აჭარისწყალი ჯორჯია: ჩვენი პრიორიტეტი აჭარის განვითარების მხარდაჭერაა

 


კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს – რონი სოლბერგი, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის, საინტერესო და მრავალწლიანი გამოცდილებით. მის საქმიანობას მრავალმილიონიანი წარმატებული პროექტების მართვა უკავშირდება.

„ერმაკოვო – ნუ გადაგვიკეტავ ჰაერს, ხაბაძე – ნუ გვართმევ სკვერს“

 

ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით, ბათუმში ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, ხელისუფლების მიერ გასხვისებულ და ინვესტორის მიერ შემოღობილი სკვერის ღობეზე,  დღეს ასეთი შინაარსის წარწერები გაჩნდა: „ერმაკოვო, ნუ გადაგვიკეტავ ჰაერს“, „ხაბაძე, ნუ გვართმევ სკვერს“. 

98 ათასი ლარი ხანძრით დაზარალებული მოსახლეობისთვის

 

აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 98 000 ლარით დაეხმარება. თანხას აჭარის მთავრობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ხანძრის შედეგად განადგურებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღსადგენად, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან   გამოყოფს.

შეხვედრა დამსაქმებლებთან

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში დასაქმების სააგენტო  დამსაქმებლებს შეხვდა და სააგენტოს სიახლეები გააცნო. სიახლეების შესახებ პრეზენტაცია სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მარი ბეზარაშვილმა წარმოადგინა. ძირითადი აქცენტი გადამზადების მიზნობრივ პროგრამაზე იქნა გაკეთებული, რომელსაც სააგენტო 2015 წელს ახორციელებს. 

გვირაბის ახლოს გზის გახსნის საკითხს კომისია განიხილავს

 

ჩაქვი-მახინჯაურის მიმდებარედ, სოფლის გზის გახსნის საკითხს, კომისია განიხილავს.   აჭარის საავტომობილო გზების  დირექტორის ზურაბ სიხარულიძის   განცხადებით,   კომისია  ხვალ, 23 ივნისს ბათუმში შეიკრიბება. 

რატომ სჭირდება მასწავლებელს ფსიქოლოგის დახმარება

 

რა ბარიერებს აწყდებიან პედაგოგები ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში და რა პრობლემების დაძლევაში ეხმარება მათ ფსიქოლოგის რჩევები? – ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებმა PH International-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მესამე ეტაპი გაიარეს სამართლებრივი კულტურის საფუძვლებსა და ფსიქოლოგიაში. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ტრენინგში მონაწილე პედაგოგებისა და მანდატურის შეხედულებებს.

პროტესტი ავტობანის მშენებლობის გამო

 

ჩაქვის თემის სოფელ სახალვაშოს მოსახლეობა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ სოფლის გზის გახსნას ითხოვს. ეს გზა აქ ცენტრალურ მაგისტრალს უერთდებოდა. ავტობანის მშენებლობის გამო კი ჩაიკეტა და სახალვაშოს მოსახლეობას ბათუმში წამოსასვლელად ჩაქვში უწევთ ჩასვლა და იქედან უკან წამოსვლა. გვირაბთან დღეს საღამოს სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ, მობილიზებული იყო პოლიციაც, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით მოსახლეობის მხრიდან მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია და ამ დროისთვის აქციაც დასრულებულია.

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ადგილს უცვლის

 

 

  ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე გარემოვაჭრე სუვენირებს ყიდდა. ტროტუართან ახლოს მათ ჯიხურები ედგათ და გასაყიდი ნივთები ელაგათ. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ 20 ივნისს, დილით სამუშაოზე მოსულებს ჯიხურები ადგილზე აღარ დახვდათ. ამბობენ, რომ მერია მათ ჯიხურების დადგმის ნებას არ აძლევს და ჯიხურები ამიტომ წაიღეს.

თხილნარის მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებისთვის მიმართულების შეცვლას აპროტესტებს

 

 დღეს, 19 ივნისს, თხილნარის მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა იმას, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მხოლოდ #39 (ხელვაჩაურის) სამარშრუტო ტაქსებს ეძლევა გადაადგილების საშუალება, სოფლის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებს კი შემოვლითი გზის გავლა მოუწევთ.

აჭარის მთავრობა ერთი თვის ხელფასებს სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხავს

 

დღეს, 17 ივნისს, ბათუმიდან თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 შეკვრა სურსათი გაიგზავნა. მათგან 200 ყუთი ბათუმში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიების მიერ არის შეგროვებული, ხოლო 100 ყუთი – მოსახლეობის, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ორგანიზებით შეგროვდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორი: „ჩემი გადაწყვეტილებით ჩაიხსნა სიუჟეტი“

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორი სოსო სტურუა „ბათუმელებთან“  კონცერტის ამსახველი სიუჟეტის ტელევიზიის ვებგვერდიდან ჩახსნის შესახებ განმარტებას აკეთებს.

ნატა იმედაიშვილი: „დირექტორმა მითხრა, რომ სიუჟეტი მისი გადაწყვეტილებით ჩამოიხსნა“

 

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრის ნატა იმედაიშვილის განცხადებით, აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან სიუჟეტის ჩამოხსნის გადაწყვეტილება ტელევიზიის დირექტორმა სოსო სტურუამ მიიღო. 

ვისი მითითებით ჩამოხსნა სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ ვებგვერდიდან

 

გუშინ, 16 ივნისს, აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი სათაურით – ზაურ ლაზიშვილისა და თემურ ბიბილეიშვილის ვარსკვლავები. ეს სიუჟეტი გუშინ ტელევიზიის ოფიციალურ ვებ გვერდზეც განთავსდა. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებული სადღესასწაულო კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებას მოქალაქეების მხრიდან კრიტიკული რეაქცია მოჰყვა, აჭარის ტელევიზიის ვებ გვერდიდან სიუჟეტი გაქრა. სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც არჩილ ხაბაძე სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა, თბილისისი ტრაგედიიდან სამ დღეში გაიმართა.

ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება ბათუმში გრძელდება

 

 სტიქიის შედეგად დაზარალებული თბილისის მოსახლეობის დასახმარებლად ბათუმში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება. დღეს, 18:00 საათზე, შეგროვებული ტვირთის ნაწილი,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისიდანაც გაიგზავნება, სადაც მოსახლეობა დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთებს ამ დრომდე აგროვებს. 

დისკუსია თემაზე – ევროკავშირი

 

19 ივნისს 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55 აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე : ევროკავშირი.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება

 

საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა”, თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპული პირების ოჯახების დასახმარებლად 110 ათას ლარს  გადარიცხავს. 

ბსუ თბილისში სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად განცხადებას ავრცელებს. ამ განცხადების თანახმად, უნივერსიტეტის თანამშრომლები თავიანთი ხელფასის 1%-ს გადარიცხავენ სპეციალურ ფონდში. 

შეჩერებული პროექტები და არათანაბარი სანქციები

 

ამ დღეებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეჩერდა. პროექტის – ქობულეთის სასპორტო კომპლექსის მშენებლობის ღირებულება 2,6 მილიონი ლარი იყო. მშენებლობის გაჩერება დამკვეთმა – ქობულეთის გამგეობამ გადაწყვიტა. დაჯარიმებულია მშენებელი კომპანია „გზა XXI“. მიზეზი – ვადების დარღვევა და სამუშაოების ხანგრძლივი შეჩერება. 2014 წელს აუდიტის სამსახური წერდა, რომ აჭარაში კერძო კომპანიების მიმართ საჯარიმო სანქციებს თანაბრად არ იყენებენ.

ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს

 

„ქართველ მუსლიმთა კავშირის  სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ წუხელ გვიან ღამით, საქართველოს დედაქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად დაღუპული და დაზარალებული თანამემამულეების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს“- ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში, რომელსაც კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ავრცელებს.

