააჯარიმებენ, შესაძლოა დააპატიმრონ კიდეც. ჯარის გაძლიერებაა ჩვენი მიზანიო, „ოცნება“ ამბობს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე?
სავარაუდოდ ეს უფრო უკავშირდება მობილიზაციის უფრო ეფექტურად ჩატარებას. ამით ჯარი არ ძლიერდება. თავის არიდება შეიძლება შემცირდეს.
მე წინააღმდეგი ვარ სავალდებულო სამხედრო სამსახურის და მომხრე ვარ სრულად საკონტრაქტო სისტემის. ვთვლი, რომ ძალით წაყვანილი ჯარისკაცი არ არის ეფექტური ბრძოლის ველზე და ეს ბევრგან გამოჩნდა. მას უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ეფექტი.
მაგრამ საკონტრაქტო სამსახურის პარალელურად, უნდა იყოს ძალიან ძლიერი, კარგად ორგანიზებული, ოპერატიული სამობილიზაციო სისტემა.
ყოველი წლის სექტემბერში ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. წელს ფესტივალის მეათე, საიუბილეო წელია.
Ad black sea-ს სამი დამფუძნებელი ჰყავს – ვატო ქავთარაძე, ნინო სანაია და ბიბი ასათიანი.
რეკლამის ფესტივალის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართველმა მარკეტერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალი ნახეს და გაუჩნდათ სურვილი რამე მსგავსი საქართველოშიც ყოფილიყო.
პირველი ფესტივალი 2015 წელს ჩაატარეს, უკრაინელ პარტნიორებთან ერთად. მას შემდეგ ცდილობენ, რომ ყოველი მომდევნო წინაზე უკეთესი იყოს.
ყოველ წელს ფესტივალს ერთგვარი სათაური და სლოგანი აქვს. მაგალითად, გასულ წელს Ad black sea-ის სათაური და სლოგანი იყო „შემოქმედებითი წინააღმდეგობა“, 2026 წლის სლოგანი კი ასეთია – ON THE EDGE – ზღვარზე.
„ფესტივალის წლევანდელი თემა არის „ზღვარზე“. ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ ვართ რაღაც ზღვარზე. შარშანდელი ფესტივალის თემა იყო შემოქმედებითი წინააღმდეგობა, მაგრამ იმ წინააღმდეგობამ რა მოიტანა, არ ვიცი. კიდევ უფრო გადაიწია ხაზებმა, კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მოდის თითოეულ ჩვენგანზე, კიდევ უფრო ზღვარზე აღმოვჩნდით და ამიტომ დავარქვით ზღვარზე.
„ყველაფერი ზღვარზეა… გლობალურად რაც ხდება, რეგიონში რაც ხდება, უკრაინაში რაც ხდება, ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება. ცალკე ტექნოლოგიური წნეხია ხელოვნური ინტელექტის სახით, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ინდუსტრიაზე.
ამას ემატება მილიონი პირადი პრობლემა. ჩვენ, ადამიანებს, ხომ გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება და იქაც ყველა რაღაც ზღვარზეა,“ – ასე ხსნის Ad black sea-ის 2026 წლის თემას ფესტივალის თანადამფუძნებელი ვატო ქავთარაძე.
ვატო ქავთარაძე
„ბათუმელებმა“ ვატო ქავთარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ქვეყანაში რეკლამის მთავარი ფესტივალის ორგანიზატორს ვკითხეთ, რა გავლენას ახდენს ქვეყნის მდგომარეობა სარეკლამო ინდუსტრიაზე.
ბატონო ვატო, 10 წლის წინ, როდესაც Ad Black Sea დააფუძნეთ, როგორი სიტუაცია იყო ქვეყანაში – ამ ათი წლის განმავლობაში, როგორ შეიცვალა ინდუსტრია და პარალელურად როგორ შეიცვალა ქვეყანა?
პარალელური ხაზები შეიძლება დავინახოთ, ფესტივალი აშკარად პროგრესირებს. ეს ჩვენი დაკვირვება არ არის მარტო, ყველა მონაწილის და დამკვირვებლის მოსაზრებაა. ჩვენ გვიხარია, რომ ამას ვახერხებთ – ყოველ წელს უკეთეს ფესტივალს ვაკეთებთ.
ფესტივალის პროგრესთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის… ფესტივალი ხომ ტარდება ქვეყანაში და რაღაც კონტექსტში არა? აი, ეს ქვეყანა და კონტექსტი პირდაპირპროპორციულად რეგრესირებს.
ფესტივალის პროგრესთან ერთად სისტემა, რომელშიც ეს ფესტივალი იქმნება (სისტემას ვგულისხმობ იმ დიდ სისტემას, რომელშიც ჩვენ ყველა ვარსებობთ), რადიკალურად უკან-უკან მიდის.
იმ ავტორიტარულ სისტემაში, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, მსგავსი ფესტივალი რომ არსებობს, ეს უკვე რაღაცნაირად დიდი მიღწევა მგონია.
რა ეშველება იმას, რომ ქვეყანა ასეთი სისწრაფით რეგრესირებს, სიმართლე გითხრათ, მაგაზე პასუხი არ მაქვს.
წნეხი და, ასე ვთქვათ, არასტაბილური სიტუაცია შემოქმედებით ადამიანებზე რა გავლენას ახდენს, როგორ აისახება?
მე მგონია, რომ ყველაზე ყველაფერი აისახება და ვერავინ ვერაფერს ვერსად ვერ გაექცევა, იმდენად მძიმეა ეს წნეხი.
ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენი მხრიდან და იმდენი ფორმით გაწვება გარკვეული წნეხი, რომ, უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია, მაგას თავი არიდო, თავი დაიძვრინო და ამ ყველაფრისგან დამოუკიდებლად ყველაფერი კარგად გქონდეს.
ყველანი ყველაფერს განვიცდით და ეს სიტუაცია ყველაზე აისახება.
განსაკუთრებით შემოქმედ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ გაძლიერებული მგრძნობელობა ყველაფერზე. იმიტომ, რომ უფრო მეტს ხედავენ, უფრო წინ ხედავენ, შესაბამისად, უფრო მოწყვლადები არიან. მათ შემოქმედებაზეც აისახება ეს.
ამავე დროს არსებობს ისეთი პრეცედენტებიც, როცა ასეთ წნეხურ გარემოში ადამიანები მაინც ახერხებენ თავიანთი სათქმელის თქმას და თავის გამოხატვას. მაგალითად, ირანში. თუმცა ეს გამონაკლისია.
არადემოკრატიულ და არატოლერანტულ გარემოში შემოქმედებითი ენერგია, შეზღუდული და დაჩაგრული ხდება.
თავისუფლდება სივრცე ბევრად უფრო ბნელი და ნეგატიური ენერგიებისთვის, შესაბამისად, ამ სივრცეში რაღაც წარმატებულ და მასობრივი განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და ვერც იქნება, ჩემი აზრით.
თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტყუილთან და პროპაგანდასთან ბრძოლა. როგორ ვებრძოლოთ პროპაგანდას – ეს არის ახლა მთავარი კითხვა ყველასთვის, ვინც ცდილობს ეძებს პასუხს ამ კითხვაზე. თქვენ როგორ ხედავთ შემოქმედებითი ინდუსტრიის როლს ამ ბრძოლაში?
ჩემი აზრით, ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს ძალიან დიდი და ორგანიზებული სისტემა, რომელიც არის მძლავრი, მასშტაბური და გაწერილი აქვს თავისი სამოქმედო გეგმა ისეთ დეტალებამდე და ნიუანსებამდე, რომელთან ბრძოლაც ასეთი ფორმით, როგორც ახლა ჩვენ ვცდილობთ, ეფექტური არ არის.
იმიტომ, რომ ისინი [პროპაგანდის შემქმნელები] მასითაც, ორგანიზებითაც, გააზრებითაც და სტრატეგიული ხედვითაც გვჯობნიან. უფრო სწორად, შენ არც გაქვს ბრძოლის ეფექტური მეთოდები.
ალეგორიულად რომ წარმოიდგინოთ – ჩვენ მათთან შედარებით ვართ, ორგანიზებულ არმიას რომ დაუპირისპირო „რაგატკებიანი“ ბავშვები.
არმიას, რომელსაც ჰყავს არტილერია, თავისი სტრატეგიული ხელმძღვანელობა, ტანკები, ყველანაირი აღჭურვილობა, ასეთ ძალას ხომ ვერ მოერევა ბავშვების ჯგუფი პატარა ტკაცუნა თოფებით.
დაახლოებით ასეთივე მიმართებაა პროპაგანდასთან ბრძოლა ჩვენი ძალებით.
ის სისტემა ჩვენ გვერევა იმითი, რომ არის უფრო ძლიერი, ორგანიზებული და მასზე ყოველდღე მუშაობს ასობით ადამიანი.
ზუსტად ვიცი, რომ ყოველდღე, მაგალითად, მოსკოვშიო, ერთ-ერთ ქუჩაზე მიდის ხალხი, როგორც სამსახურში, აი, ისე მიდის ასობით ადამიანი იმისთვის, რომ მარტო საქართველოზე, აქ პროპაგანდის გავრცელებაზე, იმუშაოს.
ეს მარტო ჩვენს ქვეყანაზე თუ გავაკეთებთ აქცენტს, თორემ ისე უფრო დიდი მოცვა აქვთ და გლობალურადაც ძალიან ეფექტურად მუშაობს ეს პროპაგანდა.
სწორედ ამიტომ, ასეთი მასშტაბის პროპაგანდასთან ბრძოლისთვის გჭირდება მინიმუმ ის, რომ შენც გყავდეს ორგანიზებული ჯგუფი, ვინც სტრატეგიულად დაგეგმავს მუშაობას.
ამას სჭირდება უდიდესი რესურსი, ამიტომ სახელმწიფო უნდა იყოს ამის უკან და უპირისპირდებოდეს დეზინფორმაციას, პროპაგანდას.
ჩვენს შემთხვევაში კი რა ხდება?
იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო იყოს პროპაგანდასთან ბრძოლის ორგანიზატორი, ის არის პროპაგანდის მხარეს. ძალის ქვედანაყოფია, იმ ასობით ადამიანის, რომელიც ყოველდღე მიდის სამსახურში, რომ დაგეგმოს და მერე ამ დაგეგმილი პროპაგანდით გადაგთელოს.
ამ მოცემულობაში ჩვენი, ნებისმიერი ინდივიდუალურად ადამიანის, თუ რაღაცა პატარა ჯგუფის ძალისხმევა აუცილებელია.
თუმცა სრულიად არასაკმარისი იმისთვის, რომ ამ პროპაგანდაში ჩვენ რამე წარმატებას მივაღწიოთ.
ერთადერთი, რაც ჩვენ გვშველის, არის სიმართლე, რომელიც ჩვენ მხარეზეა და არის გულწრფელი ბრძოლა იმ იდეალებისა და ფასეულობებისთვის, რასაც ვემსახურებით. ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ჩვენი სივრცის, ჩვენი ღირსების და ჩვენი სამყაროსი. ამ ბრძოლაში ეს ერთადერთი აქტივია, თორემ ფორმალურ ნაწილში პროპაგანდა არის განუზომლად დიდი. ერთადერთი შანსი გვაქვს, თუ ბიბლიურ თქმულებებს დავესესხებით, ბრძოლა დავითს და გოლიათს შორის ხანდახან დავითის გამარჯვებით მთავრდება. სწორედ ამის იმედი შეიძლება გვქონდეს ამ ბრძოლაში.
ვატო ქავთარაძე Ad Black Sea – ის გახსნის ცერემონიალზე
როგორ ველაპარაკოთ ადამიანებს, რომლებიც პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან? ამ სალაპარაკო ენის პოვნაში კრეატიული სამყაროს როლს თუ ხედავთ და როგორ?
ჩემი აზრით, შეუძლებელი ამ ენის გამონახვა ხალხთან, რომელიც პროპაგანდას სრულად ჰყავს გადაყლაპული.
ბევრი მაგალითია, რომ სახლში შვილი მშობელს ვერ უმტკიცებს რაღაცას. რომელი პროპაგანდით შეიძლება იმაზე უფრო ძლიერი ველი შექმნა, სადაც დედა და შვილი, ან მამა და შვილი ვერ თანხმდებიან.
როცა შვილი, რომელიც ვერ აჩვენებს დედას ან მამას რეალობას, ვერ გამოჰყავს პროპაგანდის გავლენიდან, ამ მოჯადოებული მდგომარეობიდან, არა მგონია ასეთ ხალხზე სხვა რამე ფორმის კომუნიკაციამ, ტექნიკურმა, სტრატეგიულმა ხედვამ იმოქმედოს.
სამწუხაროდ, პროპაგანდას ათწლეულები აქვს ნამუშევარი, თუ მეტი არა, ტვინების ეტაპობრივად მოწამვლაზე, ნელ-ნელა და წვეთ-წვეთად, იმათ აღარაფერი აღარ შველის.
ამ ტვინების გამოხშირვაში მარტო ტელევიზორის ან ფეისბუქის როლი არაა.
ეს არის კომპლექსური.
ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ჩემი დაკვირვებით, არის ამბიონი, საიდანაც ადამიანებს ელაპარაკებიან იმედით, სადაც რაღაც საკრალურ ზონაში გადაჰყავთ ის რაღაც ამბავი და იქიდან ამუშავებენ.
წარმოიდგინეთ ერთი მაგალითი, რომელიღაც ერთი ასეთი „მარტივი ტვინი“ მიდის და ეკლესიიდან იღებს ინსტრუქციას, ინდოქტრინაციას. მერე მიდის სახლში, ტელევიზორს რთავს და იქიდანაც იმავეს უსმენს. მერე შეიძლება სამსახურში ან სხვაგან მიდის, იქაც იგივე.
წარმოიდგინეთ, ადამიანი შუაში რომ დააყენო ამ კრიმინალურ, რელიგიურ, ძალოვან, მედიასივრცეში, ერთგვარად დაასხივო, ეს ადამიანი იქნება მეხუთე ელემენტივით, სავსებით შესაძლებელია, ნებისმიერ ადამიანს, სრულ ჭკუაზე მყოფსაც კი, ეს ექსპერიმენტი რომ ჩაუტარო, ერთ თვეში შეეცვალოს ფიქრები, იმდენად ძლიერია ეს „დასხივება/ზემოქმედება“.
ბრძოლა იმ ფორმით, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გამოვიყვანოთ ადამიანი აქედან, ჩემი აზრით, დაგვიანებულია. ყოველ შემთხვევაში, მცდელობებით, რაც გვაქვს. Facebook-ზე ვიღაცა დაწერს რაღაცას, მეორე შემოუძახებს სინდისს და ა.შ. უშედეგოა ეს ყველაფერი ჩემი დაკვირვებით.
ერთადერთი, რაც შეიძლება დავუშვათ და ამ ბოლო ხანებში ამის ნიშანი გამოჩნდა, შეიძლება თვითონ სისტემა ისე მოინგრეს და ისეთი შეცდომები დაუშვას, რომელსაც უშვებს კიდეც, რომ ადამიანებს ფიქრისკენ უბიძგოს.
[პროპაგანდის ქვეშ მოქცეული] ადამიანები შეიძლება თავისით მივიდნენ იქამდე, რომ სინდისმა, რაღაც შინაგანმა ხმამა და შეგრძნებამ მათში გამოიწვიოს ცვლილებები. დაინახონ, დაეჭვდნენ თავიანთ წარმოდგენებში.
თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს ანტიპროპაგანდის რაღაცა კერა, საიდანაც რეალური, სწორი ინფორმაცია სწორად განაწილდება, სტრატეგიულად მივა თავის ადრესატებამდე. ამან შეიძლება მცირე ცვლილებები მოიტანოს, მაგრამ არა ყველაში. იმ ხალხს, ვინც სიბნელის მომსახურე პერსონალია, ვერაფერს უზამ სამწუხარო.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად ეფექტურია პროპაგანდასთან ბრძოლის ის მეთოდები, რასაც დღეს იყენებს მედია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ან ცალკეული აქტივისტები?
სიმართლე გითხრათ, ყველაზე დამთრგუნველი და მტკივნეული ჩემთვის პირადად არის ის, რომ რეალურად დაპყრობის რეჟიმში ვართ. გვიპყრობს და დაგვიპყრო უკვე ქვეყანამ, რომელიც 300 წელია ჩვენი დამპყრობელია.
ამ წუთას არც ბომბები ცვივა, არც ავტომატით შემორბის ვიღაც, არც ფიზიკურად, ამ წუთას ოკუპაცია ხდება პროპაგანდის ველში.
ჩემთვის პერსონალურად მტკივნეულია, რადგან პროპაგანდა ასე თუ ისე მაინც ჩვენი, მარკეტერების პროფესიული დომეინია.
სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ვართ მებრძოლები იმ ველზე, სადაც დაგვიპყრეს. გამოდის, რომ ჩვენ ვერ შევასრულეთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა, თუ რა ვიცი, როგორ ვთქვა. მართალია უშუალოდ ეგ არ იყო ჩემი პროფესიული სპეციალიზაცია, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ჩვენი სპეციალობა არის ინფორმაციის გავრცელება, ინფორმაციის ხალხამდე მიტანა, დარწმუნება.
ამ სპეციალობის ფორმატში, ბევრად უფრო დიდმა, ორგანიზებულმა და ამაზე ორიენტირებულმა ძალამ აი ასეთ დღეში მოგვაქცია.
ორი რამის ტკივილია – ერთი, რომ ვერ გავუმკლავდით ამ პროპაგანდას და მეორეც, არც ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ.
თქვენი აზრით, უნდა უპასუხო პროპაგანდას თუ არ უნდა უპასუხო. ორივე გადაწყვეტილებას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ზოგი თვლის, რომ პასუხით უფრო ავრცელებ პროპაგანდას, ზოგიც თვლის, რომ სიმართლე პროპაგანდაზე ძლიერია და აუცილებელია უპასუხო. თქვენ როგორ ფიქრობთ?
უნივერსალური რჩევა არ არსებობს. ალბათ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია, კონტექსტს და სიმძაფრეს. მეც როდესაც მოვყოლილვარ მოულოდნელ შეტევაში პროპაგანდისტული ძალების, იმ მომენტში ავირჩიე, რომ არ მეპასუხა.
მაგრამ არსებობს ხალხი, რომელთანაც პროპაგანდის შეტევა უფრო ძლიერი იყო და უფრო დრამატულად განვითარდა ხოლმე მათთან მოვლენები.
ასეთ დროს მინახავს – მათ ორგანიზებულად გასცეს პასუხი. როდესაც რაღაც ისეთ ეხება პროპაგანდა, რაც რეპუტაციის შელახვას იწვევს, საჭიროა პასუხი გავცეთ.
ბათუმელ დავით გოგუაძეს მწვავე ქრონიკული დაავადება აქვს, რის გამოც, თვეების განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი. როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, სულ ორი თვეა, რაც წამოდგომა მოახერხა, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება მაინც არ შეუძლია.
„ანთება მაქვს ძვლების, ართროზის გამო მარჯვენა მენჯ-ბარძაყის პრობლემა მაქვს. საოპერაციოა, იმპლანტი უნდა გაკეთდეს, რომ ნორმალურად მოძრაობა შევძლო.
როგორც მითხრეს, ოპერაციას აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ სანამ ოპერაციამდე მივალ, მანამდე ჯანმრთელობის სხვა პრობლემები უნდა მოვიგვარო.
სამი თვეა ანალიზები არ გამიკეთებია, 210 ლარია საჭირო და ვერ ვახერხებ. ძალიან ძვირი მიჯდება მკურნალობა, ექიმთან ვიზიტი. თვეში სულ ცოტა, 300-400 ლარი მჭირდება წამლებში.
არც პენსია მაქვს, არც სოციალური დახმარება, არც არანაირი შემოსავალი.
განცხადება დავწერე მერიაში, რადგან ვიცი, რომ არსებობს მედიკამენტების დახმარების პროგრამა, ფულადი დახმარებაც გაიცემა, როგორც ვიცი და იმედი მაქვს, ამ მდგომარეობაში არ დამტოვებენ“, – ამბობს დავით გოგუაძე.
დავით გოგუაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
დავით გოგუაძე პროფესიით მეზღვაურია და 2007 წლიდან მოტორისტად მუშაობდა გემზე.
როგორც თვითონ ამბობს, გემზე გაცივდა, რის შემდეგაც დაავადდა.
„ეს არ არის მაღალი თანამდებობა და, შესაბამისად, ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალი მქონდა. მოვახერხე ის, რომ ოჯახი შევქმენი, მაგრამ დანაზოგი ვერ გავაკეთე. ხელფასი 800-1000 დოლარი მქონდა მხოლოდ.
ბოლო პერიოდში დედა მძიმე სენით იყო დაავადებული და მის მკურნალობაზეც ბევრი თანხა დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ჩემი და-ძმაც მეხმარებოდნენ ამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, დედა გარდაიცვალა.
ასე გამოიყურება დავით გოგუაძის ბინა ბათუმში.
პუშკინის ქუჩაზე ბინა მაქვს, მაგრამ სახურავი დაზიანებული იყო და წყალი ჩამოდიოდა. ყველაფერი გაფუჭდა ბინაში, – კედლები, იატაკი, ჭერი. იქ აღარ იცხოვრება.
ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ ჭერი შევაკეთე და წყალი აღარ ჩამოდის, მაგრამ საცხოვრებლად მაინც უვარგისია. როცა მინდოდა, რომ ბინის რემონტი დამეწყო და ფეხზე დავმდგარიყავი, სწორედ მაშინ დამემართა ეს დაავადება.
ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ შემიძლია დამოუკიდებლად სიარული. მინდა დავდგე ფეხზე ისე, როგორც ადრე ვიყავი, რომ ჩემს ოჯახს მივხედო ისე, როგორც საჭიროა. სამი არასრულწლოვანი შვილი მყავს. სკოლა მოვიდა და არაფერი გვიყიდია. ბავშვებს საკანცელარიო ნივთები სჭირდებათ, ჩანთები, ფეხსაცმელები.
ჩემი მეუღლე ორი თვეა მაღაზიაში მუშაობს მოლარედ, 800 ლარი აქვს მხოლოდ ხელფასი. ეს ძლივს გვყოფნის იმაში, რომ თავი როგორმე გავიტანოთ. გადასახადებია, მე წამლები მჭირდება, არ გვყოფნის არაფერში. რა დასამალია და ნახევრად მშიერი მყავს ბავშვები. ბავშვს სხვანაირი კვება სჭირდება. სწავლით კარგად სწავლობენ და ამაშიც სჭირდებათ ხელშეწყობა.
მე ვეღარ ვმუშაობ. გემიდან ჩამომწერეს, ფაქტობრივად, ამიტომ სახელმწიფოს ვთხოვ დახმარებას. სოციალური პროგრამების ფარგლებში დამეხმარონ, რომ შევძლო საცხოვრებელი ბინის მოწესრიგება და მედიკამენტების შეძენა.
მე და ჩემი ოჯახი ახლა ახლობლის ბინაში ვართ შეფარებული. ერთი წელია აქ ვართ, შესაძლოა მომავალ ზაფხულამდე მოგვცენ აქ დარჩენის უფლება, სხვისი სახლი, სხვისია და ხომ უნდა გავიდეთ აქედან. იმედი მაქვს, შვილებს არ დამიტოვებენ ღია ცის ქვეშ.
ვთხოვ სახელმწიფოს, ბათუმის მერიას, რომ შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და ჩემს არასრულწლოვან შვილებს მისცენ ნორმალურ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. მეც დამეხმარონ ფეხზე დადგომაში“, – ამბობს დავით გოგუაძე.
ვიდეო:
დავით გოგუაძეზე დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე.
2027 წლის 1 იანვრიდან რძის შემცველი პროდუქტზე, რომელიც დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით, ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე.
შესაბამისი ცვლილებები შევიდა დადგენილებაში „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
ცვლილების თანახმად, ბაზარზე განთავსებული რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში განთავსებული უნდა იქნეს პიქტოგრამა – „დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით“.
პიქტოგრამა უნდა განთავსდეს პროდუქტზე ისე, რომ მყიდველს შეძენისას შეეძლოს მისი დანახვა.
პიქტოგრამა.
ასევე, დადგენილებას დაემატა პუნქტი, რომლის თანახმადაც არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით დამზადებული რძის შემცველი პროდუქტი მომხმარებლისთვის წარდგენილი უნდა იქნეს რძისა და რძის ნაწარმისგან განცალკევებით.
დადგენილების თანახმად, დაუშვებელია პიქტოგრამის ფერებისა და დიზაინის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პიქტოგრამა განთავსებულია მსგავსი ფერის ფონზე, რაც ართულებს მის ვიზუალურ აღქმას. ამ შემთხვევაში, ფონთან კონტრასტის შექმნის მიზნით, საჭიროა უნივერსალური პიქტოგრამის საზღვრების კონტურის ხაზის შავი ფერის ჩარჩოში ჩასმა.
იმ დროს, როცა ამერიკა 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წლისთავს გლოვითა და ფიქრით ხვდება, ძველმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თავი მოიყარეს კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, რათა გაეხსენებინათ ის გარდამტეხი დილა და შეეფასებინათ, თუ როგორ შეცვალა მან ამერიკული ძალაუფლება.
დისკუსიას სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ანალიტიკოსი აარონ დევიდ მილერი უძღვებოდა, მონაწილეები კი იყვნენ სიუზან გლასერი (New Yorker-ის მიმომხილველი, მაშინ მოსკოვში Washington Post-ის ბიუროს ხელმძღვანელი), ფილიპ გორდონი, ბრუკინგსის ინსტიტუტიდან [კლინტონისა და ბაიდენის ადმინისტრაციების უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც თბილისში და ბათუმში ჩავიდა 2012 წელს] და ნიკ რასმუსენი მაკკეინის ინსტიტუტიდან (კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი შეფი).
მილერმა გაიხსენა ის უმძიმესი წუთები, როცა ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის ფანჯრიდან პოტომაკის გადაღმა ამომავალ კვამლს უყურებდა: „არ მგონია, ოდესმე ამ ამბის წინაშე ასეთი უსუსურობისა და უძლურების განცდა მქონოდა“.
მოსკოვში მყოფ სიუზან გლასერს კი თვალწინ უდგას სასტუმრო „მარიოტის“ პრესკონფერენცია, როცა დარბაზში უზარმაზარი აღნაგობის ამერიკელი საზღვაო ქვეითი შევარდა, პოდიუმს მიეჭრა და პენტაგონის მაღალჩინოსანი დაგლას ფეითი სასწრაფოდ გაიყვანა – ვაშინგტონიდან ცნობა მოვიდა, რომ თავად პენტაგონს დაარტყეს.
გლასერმა თქვა, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის შემობრუნება პირდაპირ ეთერში, საკუთარი თვალით იხილა: „სამყარო ჩვენს მყუდრო ბუშტში შემოიჭრა და ის უბრალოდ ააფეთქა“. ფილ გორდონმა კი, რომელიც იმ დილით კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად საუზმობდა, მაშინვე დაწერა სტატია ფრანგული Le Monde-ისთვის; ამერიკის შემართებასთან ერთად, მან იქვე გააფრთხილა ვაშინგტონი „ემოციური და ირაციონალური რეაქციების საფრთხეზე, რასაც შეეძლოა პრობლემები მოეტანა”.
რეფორმების ფასი და დაკარგული თავისუფლებები
პანელის მონაწილეები ერთხმად აღიარებენ: 11 სექტემბრის შემდეგ გატარებულმა უმკაცრესმა რეფორმებმა – დაზვერვის უწყებების გაერთიანებამ, ტრანსპორტის კონტროლმა და საზღვარგარეთ ტერორისტული ბაზების განადგურებამ – თავისი საქმე გააკეთა და ამერიკის მიწაზე მსგავსი მასშტაბური თავდასხმა აღარ დაუშვა.
გორდონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპაში მომხდარი ტრაგედიებისა (მადრიდში, ლონდონსა თუ პარიზში) და შეერთებულ შტატებში მომხდარი შედარებით მცირე თავდასხმებისა (სან-ბერნარდინოსა თუ პენსაკოლაში), სისტემამ იმუშავა: „ფართო გაგებით, უნდა ვაღიაროთ, რომ სისტემამ ამ ვიწრო, მაგრამ გადამწყვეტ მიზანს მიაღწია“. რასმუსენმაც დაამატა, რომ 25 წელი ახალი 9/11-ის გარეშე „იმ დღეს უდიდეს გამარჯვებად ჩაითვლებოდა“.
თუმცა მილერმა იკითხა, რა დაუჯდა ეს ქვეყანას შიგნით და როგორ გაიზარდა საპრეზიდენტო ძალაუფლება. რასმუსენმა გულწრფელად აღიარა, რომ კონტრტერორისტულ მანქანას თავიდანვე მოჰყვა „გადაჭარბებისკენ მიდრეკილება“, გორდონმა კი პირდაპირ თქვა, რომ მაშინდელი საგანგებო ზომები დღემდე ხელშეუხებელია: „გულწრფელად რომ ვთქვა, დღეს უფრო მეტად ვდარდობ სამოქალაქო თავისუფლებების ეროზიაზე“.
ვერნასწავლი გაკვეთილები: ერაყიდან ირანის ომამდე
საუბარი ლოგიკურად გადავიდა ძველ შეცდომებზე, რომლებიც დღეს, დონალდ ტრამპის მიერ ირანში გაჩაღებულ ომში, ისევ მეორდება. მილერმა ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ამერიკა შეადარა „თანამედროვე გულივერს, რომელიც დაეხეტება სამყაროში, რომელიც კარგად არ ესმის, შებოჭილია პატარა მოთამაშეებით და დამძიმებულია საკუთარი ილუზიებით“.
გორდონის თქმით, ერაყის მთავარი ტრაგედია ტაქტიკური შეცდომები კი არა, უსაზღვრო ამპარტავნება იყო: „უდიდესი შეცდომა იყო არა ოპერაციული არჩევანი, არამედ იმის რწმენა, რომ ტერორიზმის საპასუხოდ რეგიონის სამხედრო ძალით გარდაქმნა და დემოკრატიზაცია შეგვეძლო“.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები „დაუსრულებელი ომებით“ დაიღალნენ, წინა წლების წარმატებულმა წერტილოვანმა დარტყმებმა ტრამპს გაუჩინა ილუზია, რომ „მე შემიძლია ვიყო ის, ვინც ამას ბოლომდე მიიყვანს“. შედეგად კი ისევ გამოჩნდა, რომ „არარეალური მიზნებისთვის სამხედრო ძალის გამოყენება მწარედ ბუმერანგივით გიბრუნდება“.
გლასერიც დაეთანხმა და გაიხსენა საბჭოთა გენერლები, რომლებმაც ჯერ კიდევ 2001 წლის შემოდგომაზე გააფრთხილეს, რომ ავღანეთში შესვლა საკუთარი ხელით შექმნილ მახედ იქცეოდა: „დონალდ ტრამპი დღეს ამას თავიდან სწავლობს – ჩვენ ეს გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ. სიმართლე გითხრათ, არც კი მგონია, რომ ამ უპრეცედენტოდ არაპოპულარულ ომს [ირანში] მალე დავასრულებთ, რადგან გამოსავლის მკაფიო გზას უბრალოდ ვერ ვხედავ“.
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, კანალიზაციის ქსელის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი „ბაქოს ქუჩის, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის თბილისის ქუჩის დასაწყისამდე კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე“ 4 862 296 ლარით გამოაცხადა.
თუმცა, ტენდერს ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები მხოლოდ თამარ მეფის ქუჩაზე უნდა ჩატარდეს [თამარ მეფის გამზირის N43-ის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ქუჩამდე მონაკვეთში]. ამ მონაკვეთში ექცევა მახინჯაურის სანაპირო ზოლიც.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს, თუმცა კომენტარი ვერ მივიღეთ.
საპროექტო ტერიტორია თამარ მეფის გამზირზე – სანაპირო დაცვის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ქუჩამდე მონაკვეთი / ფოტო ტენდერიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ის ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2027 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
„არსებული მდგომარეობის შეფასებით, საპროექტო მონაკვეთზე დღეის მდგომარეობით სრულად მოკლებულია საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა. საკანალიზაციო ქსელის არარსებობა განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს ბათუმისათვის, რომელიც ბოლო წლებში დინამიური განვითარებითა და მოსახლეობის მზარდი რაოდენობით გამოირჩევა.
შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, რომლის განხორციელებაც ადრე თუ გვიან აუცილებელი გახდებოდა“, – წერია პროექტში.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა ბოლო 20 წელია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მხარდაჭერით ხორციელდება. KfW-ს დაფინანსებით ამჯერად სამუშაოების მეხუთე ფაზა მიმდინარეობს, რომელიც, როგორც ადრე „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებს არ ითვალისწინებს.
„მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა სავარაუდოდ მე-6 ფაზაში განიხილება. თუმცა, ვინ დააფინანსებს ამ „მეექვსე ფაზის“ სამუშაოებს და არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ქალაქი შეღავათიან კრედიტს ისევ KfW-გან მიიღებს, უცნობია. აქ აღსანიშნავია გერმანიის [უკვე ყოფილი] ელჩის განცხადება, რომ გერმანია უარს ამბობს „ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე“ საქართველოსთან მიმართებაში“, – წერდა „ბათუმელები“ 2024 წელს.
თამარისა და მახინჯაურის დასახლებების მხოლოდ სანაპირო ზოლში ზემოთ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში კანალიზაციის სისტემის მოწყობა ამჯერად მთლიანად ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორიაზე, სადაც კანალიზაციის ქსელი უნდა მოეწყოს, უკვე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულ შპს „გზასთან“ მერიის სამმართველოს ხელშეკრულება 29 163 899 ლარზე აქვს გაფორმებული.
„პროექტის გადაუდებლობას განაპირობებს ისიც, რომ [სხვა] ტენდერის ფარგლებში, საპროექტო მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
ვინაიდან გზის სამუშაოების დასრულების შემდეგ საკანალიზაციო ქსელის მოწყობა გამოიწვევდა ახლად დაგებული სავალი ნაწილის დაზიანებას და დაკავშირებული იქნებოდა დამატებით ფინანსურ და დროის დანახარჯებთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანალიზაციო სამუშაოები განხორციელდეს გზის სამუშაოების დასრულებამდე“ – აღნიშნულია კანალიზაციის ქსელის მოწყობის პროექტში.
ფეისბუქკომენტარის გამო ერთ-ერთი მოქალაქის დასჯა შსს-ს თეთრიწყაროს სასამართლოშიც მოუთხოვია. თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.
ვლადიმერ ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა საქართველოში, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებსა და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.
2025 წლის ბოლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უარი თქვა „ოცნების“ რეჟიმის პირობებში მიღებული რამდენიმე ახალი სამართლებრივი ნორმის გამოყენებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება, რომელიც მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მმართველობის დროს შეცვლილი კანონი ანტიკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა.
ბოლო პერიოდში ფეისბუქპოსტების გამო „ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლო აქტიურად აჯარიმებს ან აპატიმრებს მოქალაქეებს. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას 2026 წლის 4 სექტემბერს მიუღია გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც ასევე ფეისბუქპოსტს ეხებოდა.
„მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენა,“ – ჩაუწერია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაში, სადაც იგი ასაბუთებს იმას, რომ პირველ რიგში შსს-ს არ დაუდგენია: ნამდვილად იმ პირს ეკუთვნის თუ არა ფეისბუქპოსტი, რომელიც შსს-მ სამართალდარღვევად მიიჩნია.
„არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დადასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით. საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება [ინფორმაცია] იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ „facebook”-ში „M. S.“-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს-ს. არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ, მან შექმნა თუ არა პროფილი [გვერდი]. ასევე არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს და სარგებლობს პროფილით, უშუალოდ ვინ და სად დაწერა კონკრეტული კომენტარი. არ არის წარმოდგენილი რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია შესაბამისი ინტერნეტპროვაიდერიდან ან სოციალური ქსელიდან. არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა, რომელიმე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულზე რაიმე მტკიცებულების ან ინფორმაციის წარმოდგენა არც სასამართლო სხდომაზე მომხდარა.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა და საქმის წარმოება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კანონიერ დაცვას. სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ან არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოციალურ ქსელ „facebook”-ში შეუძლებელია პროფილის შექმნა სხვა პირის სახელით, გვარით და ფოტოსურეთ(ებ)ით.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა შექმნას ნებისმიერი პირის სახელზე პროფილი და ატვირთოს სურათები, შეუძლებელია სასამართლომ მხოლოდ ამ სურათის „ამოცნობით“ დაადგინოს სამართალდარღვევის ფაქტი. არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. კანონის ძალით მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები.
თუ დავუშვებთ თუნდაც გონივრული ეჭვით, რომ პროფილი ეკუთვნის კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, რომ უშუალოდ მან შეასრულა მოქმედება [კომენტარის დაწერა ან სხვა]. ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმებით და კანონმდებლობით ამ შემთხვევაშიც [სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერა] უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ვინაობა, რათა პირს უტყუარად დაუდასტურდეს ქმედების მის მიერ ჩადენა, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პროფილი, ვინ სარგებლობს პროფილით და ა.შ.“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
ამ გადაწყვეტილების გარკვეული ნაწილი პერსონალური მონაცემების დაფარვით თავად თეთრიწყაროს სასამართლომ გაავრცელა.
პასუხისგებაში მიცემული პირის დასჯას ამ შემთხვევაში შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით ითხოვს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას. ეს მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 500-დან 3 ათასამდე ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა ევროსასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:
„სასამართლო სრულიად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას (Sergey Zolotukhin vs. Russia) იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ქვეყნების სამართლებრივ სისტემებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი უმართლობები, რომელიც თავისი ბუნებით, ხასიათით და შინაარსით პრაქტიკულად წარმოადგენენ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებს [აქვე გასათვალისწინებელია მიყენებული ზიანი და სხვა]. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკითხის გადასაწყვეტად, თუ რომელ წარმოებას შეიძლება მიეკუთვნოს საქმე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის წარმოებას თუ სისხლისსამართლებრივ წარმოებას) ეროვნული სამართლით განსაზღვრულ კლასიფიკაციასთან ერთად გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ქმედებისთვის განსაზღვრული სანქციის (სასჯელი) ზედა, მაქსიმალურ ზღვარს და მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი პატიმრობის (15 დღე ან მეტი) გამოყენების შესაძლებლობა საკმარისია (სხვა კრიტერიუმებთან ერთად), რათა საქმე მიეკუთვნოს სისხლის სამართლებრივ კატეგორიას.
უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (Matchavariani vs. Georgia) მიიჩნევს, რომ თუ პირს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათაკოდექსის 173-ემუხლითაკრძალულიქმედებისთვისდაეკისრამხოლოდადმინისტრაციულიჯარიმა მაშინ, როდესაც შესაძლო იყო დაკისრებოდა ხანგრძლივი ადმინისტრაციულიპატიმრობაც, ეს შემთხვევაც უნდა განიხილებოდეს სისხლისსამართლის სამართალწარმოებად, თუნდაც საქმე ქართულკანონმდებლობაში კლასიფიცირდებოდეს როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პრაქტიკა მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეებზე მტკიცებულებების შეფასების თვალსაზრისით. სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის ფარგლებში მტკიცების ტვირთი მთლიანად ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უდანაშაულობის პრეზუმფციიდან და ეჭვის ავტომატურად ბრალდებულის (სამართალდარღვევის) სასარგებლოდ გადაწყვეტიდან (In dubio pro reo) გამომდინარე…
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, მ.ს.-ს მიმართ“, – აღნიშნულია თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ბათუმში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხვინა.
„ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით – ჯამში 16 300 ლარამდე თანხას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“ – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 სექტემბრის 21 საათიდან 12 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
კომპანიის განცხადებით, ცვლილება ზაფხულის სეზონის დასრულებას უკავშირდება.
„14 სექტემბრიდან ავტობუსები საზაფხულო გრაფიკიდან სტანდარტული მოძრაობის რეჟიმზე გადადის. გთხოვთ, მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება“- წერს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 503 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 490. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 341 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 25 312 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 49 516 ერთეული [+64]
MLRS – 2 109 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 622 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 510 130 ერთეული [+1 925]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 573 ერთეული [+23]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 147 211 ერთეული [+590]
სპეცტექნიკა – 4 666 ერთეული [+16]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 103 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კვლავაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. დღეს, 10 სექტემებრს, სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პაპუაშვილის ამ სიყალბეს გამოეხმაურა:
„გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიშ პირებად, კრიმინალებად გამოგვაცხადეს.
ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ. მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია.
ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ, თუ მოინდომებთ ციხეში ჩემ ჩატოვებას.
ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენს ხელშია.
მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.
თქვენც დაელოდეთ, ბატონო პაპუაშვილო, თქვენ მიერ მიღებულ რეპრესიულ, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“.
___
გუშინ შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით არაერთი სიყალბე გაავრცელა, როგორც განაჩენის ნაწილში, ისე საერთაშორისო შეფასების თვალსაზრისით.
„აღარავინ მსოფლიოში არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო“ – თქვა პაპუაშვილმა, მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი თვის წინ საფრანგეთის, ბრიტანეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, პოლონეთის საელჩოებმა განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ.
დღეს, 10 სექტემბერს, შუადღისას, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, პავლოგრადის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრს შეუტიეს, რის შედეგადაც, ბოლო ცნობებით, 4 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა.
დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ ისევ ზუსტდება.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვი და ორი მეხანძრეა, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობდნენ.
სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე ქუჩები მომხმარებლებით იყო გადაჭედილი.
თავდასხმის შედეგად დაიწვა მანქანები, საცალო ვაჭრობის პავილიონები და მაღაზია.
ასევე, დღეს, რუსულმა დრონებმა კვლავ შეუტიეს სუმის სავაჭრო ცენტრს, სადაც გუშინ, 9 სექტემბერს, რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
სასაქონლო პროდუქტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, პირველის მსგავსად, მეორე კვარტალშიც მნიშვნელოვანი იყო. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების წარმოება – რომელსაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდგომ გაზრდილი საერთაშორისო ფასები უწყობს ხელს – ბიზნეს სექტორის გამოშვებისა და საქონლის ექსპორტის ზრდის ძირითად ფაქტორად რჩება. თუმცა, ჯამურად ეკონომიკაზე გავლენა გაცილებით ზომიერია: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური პროდუქციის შეძენას ხმარდება, ხოლო პარალელურად გაძვირებული იმპორტი დამატებით საექსპორტო შემოსავალს დიდწილად აბალანსებს. ამავე დროს, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და, გარკვეულწილად, სურსათის მაღალი ფასები იმპორტულ ინფლაციაში აისახება, ლარის გამყარების მიუხედავად.
უფრო დეტალურად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორის გამოშვება მიმდინარე ფასებში წლიურად 11.5%-ით გაიზარდა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც წამყვან როლს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ასრულებდა, ამჯერად ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია მრეწველობაზე მოდიოდა (4.8 პროცენტული პუნქტი, ანუ ჯამური ზრდის 41%), შემდგომ კი – ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორებზე (1.7-1.7 პროცენტული პუნქტი). საპირისპიროდ, შემცირდა გამოშვება მშენებლობის სექტორში, რაც ძირითადად საავტომობილო გზების სამუშაოების კლებას უკავშირდება.
თავად მრეწველობის ზრდის 90%-ზე მეტი ნავთობპროდუქტებისა და ძირითადი ლითონების (ძირითადად, ფეროშენადნობები) წარმოებაზე, აგრეთვე ლითონის მადნების მოპოვებაზე (ძირითადად, ოქრო და, შესაძლოა, სპილენძი) მოდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობპროდუქტების წარმოება, რომელიც 2025 წლის პირველი ნახევრის 81 მილიონი ლარიდან 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება. მსგავსი სურათი იკვეთება საგარეო ვაჭრობის მონაცემებშიც: აღნიშნული პროდუქტების წილი საქონლის ექსპორტში იანვარ-ივლისში, წინა წლის 12%-დან, 29%-მდე გაიზარდა, ხოლო ჯამური ღირებულება წლიურად თითქმის გასამმაგებულია.
თუმცა, სასაქონლო პროდუქტების წარმოების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა უფრო ზომიერია. პირველ კვარტალში ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ზრდის დაახლოებით მესამედი მრეწველობაზე მოდიოდა, რეალურ ეკონომიკურ ზრდაში კი მისი წილი მხოლოდ 3.4%-ს შეადგენდა. ამის მიზეზი წარმოების თავისებურებაა: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური, მათ შორის იმპორტირებული, ნედლეულისა და სხვა მასალების შეძენას ხმარდება. შედეგად, დიდი მოცულობის გამოშვება იმავე მასშტაბის დამატებული ღირებულების შექმნას არ ნიშნავს. ამასთან, ზრდის ნაწილი ფასების მატების ეფექტს ასახავს. მოსალოდნელია, რომ მსგავსი სურათი შენარჩუნდება მეორე კვარტალშიც, რომლის ეკონომიკური ზრდის დეტალური მონაცემები მიმდინარე თვეში გამოქვეყნდება.
მეორე მხრივ, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების ექსპორტზე იანვარ-ივლისში მთლიანი ექსპორტის ზრდის 100%-ზე მეტი მოდიოდა, რამაც სრულად დააბალანსა ავტომობილების რეექსპორტის კლება. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. კერძოდ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სასაქონლო ფასების მატებამ იანვარ-ივლისის სავაჭრო ბალანსი, დაახლოებით, 10-დან 100 მილიონ აშშ დოლარამდე გააუმჯობესა, თუმცა შედეგები ძალზე მგრძნობიარეა ალტერნატიულ სცენარში გამოყენებული საფასო დაშვებების მიმართ.
ამავდროულად, სავალუტო ბაზარზე სიჭარბეს სხვა შემოდინებებიც უწყობს ხელს. მათ შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა. დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კვლავ გააქტიურებული შესყიდვებიც. ამ ფონზე, აგვისტოს ბოლოს სებ-ის მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 2 მილიარდით მეტია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128.2%-ს შეადგენს. აგვისტოს მატების ნაწილი მონეტარული ოქროს გაძვირებამ განაპირობა, თუმცა წლის დასაწყისიდან რეზერვების ზრდა უმთავრესად სებ-ის სავალუტო შესყიდვებს უკავშირდება..
რასაკვირველია, აღსანიშნავია სასაქონლო ფასების მატების ეფექტი ინფლაციაზეც. თებერვლის შემდეგ იმპორტის ფასები ექსპორტის ფასებზე მცირედით სწრაფად გაიზარდა, რაც, ლარის გამყარების მიუხედავად, იმპორტული ინფლაციის აჩქარებაშიც აისახა. აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა. საწვავის გაძვირების ფონზე, ფასები მეტად გაიზარდა თვიურ ჭრილში, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ წლიური ინფლაციის ზრდა მთლიანად იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის, რაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე შეზღუდულ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებზე მიუთითებდეს. იმპორტირებული ინფლაციის მთავარი წყარო, თავის მხრივ, ბენზინი და დიზელია, ხოლო შედარებით ნაკლებია სურსათის წვლილი.
9 სექტემბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც აღინიშნა, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტებიც საკმაოდ ძლიერია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი – იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ამ ეტაპზე, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება. ამ ფონზე, საბაზო სცენარი ლარის გაცვლით კურსს კვლავ არსებულ ნიშნულთან ახლოს მოიაზრებს. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება. რაც შეეხება სასაქონლო პროდუქტებს, საგარეო ვითარების დამატებითი მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის, რაც საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს უკავშირდება, რომლებიც ბევრ – თუმცა არა ყველა – სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს.
„ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს და ვუხსნი ამ სკოლაში უნდა ისწავლო-მეთქი, ტირილს იწყებს. არ უნდა ამ შენობაში მისვლა. არანაირი განათლების სურვილი არ გაუჩნდება ბავშვს ამ სკოლაში. სკოლა ავარიულია და ბავშვებისთვის სახიფათო“ – ამბობს ანა კაბულაშვილი.
ანა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში ცხოვრობს. მან „ბათუმელებს“ სკოლის ფოტოები მოაწოდა და გვიამბო, თუ რა მდგომარეობაშია სოფლის ერთადერთი საჯარო სკოლა.
ფოტოებზე ჩანს, რომ საჯარო სკოლა სარემონტო და მოუწესრიგებელია.
ბულაჩაურის სკოლის ფასადი
ანა ამბობს, რომ წლებია სოფლის მცხოვრებლები სკოლის გარემონტებას ან ახლის აშენებას ითხოვენ, თუმცა ბავშვებს ისევ სახიფათო შენობაში უწევთ სწავლა.
„ჩემი შვილი მომავალ წელს უნდა წავიდეს სკოლაში და როგორც მშობელს, ძალიან მაშფოთებს ეს ამბავი, რადგან სკოლა ავარიულია. არ ვიცი, აქ როგორ უნდა მივიყვანო ბავშვი. პროტესტის გრძნობა მაქვს, რადგან ეს სკოლა ძალიან სახიფათოა ნებისმიერი ბავშვისთვის.
ჩემი მეუღლე 30 წლისაა და ისიც ამ სკოლაში სწავლობდა. სკოლა მაშინაც კი ავარიული იყო, კედლები აქეთ-იქით ქანაობდაო, – მეუბნებოდა და ასეთ სკოლაში დადიან ბავშვები დღესაც, იგივე სიტუაციაა“- ამბობს ანა კაბულაშვილი.
სკოლის ერთ-ერთი აივანი
15 სექტემბერს სკოლებში სწავლა დაიწყება, ბულაჩაურელ პირველკლასელებს ამ შენობაში მოუწევთ განათლების მიღება.
„მივმართე ყველას, ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა. განცხადებით მივმართე დუშეთის მერიას. სოფელში შეგროვდა ხელმოწერები და ისიც გაიგზავნა გამგეობაში, რომ ან გარემონტებულიყო სკოლა, ან ახალი აშენებულიყო. ექსპერტიც კი არ მოსულა, რომ შეესწავლათ შენობის უსაფრთხოება და დასკვნა გვქონოდა, თუ რა მდგომარეობაშია შენობა.
არავინ გამოგვეხმაურა. მივწერე ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც და იქიდან მომწერეს, რომ ჩვენს სკოლაზე საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და არც სარეაბილიტაციო სკოლების გეგმაშია შესული“- ამბობს ანა.
საკლასო ოთახის კარები ბულაჩაურის სკოლაში.
სოფელს ხომ ჰყავს მერის წარმომადგენელი ან მაჟორიტარი, არავინ დაინტერესებულა ბავშვების უსაფრთხოებით? – ვკითხეთ ანას.
მისი თქმით, წლების განმავლობაში საარჩევნო უბანი სკოლის შენობაში იხსნებოდა და შესაბამისად, ხელისუფლება ხედავდა, რა ხდებოდა ამ შენობაში. „თუმცა რამდენიმე წელია სკოლის შენობაში არჩევნები აღარ ტარდება. ალბათ ისინიც მიხვდნენ, რომ სახიფათოა მანდ შესვლა.
სოფელი საკმაოდ დიდია, მაგრამ უკვე ცარიელდება. მიდიან ოჯახები იმის გამო, რომ არ არის სკოლა, არაფერი გვაქვს, არც გასართობი პარკი, არც სტადიონი… ეზოც მოუწესრიგებელია, სკამიც კი არ არის, რომ იქ ბავშვი დაჯდეს.
ფორმებში გამოწყობილი ბავშვები რომ შევლენ ამ სკოლაში, ეს იქნება „თანასწორობა?“ არა, ეს არ იქნება არანაირი თანასწორობა, რადგან ასეთ პირობებში ბავშვები ვერ შეძლებენ სწავლას. ის ფორმაც, ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცას გამოედოს და დაიხეს. დახეული ფორმებით იარონ მერე?“- ამბობს ანა კაბულაშვილი.
მისი თქმით, ბულაჩაური თბილისიდან 35 წუთის სავალზეა და წესით, კარგად უნდა ხედავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რა მდგომარეობაში უწევთ ბავშვებს სოფელში განათლების მიღება.
„თუ უნდა მივიღოთ მათი წესები და ფორმები უნდა ჩავაცვათ ბავშვებს, ჩვენი შვილებიც იმსახურებენ იმას, რომ ადამიანურ პირობებში ისწავლონ.
ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს და ვუხსნი ამ სკოლაში უნდა ისწავლო-მეთქი, ტირილს იწყებს. არ უნდა ამ შენობაში მისვლა.
გათბობის სისტემა არის რამდენიმე ოთახში, თუმცა ვერ ათბობს და შეშის ღუმელი მაინც სჭირდებათ, ბუფეტი არ აქვთ სკოლაში.
სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ მიმართა სამინისტროს და რესურსცენტრსაც, მაგრამ იქიდან პასუხი არ არის. ეუბნებიან, რომ სხვა სკოლები უფრო პრიორიტეტულიაო“- ამბობს ანა.
მისი აზრით, სწორედ ასეთი გულგრილობის შედეგია ის, რომ სოფლები მოსახლეობისგან იცლება.
„მე წავალ სოფლიდან, თუ ამ სკოლას არ გააკეთებენ. ჩემი მეგობრებიც ფიქრობენ სოფლის დატოვებას, ვის შვილებსაც სკოლაში შესვლა უწევთ. კარგი სკოლა და ინფრასტრუქტურა რომ გვქონდეს, ამ სკოლაში ბევრი მოსწავლე იქნებოდა. მე, მშობელს, არ უნდა მეშინოდეს იმის, რომ ბავშვი შეიძლება დაშავდეს სკოლაში.
შენობის წინა კედელს შეალამაზებენ, უკან კი ჩერნობილს ჰგავს. არც ერთ აივანზე არ გაიშვება ბავშვი, ისეთი მდგომარეობაა“- ამბობს ანა კაბულაშვილი.
„ბათუმელები“ ესაუბრა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ ბაგაშვილს. დირექტორი ამბობს, რომ 15 წელია ამ სკოლაში მუშაობს და ამ ხნის მანძილზე, ყოველ წელს აგზავნის წერილებს სკოლის მდგომარეობაზე შესაბამის უწყებებთან.
„მარტო ჩემი სკოლიდან არა, ზოგადად სკოლებიდან, ყოველთვის იგზავნება შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თავისი დასაბუთებული ფოტომასალით.
ჩვენს სკოლაზე უარეს მდგომარეობაშია მეზობელი სოფლის სკოლები და იქიდანაც აგზავნიან წერილებს.
2028 წლის გეგმაში იყო ჩვენი სკოლა ჩასმული, რომ უნდა მომხდარიყო ტექნიკური შეფასება და ამის მიხედვით ჩატარებულიყო შესაბამისი სამუშაოები, ან ახალი სკოლა აშენებულიყო.
მერიის მხრიდან მცირე რემონტები იყო დაგეგმილი და რადგან ასე განვითარდა მოვლენები ჩვენი სკოლის ირგვლივ, მერიამ დაგეგმა მცირე სამუშაოების ჩატარება და გარკვეული თანხაც არის გამოყოფილი, სველი წერტილები რომ მოწესრიგდეს ზამთრისთვის და გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები რომ ჩატარდეს, ორი ტიხრიანი კედელი გვაქვს და მათი გამაგრება რომ მოხდეს“- ამბობს დირექტორი.
თამარ ბაგაშვილს ვკითხეთ, მისი დაკვირვებით, რამდენად უსაფრთხოა სკოლის შენობა ბავშვებისთვის და არის თუ არა მიზანშეწონილი აქ ბავშვების სწავლა.
„წელს ჩაატარეს ექსპერტიზა, მაგრამ პასუხები ჯერ არ მოსულა. ზეპირი შეფასებით ვიცით, რომ შენობა არის მდგრადი, არ არის ავარიული, როგორც ამას აცხადებენ. მეც ავარიული მეგონა, მაგრამ ადგილზე მოსულმა სპეციალისტებმა თქვეს, რომ შენობა მყარია, მაგრამ ხელის შევლება სჭირდება.
თუმცა ეს შენობა არანაირად არ აკმაყოფილებს სკოლის სტანდარტს, შეუფერებელია სკოლისთვის, რადგან შენობა თავის დროზე საცხოვრებელი კორპუსი იყო. 1923 წლიდან არსებობს ბულაჩაურში საჯარო სკოლა, მაგრამ სხვადასხვა საცხოვრებელში იყო ძველად განთავსებული, ეს შენობა 1969 წელს გადმოსცეს სკოლას და მას შემდეგ აქ არის.
ავტორიზაციის პირობებს ეს სკოლა ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ აგვიშენონ ახალი შენობა და ველოდებით“- ამბობს თამარ ბაგაშვილი.
მისი თქმით, დღეს სკოლაში 89 მოსწავლე სწავლობს. აქ პირველ კლასში წელს მხოლოდ 4 მოსწავლე მიიღეს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და ჰკითხა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ წლების განმავლობაში ბულაჩაურის სკოლის რეაბილიტაცია ან ახლის მშენებლობა და იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში სკოლის რეაბილიტაცია.
მსგავსი კითხვებით მივმართეთ დუშეთის რესურსცენტრსაც. ჯერჯერობით არც სამინისტროს და არც რესურსცენტრს ჩვენს კითხვებზე პასუხი არ გაუცია. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ბათუმში, სერგი მესხის ქ. N1-ში [„სოუქსუს“ სასაფლაოზე] მდებარე სამების ეკლესიის ფასადის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიას 100 ათას 614 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერით შეისყიდის.
არსებული სიტუაცია და ესკიზი – რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები პროექტიდან
ტენდერს თან ახლავს პროექტიც, რომელიც ითვალისწინებს „ეკლესიის ფასადის ზედაპირებიდან არსებული საღებავის და ე.წ „ნაშხეფის“ [ზეძირკველზე] ფენების სრულ მოცილებას, არსებული ლესვითი ბზარების დამუშავებას და შევსებას სპეციალური სარემონტო ნარევით, გარკვეულ ლოკაციაზე ამორტიზირებული ბათქაშის ჩამოყრას და ხელახალ ბათქაშს.
„ვიზუალური ხიბლისათვის ეკლესიის ფასადების ზედაპირები გამდიდრებულია გუმბათისა და სახურავ ქვეშა, ასევე ღიობების პერიმეტრზე მოწყობილი ლესვითი, დეკორატიული კარნიზებით. ზეძირკველი და გარე კიბეები მოპირკეთდა ბუნებრივი გრანიტით. ღიობებში ჩაისმევა ლითონის დეკორატიული ცხაურები.
ფასადის კედლებისათვის გათვალისინებულია ფაქტურული ლესვა-ღებვა [ე.წ „მიუნხენი“ ან ანალოგი]. ღიობები, ფერდოები და კარნიზები იღებება გარედაფარვის ემულსიური საღებავით.
ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩატარებისათვის იხსნება სახურავის წყალსადინარი სისტემა. პროექტი ითვალისწინებს ახალ წყალსადინარი სისტემის მოწყობას გალვანიზირებული თუნუქის მასალით.
ამავე დროს, რეაბილიტაციის დროს მოკვლეული და დაზუსტებული იქნას სახურავიდან წყლის შეღწევის ლოკაცია. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ლოკაციის რემონტს სავარაიდო ფართობით 10 კვადრატული მეტრი [დაზუსტდება ადგილზე]“ – წერია პროექტში.
ტენდერი მერიის სამმართველოს 1 197 931 ლარით აქვს გამოცხადებული, თუმცა აქედან 1 097 316 ლარი გათვალისწინებულია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N38-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის.
ტენდერს ახლავს აღნიშნული კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო პროექტიც.
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N38-ში მდებარე კორპუსი და ესკიზი ფასადის რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები ტენდერიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება.
სამუშაოები ეკლესიაზეც და საცხოვრებელ სახლზეც ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მაისის ჩათლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ის ინიციატივითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჰაბის მთავარი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. სწორედ ამიტომ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოზარდებისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო.
ჰაბის ახალი სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სურთ. კურსები დაეხმარება მოზარდებს განივითარონ ალგორითმული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, გააძლიერონ ფუნდამენტური უნარები და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი.
ჰაბისფარგლებში, ახალი თაობისთვის, 2026 წლისბოლომდე სულ სამი მიმართულებითგამოცხადდებასასერტიფიკატოკურსები. მათ შორის პირველია “დაპროგრამებისსაფუძვლები (C++)”, რომელზეც რეგისტრაცია დაიწყო და 16 სექტემბრისჩათვლითგაგრძელდება.
წლის ბოლომდე კი მოზარდებს ასევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ: დაპროგრამების საფუძვლების (Python) და „მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების თეორიული საფუძვლების“ კურსებზე. გადადი ბმულზე და გაიგე მეტი დეტალი.
“კურსების მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ დაპროგრამების და ალგორითმების თეორიის საფუძვლებს, რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა ორივე მიმართულებით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეროვნულ ოლიმპიადებში, მონაწილეობა მიიღონ ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევ პროცესში, გაიარონ სიღრმისეული ინტენსიური გადამზადება და შემდგომში საკუთარი ძალები საერთაშორისო ასპარეზზე გამოცადონ” – გიორგი მანდარია ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი.
თიბისის მხარდაჭერით ჰაბისსაქმიანობახელსუწყობსსაქართველოშიტექნოლოგიურიგანათლებისეკოსისტემისგაძლიერებასდამომავალითაობისპროგრამისტების, ინჟინრებისადაინოვატორებისგანვითარებას.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩენ კაცებს მოუწოდა, წვერი დაიმოკლონ და „რელიგიის შესაბამისად“ ატარონ.
კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ ქალებმაც ისლამური ნორმების შესაბამისად უნდა ჩაიცვან და ის ეწინააღმდეგება არაბული ტანსაცმლის ტრადიციების მიბაძვას.
ჩეჩნეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კადიროვმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი კაცი ძალიან გრძელ წვერს იზრდის, თუმცა ისინი არ ესწრებიან პარასკევის ლოცვას მეჩეთში. მისი თქმით, ამ დროს ეს კაცები ისვენებენ და მათი გარეგნობა ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითია.
„ჩვენ გვყავს მამაკაცები ძალიან გრძელი წვერით. თუმცა ისინი არ ესწრებიან პარასკევის ლოცვას და არ დადიან მეჩეთებში; ისინი უბრალოდ 24/7 სეირნობენ გამზირებზე და ისვენებენ. მათ გრძელი წვერი და აკეცილი შარვალი გაუგებარ მოდად აქციეს და ახალგაზრდა თაობა მათ მიბაძვას იწყებს. მე მოვუწოდებ მათ: შეიჭერით წვერი და ატარეთ თქვენი რელიგიის შესაბამისად“, – ციტირებს კადიროვს რუსული მედია.
მან ასევე თქვა, რომ ზოგიერთმა ქალმაც დაიწყო თავის სრულად დაფარვა და არ არის საჭირო არაბული სტილის მიბაძვა. „აქ ბურკა არასდროს ეცვათ“, – განაცხადა კადიროვმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 502 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 339 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 305 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 49 452 ერთეული [+69]
MLRS – 2 107 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 618 ერთეული [+5]
თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 508 205 ერთეული [+2 017]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 550 ერთეული [+16]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 146 621 ერთეული [+613]
სპეცტექნიკა – 4 650 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 103 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმი-სარფის 11.3 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd [CRTG] ააშენებს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს, 9 სექტემბერს, გაიმართა.
„ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგჯუნმა.
პროექტის ფარგლებში აშენდება 11.3 კმ სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 7.6 კმ-იანი გვირაბი და 3 ხიდი, მათ შორის 1.47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი, ბათუმი-სარფის 7.6 კმ-იანი გვირაბი, ქვეშეთი-კობის მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება“ – წერს გზების დეპარტამენტი.
ახალი გზის მშენებლობა ძირითადად აზიის განვითარების ბანკის სესხით დაფინანსდება, რომლის ოდენობა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 350 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
„პროექტის ღირებულება 809 მილიონ ლარზე მეტია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 48 თვე. პროექტი აზიის განვითარების ბანკის [ADB] სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.“ – აცხადებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ახალი გზა ბათუმის შემოვლით გზას სარფში საქართველო-თურქეთის საზღვართან დააკავშირებს. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის პროექტის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე.
„ხელისუფლება არ თმობს მზია ამაღლობელის საქმეს, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. მზია ამაღლობელის საქმე მუდმივად რჩება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იყენებენ ამ საქმეს,“ – ამბობს მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
მაია მწარიაშვილმა ეს კომენტარი ტვ პირველს მისცა, დღეს, 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, პოლიციელისთვის სილის გაწვნას „ძალადობრივი თავდასხმა“ უწოდა.
„მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა შეფარდებოდა სასამართლოს მხრიდან. ამაზე ნაკლები სასჯელი საპროცესო კოდექსით შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში – ეს არის კანონიც და პრაქტიკაც. საპროცესო შეთანხმება შეთავაზებული იყო მზია ამაღლობელისთვის. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ, ის, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა ის, რასაც დღეს ყველა ამბობს, ეს იყო დანაშაული და რომ ქცევა იყო არასწორი…“ – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
„ბატონმა პაპუაშვილმა, ბრძანა, რომ თურმე ყველაზე მცირე სასჯელი შეუფარდეს მზია ამაღლობელს, რაც კი შეიძლებოდა. სამართლებრივი სიცრუეა ეს.
განაჩენი დადგა და არა თავდასხმის მუხლით, არამედ 353-ე, წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ამ მუხლით გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელები: ჯარიმა, შინაპატიმრობა და შემდეგ მოდის პატიმრობა.
ანუ სიცრუეა, რომ თურმე „აი ისეთი პატივი ვეცით, რომ ყველაზე დაბალი სასჯელი შევუფარდეთ“.
მეორე მინდა პასუხი გავცე მანიპულაციას, თითქოს „დღეს აღარავინ დავობს რომ მზია ამაღლობელი დამნაშავეა“.
არ არის მზია ამაღლობელი დამნაშავე. სისხლის სამართალში ლექციები არ მინდა წავუკითხო სახელისუფლებო სპიკერებს, არ იციან მათ არც სამართალი და მით უმეტეს, არც სისხლის სამართალი.
ცივილიზებული სამყარო და მათ შორის ჩვენც, იურისტები, პროცესზე ასე ვსაუბრობთ: მზია ამაღლობელის ბრალი და სასჯელი არის დაუსაბუთებელი, არის უსაფუძვლო, არაპროპორციული, არის გადაჭარბებული და განაჩენი არის უკანონო.
და ეს არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტით, არამედ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობითაც. მათ არ ესმით ცივილიზებული სამყაროს ენა. მთელი ცივილიზებული სამყარო დღესაც, ისევე როგორც მაშინ, ამბობს, რომ მზია არის უდანაშაულო, მას არ ჩაუდენია მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული. რას ნიშნავს უდანაშაულო? ნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაც წერია განაჩენში. დიახ, ამას ამბობს ცივილიზებული სამყარო,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ქვეყანაში ინსტიტუციური ზღვარი წაშლილია და ხელისუფლება ისე გადადის-გადმოდის ამ საზღვრებს, როგორც გაუხარდება.
„უდანაშაულობის პრეზუმფცია, არაფერი არ არსებობს. რატომ არ კარგავს აქტუალურობას ეს საქმე? არ კარგავს სწორედ იმიტომ, რომ მზია ამაღლობელი ვერ გატეხეს. ვერ ათქმევინეს აი ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური და შეთქმულების თეორიის სიგიჟეები, რომ თურმე მზია ამაღლობელი ასრულებდა ვიღაცის დავალებას.
ამ ბრალდებაზე არაერთი სარჩელით მიმართა მზია ამაღლობელმა სასამართლოს. არცერთი ეს სარჩელი არც კი განიხილა სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ჩვენს სასამართლო დარბაზებში მართლმსაჯულება დიდი ხანია არ აღესრულება.
ყოფილი პრემიერი განცხადებებს აკეთებს, „პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებო“. თუ მისი პროცესი პოლიტიკური ცირკია, მაშინ მზია ამაღლობელის საქმე რატომ არ არის პოლიტიკური ცირკი, მითხარით?
ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, სტრასბურგში არაერთი საჩივარია მზია ამაღლობელის საქმეზე. მათ შორის, ერთ-ერთი, რაზეც დავა მიდის, არის პოლიტიკური კონტექსტი. მე-18 მუხლის დარღვევა.
„ამის დასტურია დღევანდელი პაპუაშვილის „მარგალიტები“. ბატონი პაპუაშვილი სადღაც ჩამორჩა მატარებელს. ის საუბრობდა რაღაც ძალადობრივ თავდასხმაზე პოლიციელზე. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ეს კვალიფიკაცია აღარ აქვს ამ საქმეს, შეიცვალა. კვალიფიკაციამ გაგასწროთ, ავტობუსმა გაგასწროთ ამ თვალსაზრისით და დღეს საზოგადოებას რატომ უყვებიან იგივე ზღაპრებს?
დიახ, ამ საქმის პირველი კვალიფიკაცია გახლდათ, პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც შეიცვალა.
პროკურატურა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტები, პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა ამ ქვეყანაში, ამიტომ ხელისუფლებას მოვიაზრებ მზია ამაღლობელის საქმის მეორე მხარედ, ასე ვთქვათ და არა სახელმწიფო ბრალდებას.
სამწუხაროდ, მათი შეთავაზება რა იყო, ხომ? „აღიარე, აღიარე, რასაც გაბრალებთ და რასაც ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ გაბრალებთ, აღიარე ყველაფერი“. დიახ, ამას ამბობს დღესაც პაპუაშვილი, საპროცესო შეთანხმებას მიიღებო. სასამართლომ შეცვალა ეს კვალიფიკაცია.
მზია ამაღლობელს რის აღიარებასაც სთხოვდნენ, სასამართლომაც თქვა: „მეც კი არ მჯერა ეგო“, წარმოგიდგენიათ? ამ სასამართლომაც შეცვალა ეგ კვალიფიკაცია. საპროცესოს სანაცვლოდ რასაც სთხოვდა სახელმწიფო ბრალდება და თურმე ბატონი პაპუაშვილიც ამას სთხოვდა, ის არ არის განაჩენით. ამიტომ ვთქვი, გაასწროთ ამათ ავტობუსმა, მორჩა ეგ ზღაპარი,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ, „ოცნების“ მთავრობამ ზღვაში 82 ჰექტარი ტერიტორია არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად, ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირა.
ახალდარეგისტრირებული 822 638 კვადრატული მეტრი ფართობის წყლით დაფარული ტერიტორიის მიმდებარედ კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობას „არაბული ინვესტიცია“აქვს დაანონსებული.
ბათუმი, გონიო / წყლით დაფარული ტერიტორია ზღვაში, რომელიც ცალკე ნაკვეთად დაარეგისტრირეს [მონიშნულია წითელი ფერით]. ყვითელი ფერით კი მონიშნულია ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ადგილები, რომელიც „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტითაა გადაცემული.სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრს ზღვაში ნაკვეთის დასარეგისტრირებლად 2026 წლის 6 აგვისტოს მიმართა. საჯარო რეესტრის იმავე დღის და ამ დროისთვის ერთადერთი ამონაწერით აღნიშნული ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია.
სახელმწიფოს საკუთრებაშია გონიოს დასახლებაში ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიებიც – სულ 258.8 ჰექტარი მიწა, რომელიც „იგლ ჰილს საქართველოზეა“ უზუფრუქტით გადაცემული.
ზღვაში დარეგისტრირებული ტერიტორია სავარაუდოდ „არაბულ ინვესტიციას“ უკავშირდება, ვინაიდან აქ „იგლ ჰილსის“ ესკიზის მიხედვით ნავმისადგომი და იახტების შესასვლელი უნდა მოეწყოს.
„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოში / ესკიზი
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვით პორტალზე უკვე გამოქვეყნებულია ბათუმის გენგეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტი, რომელსაც გენგეგმის პროექტიც ახლავს. ამ პროექტში კი „არაბული ინვესტიციის“ შესახებ – თუ რა გავლენას მოახდენს ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე და ა.შ. დეტალურად არაფერია გაწერილი.
სააგენტოს ამ დრომდე არ ჩაუნიშნია ამ პროექტის საჯარო განხილვაც, რასაც კანონმდებლობა ითხოვს.
ჭოროხის დელტა და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
„არაბული ინვესტიცია“ უნდა განხორციელდეს თბილისშიც. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებში უშუალოს „არაბული ქალაქის“ განაშენიანების გეგმაზეა მუშაობა დაწყებული.
რამდენიმე დღის წინ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც კრწანისის პარკს [თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს] მოიცავს; ამ კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია.
„როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, როცა კლასები იქნება თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი, გვექნება ჭკვიანი დაფები, ლეპტოპები, ფერადი პრინტერები და სხვა აუცილებელი რესურსებიც, მერე ვიმსჯელოთ ფორმებზეც“, – ამბობს არჩილ თოდუა.
არჩილი, ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტიც“ გახდა.
როგორია მასწავლებლობა საქართველოს საჯარო სკოლაში, რა სირთულეები აქვთ მოსწავლეებს და ახერხებს თუ არა სკოლაში დემოკრატიის დაცვას? – ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“.
ბატონო არჩილ, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს აქვს საქართველოს საჯარო სკოლებს?
სკოლაში 2022 წლიდან ვმუშაობ. კონკურსის წესით ამიყვანეს, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. 2015 წლიდან კი პერიოდულად ვასწავლი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი, „დემოკრატია და მოქალაქეობას“ და სულ ვფიქრობდი, რომ ყველაზე სწორია, ახალგაზრდებს ასწავლო სწორი ღირებულებები უფრო ადრეულ ეტაპზე.
ამიტომაც ვიფიქრე, რომ უფრო საინტერესო ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, სკოლაში მუშაობა იქნებოდა და მადლიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა.
ამ პროფესიის არჩევანი ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი სიცოცხლის ბოლომდე იყო სკოლაში და დედა დღესაც მასწავლებელია. სხვა ნათესავებიც მყავს პედაგოგები, ასე რომ, ეს პროფესია ჩემთვის უცხო არ არის.
სამოქალაქო განათლება ბავშვებს ასწავლის დემოკრატიულ ღირებულებებს. „ოცნების“ ხელისუფლება კი ქვეყანაში ავტოკრატიას აძლიერებს. ასეთ ვითარებაში მასწავლებლებს გაქვთ იმის შინაგანი რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ პროპაგანდას, დაიცვათ ეს ღირებულებები?
ძალიან მძიმე, კრიზისულ ვითარებაში ვართ დღეს, კრიზისის პირობებში არსებობს ჩვენი სახელმწიფო ბოლო რამდენიმე წელია და ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრიათ მოქალაქეებს. დემოკრატია უნდა იყოს საზოგადოების დაკვეთა და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში გვქონდეს რეალური დემოკრატია, ისეთი, როგორიც ვთქვათ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია.
სკანდინავიის ქვეყნების დონეზე შეიძლება არა, რადგან ამ ქვეყნებში დემოკრატიის ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე ხომ შეგვიძლია მინიმუმ ყოფნა.
საზოგადოებამ უნდა შევძლოთ განვავითაროთ, გავაძლიეროთ და ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავისუფლად, დაცულად იგრძნობს თავს, სადაც ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ.
საკუთარი თავი იპოვონ აქ, ამ სახელმწიფოში და არ მოუწიოთ ემიგრაციაში ყოფნა. ვიცით, რომ დღეს ათასობით ადამიანია ემიგრაციაში წასული უკეთესი ცხოვრებისთვის, იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ და ასევე უამრავი ადამიანი, ჩემ გარშემოც მაგალითად, ცდილობს გამონახოს გზები იმისთვის, რომ დატოვოს საქართველო და უცხოეთიდან არჩინოს ოჯახი ან ოჯახთან ერთად გადასახლდეს საერთოდ სხვა სახელმწიფოში.
ეს ძალიან მძიმე ამბავია. ამიტომ, ჩვენ თუ არ შევქმნით და არ ავაშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს, ეს პროცესები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ფაქტია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსები წაართვა „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს. ახალგაზრდები რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე. მათ თუ აქვთ განცდა იმის, რომ დემოკრატიული ღირებულებები მათი დასაცავიც არის?
ახალგაზრდა თაობას ძალიან კარგად ესმის ბევრი რამ, მაგრამ მასწავლებლებს გვაქვს მეტი წილი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოსწავლეებს კარგად გავააზრებინოთ და ვასწავლოთ საკუთარი პრინციპების დაცვა. ჩვენს ქვეყანას დღეს გაცხადებული აქვს, მათ შორის კონსტიტუციითაც, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი უნდა გახდეს. ამიტომ ეს დათქმა უნდა მოვიდეს პრაქტიკაში.
ჩვენ, ძალიან ცუდი და მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს რუსული ქოლგის ქვეშ ცხოვრების, რუსული ოკუპაციის და ამან სასიკეთო არაფერი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე. ისტორიულად ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო დასავლეთის, თავისუფალი სივრცის ნაწილი. მითოლოგიაშიც რომ წავიდეთ, ჩვენი პირველი მითიც, არგონავტების შესახებ, ევროპულ სახელმწიფოს – საბერძნეთს უკავშირდება.
აქედან მოყოლებული ცდილობდა ჩვენი ქვეყანა საკუთარი ნავსაყუდელი დასავლეთში, ევროპაში ეპოვა და დღეს, როცა არსებობს ეს შესაძლებლობა, არ უნდა გავუშვათ შანსი ხელიდან. აბსოლუტურად ყველა პროფესიის ადამიანმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია.
წელს გამოცვალეს სახელმძღვანელოები და ისიც კი მოვისმინეთ, რომ „წულუკიანის კომისიის“ დასკვნის შეტანას ცდილობენ სკოლებში. ყველას გვახსოვს ეს კომისია როგორ მსჯელობდა, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი – სააკაშვილმა თუ რუსეთმა.შეძლებენ ისინი თავიანთი მიზნების მიღწევას სკოლებში?
სანამ შეგვიძლია, ჩვენ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სიმართლე – რა არის სწორი და რა არასწორი. ისტორიას ვერ შეცვლი, ვერ გააყალბებ და საქართველოს ისტორიაში რუსეთს ვერ გამოიყვან, როგორც ჩვენ მეგობარ სახელმწიფოს.
დარწმუნებული ვარ, ისტორიის მასწავლებლების უმრავლესობა სწორედ ამ პოზიციაზეა. იგივე როლი აკისრიათ ქართული ლიტერატურის მასწავლებლებსაც, რადგან ბევრი ქართველი ავტორი, პოეტი თუ მწერალი სწორედ რუსული აგრესიის, რუსული რეპრესიების მსხვერპლი გახდა და არაერთი ნაწარმოები აღწერს ამ ყველაფერს.
სამოქალაქოს მასწავლებლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ ამ კუთხით, რომ ბავშვებს საკლასო ოთახებში ასწავლოს რეალური ისტორია.
ჩემი მშობლებისგან ძალიან ხშირად გამიგია, რომ საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტში სწავლობდნენ ათეიზმის კურსს, მაგრამ ყველაზე მეტი, რელიგიაზე და ქრისტიანობაზე სწორედ იმ ლექტორებისგან გაიგეს, რომელთა პასუხისმგებლობაც ათეიზმის სწავლება იყო.
ვფიქრობ, გაუჭირდებათ ისეთი მასწავლებლის პოვნა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ასწავლის რაიმეს. ახალგაზრდებსაც კარგად ესმით ვისკენ არის სიმართლე, ვინ არის ოკუპანტი და ვინ მეგობარი. ამიტომ არა მგონია ვინმეს გააბედვინონ საკუთარი ისტორიის არასწორი სწავლება.
მე ვარ ზუგდიდიდან, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ემიჯნება, ჩემი სტუდენტების მეტი წილი სწორედ იძულებით გადაადგილებული პირები არიან აფხაზეთიდან. მათ ყველაზე კარგად, პრაქტიკაში იციან, ვინ არის მტერი, ვინ არის ოკუპანტი და რას ნიშნავს ოკუპაციის პირობებში ცხოვრება.
შესაბამისად, რთულად წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს, ქართულ საკლასო ოთახებში თუ უნივერსიტეტის აუდიტორიებში ვიხილოთ სიტუაცია, სადაც მტერზე ვიტყვით, რომ მეგობარია და მეგობარზე ვიტყვით, რომ მტერია.
ორი დღეა განათლების სამინისტრო PISA-ს კვლევას აფრიალებს და ამბობს, რომ წინსვლა გვაქვს განათლებაში. მოგვიყევით, რეალურად რა ხდება სკოლაში, რა აწუხებთ ან უხარიათ ბავშვებს?
მე პატარა სკოლაში ვასწავლი, მაგრამ ყველა მათგანის ინტერესი, პირველ რიგში, არის ის, რომ ჰქონდეთ კარგი, უზრუნველი მომავალი და ეს მომავალი თვითონვე ააშენონ, თვითონვე შექმნან. ამიტომ, ისეთ საგნებს ითვისებენ, რაც მათ მომავალში გამოადგებათ. მათ შორის, სამოქალაქო განათლებასაც.
მეც ვცდილობ ისეთი პროექტები განვახორციელო, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული. მასწავლებელი ყოველთვის იმის ძიებაში უნდა იყოს, თუ რა არის მოსწავლეთა ინტერესი, რა სფეროში, რა მიმართულებით სჭირდებათ მათ დახმარება.
ახლა, ამ ინტერვიუს შვედეთიდან გაძლევთ და რომ შევადაროთ ერთმანეთს, უზარმაზარი განსხვავებაა ქართულ და შვედურ სკოლებს შორის. აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის. კარგად აღჭურვილი სკოლები, კარგი, გამწვანებული ეზოები, არაერთ სპორტულ სახეობაზე მიუწვდებათ ხელი. დასვენებაც შეიძლება, სწავლაც და გართობაც. ეს ყველაფერი აკლიათ ჩვენს მოსწავლეებს.
ჩვენთან ჯერ კიდევ იმაზე მიდის მსჯელობა, სკოლებში უნდა იყოს თუ არა უფასო კვება.
აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განათლებაში სწორად ჩადოს ფინანსური რესურსები. სოფელშიც და ქალაქშიც მოსწავლეებს თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ ყველაფერზე. არ შეიძლება ერთ სკოლაში გათბობის ცენტრალური სისტემა იყოს და მეორე სკოლაში შეშის ღუმელებით თბებოდნენ ბავშვები.
ჩვენ ერთი მხრივ სისტემური და მეორე მხრივ რესურსების კრიზისების ფონზე გვიწევს დღეს მასწავლებლებს მუშაობა. განსაკუთრებით რეგიონებში.
მასწავლებლებს და სკოლას უნდა ჰქონდეთ სრული თავისუფლება. სკოლა პოლიტიკური კონიუნქტურისა და მანიპულაციებისგან აბსოლუტურად დაცული უნდა იყოს, რადგან მხოლოდ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალ პედაგოგს შეუძლია აღზარდოს თავისუფალი, ღირსეული, პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, რომელიც, საბოლოო ჯამში, კარგ ქვეყანას ააშენებს.
რადგან შვედეთში ხართ, ხომ არ გიკითხავთ, 2 ან 3-ცვლიან სკოლებზე თუ სმენიათ რაიმე. ჩვენთან ხომ ასეთ პირობებში უწევთ ბავშვებს სწავლა?
შვედეთში არ არის ორცვლიანი სკოლები. გაკვეთილების დასრულების შემდეგ 6-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის მოქმედებს სპეციალური სკოლისშემდგომი ჯგუფები, სადაც მოსწავლეები რჩებიან საღამომდე. თამაშობენ, მეცადინეობენ და ერთობიან.
მოსწავლეს, პირველ რიგში, მეგობრული, თავისუფალი გარემო უნდა დაახვედრო სკოლაში. უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას სკოლაში მხარდამჭერები დახვდებიან, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს კონკრეტული მოსწავლის, კონკრეტული ინტერესის განვითარებას. მათემატიკა გამოსდის კარგად? ამ მხრივ უნდა შეუწყო ხელი, ტექნოლოგიები გამოსდის? აქ უნდა მისცე ფართო შესაძლებლობები. შეიძლება მუსიკის ნიჭი აქვს და კარგი ფლეიტისტი გამოვიდეს.
ამ ყველაფრის ხელშემწყობი უნდა იყოს სკოლა.
ფორმები ხომ უყიდეს, თან დაავალდებულეს რომ ჩაიცვან. ამაზე რას ფიქრობთ?
როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, როცა კლასები იქნება თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი, გვექნება ჭკვიანი დაფები, ლეპტოპები, ფერადი პრინტერები და სხვა აუცილებელი რესურსები, მერე ვიმსჯელოთ ფორმებზეც.
ფორმა არ არის ნომერ პირველი პრიორიტეტი დღეს, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი. მათ შორის ბუფეტების საკითხი, ფიზიკის, ქიმიის ლაბორატორიების და ასე შემდეგ.
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არაერთი ბავშვი იზრდება მშობლების გარეშე, ხან დედა ჰყავთ ემიგრაციაში, ხან მამა, ან ორივე ერთად, ბუნებრივია, ბავშვის სწავლის მოტივაცია ვერ იქნება მაღალი. ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.
უნივერსიტეტში მყავდა ერთი სტუდენტი, რომელიც მიყვებოდა, რომ მეშვიდე კლასიდან ხან ერთი მშობელი ჰყავდა ემიგრაციაში, ხან მეორე და ეს ძალიან მტკივნეული იყოს მისთვის. მე სამი შვილი მყავს და სულ ვცდილობ მათ გვერდით ვიყო, დავეხმარო გაკვეთილების მომზადებაში, რაღაც ავუხსნა დამატებით, ეს აკლია ბევრ ბავშვს.
ბავშვი ბედნიერიც უნდა იყოს, სათანადო პირობებიც უნდა ჰქონდეს, რომ სრულფასოვნად მიიღოს ცოდნა. ამისთვის გვჭირდება დასავლური დემოკრატიაც და განვითარებული ეკონომიკაც. ის, რაც ევროპის ქვეყნებს აქვთ დღეს საკუთარი მოქალაქეებისთვის, მოსწავლეებისთვის.
მე-12 კლასის გაუქმებაზე რას ფიქრობენ ბავშვები. თანახმა არიან „რეპეტიტორიუმის“ გავლაზე?
ჩემ გარშემო მყოფი მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი უეჭველად გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასშიც, რადგან ხედავენ, რომ ბევრი ახალგაზრდა წარმატებით ირიცხება ევროპულ უნივერსიტეტებში. არც მათ უნდათ ეს შესაძლებლობა დაკარგონ.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, დეპუტატებს, ვინც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, თავად თუ ჰქონდათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი.
ასევე დავინტერესდით, მოიხადეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური თანამდებობის პირებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და მხარს უჭერენ მის მიერ მიღებულ კანონმდებლობას.
აღმოჩნდა, რომ ჯარში ნამყოფი არაა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შვილი, რომელიც თანამდებობის პირია და თავად ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონის გამკაცრებას.
რა შეიცვალა 13 მაისს „თავდაცვის კოდექსში“
თუ თქვენ ჯარში წასვლა გიწევთ, მაგრამ საზღვარგარეთ ხართ და შეტყობინებას ვერ ჩაიბარებთ, ეს შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
თუ ათ დღეში სამხედრო გაწვევის კომისიაში არ გამოცხადებით, ავტომატურად ხდებით სამართალდამრღვევი და 1000 ლარით დაჯარიმდებით.
ხოლო თუ ქვეყანაში არ დაბრუნდებით, განმეორებით გამოგიძახებენ და ისევ არ მიხვალთ, მაშინ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებით და თქვენს წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 356-ე მუხლით დაიწყება.
ჯარში გაწვევის ახალი წესის შესახებ მთავრობის დადგენილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შევიდა. ეს დადგენილება კი თავის მხრივ დაეფუძნა „საქართველოს თავდაცვის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს, რომელიც მიმდინარე წლის 13 მაისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებებს მხარი „ქართული ოცნების“ 72-მა, „ხალხის ძალის“ ექვსმა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების წინააღმდეგი იყო „გახარია საქართველოსთვის“ 10 დეპუტატი.
საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განუსაზღვრეს ისეთმა დეპუტატებმაც, რომლებიც თავად არასდროს ყოფილან ჯარში და არ მოუხდიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური.
„გაქვთ თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური? თუ კი, რომელ წელს და სად? თუ არ ხართ ნამყოფი ჯარში, გთხოვთ მოგვწეროთ მკაფიო განმარტება, რატომ ვერ ან არ გაიარეთ სამხედრო სავალდებულო სამსახური“, – „ბათუმელებმა“ ეს კითხვები პარლამენტის ოფიციალურ საიტზე მითითებულ მეილებზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს გაუგზავნა.
კერძოდ, ვახტანგ თურნავას, ირაკლი კირცხალიას, ზურაბ რურუას, თორნიკე ფაღავას, გიორგი ხახუბიასა და არჩილ ბერიძეს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები: ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია, ზურაბ რურუა, თორნიკე ფაღავა, გიორგი ხახუბია და არჩილ ბერიძე არ არიან ჯარში ნამყოფი.
„ბათუმელებმა“ არაერთგზის სცადა მათთან დაკავშირება. შეკითხვები გავუგზავნეთ მეილზე, გავუგზავნეთ სმს შეტყობინება და თითოეულ დეპუტატთან ვცადეთ დაკავშირება სატელეფონო ზარის საშუალებით.
დავუკავშირდით საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურსაც, რომელსაც გავაცანით ჩვენი კითხვები. პრესსამსახურისგან მივიღეთ დადასტურება, რომ დეპუტატები ნამდვილად იყვნენ ინფორმირებულები და იცოდნენ რა საკითხზე გვსურდა მათგან პასუხი.
5 დღის განმავლობაში არცერთმა დეპუტატმა ჩვენს არცერთ შეტყობინებას არ უპასუხა. გვსურდა ასევე მიგვეღო პასუხი კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ალტერნატიული სამხედრო სამსახური გავლილი.
ცნობისათვის, ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატებიდან თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს ხმა მისცა: ნიკა ელისაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ზურაბ რურუამ, თორნიკე ფაღავამ, გიორგი ხახუბიამ და არჩილ ბერიძემ. 13 მაისის სხდომას არ ესწრებოდა ვახტანგ თურნავა.
თუ რომელიმე დეპუტატი გადაწყვეტს ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, მას სტატიაში ავსახავთ.
ერთადერთი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნიკა ელისაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს უპასუხა.
ჯარში ნამყოფი არც ნიკა ელისაშვილი არაა, თუმცა მან „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ გავლილი აქვს „ალტერნატიული სამხედრო სამსახური“ და, შესაბამისად, ჯარში წასვლა აღარ მოუწია.
რა ხდება აჭარაში, აქვთ თუ არა მაღალჩინოსნებს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური – ამ კითხვით რამდენიმე უწყებას და ჩინოვნიკს მივმართეთ.
კერძოდ, დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის შვილს, რომელიც ასევე თანამდებობას იკავებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. ასევე დავინტერესდით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დენის სალუქვაძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის და უმაღლესი საბჭოს წევრის, გოგი ფუტკარაძის შესახებ ინფორმაციით.
აღმოჩნდა, რომ არცერთი ზემოჩამოთვლილი საჯარო პირი ჯარში ნამყოფი არაა.
ჯარში არაა ნამყოფი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე.
„დენის სალუქვაძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ გაუწვევიათ, რადგან იმ პერიოდში, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახური უწევდა, განათლებას იღებდა. მას გავლილი აქვს უმაღლესი განათლების სამივე საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა მას არ უწევდა“, – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.
ჯარში არ არიან ნამყოფები არც ცოტნე ანანიძე და არც გოგი ფუტკარაძე.
„2008 წელს ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის მთავრობას ჰქონდა 18 დღიანი რეზერვისტების პროგრამა. გამოვცხადდი, არ წამიყვანეს, იმ მოტივით -„ოპოზიციაშია ეს ბიჭი და მთავარსარდალს ეწინააღმდეგებაო“. ამის შემდეგ, ბაკალავრის დასრულებისთანავე, მაგისტრატურაში ჩავაბარე სისხლის სამართალზე. მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი, როცა დამიჭირეს. როდესაც ციხიდან გამოვედი, რა თქმა უნდა, აღვადგინე სტატუსი და მერე დავასრულე სამაგისტრო,“ – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
„საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას „გ1“ ქვეპუნქტის თანახმად გახლდით – საზღვარგარეთ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი (2010-2018 წწ).
სამხედრო აღრიცხვის სამსახურის მიერ გამოძახებისთანავე სისტემატურად ვცხადდებოდი შესაბამის სამსახურში, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება ხორციელდებოდა უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე (როგორც საბაკალავრო, აგრეთვე სამაგისტრო პროგრამების) სწავლის დასრულებამდე,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ გოგი ფუტკარაძემ.
იყვნენ თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შვილები ჯარში?
აქვთ თქვენს შვილებს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური? – ეს კითხვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მიმდინარე წლის მაისში დავუსვით.
ზურაბ პატარაძემ დასმულ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
„ღმერთმა ამრავლოს საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახები, ეს არის ჩვენთვის დიდი სიმდიდრე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ოჯახებზე და ჩვენს შვილებზე. ის, რაც კანონით არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, მათ შორის საჯარო მოხელე შესაბამისად მიჰყვება ქმედებას,“ – გვითხრა მან.
განმეორებით დასმულ შეკითხვაზე – თქვენი ერთი შვილი საჯარო სამსახურში მუშაობს, აქვს თუ არა მას სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი? – ზურაბ პატარაძემ პასუხს ისევ თავი აარიდა.
„ყველა ქმედება იქნება დაცული, როგორც არის კანონმდებლობით…“ – გვითხრა მან.
ზურაბ პატარაძეს 4 შვილი ჰყავს, 2 ბიჭი და ორი გოგო. ზურაბ პატარაძის უფროსი შვილი, რევაზ პატარაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.
ჩვენ მისგანაც ვცადეთ კომენტარის მიღება და პრესსამსახურის საშუალებით ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი.
რევაზ პატარაძემ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურმა კი გვითხრა, რომ კითხვაზე პასუხი – ჰქონდა თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური რევაზ პატარაძეს, საჯარო ინფორმაციის სახით გამოგვეთხოვა.
ზურაბ პატარაძის მეორე შვილი 20 წლისაა. ის ამჟამად სტუდენტია და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფალია.
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა #1-ში მდებარე ორი კორპუსი ერთმანეთთან აივნებითაა დაკავშირებული.
კორპუსები 17-სართულიანია. პირველ 7 სართულზე ორ კორპუსს შორის დატოვებულია ვერტიკალური ღარი, ხოლო მერვე სართულიდან აივნები გადაბმულია.
ბზარი სწორედ ამ აივნების გადაბმებს შორის გაჩნდა.
მერვედან მე-17 სართულის ჩათვლით, გარედან ჩანს, რომ აივნების გადაბმებს შორის ე.წ. ბზარებია.
8 სექტემბერს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც სწორედ ეს ბზარები ჩანდა, თანდართული აღწერით, რომ „ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი გაიბზარა“.
სამშენებლო კომპანია „ანაგი“, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა, ამბობს, რომ ე.წ. ბზარები დეფორმაციული ნაკერია და ის კორპუსის მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის.
„ბათუმში, ფიროსმანის ქ. #1ა-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რკინაბეტონის კონსტრუქცია შპს „ანაგმა“, შპს „დუკა 2006“-ის დაკვეთით ააშენა.
სახლი ექსპლუატაციაშია 2013 წლიდან.
გავრცელებულ ვიდეოში ასახული ვერტიკალური ხაზები, რომლებიც ერთი შეხედვით ბზარების შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში წარმოადგენს შენობის ტემპერატურულ (დეფორმაციულ) ნაკერს.
ეს არის პროექტით გათვალისწინებული კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც შენობის სექციებს შორის სპეციალურად არის მოწყობილი და მისი დანიშნულებაა, ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეული მასალის გაფართოება-შეკუმშვისას კონსტრუქცია დაზიანებისგან დაიცვას.
ვიზუალურ ეფექტს, რომელიც „დაზიანების“ შთაბეჭდილებას ქმნის, იწვევს ნაკერის ზონაში ფასადის მოსაპირკეთებელი სისტემის ამორტიზაცია (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „ანაგმა“ მხოლოდ რკინაბეტონის კონსტრუქცია ააშენა და მას ფასადისა და სხვა მოსაპირკეთებელი სამუშაოები არ შეუსრულებია).
ფასადი მოპირკეთებულია თბოსაიზოლაციო ფილებით, დეკორატიული ბათქაშითა და საღებავით. დროთა განმავლობაში სწორედ ეს მოსაპირკეთებელი ფენები დაზიანდა ცვეთის შედეგად, განსაკუთრებით ნაკერის ზონაში, სადაც შენობის სექციების მოძრაობა მუდმივად ზემოქმედებს მოპირკეთებაზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კოსმეტიკური ხასიათის საკითხია და შენობის მზიდ კონსტრუქციას არ ეხება – რკინაბეტონის კონსტრუქცია დაზიანებული არ არის,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამშენებლო კომპანია „ანაგში“.
„ანაგის“ ოფისი სწორედ ფიროსმანის ქ. #1ა-შია განთავსებული, იმ კორპუსის სამ სართულზე, რომლის ვიდეოც ფეისბუქზე გავრცელდა.
„ბათუმელები“ დღეს, 9 სექტემბერს იმყოფებოდა ფიროსმანის ქუჩის #1ა-ში.
ორი 17-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ორი სართული ფუნქციურად დატვირთულია. არის რამდენიმე მაღაზია. კორპუსის პირველ სართულზე გვერდიგვერდაა განთავსებული სახალხო დამცველის ოფისი და პრობაციის ბიურო, ხოლო კორპუსის მეორე სართულზე შრომის ინსპექციის ოფისია. ამას გარდა, თავად სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ოფისიც ამ კორპუსშია განთავსებული.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში კორპუსის კადრები გავრცელდა, ფიროსმანის ქუჩაზე მივიდნენ ბათუმის მერიის წარმომადგენლები, ხოლო კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ წერილით მიმართა მერიას, რომ კორპუსის მდგრადობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მომზადდეს.
ყველა უწყება, რომელსაც ამ ეტაპზე „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ კორპუსი მდგრადია, მყარია და ბზარი, რომელიც აივნების გადაბმებს შორის ჩანს, კორპუსის უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს.
„ბათუმელებმა“ კომენტარი გამოითხოვა ბათუმის მერიისგანაც.
„ბათუმში ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, კომპანია „ანაგის“ მიერ დამოუკიდებლად აშენებული ორი კორპუსის ერთმანეთთან შეერთების ბჟენის ადგილია. რაც შეეხება ზედა სართულებს, ბზარი არ არის, ტემპერატურული ნაკერია დატოვებული, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად.
