მთავარი,სიახლეები

თურქეთმა შავ ზღვაზე დრონი ჩამოაგდო

16.12.2025
თურქეთმა შავ ზღვაზე დრონი ჩამოაგდო

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავ ზღვაზე უკონტროლო დრონი ჩამოაგდეს.

სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს,  ნათქვამია, რომ შავი ზღვიდან თურქეთის საჰაერო სივრცეს მიახლოებული ობიექტი დაფიქსირდა და აღმოჩენის შემდეგ, იგი სტანდარტული პროცედურების შესაბამისად იქნა ჩამოგდებული.

„ანადოლუ“ წერს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეაგირება დაევალა როგორც თურქეთის, ასევე ნატოს კონტროლის ქვეშ მყოფ F-16 გამანადგურებლებს.

„დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული საჰაერო ობიექტი იყო უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც კონტროლიდან იყო გასული. ნეგატიური შედეგის თავიდან ასაცილებლად, ის დასახლებული პუნქტების მოშორებით, უსაფრთხო ადგილას იქნა ჩამოგდებული“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: