სამსუნი – ტრაბზონი – სარფი: ახალი სარკინიგზო ხაზი თურქეთში

თურქეთი შავიზღვისპირეთში მასშტაბური სარკინიგზო პროექტის განხორციელებას გეგმავს. სამსუნიდან სარფამდე აშენდება მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. „სამსუნი-ტრაბზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის რკინიგზის პროექტი ტრაბზონსა და სამსუნს შორის მგზავრობის დროს 2 საათამდე შეამცირებს. ჩვენ დავაკავშირებთ ჩვენს ყველა ქალაქს სამსუნს; მათ შორის ორდუს, გირესუნს, ტრაბზონს, რიზეს და ართვინს,“ – თქვა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ …

ბათუმიდან თურქეთის გენერალური კონსული კაზინოში გადაღებული ფოტოს გამო გაიწვიეს – მედია

ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ადნან ალთაი ალთინორსი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სკანდალის ფონზე გაიწვია. თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური კონსული ბათუმიდან მას შემდეგ გაიწვიეს, რაც გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახულია კაზინოში მყოფი ადნან ალთაი ალთინორსი. თურქული პრესა წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იძიებს. ადნან ალთაი ალთინორსი გენერალურ კონსულად …

თურქეთში ჩაის სეზონი დაიწყო – რა ღირს წელს ჩაის კრეფაზე მუშაობა?

„ჩაის კრეფის სეზონი წელს ამინდის გამო დაგვიანდა, ახლა ძლივს დაიწყო, მაისის ბოლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს წელსაც საქართველოდან ელოდება. ჩაის და თხილის საკრეფად სეზონურად ასობით მოქალაქე გადადის საქართველოდან თურქეთში. სეზონური დასაქმება ბევრისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. როგორც ერჰან ქოსიოღლუ ამბობს, წელს ტონა ჩაის დაკრეფის საფასური 11-15 …

თურქეთში, ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 16 მაისს, ქალაქ სამსუნში, ქუჩაში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინციდენტი დაახლოებით  დილის 06:30 საათზე, ქაზიმ კარაბექირის უბანში მოხდა. დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ორი შენობის სახურავი და ფანჯრები. მედიის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვისი წარმოებისაა დრონი და რა მიზნით იქნა გაშვებული. არსებული ინფორმაციით, დრონი დაახლოებით 25 კილოგრამს იწონის და მისი …

სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა

თურქული მედიის ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრში, ფერდობიდან უზარმაზარი ლოდები ჩამოცვივდა და მაგისტრალის ერთი ზოლი ჩახერგა. მედიის თანახმად, დიდი ზომის ლოდი დაეჯახა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც დაზიანდა, თუმცა  დაშავებულები არ არიან. მედიის ინფორმაციით, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებენ, „ამ ტერიტორიაზე შესაძლოა მეწყრის შემდგომი ჩამოწოლის რისკი კვლავ შენარჩუნდეს“, შესაბამისად, მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი …

სროლა სკოლაში, თურქეთში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა – რას ამბობს გამოძიება

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 8 მოსწავლე და 1 მასწავლებელი, ხელისუფლებამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო. შემთხვევა 15 აპრილს მოხდა – მერვე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე – დაშავდა. სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავდამსხმელმაც, 14 წლის მოზარდმა, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა. დღეს, 16 აპრილს, …

თურქეთში 14 წლის მოსწავლე სკოლას დაესხა თავს – დაიღუპა 9 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 15 აპრილს, სამხრეთ პროვინცია ქაჰრამანმარაშში მერვე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. დაღუპულთაგან 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. თურქული მედიის „ჰურიეთის“ ინფორმაციით, კაჰრამანმარაშის გუბერნატორის თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 14 წლის მოსწავლე, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ იარაღი თავდამსხმელის მამას, ყოფილ პოლიციელს, ეკუთვნოდა. 14 …

თურქეთში 19 წლის ბიჭმა სკოლაში ცეცხლი გახსნა – დაშავდა 16 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 14 აპრილს, თურქეთში, შანლიურფას პროვინციაში მდებარე სკოლაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი — 10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, ერთი პოლიციელი და ბუფეტის ერთი თანამშრომელი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავრცელებული ინფორმაციით, სტაბილურია. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, იმავე იარაღით დაასრულა. …

თურქეთის მოქალაქე ამბობს, რომ ტრამპის შვილია – მან სასამართლოსაც მიმართა

თურქეთის მოქალაქე ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილია. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, 55 წლის ნეჯლა ოზმენმა, რომელიც ანკარაში ცხოვრობს, 2025 წლის სექტემბერში სასამართლოში სარჩელიც შეიტანა დნმ-ის ტესტის ჩატარებისა და მამობის დადგენის მოთხოვნით. ქალი ოფიციალურად რეგისტრირებულია სატი და დურსუნ ოზმენების შვილად. იგი აცხადებს, რომ გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ სიმართლე უთხრა. კერძოდ, ნეჯლა ოზმენის თქმით, …

თურქეთმა და სომხეთმა დიპლომატიური ვიზების მიღების პროცედურა გაამარტივეს

სომხეთი და თურქეთი ნაწილობრივ ამარტივებენ ვიზების მიღების მოთხოვნებს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან გაამარტივებენ ვიზების მიღების პროცესს დიპლომატიური, სამსახურებრივი და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის. მომავალი წლიდან ორივე ქვეყნის ასეთი პასპორტების მფლობელებს ელექტრონული ვიზების უფასოდ მიღება შეეძლებათ. „თურქეთი და სომხეთი ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, გააგრძელონ ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სრული ნორმალიზაციის მიზნით“, …

თურქეთმა შავ ზღვაზე დრონი ჩამოაგდო

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავ ზღვაზე უკონტროლო დრონი ჩამოაგდეს. სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს,  ნათქვამია, რომ შავი ზღვიდან თურქეთის საჰაერო სივრცეს მიახლოებული ობიექტი დაფიქსირდა და აღმოჩენის შემდეგ, იგი სტანდარტული პროცედურების შესაბამისად იქნა ჩამოგდებული. „ანადოლუ“ წერს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეაგირება დაევალა როგორც თურქეთის, ასევე ნატოს კონტროლის ქვეშ მყოფ F-16 …

თურქეთის მოქალაქეებისთვის პასპორტი საკმარისი აღარ იქნება საქართველოში შესასვლელად – მედია

2026 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით ან პასპორტით საქართველოში შემოსვლის უფლება კვლავ ექნებათ, თუმცა მხოლოდ ეს დოკუმენტები საკმარისი აღარ იქნება. მათთვის საქართველოში შემოსასვლელად სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევაც იქნება სავალდებულო. ამის შესახებ თურქული მედია წერს და თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს. თურქული მედია წერს, რომ საქმე ეხება საქართველოს კანონმდებლობაში რეგულაციას, რომელიც 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება …

Turkey Confirms 20 Soldiers Killed in Air Crash in Georgia Near Azerbaijani Border

Turkey has confirmed that 20 servicemen were killed when a C-130 military transport aircraft crashed in eastern Georgia near the Azerbaijani border on November 11. The Republic of Türkiye Ministry of National Defence confirmed the loss of its servicemen in an official statement on X: “Our heroic comrades-in-arms were martyred on November 11, 2025, when …

Turkish Aircraft Crashes Near Georgia-Azerbaijan Border, Investigation Underway

An aircraft has crashed near the Georgia-Azerbaijan border. Footage of the crash has been shared by the pro–Georgian Dream TV channel Imedi, which reported that the aircraft was believed to be a Turkish military jet. However, the Ministry of Internal Affairs has clarified that it was a cargo aircraft, and the details are still under …

თურქეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

27 ოქტომბერს, ღამით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა, ოფიციალური ცნობებით, მათ შორის იყვნენ ის პირებიც, რომლებიც მიწისძვრის დროს აივნიდან გადახტნენ და დაზიანებები მიიღეს. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:48 საათზე, 5.99 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა და იგრძნობოდა მარმარილოსა და ეგეოსის რეგიონებში, მათ …

არქეოლოგებმა თურქეთში აშოტ კურაპალატის საფლავი იპოვეს

„არქეოლოგებმა, რომლებიც მუშაობენ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არდანუჩში მდებარე გევერნიკის ციხესიმაგრეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს თაღოვანი საფლავი – სავარაუდოდ, ეს არის დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის, აშოტ I-ის (აშოტ დიდი, კურაპალატი) სამარხი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ფორმირებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა,“ – წერს თურქული აკადემიური სამეცნიერო ჟურნალი Anatolian Archaeology. Anatolian Archaeology-ის ცნობით, …

თურქეთში ცნობილი მსახიობები და მომღერლები დააკავეს

დღეს, 8 ოქტომბერს, სტამბოლში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს თურქულ შოუბიზნესში ცნობილი 19 პირი. თურქულ შოუბიზნესში ცნობილი პირების დაკავება უკავშირდება ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულის ბიუროს მიერ დაწყებულ გამოძიებას. ისინი საკუთარ სახლებში დააკავეს. ჟანდარმერიაში გამოკითხვისა და შემოწმების მიზნით გადაყვანილ პირებს შორის არიან ცნობილი მსახიობი და მომღერალი დემეთ ევგარი, ბირჯე აქალაი და კუბილაი …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძარს ებრძვიან, ამჯერად ბურსაში

თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეები მორიგ ტყის ხანძარს ებრძვიან ბურსაში მდებარე ტყეში, სადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა. თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან 3 თვითმფრინავით, 11 ვერტმფრენითა და 40-მდე სპეცმანქანით. სამუშაოებში 242 ადამიანია ჩართული. თურქული მედია კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთსა და საბერძნეთში კლიმატის ცვლილების შედეგად ტყის ძლიერი ხანძრის ალბათობა …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან

თურქეთში იზმირის პროვინციაში და ადანაში, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან. თურქული მედიის ცნობით, „სეფერიჰისარის“ კაშხლის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე ხანძარი უცნობი მიზეზით გაჩნდა. ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ცნობით, დღეს, 26 აგვისტოს, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები, ათეულობით სახმელეთო ტექნიკა და 200 მეხანძრეა მობილიზებული. ამავე დროს, ტყის ხანძარია ადანას პროვინციაშიც, სადაც, ასევე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ჰაერიდან და …

6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში – ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 10 აგვისტოს 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბოლო ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 81 წლის ქალი დაიღუპა, მისი ცხედარი ნანგრევებში იპოვეს, მიწისძვრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისძვრის შედეგად ბალიქესირში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. მედიის ცნობით, მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა იზმირში, სტამბოლში, მანისაში და სხვა რეგიონებსა და ქალაქებში.

Interview: As the Caucasus Turns Away from Russia, What Role Will Turkey Play — and What’s Next for Georgia?

“Azerbaijan is not a “bite-sized target” for Russia — there’s the Turkey factor,” says expert on Turkey Kamran Osmanli, who believes that if Russia finds time for military provocations in the South Caucasus, it will be met by an already active Turkey in the region. Armenia and Azerbaijan have turned their backs on Russia in …

რა იქნება თურქეთის როლი, თუ კავკასია რუსეთს ზურგს აქცევს და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ

„რუსეთისთვის აზერბაიჯანი პატარა ლუკმა სულაც არ არის. არსებობს თურქეთის ფაქტორი,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო პროვოკაციებისთვის მოიცლის, მას უკვე აქ გააქტიურებული თურქეთი დახვდება. სამხრეთ კავკასიაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს. როგორ იზრდება ამ დროს თურქეთის რეგიონული როლი და რა იცვლება საქართველოსთვის, თუ ის რუსეთის ორბიტაზე დარჩება? …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან, ერთ ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 55 გრადუსს მიაღწია

დღეს, 26 ივლისს, თურქეთში, ქალაქ შანლიურფაში, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს, 55 გრადუსს მიაღწია – წერს თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“. შანლიურფა სამხრეთ ანატოლიაში მდებარეობს და თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქად ითვლება. „ანადოლუ“ წერს, რომ ხელისუფლება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანდაზმულებსა და ბავშვებს ურჩევს სახლიდან არ გავიდნენ საღამომდე. ამავე დროს თურქეთში უკვე სამ დღეზე მეტია ტყის …

თურქეთში კვლავ ხანძრები მძვინვარებს – დაიღუპა 10 მეხანძრე

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხანძრის ჩაქრობის დროს, სულ მცირე 10 მეხანძრე-მაშველი დაიღუპა ესკიშეჰირის პროვინციაში ტყის ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას, სულ მცირე 14 მაშველი და სატყეო მუშაკი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეების დაღუპვის სავარაუდო მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები გახდა – ხანძრისას ქარმა მოულოდნელად შეიცვალა მიმართულება და მეხანძრეები ცეცხლის ალყაში აღმოჩნდნენ. ტრაგიკული შემთხვევა 23 ივლისს მოხდა. 25 …

როგორ ჩაანაცვლებს სომხეთი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში? – ინტერვიუ

„თუ კონსოლიდაცია ვერ მოახერხა ქართველმა ერმა, მაშინ დასავლეთი ამას ვერ შეაჩერებს და, ბუნებრივია, დაიწყებს ალტერნატიული გზების მოძებნას: სომხეთი მართლაც არის საქართველოს შესაძლო ალტერნატივა ამ კონტექსტში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული პროცესების შემდეგ ვკითხეთ: რამდენად შეიძლება დასავლეთმა პარტნიორობა სომხეთთან არჩიოს? „საქართველოს მყისიერად სომხეთით ჩანაცვლება ძნელი იქნება, თუმცა დასავლეთში ამ საკითხზე უკვე ფიქრობენ …

თურქეთში მესამე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთში მესამე დღეა ებრძვიან ტყის ხანძარს სხვადასხვა ადგილას, რომელთა ჩაქრობასაც ქარიანი ამინდი აძნელებს. თურქული მედიის ცნობით, ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიებზე გავრცელდა, რის შემდეგაც არაერთი დასახლების პრევენციული ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარია დასავლეთ იზმირის პროვინციასა და სამხრეთ ჰატაის პროვინციაში მდებარე ტყეებში. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სახმელეთო და საჰაერო ტექნიკით. მუღლას სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში თურქეთის ჟანდარმერიამ გააძლიერა პატრულირება …

თურქეთში, იზმირში ძლიერი ხანძარია

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარი მძვინვარებს. მასშტაბური ხანძარი იზმირში 29 ივნისს ტყეში გაჩნდა და საცხოვრებელ ზონებში გავრცელდა. თურქული მედიის ცნობით, ქალაქის ხუთი უბანი ევაკუირებულია, დაზიანდა სამი სახლი და მრავალი ავტომანქანა. იზმირის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობაში 1,113 ადამიანი, 122 სახანძრო მანქანა, 74 წყლის ავზი და 84 მძიმე ტექნიკა იყო ჩართული, თუმცა ძლიერმა ქარმა საჰაერო ოპერაციები …

რა უნდა ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ თურქეთის გამოცდილებიდან – მონაწილეობა თუ ბოიკოტი?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციის ნაწილი ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი – არა. არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა ერთ ნაწილს არგუმენტად მოჰყავს თურქეთის მაგალითი, სადაც ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ისეთი ქალაქებიც კი მოიგო, რომელიც მანამდე ხელისუფლების მხარდაჭერით გამოირჩეოდა. 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია …

თურქეთში, მრავალსართულიან სახლში ხანძრის შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა

5 ივნისს, თურქეთში, ქალაქი დიარბაქირში, 13-სართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა და მისი 12, 10 და 4 წლის შვილები. თურქული მედიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, მოქალაქეების ნაწილი შეეცადა სახლი კიბეებით დაეტოვებინათ, თუმცა მხუთავმა კვალმა ისინი დააზიანა. ოფიციალური ინფორმაციით, …

ძლიერი წვიმა ტრაბზონში – მაშველები დაკარგულ ადამიანს ეძებენ

3 ივნისს თურქეთში, ტრაბზონში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები დატბორა. წვიმის შედეგად ერთი ადამიანი დაიკარგა. დღეს, 4 ივნისს, ტრაბზონში დილიდან ეძებენ 72 წლის ადამიანს, რომელიც წვიმის დაწყების შემდეგ არ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოებში მაშველები მონაწილეობენ. ამავე დროს, თურქული მედიის ცნობით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქში წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილი ტალახის გასაწმენდად. _________________ ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

თურქეთში ინსულტის შემდეგ კაცს მშობლიური ენა დაავიწყდა და დანიურად დაიწყო საუბარი

თურქული მედია საინტერესო სამედიცინო შემთხვევაზე წერს, რომელიც თურქეთში, კონიაში მოხდა. 67 წლის კაცმა, რაჰმი კარადემირმა, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, კონიაში მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში სამედიცინო ჩარევის შემდეგ მოულოდნელად დაიწყო საუბარი დანიურ ენაზე, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში არ იყენებდა და დაავიწყდა თურქული, მშობლიური ენა. კაცი დანიაში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და შემდეგ დასახლდა კონიაში, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში …

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 184 ბიძგი დაფიქსირდა

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 23 აპრილს, სტამბოლში, 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ კიდევ 184 ბიძგი დაფიქსირდა. სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ზედაპირიდან დაახლოებით 7 კილომეტრის სიღრმეზე და საშუალოდ გაგრძელდა 13 წამი. სპეციალისტების ცნობით, მცირე ბიძგები შემდეგ დღეებშიცაა მოსალოდნელი. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შევიდნენ სარისკოდ მიჩნეულ შენობებში და მოქალაქეები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ …

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

დღეს, 23 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა 151 დაშავებულისა და დღის განმავლობაში განვითარებული, კიდევ 50-ზე მეტი ე.წ. აფტერშოკის [შედარებით მცირე სიმძლავრის მიწისძვრის] შესახებ. სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, მიწისძვრით გამოწვეული პანიკის შედეგად, სულ მცირე 151 ადამიანი დაშავდა სიმაღლიდან გადახტომის შედეგად. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გარდა ამისა, BBC იუწყება, …

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 23 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა – ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლის სილივრის რაიონში, მარმარილოს ზღვაში იყო. მიწისძვრა, რომელიც იგრძნობოდა სტამბოლსა და მიმდებარე პროვინციებში, 6,92 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია …

თურქეთში აქციების დროს დაკავებული 100-ზე მეტი ახალგაზრდა გაათავისუფლეს

სტამბულის სასამართლომ გამოსცა ბრძანება საპროტესტო აქციებზე დაკავებული 102 ახალგაზრდის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა 100-მდე ახალგაზრდა კვლავ პატიმრობაში რჩება – წერს თურქული გამოცემა „ბიანეტი“. გამოცემის ცნობით, აქციაზე დაკავებულთა ოჯახების ქსელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს შვილების გათავისუფლებამდე. თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, როცა სტამბულის ოპოზიციონერი მერი, იმამოღლუ, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს. მის დაკავებას …

თურქეთში აქციებზე დაკავებულ 139 ადამიანს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ 23 მარტს სტამბოლის მერიასთან საპროტესტო აქციის შედეგად დაკავებული 139 პირის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა წარადგინა. აქციაზე დაკავებულებს, რომელთა უმრავლესობაც სტუდენტია, ბრალად ედებათ კანონის დარღვევა შეხვედრებისა და დემონსტრაციების შესახებ, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქული გამოცემა „ბიანეტის“ ცნობით, ბრალდებაში ნახსენებია დემონსტრაციის აკრძალვა, რომელიც მოქმედებდა სტამბოლში მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა და პოლიცია დემონსტრანტებს …

Exit mobile version