გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 სექტემბრის 21 საათიდან 12 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება.
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 13-14 სექტემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.