ტემპერატურული ნაკერი წარმოადგენს შენობის კონსტრუქციულ ელემენტს, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად.
თუ შენობის სხვადასხვა ნაწილს აქვს განსხვავებული სართულიანობა ან გრუნტის განსხვავებული მზიდუნარიანობა, ნაკერი საშუალებას აძლევს ბლოკებს/შენობებს ჯდომა განახორციელონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
ასევე, ტემპერატურის ცვლილებისას სამშენებლო მასალები განიცდიან გაფართოებას ან შეკუმშვას ტემპერატურული ნაკერი უზრუნველყოფს ამ მოძრაობის თავისუფლებასაც. ორივე შენობა განსხვავებულად ჯდება გრუნტში, გამომდინარე აქედან, ბჟენი უნდა იყოს დეფორმირებადი, რათა არ შეზღუდოს ეს მოძრაობა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.
ხარისხიანი განათლება კარიერის პირველი ნაბიჯია, თუმცა ცოდნის მიღება ყოველთვის არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასურველი პროგრამა შენს ქალაქში თუ სოფელში არ არის. თიბისის უფასო ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან თანამედროვე ცოდნის მიღების შესაძლებლობას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების გარეშე ქმნის — სწორი ადგილია განათლებისთვის.
ამ შესაძლებლობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თიბისი IT აკადემიაა – უფასო ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, რომელიც მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. კურსების განმავლობაში მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ ამოცანებზე მუშაობენ, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ და ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარებს ავითარებენ.
გაიცანით თიბისი IT აკადემიის კურსდამთავრებული ლაშა არველაძე – ფოთიდან, რომელიც IT აკადემიის დასრულების შემდეგ თიბისიში დასაქმდა და დღეს მობაილბანკის თამაშზე „საგანძურის მარათონი“ მუშაობს.
„სამწუხაროა რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ფოთს განათლების და გამოცდილების მისაღებად, რაც ვფიქრობ რომ ჩემი ქალაქის მთავარი პრობლემაა. სამომავლოდ მეც ვგეგმავ ისეთი კურსები შევქმნა, რომლებიც ახალგაზრდებს დატოვებს ფოთში, რასაც დღეს IT აკადემია აკეთებს. IT აკადემიაში სახლიდან გაუსვლელად ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეგიძლია. ვფიქრობ, ფოთი არის სწორი ადგილი, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო. მეც ასე მოვიქეცი, როდესაც IT აკადემიაში ჩავირიცხე და დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის თანამშრომელი ვარ“ – ლაშა არველაძე.
თიბისი IT აკადემია 2019 წლიდან მოქმედებს და მის პროგრამებში უკვე 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კურსდამთავრებულთაგან დაახლოებით 500 ადამიანი თიბისისა და პარტნიორი კომპანიების ტექნოლოგიურ გუნდებში დასაქმდა.
IT აკადემიასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი ტექსკოლას, თიბისი კამპუსსა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც ხარისხიან განათლებაზე წვდომას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერებისგან ათავისუფლებს.
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები – სწორი ადგილია განათლებისთვის.
ბათუმის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 9 სექტემბერს მოხდა.
ორადგილიანი WT9 ტიპის თვითმფრინავის ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა. თურქმა მაშველებმა ორივეს გადარჩენა მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა. ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით კი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
“თვითმფრინავი რიზე-ართვინის აეროპორტიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 4 მილის დაშორებით, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ჩვენმა სანაპირო დაცვის ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.
თვითმფრინავის ბორტზე ბელგიის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. პირველადი შემოწმებით დადგინდა, რომ ორივე პირი ჯანმრთელადაა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საქართველოდან, ბათუმიდან აფრინდა და ძრავის გაუმართაობის გამო საკონტროლო კოშკს დაუკავშირდა, რათა რიზე-ართვინის აეროპორტში დაშვების ნებართვა ეთხოვა, ამის შემდეგ კი ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ინცინდენტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება,” – ამბობს მომხდარ ფაქტზე რიზეს გუბერნატორი იჰსან სელიმ ბაიდაში.
დღეს, 9 სექტემბერს, პარტია „ლელომ“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა წერილობით და ბათუმში, გამსახურდიას 41-ე ნომერში არსებული მოდერნის სტილის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მოითხოვა.
„ჩვენ ვითხოვთ ყველა სახის დოკუმენტაციას, მათ შორის ცვლილებებს, რაც დაფიქსირდა ზვიად გამსახურდიას 41-ში მდებარე ძეგლთან დაკავშირებით.
ასევე, გავდივართ კონსულტაციას შესაბამის ჯგუფებთან, რომ მოხდეს ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის შესწავლა.
გარდა ამისა, ვაპირებთ, ბათუმის საკრებულოში დავაყენოთ ინიციატივა სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც შეისწავლის რეაბილიტაციის ყველა ეტაპს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი გასაჯაროვდეს, რადგან ჩვენ ვნახეთ „ნექსთის“ განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ შენობის გაფერადება-დამახინჯება არ იყო შეთანხმებული სააგენტოსთან და ეს დაადასტურა კიდეც სააგენტომ.
შესაბამისად, ვითხოვთ ყველა დოკუმენტაციას, რომ გამოვიკვლიოთ, რამდენად სწორად იქნა გაცემული ამ ძეგლის შესახებ ნებართვები“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია.
მისი თქმით, სააგენტომ აღნიშნული დოკუმენტაცია წესით 10 დღეში უნდა მიაწოდოს. ვაჟა დარჩიამ „ბათუმელებთან“ ასევე აღნიშნა, რომ ითხოვენ, გასაჯაროვდეს პროექტი, რათა საზოგადოებამ იცოდეს, როგორი იქნება ძეგლის საბოლოო იერსახე რეაბილიტაციის შემდეგ.
„ნებისმიერი ცვლილება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო სააგენტოსთან, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და ექსპერიმენტები არ უნდა ტარდებოდეს მის ფასადზე.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულნი, აჯარიმებენ ასფალტზე წარწერის გამო და ამ დროს „ნექსთი“ თავისი ნება-სურვილით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს საქართველოში, ფაქტობრივად, სპობს, ფასადს უნადგურებს და ჩანს, რომ ამ ძეგლთან დაკავშირებით სამუშაოები ისე არ არის ჩატარებული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
ასევე დღეს, 9 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, აზა გაბუნიამ.
„გთხოვთ, მოგვაწოდოთ საჯარო ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები, რომლებიც უკავშირდება ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ქუჩების №12/14- გადაკვეთაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე/განხორციელებულ სამუშაოებს. კერძოდ, გთხოვთ მოგვაწოდოთ:
სააგენტოსთან შეთანხმებული თავდაპირველი პროექტის სრული ასლი, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების განხორციელება გახდა შესაძლებელი;
აღნიშნულ პროექტში შეტანილი ყველა ცვლილების, დამატებისა და კორექტირების შესახებ დოკუმენტაცია, მათ შორის ცვლილებები/განახლებული პროექტების სრული ასლები, არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გაცემული ყველა ნებართვის, თანხმობის, ბრძანებისა და ადმინისტრაციული აქტის ასლები;
სააგენტოს შესაბამისი კომისიების/საბჭოების სხდომების ოქმები, გადაწყვეტილებები და დასკვნები, რომლებზეც განხილული ან შეთანხმებული იყო აღნიშნულ შენობაზე სამუშაოების, მათ შორის ფასადის ცვლილების საკითხი;
მესაკუთრის, ინვესტორის, საპროექტო ორგანიზაციის ან სხვა დაინტერესებული პირების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ყველა წერილის, განცხადების, განმარტების, პროექტისა და სხვა დოკუმენტის ასლები, რომლებიც აღნიშნულ ობიექტსა და მიმდინარე სამუშაოებს შეეხება;
ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რა პირობებითა და მოთხოვნებით იქნა შეთანხმებული სამუშაოების განხორციელება, მათ შორის ფასადის, ფერთა გადაწყვეტის, დეკორატიული ელემენტებისა და სხვა არქიტექტურული დეტალების მიმართ დადგენილი მოთხოვნები;
სააგენტოს მიერ აღნიშნულ ობიექტზე განხორციელებული მონიტორინგისა და ინსპექტირების ყველა მასალა, მათ შორის შემოწმების აქტები, ოქმები, დასკვნები, ფოტოფიქსაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
ინფორმაცია იმის შესახებ, დადგინდა თუ არა სამუშაოების მიმდინარეობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობის, გაცემული ნებართვის ან შეთანხმებული პროექტის პირობების დარღვევა; თუ ასეთი დარღვევა დადგენილია, გთხოვთ მოგვაწოდოთ: დარღვევის დადგენის თარიღი; შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის, ოქმის, დასკვნის ან სხვა დოკუმენტის ასლი; ინფორმაცია, რა სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა სააგენტოს მიერ;
რა სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს ან განხორციელდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით; მიღებული გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაციის ასლები“- წერია განცხადებაში, რომლითაც აზა გაბუნიამ სააგენტოს მიმართა.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტომ აცნობოს საზოგადოებას, შეესაბამება თუ არა ობიექტზე ამჟამად შესრულებული სამუშაო სააგენტოს მიერ შეთანხმებულ პროექტსა და ნებართვის პირობებს და თუ არა, რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ან უკვე განახორციელა სააგენტომ დარღვევის აღმოსაფხვრელად.
კომპანია NEXT-მა მის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე გადაღება. როგორც კომპანიაში „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადეს, ეს მხოლოდ ტესტი იყო.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძეგლის რეაბილიტაციის დროს ყველა მოქმედება უნდა იყოს შეთანხმებული ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან.
აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისება ხშირ შემთხვევაში კონკურენციის გარეშე, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს – აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
„გამჭვირვალობა“ წერს, რომ ამ პროცესის ფორმალურობასა და საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია – შპს „გოდე 2026“ – უშუალოდ აუქციონის მიმდინარეობისას, მის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაფუძნდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილი ელექტრონული აუქციონები, რომელთა მიზანი აჭარის უძრავი ქონების პრივატიზაცია იყო. ამ პერიოდში სამინისტრომ სულ 69 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
„კვლევის ძირითადი მიგნებები აჩვენებს შემდეგ მანკიერ კანონზომიერებებს:
უკონკურენტო პრივატიზაციის პრაქტიკა: 2025 წლის იანვრიდან გამოცხადებული 69 ელექტრონული აუქციონიდან 54 არ შედგა. შემდგარი 15 აუქციონიდან 8 შემთხვევაში კი ქონება სრულიად უკონკურენტოდ, საწყის ფასზე მინიმალური ბიჯით გასხვისდა.
პოლიტიკური კავშირები და ნეპოტიზმი: პრივილეგირებულ სუბიექტებს შორის ვხვდებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარს (რომელმაც კურორტ გოდერძიზე მიწა მინიმალური, 3,300-ლარიანი ფასნამატით შეიძინა) და „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრ შოთა ფუტკარაძეს, რომელიც ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიას დაეუფლა.
ფინანსური გარიგებები და სახელმწიფო ტენდერები: აღნიშნული კომპანიების მფლობელებსა და მათ ოჯახის წევრებს მმართველი პარტიისთვის ჯამში 1,387,000 ლარი აქვთ შეწირული. თავის მხრივ, აუქციონებში გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ სახელმწიფოსგან, ტენდერების გზით, დამატებით 59.5 მილიონზე მეტი ლარი მიიღო (მათ შორის, თითქმის 16 მილიონი – უკონკურენტოდ).
ამგვარი პრაქტიკის პირდაპირი შედეგი სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დანაკლისია. მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის ელიტა ქონებას მინიმალურ ფასად იფორმებს, აჭარის ბიუჯეტში დაგეგმილი 125 მილიონის ნაცვლად, გასხვისდა მხოლოდ 4.5 მილიონი ლარის უძრავი ქონება (გეგმის 3.6%)“ – წერს ორგანიზაცია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 2 კომპანიის წილის მფლობელები, დირექტორები და ოჯახის წევრები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,387,000 ლარი შესწირეს.
„მათ შორის 1-მა კომპანიამ (შპს „ნოვა) აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო, ხოლო მეორე კომპანიის დირექტორი და 50% წილის ბენეფიციარი მესაკუთრე, „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, შოთა ფუტკარაძეა. შოთა ფუტკარაძის მამა, ოთარ ფუტკარაძე, შპს „ბონდი 2009“-ის 25% წილის მფლობელი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. მათ სულ შეიძინეს 20,481 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 2 მიწის ნაკვეთი და 417.72 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 2 შენობა-ნაგებობა, რომლებიც კომერციულად მიმზიდველ ადგილზეა ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სამრეწველო ზონაში“ – წერს „გამჭვირვალობა“.
ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ აუქციონებში გამარჯვებულმა 2 კომპანიამ (შპს „ნოვამ“ და შპს „ნიუ სთაილმა“) სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღეს 59,540,688 ლარის შემოსავალი. მათ შორის, უკონკურენტოდ მოიგეს 15,862,903 ლარის ჯამური ღირებულების 50 ელექტრონული ტენდერი.
„არშემდგარი აუქციონების შედეგად ვერ შესრულდა შესაბამისი წლების აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა. კერძოდ, 2024 წელს უძრავი ქონების პრივატიზაციიდან დაგეგმილი იყო 112,650,000 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო ფაქტობრივად მიიღეს 22,835,500 ლარი. 2025 წლის 9 თვეში დაგეგმილი იყო 125,055,555 ლარის უძრავი ქონების გასხვისება, რის ნაცვლად გასხვისდა 4,500,200 ლარის უძრავი ქონება ანუ გეგმის 3,6%“ – წერს „გამჭვირვალობა“.
14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში, „შერატონში“, ევროპული კონფერენცია ჩატარდება – European Conference on Ethics and Integrity in Academia [ECEIA 2026] ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ.
კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია [ENAI] უმასპინძლებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტ ETHICS-ისადმი მიძღვნილ სესიებზე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში [ETHICS]“ შედეგები.
პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების კულტურის განვითარება, პასუხისმგებლობიანი კვლევის პრაქტიკის ხელშეწყობა და შესაბამისი ინსტიტუციური და საგანმანათლებლო მექანიზმების განვითარება.