თურქეთში კატა ავიარეისის გადადების მიზეზი გახდა

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ათენისკენ მიემართებოდა, უკან დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ბორტზე კატა აღმოაჩინეს. თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როცა მგზავრებმა ბორტზე თავისუფლად მოსეირნე კატა შენიშნეს და გამცილებლებს აცნობეს. პილოტმა სტამბოლის აეროპორტიდან მიიღო ნებართვა საწყის პოზიციაზე დაბრუნებულიყო. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა კატა თვითმფრინავში სპეციალური გადამყვანის და თანხის გადახდის გარეშე, ფარულად შეიყვანა …

თურქეთიდან ბათუმში ახალი წლის შესახვედრად ჩამომსვლელთა რიცხვი იზრდება

უკვე მეორე წელია ბათუმში, ახალი წლის დღეებში, თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა შესამჩნევად იზრდება. მეზობელი ქვეყნის ათასობით მოქალაქე საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის ახალი წლის შესახვედრად. ამ ფაქტმა თურქული მედიის ყურადღებაც მიიქცია. თურქული გამოცემა „ჰაბერი“ წერს, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტი გადაჭედილი იყო ახალი წლის საქართველოში გატარების მსურველებით. „ჰაბერის“ ცნობით, სარფის საზღვრის გავლით თურქეთიდან საქართველოში, ახალი წლის წინ, 29, 30 …

ავტოავარია თურქეთში, დაიღუპა 10 ადამიანი, 59 კი დაშავდა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, ჩრდილოეთ მარმარას გზატკეცილზე, ავარიაში მოჰყვა 7 ავტომანქანა, მათ შორის იყო სამი სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანაც. მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10 ადამიანი, 59 კი – დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარია ნისლის გამო მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სტამბულის მიმართულებით ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.

ხოფაში შტორმის დროს ნაპირზე გამორიყული გემის გადარჩენას ცდილობენ

საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ხოფაში შტორმის დროს ნაპირზე გამორიყული სატვირთო გემის სარემონტო სამუშაოების დასაწყებად კვლევა მიმდინარეობს. როგორც თურქული მედია წერს, გემის გადარჩენას სტამბოლიდან ჩასული სპეციალისტები ცდილობენ. სანაპირო, სადაც გემია გამორიყული, სავსეა ცნობისმოყვარეებით. მოქალაქეები საზღვრისპირა ქალაქებიდანაც კი მიდიან გემის სანახავად. მშრალი სატვირთო გემი FR Pearl-ი 27 ნოემბერს ბათუმის პორტიდან თურქეთში ცარიელი ბრუნდებოდა, რა დროსაც ის …

თურქეთში იპოვეს ჩაძირული გემის მეორე მეზღვაურის ცხედარი – ეკიპაჟის 10 წევრს ისევ ეძებენ

თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მეოთხე დღეს იპოვეს 19 ნოემბერს ჩაძირული გემის კიდევ ერთი მეზღვაურის ცხედარი. თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მეზღვაურის ცხედარი დღეს, 23 ნოემბერს, დილით იპოვეს შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ პროვინცია ზონგულდაკის მახლობლად. ხელისუფლება აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მასში ჩართულია 2 ვერტმფრენი, 40-ზე მეტი მყვინთავი, დრონები და 177 მაშველი. სპეციალისტები ეძებენ გემის ეკიპაჟის კიდევ …

თურქეთის სანაპირო წყლებში 11 მეზღვაურს ეძებენ, ჩაძირული გემის ეკიპაჟს

შავ ზღვაში 19 ნოემბერს ჩაძირული თურქული გემის ეკიპაჟის სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ბოლო ცნობებით, ერთი მეზღვაურის ცხედარი გუშინ, 20 ნოემბერს იპოვეს გამორიყული, ეკიპაჟის 11 წევრი კი დაკარგულად ითვლება, ისინი კონტაქტზე არ გამოდიან. თურქეთის შს მინისტრმა ალი იერქილაიმ X-ზე [ყოფილი ტვიტერი] განაცხადა, რომ 11 დაკარგული მეზღვაურის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში. შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, …

შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა – სამაშველო სამუშაოებს შტორმის გამო ვერ იწყებენ

შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ქარიშხლის გამო სატვირთო გემი ჩაიძირა. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი გუშინ, 19 ნოემბერს, ქალაქ ერეგლისთან ჩაიძირა, სტამბოლიდან დაახლოებით 200 კილომეტრში. ცნობილია, რომ გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის წევრები, მათთან კონტაქტი ჯერ ვერ ხერხდება. თურქეთის შს მინისტრმა ალი იერქილაიმ განაცხადა, რომ ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაციის დაწყებას ძლიერი შტორმი აფერხებს. მისი …

საქართველოდან შემოსული ფაროსანა თხილს ემუქრება – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის შავი ზღვის რეგიონს ფაროსანა შეესია. მედია წერს, რომ მწერების რაოდენობა სტაბილურად იზრდება და შავი ზღვის რეგიონში საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტს, განსაკუთრებით კი – თხილს. „მწერი, რომელიც ყოველდღიურად 30 კილომეტრს ფარავს, თურქეთში საქართველოდან 7 წლის წინ შემოვიდა“ – წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“. მწერებთან საბრძოლველად გამოიყენება როგორც ბიოლოგიური და ქიმიური, ასევე …

ტრაბზონში მოკლეს ქალი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, ტრაპზონის ერთ-ერთ რაიონში მდებარე მიტოვებულ შენობაში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი თავში ქვის ჩარტყმით იყო მოკლული. პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ბრალდებული. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი 10 დღის წინაა მოკლული. თურქული მედიის ცნობით, დაკავებული დაახლოებით 16-ჯერაა ნასამართლევი. მედია წერს, რომ მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ ქალთან უთანხმოება ფულის საკითხზე მოუვიდა.

სტამბოლში იხსნება პირველი მართლმადიდებლური ეკლესია რესპუბლიკის ისტორიაში

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ევროპულ ნაწილში, 8 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია იხსნება. „ამ მოვლენას ისტორიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ მთლიანად თურქეთისთვის, რადგან ესაა პირველი ეკლესიის ნულიდან აშენების ფაქტი თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე“ – წერს თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“. ეკლესიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო ასირიელი მართლმადიდებელი ქრისტიანების მოთხოვნით. ტაძარი 750 მორწმუნეზეა გათვლილი …

სტამბოლში პოლიციამ 738 კილოგრამი მეტამფეტამინი ამოიღო

თურქეთში, სტამბოლში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს. საუბარია 733 კილოგრამ თხევად და 5 კილოგრამ მყარ მეტამფეტამინზე, რომელიც ორ მისამართზე ამოიღეს. თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა სპეცოპერაციის შედეგად. მედიის ცნობით, დაკავებულები ირანის მოქალაქეები არიან. ამავე დროს, თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში პოლიციამ სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკი ამოიღო. ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი. მან თქვა, რომ …

თურქეთში მარცვლეულის საწყობი აფეთქდა – არიან დაშავებულები

თურქეთში, კოჩაელის პროვინციაში, დერინჯის პორტში მარცვლეულის საწყობი აფეთქდა. შემთხვევა თურქეთის დროით, დაახლოებით 14:40 საათისთვის მოხდა. მარცვლეულის საწყობის აფეთქების შედეგად დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი. ინცინდენტის ადგილას მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ. როგორც თურქული გამოცემები წერენ, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მთელ ქალაქში გაისმა. ინციდენტის მიზეზებზე შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.  

თურქეთმა 6 მლნ-მდე დოლარის ხამსა გაიტანა ექსპორტზე

თურქული მედიის ცნობით, თურქეთმა 2023 წლის პირველ ექვს თვეში 5 823 665 აშშ დოლარის ღირებულების ხამსა [ქაფშია] გაიტანა ექსპორტზე, რაც 7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თურქეთს ქაფშია 23 ქვეყანაში გააქვს, მთავარი იმპორტიორები ამ პერიოდში იყვნენ: საფრანგეთი, ბელგია და შეერთებული შტატები. თურქეთში ხამსა შედის საქართველოდანაც. საქართველოში, შავ ზღვაში, თევზჭერის ლიცენზიას 5 ქართული კომპანია …

ერდოღანის შემობრუნება ევროპისკენ – „თურქეთი თამაშობს და ცდილობს სარგებელი მიიღოს“

