მთავარი,სიახლეები

ბათუმში კონფერენცია ჩატარდება ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ

09.09.2026
ბათუმში კონფერენცია ჩატარდება ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ

14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში, „შერატონში“, ევროპული კონფერენცია ჩატარდება –  European Conference on Ethics and Integrity in Academia [ECEIA 2026] ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ.

კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია [ENAI]  უმასპინძლებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით,  პროექტ ETHICS-ისადმი მიძღვნილ სესიებზე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში [ETHICS]“ შედეგები.

პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების კულტურის განვითარება, პასუხისმგებლობიანი კვლევის პრაქტიკის ხელშეწყობა და შესაბამისი ინსტიტუციური და საგანმანათლებლო მექანიზმების განვითარება.

კონფერენციის პროგრამის, რეგისტრაციისა და სხვა დეტალური ინფორმაციის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ECEIA 2026-ის ოფიციალურ ვებგვერდს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: