სემეკი: წყალზე ხანდაზმული დავალიანება ჩამოსაწერია

 

უნდა ჩამოეწეროს თუ არა მოქალაქეებს წყლის ძველი დავალიანებები, რომლებიც 2012 წლის მაისამდეა წარმოშობილი? – „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ ეს გამორიცხულია, სემეკში კი მიიჩნევენ, რომ სამი წლის წინ წარმოშობილი  დავალიანებები, თუ აბონენტს ის აღიარებული არ აქვს ხელშეკრულებით, „ხანდაზმულია“ და კომპანიამ ეს თანხა აბონენტებს არ უნდა გადაახდევინოს.

აჭარის მთის სამზარეულო

ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები ყოველ დილით ახლადმოწველილ რძეს სეფერატორში – რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ. ნაღებს, რომელსაც აჭარაში კაიმაღს ეძახიან, სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ. კაიმაღისგან ქალები ამზადებენ იაღს – იმავე ერბოს. სწორედ იაღია ის მთავარი ინგრედიენტი, რომლის გარეშეც ტრადიციული აჭარული კერძის მომზადება შეუძლებელია. საუზმე მთაში ბორანო, სინორი, ყურუთი, ფხალლობიო, ჰასუთა, ხავიწი – ეს …

დევნილთა სამინისტრომ 35 ეკომიგრანტი ოჯახი შეარჩია სახლების გადასაცემად

 

35 ეკომიგრანტი ოჯახი იმ განცხადებების საფუძველზე იქნა შერჩეული, რომლებიც სტიქიით დაზარალებული ოჯახებს აქვთ დევნილთა და განსახლების სამინისტროში შეტანილი. აღნიშნული ოჯახებისათვის სახლების შესყიდვამდე ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გადაამოწმებს. ამით ეკომიგრანტი ოჯახების განცხადების შეფასების მეორე ეტაპი დასრულდა. 

საკუთრების იძულებით დათმობა ქობულეთში ავტობანის მშენებლობის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმის გამო, რომ მესაკუთრეებთან ვერ მიაღწია უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმებას, ამ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო საკუთრების იძულებით დათმობა ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა აჭყვაში და სოფელ ხუცუბანში მდებარე სამი უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს მოუწევთ.

რატომ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება

 

სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. „მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირებას. კერძოდ, მან ცოდნის დაგროვებასთან ერთად უნდა შესძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია. აზროვნების ამოქმედების დროს ადამიანი გააზრებულად სწავლობს და ხდება უფრო გამჭრიახი,“ – ვკითხულობთ ქართველ ავტორთა მიერ შედგენილ წიგნში „როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა, განათლების საკითხების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა.

ტრაგედია ახლო ხედით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

 

10 მაისს, ქობულეთში 3 ბავშვი დაიღუპა ხანძრის შედეგად. ამ ტრაგედიის თანმდევი ფაქტები – დაღუპული ბავშვების ახლობლების ემოციური, აფექტური და ხშირ შემთხვევაში დამთრგუნველი მდგომარეობის ამსახველი კადრები მედიამ გადასცა ახლო ხედით და ხანგრძლივად. ცოტა ხნის წინ უფრო მასშტაბური ტრაგედია – თვითმფრინავის განზრახ აფეთქება და 150 დაღუპული ადამიანი შოკისმომგვრელი ახალი ამბავი იყო ევროპისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად ევროპულ მედიას არც ერთი „მძიმე  კადრი“ არ უჩვენებია. რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე მსგავსი კადრები? – „ბათუმელების“ კითხვებს ფსიქოლოგი მარიკა ნათაძე პასუხობს. 

ცხოვრება მაგისტრალზე

 

„წვიმაში, ქარში, თოვლსა და სიცხეში სულ აქ ვართ. ზამთარში გვცივა, ზაფხულობით კი მტვერი გვახრჩობს. ხმაური გვღლის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენი არსებობის წყარო ეს მაგისტრალია“ – ამბობენ ციხისძირში, ცენტრალურ მაგისტრალზე სავაჭროდ გამოსული ადამიანები. 

დაბომბილ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები უვნებლად არიან

 

 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიის სანაპიროსთან ახლოს დაბომბილ გემზე მყოფი არც ერთი ქართველი მეზღვაური დაშავებული არ არის. გემზე სულ საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოფება. გემის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, გემი გუშინ დაბომბეს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი „გაზეთ ბათუმელებს“ ქარტიაში უჩივის

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ „გაზეთ ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ დაარღვია ქარტიის ორი პრინციპი. პირველი პრინციპი –  ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მე-11 პრინციპი – ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება;  ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; პლაგიატი. საჩივრის ავტორს ამ ორი პრინციპის დარღვევად მიაჩნია გაზეთ „ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატიაში  – „პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები“ (13-19 აპრილის ნომერი) – გამოქვეყნებული რამდენიმე აბზაცი, მათ შორის:

არაგონივრული ხელფასები სახელმწიფო საწარმოებში

 

საქართველოში 344 სახელმწიფო საწარმო არსებობს, რომელთა ქონების საერთო ღირებულება ასეულობით მილიარდი ლარია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საქართველოს რკინიგზაა, საშუალო სიმდიდრის კი, პირობითად, – შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“, ხოლო ღარიბი,  ასევე პირობითად, – შპს სსარფი შიპინგი“. ამ ტიპის საწარმოების ანგარიშებზე ასეულობით მილიონი ლარი მოძრაობს, მაგრამ მათი წილი ბიუჯეტის შევსებაზე ყოველწლიურად მცირდება. ზოგიერთი მათგანი ბიუჯეტიდან ფინანსდება კიდეც. ამის მიუხედავად, ინფორმაცია, თუ ვინ, რატომ, რა მიზნით ხარჯავს სახელმწიფო საწარმოებში მილიონებს, საზოგადოებისთვის დახურულია. 

სასტუმრო არმაზი ხანძრის შემდეგ (ფოტო)

 

დღეს, დილის 5 საათზე სასტუმრო „არმაზი“ ხანძარის შედეგად დაიწვა. ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. პოლიციელებმა, მაშველებმა და მეხანძრეებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ეფენდელა, ქორი ნენეი და სხვა ხალხური თამაშები აჭარიდან

 

ადრიანი გაზაფხულის ცივ საღამოს ბუხრის პირას ხუთიოდე ბავშვი იყო შეკრებილი. ბუხარში მშრალი შეშა ტკაცუნობდა, ცეცხლის ალი კი ზუსტად ისე ლოკავდა ბუხრის კედლებს, როგორც ბავშვები ილოკავდნენ თითებს. ის-ის იყო უგემრიელესი ფხალლობიოს ჭამას მორჩენილიყვნენ და ახლა რამე გასართობს ეძებდნენ. 

წალკის მუნიციპალიტეტში ხუთსულიანი ოჯახი იძულებით გამოასახლეს

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრები რამინ ლომიძის ხუთსულიანი ოჯახი პოლიციამ  საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა. როგორც რამინ ლომიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, ამ დროისთვის ის და მისი მეუღლე სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მეზობლის სახლში იმყოფებიან.  

რას ედავებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თავისივე აბონენტები არაკანონიერად დაჯარიმებასა და უსაფუძვლო გაფრთხილების გამო ედავებიან. სემეკი ენერგოკომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეს განიხილავს. მოდავეები ძირითადად ბათუმიდან არიან: შპს „ირინა შანიძე და კომპანია“ („ირინას აფთიაქი“), „ფრანგული  სკოლა“, „ოპტიმუმ რ“ და ი/მ „ირმა ინასარიძე“. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ შპს „ირინა შანიძე და კომპანია“ 15 ათასი ლარითაა დაჯარიმებული, „ფრანგული სკოლა“ – 1200 ლარით, „ოპტიმუმ რ“-ი კი გაფრთხილებულია.

„ევექსის“ ხელმძღვანელი: ბიჭის სიკვდილი იმასთან კავშირში არ არის, რომ ევექსი საყოველთაო დაზვევის პროგრამებიდან გამოვიდა

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, შუახევში კორპორაცია „ევექსის“ კლინიკაში ქირურგი და ანესთეზიოლოგი ადგილზე არიან. „ჩვენი ინფორმაციით, რომელიც გადავამოწმეთ როგორც ადგილზე, ასევე „ევექსის“ ხელმძღვანელობასთან, ქირურგი და ანესთეზიოლოგი შუახევის საავადმყოფოში იმყოფებიან. დღეს ორ საათზე გვაქვს შეხვედრა ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილესთან და გადაწყდება ეს საკითხი, ისე რომ არ მოხდეს, როგორც მაშინ – ჯერ რომ დატოვეს ექიმები და მერე რომ არ აღმოჩნდნენ. კონკრეტულ გრაფიკს გავწერთ, ვინ როგორ იმუშავებს რაიონულ საავადმყოფოში“. 

 

სასწრაფო დახმარების მანქანა გვირაბში გაფუჭდა

 

ბათუმი – ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ბორბალი მოძვრა, რის გამოც გვირაბში მოძრაობა შეფერხებულია. 

შუახევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიტპატიმარია

 

ზ. ს, რომელიც 3 მარტს, შუახევში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული, პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წლის დეკემბერს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზ. ს. ნარკოდანაშაულის ჩადენაზე იყო გასამართლებული.

“ევექსის” განცხადება შუახევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

 

3 მაისს,შუახევში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კორპორაცია „ევექსი“ განცხადებას ავრცელებს. ცივი იარაღით დაჭრილი 25 წლის მამაკაცი სწორედ კორპორაციის მართვაში არსებულ შუახევის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოჯახის წევრების თქმით, ქირურგის არყოფნის გამო გამო დროულად ვერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და პაციენტი სისხლისგან დაცლით გარდაიცვალა. „ევექსის“ განცხადებს უცვლელად გთავაზობთ: 

თურქული დროშით მცურავი გემი უკვე გათავისუფლებულია

 

„სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე თურქეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „MECIT KAPTAN“-ი დააკავა“, – ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს. სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, გემის მესაკუთრემ 50 ათასი ლარი უკვე გადაიხადა. 

შუახევში 1 ადამიანი მოკლეს, 2 – დაჭრეს

 

ამ წუთებში შუახევში ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალია გადაკეტილი. დღეს შუახევში 25 წლის დათო დავითაძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. გარდაცვლილი დანით არის მოკლული. 

არაოფიციალური სტატისტიკით საქართველოს 1 607 744 ემიგრანტი ჰყავს

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენს. მათ შორის, ყველაზე მეტი ქართველი – რუსეთის ფედერაციაში (800 000), ყველაზე ნაკლები კი ავსტრალიაში (20) ცხოვრობს.

ყოფილი პატიმრების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

 

ხვალ, 30 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის (ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახების ადვოკატირების კამპანია) შედეგების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

“დაგვიბრუნეთ მიწა” – გონიოელების მორიგი აქცია მთავრობის სახლთან

 

გონიოში მცხოვრები 270 ოჯახი აჭარის მთავრობის სახლის წინ მორიგ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ხელისუფლებისგან იმ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას მოითხოვენ, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ჩამოართვა. მოსახლეობა ამბობს, რომ ჩამორთმეული მიწები რეგისტრირებული იყო. 

 

ბათუმში ეკომიგრანტებისთვის 58-ბინიანი კორპუსი აშენდება

 

ბათუმში, თამარის დასახლების №29-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 286 ათას 400 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ივლისამდე უნდა დასრულდეს.

შს მინისტრის მოადგილე „უსაფრთხო ქალაქის“ შესახებ

 

ხვალ, 29 აპრილს,  11:00 საათზე  ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე პროექტის „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში  მოქალაქეებს, მედიას, არასამთავრო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს შეხვდება.  

ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი

 

გუშინ „ოჯახში დამზადებული ღვინის ბათუმის მე-8 ფესტივალი“ დასრულდა, რომელზეც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 160-მდე მევენახემ საკუთარი ხელით დამზადებული ღვინო წარმოადგინა. 

წამებაში ბრალდებულების საქმე 27 აპრილისთვის

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოშო გრძელდება ბათუმის მე-3 საპყრობილეს ყოფილი დირექტორისა და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. ამ წუთებში სასამართლო მოწმეებს ჰკითხავს. დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმე თქვა, რომ მას მოადგილე – ზაზა ჯიქია სცემდა.

საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამები მასწავლებლებისთვის

 

საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებს შანსი აქვთ საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამის მონაწილეები გახდნენ. პროგრამები, ჯერჯერობით, მხოლოდ ფრანგული, გერმანული, ინგლისური ენებისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ახლახან დასრულდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგებისთვის, რომელიც საფრანგეთში აკრედიტებულ სასწავლო ცენტრში მოკლევადიან პედაგოგიურ სტაჟირებას ითვალისწინებდა. მომავალში მსგავსი კონკურსები სხვა საგნების პედაგოგებისთვისაც არის დაგეგმილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლები იმისათვის, რომ ამა თუ იმ სტაჟირების პროგრამაში მოხვდნენ.

მაქმანები აჭარიდან

 

თუ ოდესმე ზემო აჭარაში, ტიპიურ ოჯახში მოხვდებით, სარკესავით კრიალა ჯამ-ჭურჭელთან, მოხეხილ ქათქათა იატაკთან და იდეალურ წესრიგთან ერთად თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ფერადი მაქმანები. ისინი სახლის სხვადასხვა კუნჭულშია გაფანტული და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ზოგი ტელევიზორის საფარია,  ზოგიც – მაგიდის, ზოგი კი, ლარნაკის ქვეშ არის გაფენილი. 

კონსულტაცია, არჩევნები, ფორუმი – დაფინანსება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან

 

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 330 ათასი ლარი და 649 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი გამოიყოფა ქართული დიასპორის დღის ფარგლებში, პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის ჩასატარებლად, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასა და სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის. 

ხვალ ბათუმისა და ქობულეთის ზოგიერთ დასახლებას დენის მიწოდება შეუწყდება

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ხვალ, 27 აპრილს, დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ბათუმში: ხახულის, აღმაშენებლის, ნინოშვილის, ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩებს; ასევე ადლიის, კახაბრის, ანგისისა და ინჯალოს დასახლებებს. ხვალ ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეზღუდვები იქნება ასევე შარაბიძეებში, სატეხიაში, ლეღვაში, ქაქუთსა და ოჩხამურში.

ეკომიგრანტების აქცია სოფელ ლაითურში

 

დღეს, 25 აპრილს, 12 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში მცხოვრებმა აჭარიდან ჩასახლებულმა ეკომიგრანტებმა, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას სთხოვენ. 

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი: მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება

 

14 აპრილს ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“  ქვეკონტრაქტორ კომპანია „ჯორჯიან გაზ პროჯექტის“  თანამშრომლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას კომპანიის რეგიონალური ოფისის დირექტორი გამოეხმაურა. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს დავით ლეკიშვილთან: 

ერევანში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

 

ერევანში, ხვალ, 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავენ. სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ სწორედ 24 აპრილია დაწესებული. 

“ოცნების სახლი” საოცნებო რემონტისთვის

 

სახლში რემონტის გაკეთებას გეგმავთ და არ იცით როგორ შეარჩიოთ ფასისა და ხარისხის მიხედვით სარემონტო მასალები? გირჩევთ, კონსულტაციისთვის პირველ რიგში „ოცნების სახლს“ ეწვიოთ, სადაც კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის, დროისა და ენერგიის დაზოგვას. მრავალფეროვანი არჩევანი, საცალო პროდუქცია საბითუმო ფასად და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისი – სწორედ ამ მიზეზების გამო ირჩევენ „ოცნების სახლს“. აქ ფასები დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად სხვა მაღაზიებთან შედარებით სტაბილურია. “ოცნების სახლში” შესაძლებელია განვადებაც.

ძიძის ვაკანსია კომფორტულ პირობებში სამუშაოდ

 

სამუშაო ადგილი: ქობულეთი

კანდიდატი მზად უნდა იყოს ადგილმონაცვლეობისა და მივლინებისთვის.

დაგვიკავშირდით მხოლოდ ქობულეთის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის მცხოვრებლები.

სამუშაო გრაფიკი: ცხოვრება სრული კვირის განმავლობაში ოჯახთან ერთად, გამოსასვლელი

დღე შეთანხმებით, კვება ოჯახის ხარჯზე. სამედიცინო დაზღვევა.

ხელფასი: 500-დან 700 დოლარი – დამოკიდებულია გასაუბრების შედეგზე.

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე. უმაღლესი განათლებით.

Exit mobile version