„თურქეთისთვის მთავარია მრავალვექტორული პოლიტიკა. თურქეთი დიდი, რეგიონული ძალაა და ყველას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვერ წავა,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. ის განმარტავს, რატომ არჩია ერდოღანმა რადიკალურად დასავლეთისკენ შეტრიალება და რას ელის ამჯერად დასავლეთი თურქეთისგან. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის. ბატონო ქამრან, ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ ერდოღანი აქტიურად ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას: უმასპინძლა …

სტამბოლში პოლიციამ ნახევარ ტონაზე მეტი მეტამფეტამინი ამოიღო

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში პოლიციამ, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორ ადგილას ნარკოტიკის დიდი პარტია ამოიღო, ჯამში – 530 კილოგრამი მეტამფეტამინი. 227 კილოგრამი ნარკოტიკი ამოღებულია სილივრში, ხოლო 303 კილოგრამი იგივე ნარკოტიკული საშუალება – ბაშაქშეჰირის რაიონში ჩატარებული ოპერაციის დროს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ 12 ივნისს განაცხადა, სპეცოპერაცია ორი თვის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვების შედეგად ჩატარდა. ___________ ფოტო: „დეილი საბაჰი“

იუსუფელთან მდებარე ჭელის ქართული ეკლესია წყლით დაფარვამდე | ფოტო

თურქეთში, ართვინის პროვინციაში, პატარა ქალაქი იუსუფელი და ირგვლივ მდებარე სოფლები, რომლებიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქრება – დასახლება წყლით იფარება. მიზეზი თურქეთის უდიდეს კაშხალი, „იუსუფელია“. წყლის ქვეშ ექცევა აქ მდებარე ძეგლების ნაწილიც, ისტორიული ქართული სოფლები და ორი ქართული, მცირე დარბაზული ეკლესია. წყლით იფარება ჭელის ეკლესია, რომელშიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ძველი მოხატულობის კვალი. ეს ფოტოები …

რა შეცვალა ოპოზიციამ თურქეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ – ინტერვიუ

„სირიელი ლტოლვილები“ – თურქოლოგ ქამრან ოსმანლის დაკვირვებით თურქეთის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი ქილიჩდაროღლუ ამ თემაზე საუბრით ცდილობს გამარჯვებას, ერდოღანის სტრატეგია კი უცვლელია. კვირას, 28 მაისს, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩეველთა 49.52%-მა დაუჭირა მხარი, ქილიჩდაროღლუს — 44.88%-მა. რა გზავნილები გააქტიურდა თურქეთში არჩევნების მეორე ტურში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე …

იუსუფელის კაშხალში წყლის დონემ 145 მეტრს მიაღწია

თურქეთის უდიდეს კაშხალში, „იუსუფელში“, წყლის დონემ 145,30 მეტრს მიაღწია. ახლა კაშხალში 610 მილიონი კუბური მეტრი წყალია. მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის შევსების პროცესი გასული წლის 22 ნოემბერს დაიწყო. თურქეთის წყლის რესურსების სამსახურის ცნობით, ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყება, როცა წყალსაცავში წყლის დონე 166,50 მეტრს მიაღწევს. თურქეთში, ქალაქ ართვინიდან 70 კმ-ში მდებარე ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობს. კაშხლის …

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 14 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები თურქეთში საქართველოს დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგების გამოცხადება ღამით დაიწყება. თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ 64,1 მილიონზე მეტი ამომრჩეველია, მათგან დაახლოებით 4,9 მილიონი ადამიანი ხმას პირველად მისცემს. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს – სახელმწიფოს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ …

არჩევნები თურქეთში, რუსული პროპაგანდა და მთავარი აქცენტები – ინტერვიუ თურქოლოგთან

დღეს, 13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია აია სოფიაში შეაჯამა, მისი მთავარი მეტოქე, ოპოზიციის კანდიდატი ქილიჩდაროღლუ კი ათათურქის მავზოლეუმში გამოჩნდა. ხვალ, 14 მაისს, თურქეთში არჩევნებია. „ერდოღანმა, როცა აია სოფია მეჩეთად გადააქცია, ბევრი მორწმუნის და ისლამისტური განწყობის მქონე ადამიანის გული მოიგო. ერდოღანმა აია სოფიაში გამოჩენით სცადა შეეხსენებინა თავისი ამომრჩევლისთვის – …

იუსუფელში, ახალ კაშხალზე მეწყერი ჩამოწვა

ართვინის რაიონში, იუსუფელში, იქ სადაც კაშხლის გამო ახალი დასახლება ააშენეს, მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მეწყერი იმ მთის ერთ-ერთ ფერდზე ჩამოწვა, რომელზეც ხიდი შენდებოდა. როგორც თურქული გამოცემები წერენ, „ხიდის ირგვლივ ციცაბო ფერდობზე ნიადაგი და კლდის მასები მეწყრის შედეგად სწრაფად ჩაცურდა წყალსაცავში, წარმოქმნილი მტვრის ღრუბელმა კი გარემო დაფარა“. მეწყრის ჩამოწოლის მომენტი რამადან ბაირამის დღესასწაულზე სასაფლაოებზე …

რა ჩაიძირა ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ქალაქ იუსუფელში – ინტერვიუ ისტორიკოსთან

თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება. წყლით დაიფარება იუსუფელში მდებარე ძეგლებიც. რამდენიმე კვირის წინ იუსუფელში ქართველ ისტორიკოსთა ჯგუფი იმყოფებოდა. ისტორიკოსი ბუბა კუდავა იუსუფელში მათი ვიზიტის შესახებ გვიყვება. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორი მდგომარეობა დაგხვდათ ქალაქში? მოკლედ, მე-20-21-ე საუკუნეთა მიჯნიდან ჭოროხის ხეობაში შენდება …

10 თევზიდან 4-ში მიკროპლასტმასა აღმოჩნდა – კვლევა თურქეთში

თურქეთში, მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთით მდებარე იზმიტის ყურეში, მკვლევრებმა გამოიკვლიეს თევზის 12 სახეობა, რომელთა უმრავლესობა საკვებად მოიხმარება. კვლევის თანახმად, მიკროპლასტმასა აღმოჩნდა იზმითის ყურეში ყოველი 10 თევზიდან ოთხის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მათ შორის, წითელ კეფალსა და სკუმბრიაში – ამის შესახებ თურქული მედია წერს. პლასტმასა ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. ერდოღანის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგიის განყოფილების მკვლევარი ულგენ აიტანი განმარტავს, რომ …

რატომ იზრდება მედუზების რაოდენობა მარმარილოს ზღვაში

მარმარილოს ზღვაში ბოლო 20 წლის განმავლობაში მედუზების 20-დან 30-მდე ახალი სახეობა იქნა აღმოჩენილი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თევზის მარაგს და ზღვის ბინადრების არსებობას. თურქი მეცნიერების შეფასებით, მედუზების რაოდენობის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის – იმ სახეობების თევზჭერა, რომლებიც მედუზებით იკვებებიან. კიდევ ერთი ფაქტორი კლიმატის ცვლილება და, ასევე, ზღვაში არსებული პლასტმასით დაბინძურებაა. სტამბოლის უნივერსიტეტის წყლის მეცნიერებათა …

იუსუფელი თანდათან ქრება – თურქეთის ქალაქი გეგმის მიხედვით იტბორება

თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება. კაშხლიდან წყალი გამოდის და შენობების უმრავლესობა უკვე დაიტბორა. გიგანტური კაშხლის პროექტის მიხედვით, რეგიონში 19 სოფელი და იუსუფელის ცენტრი წყლით დაიფარება. ქალაქის დატბორილი ნაწილის სანაცვლოდ ააშენეს ახალი უბანი, „ახალი იუსუფელი“, სადაც აქ მცხოვრები მოსახლეობა გადავიდა …

„ერდოღანი არჩევნებზე შესაძლოა ცარიელზე დატოვონ“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

მიწისძვრა და ეკონომიური კრიზისი – ორ ფაქტორს ასახელებს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე, რომლის გამოც შესაძლოა ერდოღანმა 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები წააგოს. თურქოლოგი გვესაუბრება, როგორ გამოჩნდა ის, რომ თურქეთი იგივე პრობლემების წინაშეა, რაც იყო 24 წლის წინ – იზმითის მიწისძვრის დროს. მაშინ მიწისძვრა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდა. „ქილიჩდაროღლუსთვის მთავარი ფაქტორია …

