მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. მომხმარებლის მოთხოვნას ბიზნესი, ანუ ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები, უკან გაყვა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, როცა მოქალაქე ქართულ კლინიკებში მკურნალობას საზღვარგარეთ წასვლას არჩევს? – „ბათუმელები“ ჯანდაცვის ექსპერტს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, თენგიზ ვერულავას ესაუბრა. ბატონო …
Tag Archives: თურქეთი
დაზღვევა თურქეთში – როგორ გაჩნდა ახალი შეთავაზება პაციენტებისთვის
სადაზღვევო კომპანიებს საქართველოში ახალი სერვისი აქვთ – დაზღვევა თურქეთში. შეთავაზება მას შემდეგ გააქტიურდა, როცა საქართველოდან თურქეთში ადამიანების გადასვლის მაჩვენებელმა იმატა. მედიკამენტების იაფად ყიდვის გარდა, ადამიანები სამედიცინო მომსახურების მიღებასაც თურქეთის სამედიცინო კლინიკებში არჩევენ. „არდის სადაზღვევო ბარათით თქვენ მიიღებთ ექსკლუზიურ ფასდაკლებას თურქეთის ნომერ პირველ წამყვან კლინიკაში…“ – ეს სადაზღვევო კომპანია „არდის“ ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებაში გაჩნდა. შეთავაზების მიხედვით, …
Continue reading “დაზღვევა თურქეთში – როგორ გაჩნდა ახალი შეთავაზება პაციენტებისთვის”
ოშკის რეაბილიტაციის პროცესი [ფოტორეპორტაჟი]
თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაოში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ოშკის ტაძრის გუმბათის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტაძარი ვიზიტორთათვის დაკეტილია. როგორც ტაძარზე შემოვლებულ ღობეზე გამოკრული საინფორმაციო აბრა იუწყება, ოშკის რეაბილიტაცია 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ოშკი მეათე საუკუნეში ააგეს და ის იმ პერიოდში მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო. ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის 4 მაისს დაიწყო. ამას წინ …
Continue reading “ოშკის რეაბილიტაციის პროცესი [ფოტორეპორტაჟი]”
ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია თურქეთიდან და ისრაელიდან ხდება
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის სექტემბერში სხვადასხვა უცხო ქვეყნიდან საქართველოს 280 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, სულ 126 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა თურქეთიდან, ისრაელიდან დეპორტირებული იქნა საქართველოს 40 მოქალაქე, გერმანიიდან კი – 31. ასევე, სექტემბერში, საქართველოს 12 მოქალაქე იქნა დეპორტირებული საფრანგეთიდან, 11 – რუსეთიდან და ცხრა – შვედეთიდან. როგორც გასული, აგვისტოს თვის …
Continue reading “ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია თურქეთიდან და ისრაელიდან ხდება”
საქართველოს ოთხ ქვეყანაში ახალი ელჩები ჰყავს
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიისა და ავსტრიის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა იქნება. იგი 2014 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) კი, საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი იქნება. კანდელაკი …
Continue reading “საქართველოს ოთხ ქვეყანაში ახალი ელჩები ჰყავს”
საქართველოს მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ქემალფაშაში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა
თურქეთის დაბა ქემალფაშაში მაშველები ზღვაში შესულ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს ცნობით, დაკარგული ტრაილერის მძღოლია, რომელიც დღეს, 9 სექტემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა. ინფორმაცია მძღოლის გაუჩინარების შესახებ საკონსულოს სხვა, თვითმხილველმა მძღოლებმა მიაწოდეს. “ჩვენ კონტაქტზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამაშველო სამსახურებთან. ხოფას გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩართულია სამსახურების სრული რესურსი, აგრეთვე ქართველი და …
Continue reading “საქართველოს მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ქემალფაშაში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა”
საქართველოს მოქალაქეებმა თურქ დამსაქმებლებს პროკურატურაში უჩივლეს
ორდუს პროვინციაში, უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მეათე დღეა კუთვნილ ხელფასს ელოდებიან, საქართველოში თანხის გარეშე ბრუნდებიან. მიუხედავად დაპირებისა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი არ გადაუხადა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაეწიათ და უნიეს პროკურატურაში საქართველოს 17 მოქალაქის განცხადებაც შევიდა. თავდაპირველად უნიეში საქართველოს 28 მოქალაქე ითხოვდა კუთვნილი ხელფასის მიღებას. 4 სექტემბერს 11 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა, …
Continue reading “საქართველოს მოქალაქეებმა თურქ დამსაქმებლებს პროკურატურაში უჩივლეს”
აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება
„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სარფის საბაჟოზე რიგები აღარ იქნება,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ინფორმაცია სარფის საბაჟო პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შესახებ აჭარის მთავრობამ გაავრცელა. სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქული მხარის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე სარფის საბაჟოზე ხშირად იქნება რიგები. აჭარის მთავრობის ინფორმაცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სარფის …
Continue reading “აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება”
თურქეთიდან დეპორტის მოხსნის წესები და ფასი
2018 წლის 6 თვის მონაცემებით, თურქეთის საზღვარი მილიონზე მეტჯერ გადაკვეთეს საქართველოს მოქალაქეებმა.ისინი თურქეთში სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ ან დასასვენებლად მიდიან. ბოლო პერიოდში „ბათუმელებს“ არაერთმა მოქალაქემ მომართა შეკითხვით, თუ როგორ შეიძლება ე.წ. დეპორტის მოხსნა და რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო. ვიზა და დეპორტის მოხსნა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში უვიზოდ მგზავრობენ, დეპორტის მოხსნის დროს აუცილებელია ვიზის მიღება. …
Continue reading “თურქეთიდან დეპორტის მოხსნის წესები და ფასი”
საქართველოდან თურქეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების რაოდენობა [ინფოგრაფიკა]
ავტორი: აიდან იუსუბოვა უმაღლესი განათლების მისაღებად თურქეთის რესპუბლიკაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს თურქეთის უნივერსიტეტებში საქართველოდან 689 სტუდენტი სწავლობს. აქედან 256 ქალია, 433 კაცი. ისინი, ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, საქართველოდან წასული სტუდენტები თურქეთის 80-მდე უნივერსიტეტში სწავლობენ. სტატისტიკა …
Continue reading “საქართველოდან თურქეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების რაოდენობა [ინფოგრაფიკა]”
ტურიზმი თურქეთში [ინფოგრაფიკა]
ავტორი: აიდან იუსუბოვა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ქვეყანაში შესული ტურისტების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, 2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 2 378 439 ადამიანი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შევიდა. ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზე გერმანიაა. ავტორი: აიდან იუსუბოვა
სარფში, თურქულ მხარეს მთის ჩამოშლის გამო, საზღვარზე მიმოსვლა შეჩერებულია
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყრის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის გამო სარფი-ტრაპიზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დროებით დაკეტილია. “უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ქვეითთა გადაადგილება. დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდის შემდეგ, …
Continue reading “სარფში, თურქულ მხარეს მთის ჩამოშლის გამო, საზღვარზე მიმოსვლა შეჩერებულია”
აბრები ქართულად ქემალფაშასა და ხოფაში სავაჭრო ობიექტებზე
ყოველდღიურად საქართველოს ათეულობით მოქალაქე კვეთს სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვარს და სავაჭროდ ან სამუშაოდ ქემალფაშაში გადადის. ქემალფაშა სარფიდან ზუსტად 5 წუთის სავალ გზაზეა. ეს არის დაბის ტიპის პატარა დასახლება, რომლის ყველა ქუჩაზე სავაჭრო მაღაზიაა გახსნილი. აქ შეგხვდებათ როგორც წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთების, ისე ბრენდული მაღაზიები. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ლირის გარდა სხვა ვალუტით ვაჭრობა ნებადართული არ არის, ქემალფაშა გამონაკლისია. აქ …
Continue reading “აბრები ქართულად ქემალფაშასა და ხოფაში სავაჭრო ობიექტებზე”
თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, საქართველოში ლირას კურსი ეცემა
თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, საქართველოში ლირას კურსი ლართან მიმართებაში ეცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი თურქული ლირა დღეს, 22 მაისს, 0,53 ლარი ღირს. ლირა ლართან მიმართებაში ბოლო ორი კვირაა უფასურდება. ეროვნული ბანკისგან განსხვავებული კურსია სავალუტო ჯიხურებში, სადაც ერთი თურქული ლირა 0,50-დან 0,53 ლარამდე ღირს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველ მაისს ერთი თურქული ლირა …
Continue reading “თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, საქართველოში ლირას კურსი ეცემა”
ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ
მაისიდან თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება. ამ სეზონზე საქართველოს ასეულობით მოქალაქე დროებითი სამუშაოს საძიებლად (ჩაის კრეფა, თხილის მოგროვება) თურქეთის რესპუბლიკაში გადადის. თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში ახალი კანონი მიიღო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა. ახალი კანონი, რომელიც შარშან, სეზონური სამუშაოს ბოლოს იქნა მიღებული და ახლა აქტუალური ხდება, ვრცელდება თურქეთის სახელმწიფოს …
მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე
საქართველოდან თურქეთში ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში წამალი გაცილებით ძვირია, ვიდრე თურქეთში. ამ მოქალაქეების თქმით, ამას კიდევ ერთი განსაკუთრებული მიზეზი აქვს, „ცარცია საქართველოში ნაყიდი წამლები“, ანუ უხარისხო და არაეფექტურია. საქართველოში, ჯერჯერობით, არავინ იკვლევს ამ საკითხს და არც ზუსტი რიცხვია ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად თურქეთში. “წამლები, რომელშიც ჩემს …
ყოფილი სამხედროს თვითმკვლელობა და დაპატიმრების ახალი სერია თურქეთში
თურქული მედიის ცნობით, 17 აპრილს, თურქეთში, ქალაქ იზმირში, თავი მოიკლა ყოფილმა სამხედრო პირმა, ფატიჰ უგურმა. იგი ყოფილი ლეინტენანტია, რომელიც სამსახურიდან დაახლოებით ორი თვის წინ დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ფეტოსთან“ დაკავშირებული გამოძიების გამო დააკავეს. ყოფილი სამხედრო, 17 აპრილს, გვიან საღამოს მივიდა შენობასთან, სადაც ადრე მუშაობდა, მცველს სამსახურეობრივი იარაღი წაართვა და ტყვია დაიხალა. …
Continue reading “ყოფილი სამხედროს თვითმკვლელობა და დაპატიმრების ახალი სერია თურქეთში”
“ვითხოვთ, დაპატიმრებული ჟურნალისტებისა და ადვოკატების გათავისუფლებას” – აქცია სტამბოლში
4 აპრილს სტამბოლში, ერთ-ერთი სასამართლოს წინ აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა განცხადება გაავრცელეს, რომელიც თურქეთში დაპატიმრებულ ჟურნალისტებსა და ადვოკატებს შეეხებოდა. განცხადება სასამართლოს წინ ჟურნალისტმა პინარ გაიპმა წაიკითხა. „ისინი ცდილობენ მოისყიდონ ყველა, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაუწერია ან უთქვამს სიმართლე, ვინ იყო ისტორიის მხარეს. მათ კი, ვისაც ვერ მოისყიდიან, აპატიმრებენ. ყველა ბრალი, რომელიც ჩვენს მეგობრებს წაუყენეს, …
თურქეთში ტელეკომპანია ТРТ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთში ტელეკომპანია ТРТ -ეს ახალი ამბებისა და სპორტის დეპარტამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ალი ახმედ ბიოკენს სასამართლომ 9 წლითა და 9 თვით მიუსაჯა პატიმრობა ორგანიზაცია „ფეტოსთან“ თანამშრომლობის ბრალდებით. თურქული მედიის ცნობით, პროკურატურა 15 წლით ითხოვდა მისთვის თავისუფლების აღკვეთას. სასამართლო პროცესს ანკარაში ბიოკენი და მისი ადვოკატები ესწრებოდნენ. „არაფერი გამიკეთებია ჟურნალისტიკის გარდა, მე ვემსახურებოდი ქვეყანას და ვითხოვ გამართლებას,“ – …
Continue reading “თურქეთში ტელეკომპანია ТРТ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს”
თურქეთის სასამართლომ გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა
2 აპრილს თურქეთში სასამართლომ გაზეთ Cumhuriyet-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის, ჯან დუნდარის დაპატიმრების ორდერი გასცა და წითელი ცირკულარით გამოაცხადა ძებნა. საქმე ეხება გაზეთ Cumhuriyet-ში 2015 წლის მაისში გამოქვეყნებულ მასალას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თურქეთის მთავრობას იარაღი გადაჰქონდა სირიაში ისლამისტებისთვის. დუნდარი 2015 წლის ნოემბერში დააპატიმრეს შპიონაჟის, ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების, სახელმწიფოს გადატრიალებისა და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებით. ყველა …
Continue reading “თურქეთის სასამართლომ გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა “
თურქეთთან საზღვრის კვეთის წესი პირველი აპრილიდან – საელჩოს განმარტება
საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თურქეთ-საქართველოს საზღვარს ყოველდღე კვეთენ, თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის დაანგარიშების ახალი წესი დროებით ისევ არ გავრცელდება. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” თურქეთის საელჩოში დაუდასტურეს. თურქეთში „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის მიღებიდან [2018 წლის 1-ელი იანვარი] პირველ აპრილს სამი თვე შესრულდება, შესაბამისად, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რამე ცვლილება ხომ არ იქნება პირველი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის …
Continue reading “თურქეთთან საზღვრის კვეთის წესი პირველი აპრილიდან – საელჩოს განმარტება”
საქართველო-თურქეთს შორის სარფის გავლით მიმოსვლა აღდგენილია
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა სასაზღვრო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, გუშინ ღამის 12 საათზე აღდგა. თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში ელექტრონული სისტემა გუშინ, დაახლოებით 17 საათისთვის გაითიშა, რის გამოც, საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა სარფის გავლით, რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. პირველ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა შეფერხებით ხორციელდება. შემოსავლების სამსახურის ცნობით, …
Continue reading “საქართველო-თურქეთს შორის სარფის გავლით მიმოსვლა აღდგენილია”
სარფის საბაჟოზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია
დღეს, 7 მარტს, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე -„სარფი“- გათიშულია საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებულია ორივე მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქული მხარე მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხრიდან „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის აღდგენას, ჯერჯერობით, უცნობია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ქართული მხრიდან …
Continue reading “სარფის საბაჟოზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია”
პატარაძე თურქეთში მიმოსვლის წესის ცვლილებაზე
ზურაბ პატარაძე ამ წუთებში სარფში იმ მოქალაქეებს ხვდება, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. თურქეთის მხარის მიერ მიღებული ახალი რეგულაციებით, ყოველდღიური მიმოსვლის წესები შეიცვალა, რაც ამ მოქალაქეებზე პირდაპირ აისახება. ზურაბ პატარაძემ შეკრებილ მოქალაქეებს შემდეგი განუცხადა: „თურქეთის გენერალურ კონსულთან ერთად მივემგზავრები თურქეთში, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისათვის, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი. ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა უნდა იყოს აუცილებლად …
Continue reading “პატარაძე თურქეთში მიმოსვლის წესის ცვლილებაზე”
მინისტრი ავტოავარიის ადგილიდან: „ერისიონის“ ავტობუსის მძღოლს და ორ მგზავრს ოპერაცია ჩაუტარდა
ავტობუსი, რომლითაც „ერისიონის“ ბავშვთა ანსამბლი ბულგარეთისკენ მიემგზავრებოდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად [120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან] დღეს, 16 ივლისს, დილით ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ავტობუსში მყოფი 6 პირი მძიმედ დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და ზაალ მიქელაძე – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ …
ევროსასამართლოში სომხეთის მოსამართლის შეკითხვა თურქ მოსამართლეს ბათუმის კონგრესზე
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეების სასამართლო პროცესის შესახებ შეკითხვა ბათუმის კონგრესზე დაისვა. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში გრძელდება. დღეს, 30 ივნისს, მოხსენებების მოსმენის პარალელურად, რამდენიმე წუთი დისკუსიას დაეთმო. შეკითხვა მხოლოდ თურქეთში, 2016 წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე დაისვა. როდის მოახერხებს სასამართლო სამხედრო გადატრიალების მონაწილეების საქმეების განხილვას – შეკითხვა კონგრესის მონაწილემ, სომხეთის მოსამართლემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა …
Continue reading “ევროსასამართლოში სომხეთის მოსამართლის შეკითხვა თურქ მოსამართლეს ბათუმის კონგრესზე”
შეფერხების მიუხედავად თურქეთიდან საქართველოს 400-მდე მოქალაქის საზღვარზე გადმოყვანა მოხერხდა
თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური შეფერხების გამო, თურქეთის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ორი დღეა შეფერხებებია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობა თურქულ მხარესთან თანამშრომლობით მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობების იდენტიფიცირებას. მათი ინფორმაციით, 400-მდე მოქალაქე საზღვარზე უკვე გადმოყვანილია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის განმარტებით, ქართულ მხარეს მექანიკურად გადმოაქვს პასპორტები საქართველოს მხარეს, ქართული ბაზებით ხდება მათი შემოწმება, …
სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია
სარფის საბაჟოზე, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი, შესაძლოა დღეს საღამომდე მოგვარდეს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა უთხრა. „პრობლემა ტექნიკურ საკითხს ეხება, ამიტომ შესაძლებელია მალევე – ერთ საათშივე მოგვარდეს, ან შეიძლება საღამომდე, დაზსუტებით ვერ გეტყვით“- თქვა იასინ თემიზქანმა. თურქეთის კონსული ამ დროისთვის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება. მისი განმარტებით ეს პრობლემა არა …
Continue reading “სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია”
თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს
“ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან – განცხადება თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისასა გააკეთა” – ინფორმაციას „ტელეარხი 25“ ავრცელებს. საუბარია ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობაზე”, რომელიც ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული სკოლაა. „ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ აჭარაში …
Continue reading “თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს”
ანკარა ღამით, ერდოღანის მომხრეები ქუჩებში [ვიდეო]
15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაფიქსირდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. ვიდეო „ბათუმელებს” ანკარიდან მოაწოდეს. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.