Batumelebi | დაბომბილ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები უვნებლად არიან დაბომბილ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები უვნებლად არიან – Batumelebi
RU | GE  

დაბომბილ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები უვნებლად არიან

 

 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიის სანაპიროსთან ახლოს დაბომბილ გემზე მყოფი არც ერთი ქართველი მეზღვაური დაშავებული არ არის. გემზე სულ საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოფება. გემის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, გემი გუშინ დაბომბეს.

 

 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლის ანანო გომართელის ინფორმაციით, დაბომბილი გემი ამ წუთებში ლიბიასთან ახლოს იმყოფება.

 

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გემზე მყოფებს ცოტა ხნის წინ ანანო გომართელი ესაუბრა ბათუმიდან.

 

ამ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა – გემის კაპიტნის მესამე თანაშემწე, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. გემი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები