მთავარი,სიახლეები

თურქეთის მოქალაქე ამბობს, რომ ტრამპის შვილია – მან სასამართლოსაც მიმართა

06.01.2026
თურქეთის მოქალაქე ამბობს, რომ ტრამპის შვილია – მან სასამართლოსაც მიმართა

თურქეთის მოქალაქე ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილია.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, 55 წლის ნეჯლა ოზმენმა, რომელიც ანკარაში ცხოვრობს, 2025 წლის სექტემბერში სასამართლოში სარჩელიც შეიტანა დნმ-ის ტესტის ჩატარებისა და მამობის დადგენის მოთხოვნით.

ქალი ოფიციალურად რეგისტრირებულია სატი და დურსუნ ოზმენების შვილად. იგი აცხადებს, რომ გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ სიმართლე უთხრა.

კერძოდ, ნეჯლა ოზმენის თქმით, ქალმა, რომელმაც ის გაზარდა, თქვა, რომ მან საავადმყოფოში მკვდრადშობილი ბავშვი გააჩინა და რომ სხვა ქალმა, სოფიამ, რომელიც აშშ-ის მოქალაქე იყო და იმ დროს იმშობიარა, მას ახალშობილი აჩუქა, სოფია კი ტრამპთან ურთიერთობის შედეგად დაორსულდა და მიატოვა ბავშვი, რომელიც შემდეგ ოზმენების ოჯახმა იშვილა.

თურქეთის სასამართლომ მამობის დადგენის შესახებ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა კონკრეტული მტკიცებულებების არარსებობის გამო. სასამართლომ დაასკვნა, რომ ოზმენმა ვერ წარმოადგინა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი ან მტკიცებულება სასამართლო პროცესის გასამართლებლად.

მედიასთან საუბრისას ქალმა განაცხადა, რომ მან გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე მიმართა აშშ-ის საელჩოსა და სასამართლოებს შეერთებულ შტატებში. იგი იმედოვნებს, რომ ტრამპი დათანხმდება დნმ-ის ტესტს.

„მინდა გავიგო, ის ნამდვილად ჩემი მამაა თუ არა. არ მინდა მისთვის პრობლემების შექმნა. უბრალოდ, მინდა ვიცოდე სიმართლე“, – ამბობს ქალი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: