„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 14 სექტემბრიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე იმოძრავებს.
კომპანიის განცხადებით, ცვლილება ზაფხულის სეზონის დასრულებას უკავშირდება.
„14 სექტემბრიდან ავტობუსები საზაფხულო გრაფიკიდან სტანდარტული მოძრაობის რეჟიმზე გადადის. გთხოვთ, მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება“- წერს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“.
_____________
ამავე თემაზე:
რას აჩვენებს ბათუმში ციფრები ავტობუსის ტაბლოზე, დროს თუ გაჩერებების რაოდენობას