თურქეთის უდიდესი კაშხალის გამო იუსუფელს ტბორავენ

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის გიგანტურ კაშხალში, წყლის დონემ 85 მეტრს მიაღწია. ქალაქ იუსუფელში ქალაქის ბოლო მაღაზიები უკვე დაკეტეს – ქალაქი თანდათან იტბორება, წყალი მიტოვებული და დანგრეული შენობების პირველ სართულზე შევიდა. დატბორვა პროექტის შესაბამისად ხდება და მის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ გასული წლის ნოემბერში …

ქემალფაშაში ჩაის ფაბრიკა დაიწვა

დღეს, 24 მარტს, დილის 7 საათისთვის საქართველოს საზღვარზე მდებარე თურქულ ქალაქ ქემალფაშაში მდებარე ჩაის ფაბრიკაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც თურქული გამოცემები წერენ ცეცხლი მშრალი ჩაის საწყობში ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ქემალფაშის, ხოფისა და არჰავის სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ხანძარს მეხანძრეები ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ქარხანას ხანძრის შედეგად მილიონობით ლირის ზიანი მიადგა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 096-ს მიაღწია – განაცხადა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD). ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. თურქეთში 13,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, ისევე როგორც მრავალი სხვა ჩრდილოეთ სირიაში. შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 თებერვალს  მოხდა, რასაც მასობრივი …

წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა თურქეთში – ბოლო ცნობები

თურქეთის პროვინციებში, შანლიურფასა და ადიიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, წყალდიდობა, რომელიც ამ რეგიონებს 6 თებერვლის გამანადგურებელი მიწისძვრიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ დაატყდა თავს, ბოლო 65 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საავადმყოფოები, დაინგრა ორ რაიონს შორის მდებარე ავტომაგისტრალი. მანამდე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (TSMS) გამოაქვეყნა 14-20 …

ძლიერი წვიმა და წყალდიდობა თურქეთში – 5 ადამიანი დაიღუპა

14 მარტს, ღამით, ძლიერი წვიმის შდეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ადიამანის პროვინციაში, დაიტბორა სახლები და საავადმყოფოები. თურქული მედიის ცნობით, 15 მარტის მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის, ორი მაშველია. ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. ძლიერი წვიმის შედეგად პროვინციაში მდინარე ადიდდა, რასაც შენობების დატბორვა მოჰყვა. რეგიონში მაშველები მუშაობენ. მანამდე თურქეთის …

თურქეთში 247 ადამიანი დააკავეს მიწისძვრისას მასშტაბური ნგრევის საქმეზე

სამხრეთ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობების მასობრივად ნგრევის საქმეზე სულ მცირე 247 ეჭვმიტანილია დაკავებული. სასამართლოს მონაცემებს თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, დაკავებულთა შორისაა 93 კონტრაქტორი, შენობის 123 ზედამხედველი და 13 მფლობელი. „თუმცა, სასამართლოს კონტროლის ქვეშ იმყოფება 322 ეჭვმიტანილი, მათ შორის: 78 კონტრაქტორი, 177 შენობის ზედამხედველი და 37 შენობის მფლობელი” – წერს …

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ბოლო ცნობები

სამხრეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 089-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს, 1-ელ მარტს, განაცხადა თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, AFAD-მა. 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, რასაც მასობრივი ნგრევა და უდიდესი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. AFAD-ის მონაცემებით, 6 თებერვლის 2 დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში 11 000-ზე მეტი ბიძგი დააფიქსირეს …

თურქეთში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

27 თებერვალს თურქეთში, მალათიას პროვინციაში, მომხდარი 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა – ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს, თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა. მალათიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან გუშინ 32 ადამიანი გამოიყვანეს. მიწისძვრის შედეგად 31 შენობა დაინგრა. თებერვალში თურქეთში მიწისძვრას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის …

თურქეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დღეს, 27 თებერვალს, თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პირველადი ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. დანგრეულია შენობები. ადგილზე მაშველების ჯგუფები მუშაობენ. მოქალაქეები, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ გამოვიდნენ ქუჩებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გააფრთხილა, რომ შორს დარჩნენ ნაგებობებისგან და არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში. __________ ფოტო: „დეილი საბაჰი“/dailysabah.com  

რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

თურქეთში, რიზეს რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტში სტუდენტები ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლას შეძლებენ. შესაბამის პროგრამას აკრედიტაცია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ 24 თებერვალს მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. „მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ (YÖK) 24 თებერვალს აკრედიტაცია მიანიჭა რიზეს რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის …

Exit mobile version