საუნივერსიტეტო საზოგადოება და არჩევნები

 

ჯერ კიდევ წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებზე გამოვხატე ჩემი პოზიცია თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები უნივერსიტეტში და რა გარემოებები უწყობს ხელს ამ პროცესებს. დიდი ფაქტობრივი განსხვავება არ არსებობს წარმომადგენლობითი საბჭოსა და დღევანდელი თვითმართველობის არჩევნებს შორის, ვინაიდან ამ პროცესების შემოქმედი, მთავარი სეგმენტი, უცვლელია, როგორც პიროვნული ასევე ცნობიერების თვალსაზრისით.

ანტიკური სამოსის გამოფენა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში [ფოტო]

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ანტიკური სამოსის გამოფენა მოეწყო, რომელიც პროექტის – „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“ ფარგლებში შეიკერა. პროექტზე დიზაინის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად, იენის უნივერსიტეტის გერმანელი პროფესორი, ანნეგრეტ პლონტკე-ლუნინგი მუშაობდა. პროექტის ფარგლებში 37 ანტიკური კოსტიუმი შეიკერა.

1 ივლისს საბავშვო ბაღებში ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება

 

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით,  საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიღება ახალი სასწავლო წლისთვის იწარმოებს ონლაინ-რეჟიმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები საბავშვო ბაღში რეგისტრაციას შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია იწარმოებს ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე:www.Batumikids.ge. 

 

რეგისტრაციის I ეტაპი დაიწყება 2015 წლის 1 ივლისს 09.00 სთ-ზე და დასრულდება 10 ივლისს 00.00 სთ-ზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან პრიორიტეტებით გათვალისწინებული სტატუსის მქონე მოქალაქეები, ესენია:

დისკუსია თემაზე – არასრულწლოვანთა ქორწინება

 

ხუთშაბათს, 11 ივნისს, 14:00 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია თემაზე – 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინება სასამართლოს ნებართვით.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საჭიროა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. საკითხის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველია. 

ულტიმატუმი აჭარის მთავრობას – „გადავკეტავთ მაგისტრალებს, მოვახდენთ მთავრობის სახლის ბლოკირებას“

 

დღეს 9 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გონიოს მოსახლეობამ აჭარის მთავრობას  ულტიმატუმი წამოუყენა. შეხვედრაზე მოსული პირების განცხადებით, თუკი ხელისუფლება არ დაიწყებს გონიოს მოსახლეობაზე ჩამორთმეული მიწების საკითხის განხილვას, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ:  „ჩვენ ვაპირებთ სერიოზული დისკომპომფორტი შევუქმნათ აჭარის მთავრობას,  გადავკეტავთ ცენტრალურ მაგისტრალებს, მოვახდენთ  მთავრობის სახლის ბლოკირებას და დავიწყებთ შიმშილობას“.   

დაზიანებული ნარგავების გამო მოქალაქე კომპენსაციას ითხოვს

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში  მცხოვრები მოქალაქე გენადი მახარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ „შუახევიჰესის“ მშენებლობის გამო სოფლის გზაზე მოძრავმა მძიმეწონიანმა მანქანებმა, გზის დაზიანება გამოიწვია. „კომპანიის წარმომადგენლებმა გზის გაწმენდა რომ დაიწყეს, მიწის მასა აიღეს და ჩემს ბოსტანში გადმოყარეს.  ასი მეტრის მანძილზე მთლიანად გამინადგურეს სავარგულები“- ამბობს გენადი მახარაძე.   მან კომპენსაციის მოთხოვნით მიზნით მშენებელ კომპანიას მიმართა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები ვითარების შესასწავლად ადგილზე არ მისულან. 

ცხმორისი-გეგელიძეების და შუახევი-უჩამბას გზაზე ასფალტის საფარი დაიგება

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისი-გეგელიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტის შუახევი-უჩამბას საავტომობილო გზაზე, ასფალტბეტონიანი საფარი დაიგება. ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება ქედის გზის მონაკვეთზე 868 730 ლარია, შუახევი-უჩამბას გზის დაგებაზე კი 940 450 ლარი დაიხარჯება. 

დაუბეგრავი მინიმუმი – დაბრუნებულია 90 მილიონ ლარზე მეტი

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისის 19 საათისთვის მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმის სახით მთლიანობაში უკან დაუბრუნდათ 90 მილიონ 380 ათას 872 ლარი. თანხა დაუბრუნდა 317 714 მოქალაქეს.

საქართველოში განქორწინების სტატისტიკა გაიზარდა

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2014 წელს 9 119 წყვილი განქორწინდა. 

რა ცვლილებებს გეგმავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ხელმძღვანელი

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლის განხორციელება მისი აზრით, მოკლე ვადებშია აუცილებელი. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ახალ ხელმძღვანელთან.

გახდება თუ არა ქალაქის ყოფილი მერი ბსუ-ს კანცლერი?

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 25 მაისს გამოაცხადა. ყოფილი კანცლერი ედიშერ ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი უაყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას თანამდებობა იძულებით დაატოვებინეს. 

ეჩვევა თუ არა საზოგადოება ნარჩენების დიფერენცირებულად შეგროვებას? [ფოტო]

 

ურნები, რომლებიც პოლიეთილენის, ქაღალდისა და შუშის ნარჩენებისთვის არის გათვლილი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ აპრილში დადგა. “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება სპეციალური სანაგვე ურნების შეძენის თაობაზე, მომავალზეა გათვლილი. “ჩვენ გვინდა ადამიანები მიეჩვიონ იმ აზრს, რომ სამომავლოდ იქნება ასეთი ცვლილებები და როგორც ევროპაშია, ისე მოვიქცეთ საქართველოში“, – თქვა მან.

სასმელი წყალი, რომლის ხარისხზეც პასუხს არავინ აგებს

 

ბათუმში მცხოვრები ასობით ოჯახი ჭის წყალს მოიხმარს. ჭები მომხმარებლებმა თავად გათხარეს. მათი უმეტესობა ლაბორატორიულად არ შეუმოწმებიათ. ვინც შეამოწმა, მან ორი სახის პასუხი მიიღო – წყალი დაბინძურებულია, ან არ შეიცავს იმ მინერალებს, რაც ადამიანის ორგანიზმმა სასმელი წყლისგან უნდა მიიღოს. რეგიონში მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყლის მიწოდებაზე ან იმ წყლის ხარისხის კონტროლზე, რომელსაც მოსახლეობა ჭიდან მოიხმარს, არც ერთი სამთავრობო სტრუქტურა არ იღებს პასუხისმგებლობას. სპეციალისტის თქმით, ასეთი მიდგომით შეიძლება სავალალო შედეგი დადგეს.  

სახალხო დამცველი სქესის ჩანაწერის შეცვლასა და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე

 

18 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, შემუშავდეს და დამტკიცდეს სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურული წესი. ამგვარი წესის არსებობა შესაძლებლობას მისცემს ტრანსგენდერ ადამიანებს, ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი სწრაფი, ადვილად ხელმისაწვდომი გზით შეცვალონ. 

ვაკანსიები ბათუმის მერიაში, ქედის გამგეობასა და აჭარის მთავრობაში

 

საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, 4 ივნისისთვის, ბათუმის მერიაში 27  ვაკანსიაა, ქედის მუნიციპალიტეტში – 11, ხოლო აჭარის მთავრობაში ორი ვაკანსია. აღნიშნულ ვაკანსიებზე განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა 5-7 ივნისია. ბიუროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურებში სულ 900-ზე მეტი ვაკანსიაა.

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ბათუმში

 

ბათუმში, ევროპის მოედანზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ელეონორ კუზანოვის თქმით, „ხალხი აქ ცოტა იმიტომ არის, რომ ეშინიათ“. იმავე შინაარსის მოთხოვნით  აქციები დღეს თბილისშიც გაიმართა.

სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის აუდიტორია ბათუმის უნივერსიტეტში

 

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალთაგან გათავისუფლების ბრძოლის წინამძღოლის სელიმ ხიმშიაშვილის ტრაგიკული აღსასრულიდან 200 წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეულით აღინიშნება. 21-ე აუდიტორიას კი სელიმ ხიმშიაშვილის სახელი მიენიჭა და საზეიმოდ გაიხსნა, დაწესდა სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის სტიპენდია, შედგა საიუბილეო წიგნებისა და ფოტოების გამოფენა  და ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.   

Exit mobile version